საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული შეზღუდული შერაცხადია, მაგრამ დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა" - ექსპერტიზის დასკვნა
"ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული შეზღუდული შერაცხადია, მაგრამ დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა" - ექსპერტიზის დასკვნა

ორ­სუ­ლი ცო­ლის, ქეთა კე­პუ­ლა­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გოგა გზი­რიშ­ვი­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­რა­ცხა­დია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო-ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი.

დას­კვნა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მი­ე­რაა გა­ცე­მუ­ლი. დას­კვნის მი­ხედ­ვით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში სა­კუ­თარ ქცე­ვას სრუ­ლად ვერ აკონ­ტრო­ლებ­და.

რო­გორც ბრალ­დე­ბულ გოგა გზი­რიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, მევ­ლუდ ჯან­ჯღა­ვა აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნა ბრალ­დე­ბულს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან არ ათა­ვი­სუფ­ლებს, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნი­სას შე­საძ­ლოა, შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყე­ნოს.

"შე­ზღუ­დუ­ლი შე­რა­ცხა­დი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნი­სას არ იყო იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ და­ნა­შა­უ­ლი ვერ გა­ეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა, მაგ­რამ მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის იმ სტან­დარტზე, რა­ზეც ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კაა, თუმ­ცა ის სის­ხლის­სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან არ თა­ვი­სუფ­ლდე­ბა“, - აცხა­დებს ჯან­ჯღა­ვა.

ცნო­ბის­თვის, გა­სუ­ლი წლის 22 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში, ბრალ­დე­ბულ­მა გოგა გზი­რიშ­ვილ­მა გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, და­ნით ორ­სულ მე­უღ­ლეს - ქეთა კე­პუ­ლა­ძეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში 30 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ორ­სუ­ლი კე­პუ­ლა­ძე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. გზი­რიშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111,109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ და „ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ორ­სუ­ლი ქა­ლის, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გოგა გზი­რიშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ სრუ­ლად ცნობს. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს თა­ვად და­უ­რე­კა.

ივანე
5

ადამიანებმა მაგრად გარეკეს.ადრე,ასეთი საზარელი მკვლელობები არ ხდებოდა

ავტორი:

"ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული შეზღუდული შერაცხადია, მაგრამ დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა" - ექსპერტიზის დასკვნა

"ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული შეზღუდული შერაცხადია, მაგრამ დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა" - ექსპერტიზის დასკვნა

ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი შეზღუდული შერაცხადია. აღნიშნულის შესახებ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი.

დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერაა გაცემული. დასკვნის მიხედვით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა.

როგორც ბრალდებულ გოგა გზირიშვილის ადვოკატი, მევლუდ ჯანჯღავა აცხადებს, აღნიშნული დასკვნა ბრალდებულს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, თუმცა სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას შესაძლოა, შემამსუბუქებელ გარემოებად გამოიყენოს.

"შეზღუდული შერაცხადი არის ადამიანი, რომელიც დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ დანაშაული ვერ გაეცნობიერებინა, მაგრამ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის იმ სტანდარტზე, რაზეც ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკაა, თუმცა ის სისხლისსამართლის პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება“, - აცხადებს ჯანჯღავა.

ცნობისთვის, გასული წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს - ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოგა გზირიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს თავად დაურეკა.