პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბენედიქტ კამბერბეჩი უკრაინელ ლტოლვილებს საკუთარ სახლს სთავაზობს - "რაც შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ"
ბენედიქტ კამბერბეჩი უკრაინელ ლტოლვილებს საკუთარ სახლს სთავაზობს - "რაც შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ"

ცნო­ბი­ლი ინ­გლი­სე­ლი მსა­ხი­ო­ბი და პრო­დი­უ­სე­რი ბე­ნე­დიქტ კამ­ბერ­ბე­ჩი, "Bafta"-ს და­ჯილ­დო­ე­ბის წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე, მე­უღ­ლეს­თან სოფი ჰან­თერ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. კამ­ბერ­ბეჩს უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი­სად­მი მხარ­და­ჭე­რა მხო­ლოდ კოს­ტი­უმ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი ბრო­შით არ გა­მო­უ­ხა­ტავს: ის ლტოლ­ვი­ლე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი სახ­ლის კა­რის გა­ღე­ბა­საც აპი­რებს:

"რაც შეგ­ვიძ­ლია, ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ. დღეს რე­კორ­დუ­ლი ციფ­რი და­სა­ხელ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნელ ლტოლ­ვი­ლებს თავ­შე­სა­ფარს სა­კუ­თარ სახ­ლში სთა­ვა­ზო­ბენ და მინ­და, მათ რი­ცხვს მეც შე­ვუ­ერ­თდე".

45 წლის მსა­ხი­ობ­მა 2022 წლის "Bafta"-ს და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის სა­ში­ნე­ლი თავ­დას­ხმის მსხვერ­პლთა გვერ­დშია. ის იმ სი­ახ­ლე­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ ბრი­ტა­ნე­ლი ხალ­ხი სახ­ლის კარს უღებს უკ­რა­ი­ნელ ლტოლ­ვი­ლებს:

"შო­კის­მომ­გვრე­ლი დროა ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის. ჩემს დებს და ძმებს, რომ­ლე­ბიც ამ ყვე­ლა­ფერ­თან გამ­კლა­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ, ამ­გვა­რად ვუჩ­ვე­ნებ, რომ მათ გვერ­დში ვდგა­ვარ (ამ დროს მან მი­უ­თი­თა უკ­რა­ი­ნის დრო­შის სამ­კერ­დე ნი­შან­ზე). ჩვენ უკ­რა­ი­ნის დრო­შის ბრო­შის გა­კე­თე­ბის გარ­და, უნდა გა­დავ­რი­ცხოთ თან­ხე­ბი, ვა­ი­ძუ­ლოთ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ ლტოლ­ვი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყონ და თავ­შე­საფ­რე­ბი შექ­მნან იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც დღეს უკ­რა­ი­ნა­ში იტან­ჯე­ბი­ან".

Bafta-ს თავ­მჯდო­მა­რემ, კრიშ­ნენ­დუ მა­ჯუმ­დარ­მა უკ­რა­ი­ნი­სად­მი მი­მარ­თვით და­ი­წყო და­ჯილ­დო­ე­ბა: "უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რამ მთე­ლი მსოფ­ლიო შოკ­ში ჩა­აგ­დო. ფო­ტო­ებ­სა და გა­გო­ნილ ის­ტო­რი­ებ­ში ნამ­დვი­ლად სა­ში­ნე­ლი და გულ­სატ­კე­ნი სი­ტუ­ა­ცი­აა ასა­ხუ­ლი".

მან ასე­ვე თქვა, რომ ევ­რო­პის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ე­ბი, სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ უკ­რა­ი­ნის ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც თა­ვის ქვეყ­ნის­თვის იბ­რძვი­ან.

წყა­რო:thesun

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
18

სად იყვნენ ეს გულისხმიერი ევროპელები როცა სირია და ლიბია იბომბებოდა ამერიკის მიერ და მილიონობით ბავშვი თუ ქალი არათუ უსახლკაროდ, არამედ ულუკმაპუროდ კვდებოდა(!!!) ნამეტანსაც ნუ იზამთ, მუსულმანური სამყარო ამ ამბებით უკვე ძალიან შეურაცხყოფილია!!!

?
12

უკრაინელებს შესვლის უფლებას არ აძლევენ ინგლისში და სახლს ვის უთმობს?

ავტორი:

ბენედიქტ კამბერბეჩი უკრაინელ ლტოლვილებს საკუთარ სახლს სთავაზობს - "რაც შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ"

ბენედიქტ კამბერბეჩი უკრაინელ ლტოლვილებს საკუთარ სახლს სთავაზობს - "რაც შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ"

ცნობილი ინგლისელი მსახიობი და პროდიუსერი ბენედიქტ კამბერბეჩი, ''Bafta''-ს დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე, მეუღლესთან სოფი ჰანთერთან ერთად გამოჩნდა. კამბერბეჩს უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა მხოლოდ კოსტიუმზე მიმაგრებული ბროშით არ გამოუხატავს: ის ლტოლვილებისთვის საკუთარი სახლის კარის გაღებასაც აპირებს:

"რაც შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. დღეს რეკორდული ციფრი დასახელდა იმ ადამიანების, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფარს საკუთარ სახლში სთავაზობენ და მინდა, მათ რიცხვს მეც შევუერთდე".

<iframe width="640" height="360" src="https://www.youtube.com/embed/dxW3L1TQvAg" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

45 წლის მსახიობმა 2022 წლის ''Bafta''-ს დაჯილდოებაზე განაცხადა, რომ რუსეთის საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა გვერდშია. ის იმ სიახლესაც გამოეხმაურა, რომ ბრიტანელი ხალხი სახლის კარს უღებს უკრაინელ ლტოლვილებს:

"შოკისმომგვრელი დროა ევროპელებისთვის. ჩემს დებს და ძმებს, რომლებიც ამ ყველაფერთან გამკლავებას ცდილობენ, ამგვარად ვუჩვენებ, რომ მათ გვერდში ვდგავარ (ამ დროს მან მიუთითა უკრაინის დროშის სამკერდე ნიშანზე). ჩვენ უკრაინის დროშის ბროშის გაკეთების გარდა, უნდა გადავრიცხოთ თანხები, ვაიძულოთ ჩვენი პოლიტიკოსები, რომ ლტოლვილების უსაფრთხოება უზრუნველყონ და თავშესაფრები შექმნან იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს უკრაინაში იტანჯებიან".

Bafta-ს თავმჯდომარემ, კრიშნენდუ მაჯუმდარმა უკრაინისადმი მიმართვით დაიწყო დაჯილდოება: "უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. ფოტოებსა და გაგონილ ისტორიებში ნამდვილად საშინელი და გულსატკენი სიტუაციაა ასახული".

მან ასევე თქვა, რომ ევროპის კინოაკადემიები, სოლიდარობას უცხადებენ უკრაინის ხალხს, რომლებიც თავის ქვეყნისთვის იბრძვიან.

წყარო:thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა