საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ბიჭი, რომელიც წყნეთში პოლიციელის იარაღიდან გასროლას ემსხვერპლა და რა დეტალებს ასაჯაროებს მომხდარის შესახებ საგამოძიებო სამსახური
ვინ იყო ბიჭი, რომელიც წყნეთში პოლიციელის იარაღიდან გასროლას ემსხვერპლა და რა დეტალებს ასაჯაროებს მომხდარის შესახებ საგამოძიებო სამსახური

გუ­შინ, ღა­მის სა­ა­თებ­ში, წყნეთ­ში პო­ლი­ცი­ე­ლის ია­რა­ღი­დან გას­რო­ლას ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს დე­ტექ­ტივს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ია­რა­ღი­დან შემ­თხვე­ვით გა­უ­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც 30 წლამ­დე მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი ზუკა გვე­ლე­სი­ა­ნია. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი კი - და­კა­ვე­ბუ­ლი.

  • სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი გან­მარ­ტავს, რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ვარ­და წყნეთ­ში პო­ლი­ცი­ელს ია­რა­ღი, რა­საც ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის კოკა კა­ცი­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბი­სას პო­ლი­ცი­ელ­მა, სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი შე­ბო­ჭა, რა დრო­საც მას გა­უ­ვარ­და ია­რა­ღი­დან, რა­საც ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მოჰ­ყვა. ამის შე­სა­ხებ მან დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

“გუ­შინ, წყნეთ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბის ფაქ­ტზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბულ იქნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მე-4 სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი დე­ტექ­ტი­ვი. საქ­მე­ზე ამ­ჟა­მად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, მათ შო­რის თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მე­ე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით დგინ­დე­ბა, რომ 2022 წლის 18 აპ­რილს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მე-4 სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი და ამა­ვე სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტი­ვი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ წყნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რა დრო­საც სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე გა­დას­ცეს ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­საძ­ლო უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბი­სას მათ დახ­ვდათ გა­ჩე­რე­ბუ­ლი ტაქ­სი, რომ­ლის სი­ახ­ლო­ვეს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მი­წა­ში რა­ღა­ცას ეძებ­და.

  • მი­წი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თის ამო­ღე­ბის­თა­ნა­ვე, მა­მა­კაც­თან სწრა­ფად მი­ვი­და პო­ლი­ცი­ის დე­ტექ­ტი­ვი, რო­მელ­საც ხელ­ში ეჭი­რა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და გა­ნუ­ცხა­და, რომ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა გა­დაყ­ლა­პა მი­წი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თი და გაქ­ცე­ვა და­ა­პი­რა, აღ­ნიშ­ნულ­ზე პო­ლი­ცი­ელ­მა სცა­და მისი შე­ბოჭ­ვა, რა დრო­საც მას გა­უ­ვარ­და ია­რა­ღი­დან, რა­საც ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მოჰ­ყვა.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა საქ­მე­ზე ჩა­ა­ტა­რა გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი. კერ­ძოდ, დათ­ვა­ლი­ერ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც ამო­ღე­ბულ იქნა ექ­სპერ­ტი­ზის­თვის სა­ჭი­რო კვლე­ვის ნი­მუ­შე­ბი.

გა­მო­ი­კი­თხნენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ინ­ცი­დენ­ტის შემ­სწრე თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მე­ე­ბი და მიმ­დე­ბა­რედ მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ამო­ღე­ბუ­ლი იქნა და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი, რის შემ­დე­გაც ჩვენს მიერ და­კა­ვე­ბულ იქნა პო­ლი­ცი­ის დე­ტექ­ტი­ვი.

ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, სამ­სა­ხუ­რი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად ინიშ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ქი­მი­უ­რი, ბა­ლის­ტი­კუ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი და დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი”, - გა­ნა­ცხა­და კოკა კა­ცი­ტა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ჯორჯი
19

Რა და როგორ მოხდა გასარკვევია დეტალებში. Ზოგი რამე კი სახეზეა: პოლიციის პროფესიონალიზმა იკლო, კრიმინალი გახლიერდა. Ღარიბას და გომელას ხელში კიდევ კარგად ვართ. 

ვახ
20

ბუტა რობაქიძე თუ ვინ იყო მიშას დროს რომ შემთხვევით ისიც ესე შემოაკვდათ. 

ავტორი:

ვინ იყო ბიჭი, რომელიც წყნეთში პოლიციელის იარაღიდან გასროლას ემსხვერპლა და რა დეტალებს ასაჯაროებს მომხდარის შესახებ საგამოძიებო სამსახური

ვინ იყო ბიჭი, რომელიც წყნეთში პოლიციელის იარაღიდან გასროლას ემსხვერპლა და რა დეტალებს ასაჯაროებს მომხდარის შესახებ საგამოძიებო სამსახური

გუშინ, ღამის საათებში, წყნეთში პოლიციელის იარაღიდან გასროლას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს ინფორმაციით, ძველი თბილისის სამმართველოს უფროს დეტექტივს სამსახურებრივი იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა, რის შედეგადაც 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ზუკა გველესიანია. სამართალდამცავი კი - დაკავებული.

  • სპეციალური საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რა ვითარებაში გაუვარდა წყნეთში პოლიციელს იარაღი, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას პოლიციელმა, სავარაუდო დანაშაულში მხილებული ახალგაზრდა მამაკაცი შებოჭა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გუშინ, წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი. საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა.

  • მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ჩაატარა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები.

გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, ინციდენტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები, ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, რის შემდეგაც ჩვენს მიერ დაკავებულ იქნა პოლიციის დეტექტივი.

ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად ინიშნება სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები”, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.