მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლეხები ძროხის რძეს საკანალიზაციო მილებში ღვრიან!
გლეხები ძროხის რძეს საკანალიზაციო მილებში ღვრიან!

"ქარ­თლი­სა და იმე­რე­თის სოფ­ლებ­ში სა­ქონ­ლის და­ა­ვა­დე­ბა "თურ­ქუ­ლი" ყო­ფი­ლა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბაზ­რებ­სა და მა­ღა­ზი­ებ­ში ისევ იყი­დე­ბა იმე­რე­თი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ყვე­ლი. არც ხორ­ცის ნაკ­ლე­ბო­ბა შე­იმ­ჩნე­ვა. ამ­ბო­ბენ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ავად­მყოფ პი­რუ­ტყვს კლავს და ყი­დის. ასე­ვე ყი­დი­ან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის რძის პრო­დუქტსა­ცო. ნუთუ ეს სა­ში­ში არ არის?"

ნანა გუ­ლე­და­ნი

ასე­თი წე­რი­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ გახ­შირ­და, რაც ქარ­თლსა და იმე­რე­თის ზემო ზო­ნა­ში სა­ქონ­ლის და­ცე­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი იუ­წყე­ბოდ­ნენ, რომ გლე­ხე­ბი წუხ­დნენ და­ცე­მუ­ლი პი­რუ­ტყვის გამო.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" სა­ქონ­ლის და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და. პრეს­სამ­სა­ხურ­ში გვი­პა­სუ­ხეს, რომ მათ­თვის პი­რუ­ტყვის და­ცე­მის შე­სა­ხებ არა­ვის უც­ნო­ბე­ბია, ამი­ტომ ვე­რა­ფერს გე­ტყვი­თო.

- რო­გორ, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით მა­ინც არ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ხართ? - გა­ვი­ო­ცეთ ჩვენ, მაგ­რამ კი­თხვის ად­რე­სატ­მა და­მარ­ცვლით გაგ­ვი­მე­ო­რა, რომ არ იცი­ან, რა ხდე­ბა სოფ­ლებ­ში, რად­გან მათ­თვის არა­ვის მი­უ­მარ­თავს.

ისღა დაგ­ვრჩე­ნო­და, სოფ­ლებ­ში თა­ვად გაგ­ვერ­კვია სი­მარ­თლე და თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბო­და, ისევ დავ­კავ­ში­რე­ბო­დით სა­მი­ნის­ტროს.

გეზი მშობ­ლი­უ­რი ზემო იმე­რე­თი­სა­კენ ავი­ღე და გა­სა­ო­ცარ სუ­რათს წა­ვა­წყდი. მა­გა­ლი­თად, ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სამ სო­ფელ­ში - ხუ­ნევ­ში, ხევ­სა და ვერ­ტყვი­ჭა­ლა­ში უკვე თვე­ზე მე­ტია, ახალ­მოწ­ვე­ლილ რძეს პირ­და­პირ სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ჭებ­ში ღვრი­ან. და­ა­ვა­დე­ბით შე­ში­ნე­ბუ­ლი გლე­ხე­ბი ამ­ბო­ბენ, ჩვენ თუ არ ვი­ყე­ნებთ რძეს, სხვას რა­ტომ შე­ვა­პა­როთ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ძრო­ხის ყვე­ლი და მა­წო­ნიო (თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ასე მხო­ლოდ ნა­წი­ლი ფიქ­რობს).

ნუნუ ნო­ზა­ძე უკვე ერთი თვეა, რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბით წვე­ლის ძრო­ხებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძრო­ხე­ბი უკვე გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ, მა­ინც ძვე­ლე­ბუ­რად იცავს ყვე­ლა სა­ნი­ტა­რი­ულ ნორ­მას და ამ­ბობს, რომ სა­ნამ რძეს ექ­სპერტს არ გა­ა­სინ­ჯებს, ყველს არ ამო­იყ­ვანს. და­ვით მა­ჭა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­შიც მას შემ­დეგ, რაც სა­ქო­ნელს და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა, რძის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უარი თქვეს.

