პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიჭები თვითდაზიანებებს იყენებენ, რომ ამ შეშლილის დავალებას თავი აარიდონ... ხმას ვერავინ იღებს" - კადიროვმა უკრაინაში "მოხალისეთა" ახალი ჯგუფი გაგზავნა
"ბიჭები თვითდაზიანებებს იყენებენ, რომ ამ შეშლილის დავალებას თავი აარიდონ... ხმას ვერავინ იღებს" - კადიროვმა უკრაინაში "მოხალისეთა" ახალი ჯგუფი გაგზავნა

"კა­დი­რო­ვის ახა­ლი ეტა­პი უკ­რა­ი­ნის სა­საკ­ლა­ო­ზე", - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ჩეჩ­ნე­თი­დან კი­დევ ერთი "მო­ხა­ლი­სე­თა" ჯგუ­ფი წას­ვლას. ახა­ლი ნა­კა­დის წას­ვლის შე­სა­ხებ ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა, რამ­ზან კა­დი­როვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"კა­დი­რო­ვე­ლე­ბის" "ტიკ-ტოკ" ან­გა­რი­შებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი, მათ შო­რის, რამ­ზა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არა­საბ­რძო­ლო პი­რო­ბებ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან იპყრობს ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცეს.

მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის თვა­ლის ასახ­ვე­ვად, ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რე­ბენ და ხან ცა­რი­ე­ლი შე­ნო­ბის შტურ­მით ასა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბი­ან და ხან კი, "ორ­მხრი­ვი სრო­ლე­ბის" ვი­დე­ო­ებს იღე­ბენ, სა­დაც ისიც ჩანს, რომ ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ია­რაღ­საც ვერ ფლო­ბენ.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, კა­დი­რო­ვი პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც აქ­ვეყ­ნებს ვი­დო­ებ­სა და მი­მარ­თვებს, სა­დაც ჩე­ჩე­ნი "მო­ხა­ლი­სე­ე­ბის" როლს ისე წარ­მო­ა­ჩენს, რო­გორც "ყოვ­ლის­შემ­ძლე სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფის", რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობს "გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ და გაწ­მენ­დით ოპე­რა­ცი­ებ­ში, სამ­ხედ­რო შტურმ­ში, ან აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბი­ან სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ას".

უკ­რა­ი­ნის მხა­რეს იბ­რძვი­ან ის ჩეჩ­ნე­ბი, რო­მელ­თაც ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომის დროს, უდი­დე­სი და­ნა­კარ­გი ნა­ხეს, სა­ბო­ლო­ოდ კი, რეს­პუბ­ლი­კის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წი­ათ. მათ კრემ­ლი და პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი კა­დი­რო­ვი, "სე­პა­რა­ტის­ტებს" უწო­დე­ბენ. ისი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნას თავ­დაც­ვა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ბრი­ტა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ერთ-ერთი ჩე­ჩე­ნი ლი­დე­რის, აჰ­მედ ზა­კა­ე­ვის თა­ნახ­მად, უკ­რა­ი­ნა­ში ჩე­ჩე­ნი მებ­რძო­ლე­ბი 2014 წლი­დან იმ­ყო­ფე­ბი­ან და უკ­რა­ი­ნის დონ­ბა­სის რე­გი­ონ­ში, რუ­სულ ძა­ლებს და რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რილ სე­პა­რა­ტის­ტებს უწევ­დნენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას.

პუ­ტი­ნის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი მათ "მო­ღა­ლა­ტე­ებს" უწო­დებს და ემუქ­რე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი მისი ძა­ლე­ბი და­ხო­ცა­ვენ და მათი ოჯა­ხის წევ­რებს გა­უს­წორ­დე­ბი­ან. მი­სი­ვე თქმით, "თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას სიკ­ვდი­ლი ყვე­ლა მუ­სულ­მა­ნის­თვის დიდი პა­ტი­ვია. ყვე­ლა მათ­გან­მა სრუ­ლი მომ­ზა­დე­ბა გა­ი­ა­რა გუ­დერ­მეს­ში, რუ­სე­თის სპეც­რაზ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც მათ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბას ას­წავ­ლიდ­ნენ", - თქვა კა­დი­როვ­მა კი­დევ ერთი და­ნა­ყო­ფის უკ­რა­ი­ნა­ში გა­მომ­გზავ­რე­ბის წინ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, kavkaz-uzel.eu ავ­რცე­ლებს.

თუმ­ცა kavkazr.com-ის ცნო­ბით, "კა­დი­რო­ვე­ლე­ბის" ფუნ­ქცია უკ­რა­ი­ნა­ში მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­ში­ნე­ბა, და­წი­ო­კე­ბა და ძარ­ცვაა და სწო­რედ "ამ საქ­მის შეს­რუ­ლე­ბი­სას" იხო­ცე­ბი­ან. 23 აპ­რილს კი­დევ ერთი ნა­კა­დის უკ­რა­ი­ნა­ში გაშ­ვე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

"ბი­ჭე­ბი თვით­და­ზი­ა­ნე­ბებს იყე­ნე­ბენ, რომ ამ შეშ­ლი­ლის და­ვა­ლე­ბას თავი აა­რი­დონ. ზოგს ფეხი აქვს მო­ტე­ხი­ლი, ზოგს ია­რა­ღი გა­უ­ვარ­და. ყვე­ლამ ვი­ცით რა სა­ზღა­უ­რი მი­ი­ღეს სი­ცო­ცხლის ფა­სად, უკ­რა­ი­ნის ომში და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებ­მა, ბი­ნის, ან სამი მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ნაც­ვლად, ზეთი და მა­კა­რო­ნი მი­ი­ღეს... ხელ­მძღვა­ნელ პი­რებ­ზე მყო­ფებს და­ვა­ლე­ბა აქვთ, ნე­ბის­მი­ერ დროს მო­უ­ყა­რონ თავი მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუფს, თო­რემ იცი­ან ძვი­რად და­უჯ­დე­ბათ", - წერს ინ­ტე­ნერ­ტმომ­ხა­რე­ბე­ლი "ჰა­სან ბელი" სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"პუ­ტინს შეჰ­პირ­და, ძა­ლი­ან მალე ყვე­ლა­ფე­რი ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც თქვენ გინ­და­თო, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ასე არაა. ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი კი, იქ სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად მიჰ­ყავთ, ვინც ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომს გა­და­ურ­ჩა, ახლა უნდა გა­მოხ­ში­რონ, თო­რემ ხომ შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას კა­დი­რო­ვის ხუშ­ტუ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არ მო­უნ­დეს და დის­კომ­ფორ­ტი შე­ექ­მნას?!", - წერს "ამი­ნა სა­ფა­რი".

"ვი­თომ სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის კურსს გა­დი­ან და სი­ნამ­დვი­ლე­ში ლო­მის ხა­ხა­ში, გა­მო­უც­დელ ბი­ჭებს უშ­ვე­ბენ. რა თქმა უნდა, ხმას ვე­რა­ვინ იღებს, ამის გაკ­რი­ტი­კებ­საც ვერ ვბე­დავთ, რომ "კა­დი­როვ­ცე­ბი" კვალ­ში არ ჩაგ­ვიდგდნენ. ამას წი­ნათ, ერთ ოჯახ­ში ერ­თდრო­უ­ლად ორი ბიჭი ჩა­მო­ას­ვე­ნეს, თუ­თი­ის კუ­ბო­თი, ნაფ­ლე­თე­ბად ქცე­უ­ლი. ასე ჩუ­მად, პრო­ტეს­ტის გა­რე­შე სხვის ომში ვი­ხო­ცე­ბით, სრუ­ლი­ად უაზ­როდ", - წერს "კა­რიე-ჰარ­ბე­რი."

