პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსმა ჯარისკაცებმა ხალხი ჭებში ჩაყარეს, გადაუარეს ტანკებით" - ზელენსკის მიმართვა გაეროს: უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტების უმძიმეს დანაშაულებზე ჰყვება
"რუსმა ჯარისკაცებმა ხალხი ჭებში ჩაყარეს, გადაუარეს ტანკებით" - ზელენსკის მიმართვა გაეროს: უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტების უმძიმეს დანაშაულებზე ჰყვება

რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ეძებ­დნენ და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად კლავ­დნენ ყვე­ლას, ვინც ჩვენს ქვე­ყა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზიდ­ნეტ­მა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­სად­მი მი­მარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან რუ­სეთს ქა­ლაქ ბუ­ჩა­ში ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის გამო გე­ნო­ციდ­ში დას­დო ბრა­ლი.

"გუ­შინ დავ­ბრუნ­დი ქა­ლაქ ბუ­ჩა­დან, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხანს გან­თა­ვი­სუფ­ლდა რუ­სე­თის ჯა­რე­ბის­გან, კი­ე­ვი­დან არც თუ ისე შორს. არ არ­სე­ბობს ისე­თი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც ისი­ნი არ ჩა­ი­დენ­დნენ. რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ეძებ­დნენ და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად კლავ­დნენ ყვე­ლას, ვინც ჩვენს ქვე­ყა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მათ ეს­რო­ლეს და და­ხო­ცეს ქა­ლე­ბი თა­ვი­ან­თი სახ­ლე­ბის გა­რეთ, რო­დე­საც ისი­ნი უბ­რა­ლოდ ცდი­ლობ­დნენ და­ე­ძა­ხათ ვინ­მეს­თვის, რომ გა­ე­გოთ ვინ იყო ცო­ცხა­ლი. მათ და­ხო­ცეს მთე­ლი ოჯა­ხე­ბი, მოზ­რდი­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი და ცდი­ლობ­დნენ ცხედ­რე­ბის დაწ­ვას", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, ქა­ლაქ ბუ­ჩა­ში არ დარ­ჩა ისე­თი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც რუს­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა არ ჩა­ი­დი­ნეს.

"ხალ­ხს ეს­რო­ლეს ქუ­ჩა­ში, სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში, ჩა­ყა­რეს ჭებ­ში, გა­და­უ­ა­რეს ტან­კე­ბით შუა გზა­ზე. რუ­სე­ბის ქმე­დე­ბე­ბი ძა­ლი­ან ჰგავს ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის, ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ქმე­დე­ბებს. გე­ოგ­რა­ფია შე­იძ­ლე­ბა იყოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ სი­სას­ტი­კე იგი­ვეა, და­ნა­შა­უ­ლი იგი­ვეა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გარ­და­უ­ვა­ლი უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ პი­რო­ბა დადო, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­სდგე­ბი­ან.

ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, რათა გა­მო­ავ­ლი­ნონ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი.

"ჩვენ უკვე ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმი­სათ­ვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გა­მო­ავ­ლი­ნოს ყვე­ლა რუსი სამ­ხედ­რო, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ და­ნა­შა­უ­ლებ­ში. ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან, კერ­ძოდ, სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს­თან“, - გა­ნა­ცხა­და მან.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ე­ბი­სა, უკ­რა­ი­ნას რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ექ­ნე­ბა.

"მე ვიცი და თქვენც კარ­გად იცით, რას იტყვი­ან რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ამ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე ბრალ­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ. მათ ეს არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ. მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბე­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად, ყვე­ლას და­ა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ. იტყვი­ან, რომ არის სხვა­დას­ხვა ვერ­სია, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბი, ვერ­სი­ე­ბი, რომ­ლი­თაც შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის დად­გე­ნა, რო­მე­ლია სი­მარ­თლე. ისი­ნი კი იტყვი­ან, რომ და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბი თით­ქოს გა­და­ყა­რეს და ყვე­ლა ვი­დეო დად­გმუ­ლია, მაგ­რამ ეს 2022 წე­ლია. ახლა ჩვენ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

ნინო
0

ეგაა ომი! ფილმში "სპარსეთის პრინცი" ძლევამოსილი და ბრძენი მეფე შვილს აქებს ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის და თან ეუბნება, სიმამაცე კარგია, მაგრამ სიბრძნე ომის თავიდან არიდებაშიაო!!! 