ზო­გან ერთი თვის წინ, ზო­გა­ნაც უფრო ადრე ძრო­ხებს ჯერ უც­ნა­უ­რი ქაფი მო­ად­გათ პირ­ზე, ენა­ზე თეთ­რი, წყლუ­ლო­ვა­ნი ნა­დე­ბი გა­უჩ­ნდათ, რაც ნერ­წყვის გა­დაყ­ლაპ­ვა­ში უშ­ლი­დათ ხელს; მერე უკა­ნა ფე­ხე­ბის გა­დად­გმაც გა­უ­ჭირ­დათ. ვინც თა­ვი­დან­ვე მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, პი­რუ­ტყვი მალე გა­მო­ა­ჯან­მრთე­ლა, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის გამო კი ზო­გი­ერ­თმა ძრო­ხამ ერთ კვი­რა­ზე მეტ­ხანს აიკ­რძა­ლა ჭამა და დაწ­ვა. ვი­საც პი­რუ­ტყვის სიკ­ვდი­ლის შე­ე­შინ­და, სა­ქო­ნე­ლი და­წო­ლის­თა­ნა­ვე დაკ­ლეს და გა­ყი­დე­სო, - ამ­ბო­ბენ სოფ­ლებ­ში.

წი­ნათ ყვე­ლა სო­ფელ­ში ორ-ორი ვე­ტე­რი­ნა­რი მა­ინც ჰყავ­დათ, ახლა ხუთ სო­ფელ­ში ერთ ვე­ტე­ქი­მია და ის დარ­ბის ყვე­ლას­თან.

ნუნუ ნო­ზა­ძე: - რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრში რომ გა­და­ვი­დეთ და იქი­დან წა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ვე­ტე­რი­ნა­რი, ფუ­ლია სა­ჭი­რო, ჩვენ კი ხელ­მოკ­ლე­ო­ბის გამო ხარ­ჯებს ვე­რი­დე­ბით. ამი­ტო­მაც. ისევ სოფ­ლებ­ში გა­ფან­ტულ ვე­ტე­ქი­მებს ვნა­ხუ­ლობთ, ან ვუ­რე­კავთ, სა­ქონ­ლის და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მებს ვუხ­სნით და მათი მი­თი­თე­ბის მი­ხედ­ვით ვიქ­ცე­ვით. რო­დე­საც და­ვუ­რე­კე, ვე­ტე­რი­ნარ­მა მირ­ჩია, ვე­ტაფ­თი­აქ­ში მივ­სუ­ლი­ყა­ვი და სა­ქონ­ლის და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბი ამეხ­სნა. აფ­თი­აქ­ში და­ას­კვნეს, რომ და­ა­ვა­დე­ბა ე.წ.

"თურ­ქუ­ლია," მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მომ­ცეს, ინი­ექ­ცი­ის გა­კე­თე­ბა და სა­ქონ­ლის პი­რის ღრუ­სა და ფე­ხე­ბის სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით და­მუ­შა­ვე­ბა მირ­ჩი­ეს. გა­მო­ვა­ჯან­სა­ღეთ ძრო­ხე­ბი, მაგ­რამ გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, ისევ შეხ­ვდეთ ეს და­ა­ვა­დე­ბა. ამი­ტომ ვაქ­ცი­ნას ვი­თხოვთ.

- სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თეთ?

- ეგ სა­მი­ნის­ტრო კი­დევ არ­სე­ბობს? სოფ­ლებ­ში არა­ვინ მო­დის, არ აინ­ტე­რე­სებთ, რა გვი­ჭირს, რა გვილ­ხინს და ვე­ტე­რი­ნა­რებ­მაც გვი­თხრეს, რომ კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი თუ არ შე­მო­ი­ტა­ნენ ვაქ­ცი­ნას, სა­ხელ­მწი­ფოს იმე­დი ნუ გექ­ნე­ბა­თო. ჯან­და­ბას, შე­მო­ი­ტა­ნოს ვი­ღა­ცამ, რო­გორ­მე ვი­ყი­დით, თუმ­ცა, უკვე თვე­ზე მე­ტია ვე­ლო­დე­ბით.

