პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომდევნო კვირიდან უკრაინის მოქალაქე ბავშვები თბილისის ბაგა-ბაღების მომსახურებით უფასოდ სარგებლობას შეძლებენ
მომდევნო კვირიდან უკრაინის მოქალაქე ბავშვები თბილისის ბაგა-ბაღების მომსახურებით უფასოდ სარგებლობას შეძლებენ

თბი­ლის­ში მყო­ფი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ცენ­ტრა­ლუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან და­წე­სე­ბულ შე­ღა­ვა­თებს კი­დევ ერთი და­ე­მა­ტა - შემ­დე­გი კვი­რი­დან თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ბავ­შვე­ბის მი­ღე­ბას შეძ­ლე­ბენ.

ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ საკ­რე­ბუ­ლოს­თან ერ­თად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, მათ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­ღე­ბი­სას პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ე­ნი­ჭე­ბათ.

"მინ­და, ხაზი გა­ვუს­ვა იმ მხარ­დამ­ჭერ პროგ­რა­მებს, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მთლი­ა­ნად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არი­ან სა­ცხოვ­რი­სი­თა და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბით. გან­თავ­სე­ბუ­ლი არი­ან სხვა­დას­ხვა სას­ტუმ­რო­ში. ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლია თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია. ავა­მოქ­მე­დეთ მხარ­და­ჭე­რის სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მა. ეს არის უფა­სო მგზავ­რო­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლურ ტრან­სპორ­ტში. სა­ჭი­როა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი პას­პორ­ტის ჩვე­ნე­ბა. ასე­ვე, სპორ­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლე­ბი­სა და მუ­ზე­უ­მე­ბის უფა­სო წვდო­მის პროგ­რა­მე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში. გარ­და ამი­სა, მინ­და, მო­გა­წო­დოთ კი­დევ ერთი სი­ახ­ლე - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც საკ­რე­ბუ­ლოს­თან ერ­თად მი­ვი­ღეთ. აქ ჩარ­ჩე­ნი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ოჯა­ხე­ბის პა­ტა­რე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შეძ­ლე­ბენ ბაგა-ბა­ღე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბას ყო­ველ­გვა­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­რე­შე“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მერ­მა სა­კუ­თარ მო­ად­გი­ლეს, ილია ელოშ­ვილს და­ა­ვა­ლა, აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს კო­ორ­დი­ნა­ცია გა­უ­წი­ოს.

"ილია ელოშ­ვილს ვა­ვა­ლებ, კო­ორ­დი­ნა­ცია გა­უ­წი­ოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას. უნდა გქონ­დეთ პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ამ ოჯა­ხებ­თან და აუხ­სნათ ეს ყვე­ლა­ფე­რი. ჩვენ ამ ოჯა­ხებს გვერ­დით და­ვუდ­გე­ბით, სა­ნამ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა და მშვი­დო­ბა არ და­ი­სად­გუ­რებს უკ­რა­ი­ნა­ში“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მერ­მა უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად შექ­მნილ ან­გა­რიშ­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბის მხრი­დან ან­გა­რიშ­ზე უკვე მი­ლი­ონ 117 ათას ლარ­ზე მე­ტია ჩა­რი­ცხუ­ლი.

კახა კა­ლა­ძემ აქვე, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და შე­მომ­წირ­ვე­ლებს და უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს კი­დევ ერთხელ მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და.

"უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად გავ­ხსე­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­გა­რი­ში სა­ხა­ზი­ნო კო­დით - 300778800. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, აღ­ნიშ­ნულ ან­გა­რიშ­ზე შე­მო­წი­რუ­ლი თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ლი­ონ 117 ათა­სი ლა­რია, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ კომ­პა­ნი­ას და რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებს, ვინც ჩარ­თუ­ლია ამ პრო­ცეს­ში. მად­ლო­ბა მათ მხარ­და­ჭე­რის­თვის. ეს თან­ხე­ბი მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი დე­ბის და ძმე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თუ რო­გო­რი ფორ­მით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ამ თან­ხის უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­რი­ცხვა - ეს იქ­ნე­ბა ისევ პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნა თუ თან­ხის პირ­და­პირ გა­და­რი­ცხვა. გვექ­ნე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს­თან და ამის შე­სა­ბა­მი­სად მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

00:00 / 00:00
რუსები???
0

საჯარო ბაღები უფასოა და მარტო უკრაინელებს ხომ გადაახდევინებენ? არც აქვთ საშუალება და არც შეიყვანენ ასეთ შემთხვევაში! რუსები???

ავტორი:

მომდევნო კვირიდან უკრაინის მოქალაქე ბავშვები თბილისის ბაგა-ბაღების მომსახურებით უფასოდ სარგებლობას შეძლებენ

მომდევნო კვირიდან უკრაინის მოქალაქე ბავშვები თბილისის ბაგა-ბაღების მომსახურებით უფასოდ სარგებლობას შეძლებენ

თბილისში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დაწესებულ შეღავათებს კიდევ ერთი დაემატა - შემდეგი კვირიდან თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვების მიღებას შეძლებენ.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საკრებულოსთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიღებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ.

"მინდა, ხაზი გავუსვა იმ მხარდამჭერ პროგრამებს, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები მთლიანად უზრუნველყოფილი არიან საცხოვრისითა და საკვები პროდუქტებით. განთავსებული არიან სხვადასხვა სასტუმროში. ამ ყველაფერში ჩართულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. ავამოქმედეთ მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამა. ეს არის უფასო მგზავრობა მუნიციპალურ ტრანსპორტში. საჭიროა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის ჩვენება. ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის, საცურაო აუზების, ხელოვნების სკოლებისა და მუზეუმების უფასო წვდომის პროგრამები დედაქალაქში. გარდა ამისა, მინდა, მოგაწოდოთ კიდევ ერთი სიახლე - გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულოსთან ერთად მივიღეთ. აქ ჩარჩენილი უკრაინელი ოჯახების პატარები ჩვეულებრივად შეძლებენ ბაგა-ბაღების მომსახურებით სარგებლობას ყოველგვარი გადასახადების გარეშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საკუთარ მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, აღნიშნულ საკითხს კოორდინაცია გაუწიოს.

"ილია ელოშვილს ვავალებ, კოორდინაცია გაუწიოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. უნდა გქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია ამ ოჯახებთან და აუხსნათ ეს ყველაფერი. ჩვენ ამ ოჯახებს გვერდით დავუდგებით, სანამ ამის საჭიროება იქნება და მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შემომწირველების მხრიდან ანგარიშზე უკვე მილიონ 117 ათას ლარზე მეტია ჩარიცხული.

კახა კალაძემ აქვე, მადლობა გადაუხადა შემომწირველებს და უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა.

"უკრაინის დასახმარებლად გავხსენით სპეციალური ანგარიში სახაზინო კოდით - 300778800. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ანგარიშზე შემოწირული თანხის რაოდენობა მილიონ 117 ათასი ლარია, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას და რიგით მოქალაქეებს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ეს თანხები მიმართული იქნება ჩვენი უკრაინელი დების და ძმების დასახმარებლად. მომდევნო დღეების განმავლობაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორი ფორმით განვახორციელოთ ამ თანხის უკრაინაში გადარიცხვა - ეს იქნება ისევ პროდუქტების შეძენა თუ თანხის პირდაპირ გადარიცხვა. გვექნება კონსულტაციები უკრაინის საელჩოსთან და ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.