მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო თელ-ავივში გუშინ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზატორი, რომელიც სამართალდამცველებმა მოკლეს: სპეცოპერაციის დეტალები
ვინ იყო თელ-ავივში გუშინ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზატორი, რომელიც სამართალდამცველებმა მოკლეს: სპეცოპერაციის დეტალები

თელ-ავივ­ში გუ­შინ ღა­მით მომ­ხდა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ, ის­რა­ე­ლის ძა­ლო­ვა­ნებ­მა მოკ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას The Jerusalem Post-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დამ­სხმე­ლის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია - ის 28 წლის რაად ფაჰთი ხა­ლე­მია, რო­მე­ლიც ჯე­ნი­ნის დევ­ნილ­თა ბა­ნაკ­ში ცხოვ­რობ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რაქ­ტის შემ­დეგ ის ჯა­ფა­ში მდე­ბა­რე მე­ჩეთ­ში იმა­ლე­ბო­და, სწო­რედ იქ, სა­დაც ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მისი ლიკ­ვი­დი­რე­ბა მო­ა­ხერ­ხეს.

ის­რა­ე­ლის მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რის­ტმა უსაფრ­თხო­ე­ბის ოფიც­რებს 10-მდე ტყვია ეს­რო­ლა. ამას სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი მოჰ­ყვა, რა­საც 28 წლის ტე­რო­რის­ტის სო­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ, 7 აპ­რილს, პა­ლეს­ტი­ნე­ლი ტე­რო­რის­ტის მიერ და­წყე­ბუ­ლი სრო­ლის შე­დე­გად 2 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო 8 და­იჭ­რა. The Jerusalem Post-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან 28 წლის თო­მერ მო­რა­დი და 27 წლის ეი­თამ მე­გი­ნი. ისი­ნი კფარ სა­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ვინ იყო თელ-ავივში გუშინ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზატორი, რომელიც სამართალდამცველებმა მოკლეს: სპეცოპერაციის დეტალები

ვინ იყო თელ-ავივში გუშინ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზატორი, რომელიც სამართალდამცველებმა მოკლეს: სპეცოპერაციის დეტალები

თელ-ავივში გუშინ ღამით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზატორი, ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ისრაელის ძალოვანებმა მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია - ის 28 წლის რაად ფაჰთი ხალემია, რომელიც ჯენინის დევნილთა ბანაკში ცხოვრობდა.

არსებული ინფორმაციით, ტერაქტის შემდეგ ის ჯაფაში მდებარე მეჩეთში იმალებოდა, სწორედ იქ, სადაც ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მისი ლიკვიდირება მოახერხეს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ტერორისტმა უსაფრთხოების ოფიცრებს 10-მდე ტყვია ესროლა. ამას საპასუხო ცეცხლი მოჰყვა, რასაც 28 წლის ტერორისტის სოცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობისთვის, გუშინ, 7 აპრილს, პალესტინელი ტერორისტის მიერ დაწყებული სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაიჭრა. The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, დაღუპულები არიან 28 წლის თომერ მორადი და 27 წლის ეითამ მეგინი. ისინი კფარ საბაში ცხოვრობდნენ.