- რძეს ვე­ტე­რი­ნა­რე­ბის მი­თი­თე­ბით ღვრით?

- გვი­თხრეს, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა ადა­მი­ან­ზე არ გა­და­დის, მაგ­რამ მა­ინც გვირ­ჩი­ეს, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან სამი კვი­რის გას­ვლამ­დე რძის პრო­დუქ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ე­რი­დეთ და ყველს თუ მა­ინც ამო­იყ­ვანთ, 40 დღემ­დე გა­ა­ჩე­რეთ მა­რილ­წყალ­შიო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის, ვე­ტე­რი­ნა­რი­ი­სა და მცე­ნა­რე­თა დაც­ვის ეროვ­ნულ სამ­სა­ხურს და­ვუ­კავ­შირ­დით. გა­ირ­კვა, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­მა მხო­ლოდ სოფ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა კი არა, ისიც არ იცის, სა­მი­ნის­ტროს რო­მელ დე­პარ­ტა­მენ­ტში რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ. ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა კობა ძა­მაშ­ვილ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის დამ­შვი­დე­ბა გვთხო­ვა:

- და­ა­ვა­დე­ბა "თურ­ქუ­ლი" ადა­მი­ან­ზე არ გა­და­დის, მას­ზე არ მოქ­მე­დებს. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა ძრო­ხებს სჭირ­დეთ არა "თურ­ქუ­ლი", არა­მედ სტო­მა­ტი­ტი, ნეკ­რო­ბაქ­ტე­რი­ო­ზი ან სხვა და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­თაც ანა­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი აქვთ, ამი­ტომ ხში­რად ერთი შე­ხედ­ვით მათი გარ­ჩე­ვა ჭირს.

თუ და­ა­ვა­დე­ბულ სა­ქო­ნელს თა­ვი­დან­ვე უმ­კურ­ნა­ლე­ბენ, ავა­დო­ბა სამი-ოთხი დღე გაგ­რძელ­დე­ბა, მკურ­ნა­ლო­ბა კი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად და უბ­რა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბით ხდე­ბა. "თურ­ქუ­ლით" სა­ქო­ნე­ლი არ კვდე­ბა. შე­საძ­ლოა, და­ე­ცეს, და­ვარ­დეს, ფე­ხე­ბის ტკი­ვი­ლის გამო მოძ­რა­ო­ბა ვერ შეძ­ლოს, მაგ­რამ არ კვდე­ბა.

მო­სახ­ლე­ო­ბას ვურ­ჩევ, რძეს ნუ გა­დაღ­ვრი­ან, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რძის­გან და­ა­ვა­დე­ბა ადა­მი­ან­ზე არ გა­და­დის.

ჩვენს სამ­სა­ხურს რა­ი­ო­ნებ­ში ჰყავს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ისი­ნი მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩე­ვენ, რო­გორ მო­იქ­ცნენ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ არ გვაქვს სა­კუ­თა­რი სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი; ისი­ნი იყი­დე­ბა კერ­ძო სტრუქ­ტუ­რებ­ში, აფ­თი­ა­ქებ­ში. კო­მერ­ცი­ულ ვაქ­ცი­ნას, ალ­ბათ, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შე­მო­ი­ტა­ნენ კერ­ძო სტრუქ­ტუ­რე­ბი და კო­მერ­ცი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­ი­ყი­დე­ბა.

ეკა ლო­მი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გლეხები ძროხის რძეს საკანალიზაციო მილებში ღვრიან!

გლეხები ძროხის რძეს საკანალიზაციო მილებში ღვრიან!

