პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის ლექსო ლაშქარავაზე, ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულებს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ - ვინ ცნო სასამართლომ დამნაშავეებად?
მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის ლექსო ლაშქარავაზე, ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულებს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ - ვინ ცნო სასამართლომ დამნაშავეებად?

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ოპე­რა­ტო­რე­ბის, მათ შო­რის, "ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ნინო ელი­ეშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

ელი­ეშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აკა­კი ნა­კა­ში­ძეს, თორ­ნი­კე დავ­ლა­შე­რი­ძეს, და­ვით კუ­ტა­ლა­ძეს, ოთარ გე­ლაშ­ვილს, ცოტ­ნე ჩიხ­ლა­ძე­სა და გია გი­გუ­აშ­ვილს 5- წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

მო­სა­მარ­თლემ 6-ვე ბრალ­დე­ბუ­ლი ყვე­ლა ბრალ­დე­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ, მხო­ლოდ ცოტ­ნე ჩიხ­ლა­ძის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და ერთ-ერთი მუხ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლა. ჩიხ­ლა­ძეს ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა­სა და მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის გარ­და, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ოპე­რა­ტო­რის ილი­კო თვა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ, მუხ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია ძა­ლა­დო­ბით შე­იც­ვა­ლა, ვი­ნა­ი­დან მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა

აღ­ნიშ­ნუ­ლი ეპი­ზო­დი "ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტორს, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა­სა და ჟურ­ნა­ლისტ მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ას, ასე­ვე "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ოპე­რა­ტო­რის ილია თვა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას ეხე­ბა.

და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან ბრალს ამ დრომ­დე არც ერთი აღი­ა­რებს.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბას სა­სა­მარ­თლო­ში არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რის, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბაა ასა­ხუ­ლი. ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რამ არა­ერ­თი მოწ­მე და­კი­თხა, მათ შო­რის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­ტა­ლუ­რად აღ­წერ­დნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას.

ცნო­ბის­თვის, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­სა და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის ბრალ­დე­ბით 27 პირი და­ა­კა­ვეს. მათ ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე (ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა), 156-ე მუხ­ლით (დევ­ნა), 225-ეს მე-2 ნა­წი­ლი (ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა) მუხ­ლე­ბით წა­უ­ყე­ნეს.

ნა­წილს ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვთ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118 მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს მსხვერ­პლის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­დე­ნილს ჯგუ­ფუ­რად.

რამ­დე­ნი­მე პირს ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს 117 მუხ­ლის მე-3 და მე-5 ნა­წი­ლი­თაც, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას, ჯგუ­ფუ­რად გენ­დე­რის ნიშ­ნით, სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­დე­ნილს გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე 27 პირი და­ა­კა­ვეს, საქ­მეს კი 56 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჰყავს, მათ შო­რის, 47 ჟურ­ნა­ლის­ტია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
19

5 წელი ძალიან ცოტაა! თუმცა მედიაც ხომ არაპროფესიონალებითაა უმეტესად დაკომპლექტებული და ვეღარ გაარკვევ, ვინაა ჟურნალისტი და ვინ ჭორაობს კუხნაში...

qartveli
20

ამათთან ერთად უნდა დაისაჯონ ამ არაადამიანების ხელმძღვანელები და ისინი ვინ ესენი გამოიყენა ხალხის დასარბევად. 

ავტორი:

მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის ლექსო ლაშქარავაზე, ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულებს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ - ვინ ცნო სასამართლომ დამნაშავეებად?

მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის ლექსო ლაშქარავაზე, ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულებს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ - ვინ ცნო სასამართლომ დამნაშავეებად?

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ელიეშვილმა გამოაცხადა.

ელიეშვილის გადაწყვეტილებით, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს 5- წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მოსამართლემ 6-ვე ბრალდებული ყველა ბრალდებაში ცნო დამნაშავედ, მხოლოდ ცოტნე ჩიხლაძის შემთხვევაში მოხდა ერთ-ერთი მუხლის კვალიფიკაციის შეცვლა. ჩიხლაძეს ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ილიკო თვალიაშვილის მიმართ სხეულის მძიმე დაზიანებას ედავებოდნენ, მუხლის კვალიფიკაცია ძალადობით შეიცვალა, ვინაიდან მოსამართლის განმარტებით, საქმეზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ არის წარმოდგენილი.

ლექსო ლაშქარავა

აღნიშნული ეპიზოდი "ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას, ასევე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.

დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი აღიარებს.

აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში არაერთი მტკიცებულება აქვს წარმოდგენილი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები, სადაც დაკავებულების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობაა ასახული. ამასთან, პროკურატურამ არაერთი მოწმე დაკითხა, მათ შორის, სამართალდამცავები, რომლებიც დეტალურად აღწერდნენ ბრალდებულების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 27 პირი დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით წაუყენეს.

ნაწილს ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილს ჯგუფურად.

რამდენიმე პირს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს 117 მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილითაც, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ჯგუფურად გენდერის ნიშნით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილს გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეზე 27 პირი დააკავეს, საქმეს კი 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.