ავტორი:

"რუსმა ჯარისკაცებმა ხალხი ჭებში ჩაყარეს, გადაუარეს ტანკებით" - ზელენსკის მიმართვა გაეროს: უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტების უმძიმეს დანაშაულებზე ჰყვება

"რუსმა ჯარისკაცებმა ხალხი ჭებში ჩაყარეს, გადაუარეს ტანკებით" - ზელენსკის მიმართვა გაეროს: უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტების უმძიმეს დანაშაულებზე ჰყვება

რუსი სამხედროები ეძებდნენ და მიზანმიმართულად კლავდნენ ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდნეტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართვისას განაცხადა.

მან რუსეთს ქალაქ ბუჩაში ჩადენილი მკვლელობების გამო გენოციდში დასდო ბრალი.

"გუშინ დავბრუნდი ქალაქ ბუჩადან, რომელიც ახლახანს განთავისუფლდა რუსეთის ჯარებისგან, კიევიდან არც თუ ისე შორს. არ არსებობს ისეთი დანაშაული, რომელსაც ისინი არ ჩაიდენდნენ. რუსი სამხედროები ეძებდნენ და მიზანმიმართულად კლავდნენ ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდა. მათ ესროლეს და დახოცეს ქალები თავიანთი სახლების გარეთ, როდესაც ისინი უბრალოდ ცდილობდნენ დაეძახათ ვინმესთვის, რომ გაეგოთ ვინ იყო ცოცხალი. მათ დახოცეს მთელი ოჯახები, მოზრდილები და ბავშვები და ცდილობდნენ ცხედრების დაწვას", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ქალაქ ბუჩაში არ დარჩა ისეთი დანაშაული, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა არ ჩაიდინეს.

"ხალხს ესროლეს ქუჩაში, საკუთარ სახლებში, ჩაყარეს ჭებში, გადაუარეს ტანკებით შუა გზაზე. რუსების ქმედებები ძალიან ჰგავს ტერორისტული დაჯგუფების, ისლამური სახელმწიფოს ქმედებებს. გეოგრაფია შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ სისასტიკე იგივეა, დანაშაული იგივეა და პასუხისმგებლობა გარდაუვალი უნდა იყოს“, - განაცხადა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო, რუსი სამხედროები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამომძიებლები ყველაფერს გააკეთებენ, რათა გამოავლინონ დანაშაულის ჩამდენი პირები.

"ჩვენ უკვე ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გამოავლინოს ყველა რუსი სამხედრო, რომელიც მონაწილეობდა ამ დანაშაულებში. ეს იქნება ჩვენი სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობა ევროკავშირთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან, კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან“, - განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად რუსეთის სხვადასხვა ვერსიებისა, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ დამაჯერებელი მტკიცებულებები ექნება.

"მე ვიცი და თქვენც კარგად იცით, რას იტყვიან რუსეთის წარმომადგენლები, ამ დანაშაულებზე ბრალდების საპასუხოდ. მათ ეს არაერთხელ უთქვამთ. მხოლოდ საკუთარი ქმედებების გასამართლებლად, ყველას დაადანაშაულებენ. იტყვიან, რომ არის სხვადასხვა ვერსია, განსხვავებული ვერსიები, ვერსიები, რომლითაც შეუძლებელია იმის დადგენა, რომელია სიმართლე. ისინი კი იტყვიან, რომ დაღუპულთა ცხედრები თითქოს გადაყარეს და ყველა ვიდეო დადგმულია, მაგრამ ეს 2022 წელია. ახლა ჩვენ დამაჯერებელი მტკიცებულებები გვაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.