"ქართლისა და იმერეთის სოფლებში საქონლის დაავადება "თურქული" ყოფილა გავრცელებული. მიუხედავად ამისა, ბაზრებსა და მაღაზიებში ისევ იყიდება იმერეთიდან ჩამოტანილი ყველი. არც ხორცის ნაკლებობა შეიმჩნევა. ამბობენ, რომ მოსახლეობა ავადმყოფ პირუტყვს კლავს და ყიდის. ასევე ყიდიან დაავადებული საქონლის რძის პროდუქტსაცო. ნუთუ ეს საშიში არ არის?"

ნანა გულედანი

ასეთი წერილები განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც ქართლსა და იმერეთის ზემო ზონაში საქონლის დაცემის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში საინფორმაციო სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ გლეხები წუხდნენ დაცემული პირუტყვის გამო.

"კვირის პალიტრა" საქონლის დაავადების შესახებ ინფორმაციის მისაღებად სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა. პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ მათთვის პირუტყვის დაცემის შესახებ არავის უცნობებია, ამიტომ ვერაფერს გეტყვითო.

- როგორ, საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით მაინც არ დაინტერესებულხართ? - გავიოცეთ ჩვენ, მაგრამ კითხვის ადრესატმა დამარცვლით გაგვიმეორა, რომ არ იციან, რა ხდება სოფლებში, რადგან მათთვის არავის მიუმართავს.

ისღა დაგვრჩენოდა, სოფლებში თავად გაგვერკვია სიმართლე და თუ საჭირო გახდებოდა, ისევ დავკავშირებოდით სამინისტროს.

გეზი მშობლიური ზემო იმერეთისაკენ ავიღე და გასაოცარ სურათს წავაწყდი. მაგალითად, ხარაგაულის რაიონის სამ სოფელში - ხუნევში, ხევსა და ვერტყვიჭალაში უკვე თვეზე მეტია, ახალმოწველილ რძეს პირდაპირ საკანალიზაციო ჭებში ღვრიან. დაავადებით შეშინებული გლეხები ამბობენ, ჩვენ თუ არ ვიყენებთ რძეს, სხვას რატომ შევაპაროთ დაავადებული ძროხის ყველი და მაწონიო (თუმცა, სამწუხაროდ, ასე მხოლოდ ნაწილი ფიქრობს).

ნუნუ ნოზაძე უკვე ერთი თვეა, რეზინის ხელთათმანებით წველის ძროხებს. მიუხედავად იმისა, რომ ძროხები უკვე გამოჯანმრთელდნენ, მაინც ძველებურად იცავს ყველა სანიტარიულ ნორმას და ამბობს, რომ სანამ რძეს ექსპერტს არ გაასინჯებს, ყველს არ ამოიყვანს. დავით მაჭარაშვილის ოჯახშიც მას შემდეგ, რაც საქონელს დაავადების პირველი სიმპტომები აღმოაჩნდა, რძის გამოყენებაზე უარი თქვეს.

ზოგან ერთი თვის წინ, ზოგანაც უფრო ადრე ძროხებს ჯერ უცნაური ქაფი მოადგათ პირზე, ენაზე თეთრი, წყლულოვანი ნადები გაუჩნდათ, რაც ნერწყვის გადაყლაპვაში უშლიდათ ხელს; მერე უკანა ფეხების გადადგმაც გაუჭირდათ. ვინც თავიდანვე მიაქცია ყურადღება, პირუტყვი მალე გამოაჯანმრთელა, დაგვიანებული მკურნალობის გამო კი ზოგიერთმა ძროხამ ერთ კვირაზე მეტხანს აიკრძალა ჭამა და დაწვა. ვისაც პირუტყვის სიკვდილის შეეშინდა, საქონელი დაწოლისთანავე დაკლეს და გაყიდესო, - ამბობენ სოფლებში. 

წინათ ყველა სოფელში ორ-ორი ვეტერინარი მაინც ჰყავდათ, ახლა ხუთ სოფელში ერთ ვეტექიმია და ის დარბის ყველასთან.  