"მაგ­რამ ვნა­ხავთ, ღმერ­თი ვის მხა­რეს დად­გე­ბა... 200 ადა­მი­ა­ნი გა­უშ­ვეს, მათი უმე­ტე­სო­ბა ჩე­ჩე­ნია. უმა­რი, რო­მე­ლიც მზად იყო "აჰ­მად-ჰა­ჯის" გზა­ზე მომ­კვდა­რი­ყო, ასე­ვე, მუფ­ტის გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი, ან კა­დი­რო­ვის ერ­თგუ­ლე­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად რიგ­ში მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბის სია დამ­თავ­რდა, ამი­ტომ ხალ­ხი სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან მოჰ­ყავთ. პირ­ველ და­ნა­კარ­გებ­ზე უკვე სა­უბ­რობს "წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­მი­ტე­ტის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აბუ­ბა­ქარ იან­გულ­ბა­ე­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, 30 ადა­მი­ან­ზე მეტი ამოც­ნო­ბი­ლია, და­ნარ­ჩე­ნის ინ­დენ­ტი­ფი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ხალ­ხი ცდი­ლობს რუკა მო­ი­პო­ვონ, რათა ამის მი­ხედ­ვით სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში და­კარ­გუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ რა­ი­მე გა­ი­გონ. კა­დი­რო­ვი კი, მხო­ლოდ ორი ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვას აღი­ა­რებს", - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტტ
140

ეს ომი რუსეთმა თუ მოიგო მაშინ ბევრ ქვეყანას დარხეული აქვს. ეს ამერიკაც ეთამაშება იქედან და თავის საქმეს იკეთებს, ასუსტებს რუსეთს. 

:))))
16

გეროი რასიიო:)))))

ავტორი:

"ბიჭები თვითდაზიანებებს იყენებენ, რომ ამ შეშლილის დავალებას თავი აარიდონ... ხმას ვერავინ იღებს" - კადიროვმა უკრაინაში "მოხალისეთა" ახალი ჯგუფი გაგზავნა

"ბიჭები თვითდაზიანებებს იყენებენ, რომ ამ შეშლილის დავალებას თავი აარიდონ... ხმას ვერავინ იღებს" - კადიროვმა უკრაინაში "მოხალისეთა" ახალი ჯგუფი გაგზავნა

"კადიროვის ახალი ეტაპი უკრაინის სასაკლაოზე", - ასე ეხმიანებიან ინტერნეტმომხმარებლები ჩეჩნეთიდან კიდევ ერთი "მოხალისეთა" ჯგუფი წასვლას. ახალი ნაკადის წასვლის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა.

"კადიროველების" "ტიკ-ტოკ" ანგარიშებზე გამოქვეყნებული ვიდეოები, მათ შორის, რამზანის მონაწილეობით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, არასაბრძოლო პირობებშია გადაღებული, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იპყრობს ინტერნეტ-სივრცეს.

მოსახლეობისთვის თვალის ასახვევად, ძალისხმევას არ იშურებენ და ხან ცარიელი შენობის შტურმით ასაღებად ემზადებიან და ხან კი, "ორმხრივი სროლების" ვიდეოებს იღებენ, სადაც ისიც ჩანს, რომ ზოგ შემთხვევაში იარაღსაც ვერ ფლობენ.

ამის მიუხედავად, კადიროვი პერიოდულად მაინც აქვეყნებს ვიდოებსა და მიმართვებს, სადაც ჩეჩენი "მოხალისეების" როლს ისე წარმოაჩენს, როგორც "ყოვლისშემძლე სამხედრო დანაყოფის", რომელიც მონაწილეობს "განმათავისუფლებელ და გაწმენდით ოპერაციებში, სამხედრო შტურმში, ან აქტიურად ეხმარებიან სამხედრო პოლიციას".

უკრაინის მხარეს იბრძვიან ის ჩეჩნები, რომელთაც ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, უდიდესი დანაკარგი ნახეს, საბოლოოდ კი, რესპუბლიკის დატოვება მოუწიათ. მათ კრემლი და პუტინის ფავორიტი კადიროვი, "სეპარატისტებს" უწოდებენ. ისინი წლების განმავლობაში უკრაინას თავდაცვაში ეხმარებოდნენ. ბრიტანეთში მცხოვრები ერთ-ერთი ჩეჩენი ლიდერის, აჰმედ ზაკაევის თანახმად, უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლები 2014 წლიდან იმყოფებიან და უკრაინის დონბასის რეგიონში, რუსულ ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს უწევდნენ წინააღმდეგობას.

