მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარტვილში სასულიერო პირებს შორის კვლავ დაპირისპირებაა - განკვეთილი ბერები აცხადებენ, რომ მეუფე სტეფანეს წირვის ჩატარების უფლებას არ მისცემენ
მარტვილში სასულიერო პირებს შორის კვლავ დაპირისპირებაა - განკვეთილი ბერები აცხადებენ, რომ მეუფე სტეფანეს წირვის ჩატარების უფლებას არ მისცემენ

მარ­ტვილ­ში, ბალ­დის ტაძ­რის ეზო­ში კვლავ და­პი­რის­პი­რე­ბაა. რო­გორც განკვე­თი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, ისი­ნი მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს წირ­ვის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბას არ მის­ცე­მენ.

"ცრუ მე­უ­ფეს, ჩვე­ნი ერის და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­შინ­ლად მგმო­ბელს, მა­ტყუ­ა­რას და ურ­ცხვ კაცს, რო­მელ­საც არ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მღვდელმსა­ხუ­რე­ბა, მე არ ვაძ­ლევ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. ის არის ცრუ, მე ვდებ მას ბრალს სამ­შობ­ლოს გა­ყიდ­ვა­ში.

2008 წელს აქ მებ­რძო­ლე­ბი იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი, რუ­სულ ჯარს გა­მოქ­ცე­უ­ლე­ბი ჩვენ შე­ვი­ფა­რეთ, მა­შინ რა სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვით, ყვე­ლა ვტი­რო­დით, სამ­შობ­ლოს გვი­ნად­გუ­რებ­დნენ. ამის გახ­სე­ნე­ბის მა­გივ­რად, უნა­მუ­სოდ ამ­ბობს, ჩვენ რომ არ შეგ­ვე­ჩხი­კი­ნე­ბი­ნა, ეს არ იქ­ნე­ბო­დაო. ვინ და­პა­ტი­ჟა რუ­სე­თი ჩვენს სამ­შობ­ლო­ში? ვინ სთხო­ვა რუ­სეთს ჩვენს სამ­შობ­ლო­ში შე­მოს­ვლა? ყვე­ლა ის მღვდელმსა­ხუ­რი, ვინც მას ემორ­ჩი­ლე­ბა, არის მა­ტყუ­ა­რა და ცრუ", - გა­ნა­ცხა­და განკვე­თილ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა, მამა ათი­ნო­გე­ნე მდი­ვან­მა.

რო­გორც ჩო­ხო­სან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ზვი­ად სეხ­ნი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ჩო­ხოს­ნე­ბი და მრევ­ლის ნა­წი­ლი მარ­ტვილ­ში, ბალ­დის ტა­ძარ­ში იმ­ყო­ფე­ბა და გან­დე­გილ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა მათ კარი ჩა­უ­კე­ტეს.

"ჩვენ მო­ვე­დით წირ­ვა­ზე, დიდ­მარ­ხვაა და წარ­მო­იდ­გი­ნეთ ასე­თი სი­ტუ­ა­ცია დაგ­ვხვდა. ამ ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­მა ჩა­კე­ტეს კა­რე­ბი და წირ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ მღვდელმთა­ვარს, რო­მე­ლიც ელო­დე­ბა, რომ გა­ი­ღე­ბა კარი, რათა ჩა­ა­ტა­როს წირ­ვა. ამათ რაც უნ­დო­დათ, ის ცირ­კი დად­გეს. ისი­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ ადა­მი­ა­ნებს, ჩვენც სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გა­ვე­ცით. ჩვენ ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის ვა­პა­ტი­ებთ”,- გა­ნა­ცხა­და ზვი­ად სეხ­ნი­აშ­ვილ­მა.

სი­ტუ­ა­ცია ტაძ­რის ეზო­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ძა­ბა. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინტრიგანი
0

სასწრაფოდ მეექვსე რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაა საჭირო. მეორე-მეხუთე ამათ ვერ უშველის.

გიორგი
69

ამ ქვეყანაში გასაკვირი აღარაფერია, როცა ისეთი ტელევიზია მაუწყებლობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ალტ ინფოს სახით რომ რუსეთშიც არ არის მასეთი, თვით სალავიოვსაც გაუკვირდებოდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

მარტვილში სასულიერო პირებს შორის კვლავ დაპირისპირებაა - განკვეთილი ბერები აცხადებენ, რომ მეუფე სტეფანეს წირვის ჩატარების უფლებას არ მისცემენ

მარტვილში სასულიერო პირებს შორის კვლავ დაპირისპირებაა - განკვეთილი ბერები აცხადებენ, რომ მეუფე სტეფანეს წირვის ჩატარების უფლებას არ მისცემენ

მარტვილში, ბალდის ტაძრის ეზოში კვლავ დაპირისპირებაა. როგორც განკვეთილი სასულიერო პირები აცხადებენ, ისინი მეუფე სტეფანეს წირვის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

"ცრუ მეუფეს, ჩვენი ერის და მართლმადიდებლობის საშინლად მგმობელს, მატყუარას და ურცხვ კაცს, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს მღვდელმსახურება, მე არ ვაძლევ ამის საშუალებას. ის არის ცრუ, მე ვდებ მას ბრალს სამშობლოს გაყიდვაში.

2008 წელს აქ მებრძოლები იყვნენ მოსულები, რუსულ ჯარს გამოქცეულები ჩვენ შევიფარეთ, მაშინ რა საშინელ მდგომარეობაში ვიყავით, ყველა ვტიროდით, სამშობლოს გვინადგურებდნენ. ამის გახსენების მაგივრად, უნამუსოდ ამბობს, ჩვენ რომ არ შეგვეჩხიკინებინა, ეს არ იქნებოდაო. ვინ დაპატიჟა რუსეთი ჩვენს სამშობლოში? ვინ სთხოვა რუსეთს ჩვენს სამშობლოში შემოსვლა? ყველა ის მღვდელმსახური, ვინც მას ემორჩილება, არის მატყუარა და ცრუ", - განაცხადა განკვეთილმა სასულიერო პირმა, მამა ათინოგენე მდივანმა.

როგორც ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელმა ზვიად სეხნიაშვილმა განაცხადა, ჩოხოსნები და მრევლის ნაწილი მარტვილში, ბალდის ტაძარში იმყოფება და განდეგილმა სასულიერო პირებმა მათ კარი ჩაუკეტეს.

"ჩვენ მოვედით წირვაზე, დიდმარხვაა და წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია დაგვხვდა. ამ ამბოხებულებმა ჩაკეტეს კარები და წირვის საშუალებას არ აძლევენ მღვდელმთავარს, რომელიც ელოდება, რომ გაიღება კარი, რათა ჩაატაროს წირვა. ამათ რაც უნდოდათ, ის ცირკი დადგეს. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს, ჩვენც საკადრისი პასუხი გავეცით. ჩვენ ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ”,- განაცხადა ზვიად სეხნიაშვილმა.

სიტუაცია ტაძრის ეზოში რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.