ნუნუ ნოზაძე: - რაიონულ ცენტრში რომ გადავიდეთ და იქიდან წამოვიყვანოთ ვეტერინარი, ფულია საჭირო, ჩვენ კი ხელმოკლეობის გამო ხარჯებს ვერიდებით. ამიტომაც. ისევ სოფლებში გაფანტულ ვეტექიმებს ვნახულობთ, ან ვურეკავთ, საქონლის დაავადების სიმპტომებს ვუხსნით და მათი მითითების მიხედვით ვიქცევით.  როდესაც დავურეკე, ვეტერინარმა მირჩია, ვეტაფთიაქში მივსულიყავი და საქონლის დაავადების ნიშნები ამეხსნა. აფთიაქში დაასკვნეს, რომ დაავადება ე.წ.

"თურქულია," მედიკამენტები მომცეს, ინიექციის გაკეთება და საქონლის პირის ღრუსა და ფეხების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება მირჩიეს. გამოვაჯანსაღეთ ძროხები, მაგრამ გამორიცხული არ არის, ისევ შეხვდეთ ეს დაავადება. ამიტომ ვაქცინას ვითხოვთ.

- სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართეთ?

- ეგ სამინისტრო კიდევ არსებობს? სოფლებში არავინ მოდის,  არ აინტერესებთ, რა გვიჭირს, რა გვილხინს და  ვეტერინარებმაც გვითხრეს, რომ კომერციული ორგანიზაციები თუ არ შემოიტანენ ვაქცინას, სახელმწიფოს იმედი ნუ გექნებათო. ჯანდაბას, შემოიტანოს ვიღაცამ, როგორმე ვიყიდით, თუმცა, უკვე თვეზე მეტია ველოდებით.

- რძეს ვეტერინარების მითითებით ღვრით?

- გვითხრეს, რომ ეს დაავადება ადამიანზე არ გადადის, მაგრამ მაინც გვირჩიეს, გამოჯანმრთელებიდან სამი კვირის გასვლამდე რძის პროდუქტის გამოყენებას მოერიდეთ და ყველს  თუ მაინც ამოიყვანთ, 40 დღემდე გააჩერეთ მარილწყალშიო.

მოგვიანებით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და  მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს დავუკავშირდით. გაირკვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურმა მხოლოდ სოფლებში არსებული მდგომარეობა კი არა, ისიც არ იცის, სამინისტროს რომელ დეპარტამენტში რა ინფორმაციას ფლობენ. ვეტერინარული ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა კობა ძამაშვილმა მოსახლეობის დამშვიდება გვთხოვა: 

- დაავადება "თურქული" ადამიანზე არ გადადის, მასზე არ მოქმედებს. თუმცა,  შესაძლოა ძროხებს სჭირდეთ არა "თურქული", არამედ სტომატიტი, ნეკრობაქტერიოზი ან სხვა დაავადება, რომელთაც ანალოგიური კლინიკური ნიშნები აქვთ, ამიტომ ხშირად ერთი შეხედვით მათი გარჩევა ჭირს.

თუ დაავადებულ საქონელს თავიდანვე უმკურნალებენ, ავადობა სამი-ოთხი დღე გაგრძელდება, მკურნალობა კი ძალიან მარტივად და უბრალო პრეპარატებით ხდება.  "თურქულით" საქონელი არ კვდება. შესაძლოა, დაეცეს, დავარდეს, ფეხების ტკივილის გამო მოძრაობა ვერ შეძლოს, მაგრამ არ კვდება.

მოსახლეობას ვურჩევ, რძეს ნუ გადაღვრიან, მისი გამოყენება შეიძლება, რძისგან დაავადება ადამიანზე არ გადადის.

ჩვენს სამსახურს რაიონებში ჰყავს წარმომადგენლები. ისინი მოსახლეობას ურჩევენ, როგორ მოიქცნენ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საკუთარი სამკურნალო პრეპარატები; ისინი იყიდება კერძო სტრუქტურებში, აფთიაქებში. კომერციულ ვაქცინას, ალბათ, უახლოეს დღეებში შემოიტანენ კერძო სტრუქტურები და კომერციულ დაწესებულებებში გაიყიდება.

ეკა ლომიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"