პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ კვლავ უმკაცრეს ზომებს იღებენ - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანდაზმულები საკარანტინო დაწესებულებებში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ
ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ კვლავ უმკაცრეს ზომებს იღებენ - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანდაზმულები საკარანტინო დაწესებულებებში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ

ჩი­ნე­თის ვიცე-პრე­მი­ერ­მა, სუნ ჩუნ­ლან­მა, ორ­შა­ბათს ფიცი დადო, რომ ვინც კი და­დე­ბით შე­დეგს აჩ­ვე­ნებს კო­ვი­დის ტესტზე, მა­თაც და მათ ახლო კონ­ტაქ­ტებ­საც, ყვე­ლას სა­კა­რან­ტი­ნო ად­გი­ლებ­ზე გაგ­ზავ­ნი­ან, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გა­რე­შე. ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დიდი ხა­ნია "ნუ­ლო­ვა­ნი კო­ვი­დით“ ტრა­ბა­ხო­ბენ და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ის ჩი­ნეთ­ში მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის სი­ცო­ცხლის ხსნის­თვის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა, მაგ­რამ ბევ­რი კა­მა­თობს ხნი­ე­რი და ავად­მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის ცენ­ტრა­ლი­ზე­ბულ კა­რან­ტინ­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე.

"მო­ხუ­ცე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც 80-90 წელს არი­ან გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, სა­კა­რან­ტი­ნო და­წე­სე­უ­ლე­ბებ­ში ყოფ­ნა ბევ­რად უფრო სა­ში­შია, ვიდ­რე სახ­ლში, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნა, რად­გან აქ ჯვა­რე­დი­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბის შან­სი ჩნდე­ბა. ამ­გვა­რად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შან­სე­ბიც იზ­რდე­ბა, ამი­ტომ ჯო­ბია, რომ სახ­ლში იყ­ვნენ", - ამ­ბობს იან­ჯონგ ჰუ­ან­გი, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა საბ­ჭოს გლო­ბა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის უფ­რო­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ჩი­ნურ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, Weibo-ში, ერთი გო­გო­ნა მის ოჯახს გა­დამ­ხდარ ის­ტო­რი­ას ყვე­ბა, რო­მელ­მაც მკი­თხვე­ლებ­ში შოკი და ბრა­ზი გა­მო­იწ­ვია. გო­გო­ნას მო­ნა­ყო­ლის მი­ხედ­ვით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი დი­ლის 2 სა­ათ­ზე მი­ვიდ­ნენ შან­ხა­ი­ში მდე­ბა­რე ბი­ნა­ში, სა­დაც მისი ბე­ბია და ბიძა ცხოვ­რო­ბენ. როცა კა­რე­ბი არ გა­ა­ღეს, მათ სა­კე­ტი და­ამ­ტვრი­ეს და სახ­ლში შეც­ვივ­დნენ, 92 წლის ქალი კი სა­წო­ლი­დან წა­მო­აგ­დეს.

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ქა­ლის და მისი 74 წლის შვი­ლის კა­რან­ტი­ნის ცენ­ტრში გა­დაყ­ვა­ნას ცდი­ლობ­დნენ. როცა ქალ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, სა­წო­ლი­დან ია­ტაკ­ზე ჩა­მო­აგ­დეს და ძა­ლით ცდი­ლობ­დნენ მის წაყ­ვა­ნას.

"ცივ­სის­ხლი­ა­ნო­ბას და ძა­ლა­დო­ბას, უკვე აღარ აქვს სა­ზღვა­რი", - ვკი­თხუ­ლობთ ტოპ კო­მენ­ტარ­ში, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მეტი მო­წო­ნე­ბა აქვს.

ხალ­ხის პრო­ტეს­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, ად­გი­ლობ­რივ­მა მმარ­თვე­ლო­ბამ ორი ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნის სახ­ლში ღა­მით შეჭ­რა აღი­ა­რა, მაგ­რამ კა­რის შემტვრე­ვის მი­ზე­ზად ის და­ა­სა­ხე­ლეს, რომ ეგო­ნათ, მა­ცხოვ­რებ­ლებს რა­ი­მე ცუდი შე­ემ­თხვათ.

მათ ისიც გა­ნა­ცხა­დეს, რომ ორი­ვე ხან­დაზ­მუ­ლი თა­ვი­სი ნე­ბით გაჰ­ყვა პო­ლი­ცი­ე­ლებს.