პუტინის მიერ დანიშნული ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მათ "მოღალატეებს" უწოდებს და ემუქრება, რომ უკრაინაში მყოფი მისი ძალები დახოცავენ და მათი ოჯახის წევრებს გაუსწორდებიან. მისივე თქმით, "თავისი მოვალეობის შესრულებისას სიკვდილი ყველა მუსულმანისთვის დიდი პატივია. ყველა მათგანმა სრული მომზადება გაიარა გუდერმესში, რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტში, სადაც მათ პროფესიონალი ინსტრუქტორები საბრძოლო ხელოვნებას ასწავლიდნენ", - თქვა კადიროვმა კიდევ ერთი დანაყოფის უკრაინაში გამომგზავრების წინ. ამის შესახებ ინფორმაციას, kavkaz-uzel.eu ავრცელებს.

თუმცა kavkazr.com-ის ცნობით, "კადიროველების" ფუნქცია უკრაინაში მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის შეშინება, დაწიოკება და ძარცვაა და სწორედ "ამ საქმის შესრულებისას" იხოცებიან. 23 აპრილს კიდევ ერთი ნაკადის უკრაინაში გაშვებას სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან.

"ბიჭები თვითდაზიანებებს იყენებენ, რომ ამ შეშლილის დავალებას თავი აარიდონ. ზოგს ფეხი აქვს მოტეხილი, ზოგს იარაღი გაუვარდა. ყველამ ვიცით რა საზღაური მიიღეს სიცოცხლის ფასად, უკრაინის ომში დაღუპულთა ოჯახებმა, ბინის, ან სამი მილიონი რუბლის ნაცვლად, ზეთი და მაკარონი მიიღეს... ხელმძღვანელ პირებზე მყოფებს დავალება აქვთ, ნებისმიერ დროს მოუყარონ თავი მოხალისეთა ჯგუფს, თორემ იციან ძვირად დაუჯდებათ", - წერს ინტენერტმომხარებელი "ჰასან ბელი" სოციალურ ქსელში.

"პუტინს შეჰპირდა, ძალიან მალე ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათო, მაგრამ ჯერჯერობით ასე არაა. ჩვენი ბიჭები კი, იქ საზარბაზნე ხორცად მიჰყავთ, ვინც ჩეჩნეთის მეორე ომს გადაურჩა, ახლა უნდა გამოხშირონ, თორემ ხომ შეიძლება, ვიღაცას კადიროვის ხუშტურების შესრულება არ მოუნდეს და დისკომფორტი შეექმნას?!", - წერს "ამინა საფარი".

"ვითომ სამხედრო მომზადების კურსს გადიან და სინამდვილეში ლომის ხახაში, გამოუცდელ ბიჭებს უშვებენ. რა თქმა უნდა, ხმას ვერავინ იღებს, ამის გაკრიტიკებსაც ვერ ვბედავთ, რომ "კადიროვცები" კვალში არ ჩაგვიდგდნენ. ამას წინათ, ერთ ოჯახში ერთდროულად ორი ბიჭი ჩამოასვენეს, თუთიის კუბოთი, ნაფლეთებად ქცეული. ასე ჩუმად, პროტესტის გარეშე სხვის ომში ვიხოცებით, სრულიად უაზროდ", - წერს "კარიე-ჰარბერი."

"მაგრამ ვნახავთ, ღმერთი ვის მხარეს დადგება... 200 ადამიანი გაუშვეს, მათი უმეტესობა ჩეჩენია. უმარი, რომელიც მზად იყო "აჰმად-ჰაჯის" გზაზე მომკვდარიყო, ასევე, მუფტის გავლენის ქვეშ მყოფი, ან კადიროვის ერთგულების დასამტკიცებლად რიგში მდგომი ადამიანების სია დამთავრდა, ამიტომ ხალხი სხვა რეგიონებიდან მოჰყავთ. პირველ დანაკარგებზე უკვე საუბრობს "წამების საწინააღმდეგო კომიტეტის" წარმომადგენელი აბუბაქარ იანგულბაევი, რომლის თქმითაც, 30 ადამიანზე მეტი ამოცნობილია, დანარჩენის ინდენტიფიკაცია მიმდინარეობს. ხალხი ცდილობს რუკა მოიპოვონ, რათა ამის მიხედვით სხვადასხვა ადგილებში დაკარგული ოჯახის წევრების შესახებ რაიმე გაიგონ. კადიროვი კი, მხოლოდ ორი ადამიანის დაღუპვას აღიარებს", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.