რამ­დე­ნი­მე კა­რან­ტინ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი, CNN-თან სა­უბ­რი­სას ყვე­ბა, რომ ზოგი მო­ხუ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რო­ბენ და ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, მა­ინც გა­დაჰ­ყავთ კა­რან­ტინ­ში. ეს ხდე­ბა იმის პა­რა­ლე­ლუ­რად, რაც ჩი­ნე­თის ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ად­გი­ლობ­რივ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს, ძველ უბ­ნებ­სა და მო­ხუც­თა სახ­ლებ­თან გამ­კლა­ვე­ბი­სას, უფრო მკაც­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
3

 

შემოდგომა-ზამთარში, კოვიდის სასტიკად მოტრიალებაში, ღმერთო ერთი ამის მაკეთებელი ქართველი ჟურნალისტი არ დატოვო საინფორმაციო სივრცის სასაქონლო ბაზარზე(კოვიდის სასტიკად მოტრიალებაში ღმერთო მოაშორე უკეთურების მაკეთებელი საინფორმაციო სივრცე საქართველოს!), რადგან მას არ მიეცა იოტისოდენი დანახვა იმისა, რაც ვწერე ორი წლის განმავლობაში. ღმერთო მიეცი საქართველოს წყალობა და მოკითხე საქსინოდ-აკადემია-პოლიტიკანობა-ჟუნალისტიკას ცოდვები ჩადენილი ქართველთა კოპტადქცევაზე თავის კურთხეულ მიწაზე, ადამიანის მიმართ ჩადენილ მწვალებლობა-ცოდვაზე. დიდება ქრისტეს!

!!
0

ჩაკეტოს მსოფლიომ ამ ღამურაჭამია ხალხთან საზღვრები! შეეშვით ხალხის დამონებას, თქვენი პანდემიები მაგრად კიდია უკვე ხალხს.ვერ დაგვიმონებს მსოფლიო ჯანდაცვა

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ კვლავ უმკაცრეს ზომებს იღებენ - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანდაზმულები საკარანტინო დაწესებულებებში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ კვლავ უმკაცრეს ზომებს იღებენ - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანდაზმულები საკარანტინო დაწესებულებებში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ

ჩინეთის ვიცე-პრემიერმა, სუნ ჩუნლანმა, ორშაბათს ფიცი დადო, რომ ვინც კი დადებით შედეგს აჩვენებს კოვიდის ტესტზე, მათაც და მათ ახლო კონტაქტებსაც, ყველას საკარანტინო ადგილებზე გაგზავნიან, გამონაკლისების გარეშე. ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები დიდი ხანია "ნულოვანი კოვიდით“ ტრაბახობენ და ამტკიცებენ, რომ ის ჩინეთში მაცხოვრებლების სიცოცხლის ხსნისთვის ერთადერთი საშუალებაა, მაგრამ ბევრი კამათობს ხნიერი და ავადმყოფი ადამიანების ცენტრალიზებულ კარანტინში გადაყვანის საჭიროებაზე.

"მოხუცებისთვის, რომლებიც 80-90 წელს არიან გადაცილებული, საკარანტინო დაწესეულებებში ყოფნა ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე სახლში, თვითიზოლაციაში ყოფნა, რადგან აქ ჯვარედინი ინფიცირების შანსი ჩნდება. ამგვარად ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების შანსებიც იზრდება, ამიტომ ჯობია, რომ სახლში იყვნენ", - ამბობს იანჯონგ ჰუანგი, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს გლობალური ჯანმრთელობის უფროსი თანამშრომელი.

ჩინურ სოციალურ ქსელში, Weibo-ში, ერთი გოგონა მის ოჯახს გადამხდარ ისტორიას ყვება, რომელმაც მკითხველებში შოკი და ბრაზი გამოიწვია. გოგონას მონაყოლის მიხედვით, პოლიციელები დილის 2 საათზე მივიდნენ შანხაიში მდებარე ბინაში, სადაც მისი ბებია და ბიძა ცხოვრობენ. როცა კარები არ გააღეს, მათ საკეტი დაამტვრიეს და სახლში შეცვივდნენ, 92 წლის ქალი კი საწოლიდან წამოაგდეს.

პოლიციელები ქალის და მისი 74 წლის შვილის კარანტინის ცენტრში გადაყვანას ცდილობდნენ. როცა ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, საწოლიდან იატაკზე ჩამოაგდეს და ძალით ცდილობდნენ მის წაყვანას.

"ცივსისხლიანობას და ძალადობას, უკვე აღარ აქვს საზღვარი", - ვკითხულობთ ტოპ კომენტარში, რომელსაც ყველაზე მეტი მოწონება აქვს.

ხალხის პროტესტის პარალელურად, ადგილობრივმა მმართველობამ ორი ხანდაზმული ადამიანის სახლში ღამით შეჭრა აღიარა, მაგრამ კარის შემტვრევის მიზეზად ის დაასახელეს, რომ ეგონათ, მაცხოვრებლებს რაიმე ცუდი შეემთხვათ.

მათ ისიც განაცხადეს, რომ ორივე ხანდაზმული თავისი ნებით გაჰყვა პოლიციელებს.

რამდენიმე კარანტინში მყოფი ადამიანი, CNN-თან საუბრისას ყვება, რომ ზოგი მოხუციები, რომლებიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობენ და ინვალიდის ეტლით გადაადგილდებიან, მაინც გადაჰყავთ კარანტინში. ეს ხდება იმის პარალელურად, რაც ჩინეთის ვიცე-პრემიერმა, ადგილობრივ ოფიციალურ პირებს, ძველ უბნებსა და მოხუცთა სახლებთან გამკლავებისას, უფრო მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.