პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარი არ დაუჭირეს
ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარი არ დაუჭირეს

ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალი­ან­სის წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა გა­ნი­ხი­ლეს უკ­რა­ი­ნის თხოვ­ნა მისი სა­ჰა­ე­რო სივ­რცის ჩა­კეტ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა მას მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს.

სტოლ­ტენ­ბერ­გის გან­მარ­ტე­ბით, უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის ჩა­სა­კე­ტად ერ­თა­დერ­თი გზა არ­სე­ბობს - ნა­ტოს სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა რუ­სე­თის თვითმფრი­ნა­ვე­ბი უნდა ჩა­მო­ყა­როს, რაც ევ­რო­პა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ან ომს გა­მო­იწ­ვევს. მისი თქმით, სწო­რედ ამ მი­ზე­ზით, ნატო არ გეგ­მავს კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თვას არც ხმე­ლეთ­ზე და არც ცაში.

"ეს იქ­ნე­ბა კი­დევ უფრო სა­ხი­ფა­თო, უფრო და­მან­გრე­ვე­ლი და მო­ი­ტანს დიდ ადა­მი­ა­ნურ წა­მე­ბას. ამი­ტომ, ჩვენ მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ არ ვა­პი­რებთ უკ­რა­ი­ნა­ში შეს­ვლას, არც ხმე­ლე­თით, არც უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში. რა თქმა უნდა, ერ­თა­დერ­თი გზა სა­ჰა­ე­რო სივ­რცის ჩა­სა­კე­ტად, არის ნა­ტოს სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის გაგ­ზავ­ნა უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში და ჩა­კე­ტი­ლი სა­ჰა­ე­რო ზო­ნის შექ­მნა რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის ჩა­მოგ­დე­ბის გზით.

ჩვენ გვეს­მის სა­სო­წარ­კვე­თა, მაგ­რამ ასე­ვე გვჯე­რა, რომ თუ ამას გა­ვა­კე­თებთ, ეს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მიგ­ვიყ­ვანს სრულ­მას­შტა­ბი­ან ომამ­დე ევ­რო­პა­ში უფრო მეტი ქვეყ­ნის ჩარ­თუ­ლო­ბით და მიგ­ვიყ­ვანს ბევ­რად მეტ ადა­მი­ა­ნურ ტან­ჯვამ­დე. ეს არის მი­ზე­ზი იმი­სა, რა­ტო­მაც მი­ვე­დით ამ მტკივ­ნე­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, რომ გა­მო­ვი­ყე­ნოთ მძი­მე სან­ქცი­ე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­წი­ოთ უკ­რა­ი­ნას, გა­ვაძ­ლი­ე­როთ ეს დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ეს გა­ვა­კე­თოთ ნა­ტოს ძა­ლე­ბის უშუ­ა­ლოდ კონ­ფლიქ­ტში ჩა­ურ­თვე­ლად არც ხმე­ლეთ­ზე და არც ცაში,“- გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მი­სი­ვე თქმით, ალი­ან­სის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს, შე­წყვი­ტოს ომი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და გა­მო­იყ­ვა­ნოს ჯარი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე.

"ჩვენ მრა­ვა­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაფრ­თხი­ლებ­დით, რომ პრე­ზი­დენტ პუ­ტინს გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რა. სწო­რედ ამი­ტომ ალი­ან­სის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი იყე­ნებ­დნენ მთელს ძა­ლის­ხმე­ვას დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­მო­სავ­ლის მო­სა­ძებ­ნად. ამავდრო­უ­ლად, ჩვენ მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ რუ­სე­თი გა­და­იხ­დი­და ძა­ლი­ან მა­ღალ ფასს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის­თვის. ახლა რუ­სე­თი იხ­დის ამ ფასს. ამ ომს პუ­ტი­ნი გეგ­მავს და ახორ­ცი­ე­ლებს მშვი­დო­ბი­ა­ნი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ პრე­ზი­დენტ პუ­ტინს, შე­წყვი­ტოს ეს ომი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, გა­მო­იყ­ვა­ნოს მისი ძა­ლე­ბი უკ­რა­ი­ნი­დან ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბის გა­რე­შე და მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში ახლა,“ - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოა
0

რისი Თავი აქვᲗ გამოᲩნდა

ზაზა
0

როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა დასავლეთი! მთავარია რომ მუდმივად შეშფოთებული და აღშფოთებულია! ამას დაემატი ის რომ უკვე ჩაჯმულიცაა! აი როგორი ამოდგომა იციან ნაგავმა ამერიკამ და ბებერ მეძავმა ევროპამ! ყოჩაღ დიდება დასავლეთს!

ავტორი:

ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარი არ დაუჭირეს

ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარი არ დაუჭირეს

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა განიხილეს უკრაინის თხოვნა მისი საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, თუმცა მას მხარი არ დაუჭირეს.

სტოლტენბერგის განმარტებით, უკრაინის საჰაერო სივრცის ჩასაკეტად ერთადერთი გზა არსებობს - ნატოს საჰაერო ძალებმა რუსეთის თვითმფრინავები უნდა ჩამოყაროს, რაც ევროპაში სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით, ნატო არ გეგმავს კონფლიქტში ჩართვას არც ხმელეთზე და არც ცაში.

"ეს იქნება კიდევ უფრო სახიფათო, უფრო დამანგრეველი და მოიტანს დიდ ადამიანურ წამებას. ამიტომ, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ უკრაინაში შესვლას, არც ხმელეთით, არც უკრაინის საჰაერო სივრცეში. რა თქმა უნდა, ერთადერთი გზა საჰაერო სივრცის ჩასაკეტად, არის ნატოს სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინის საჰაერო სივრცეში და ჩაკეტილი საჰაერო ზონის შექმნა რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების გზით.

ჩვენ გვესმის სასოწარკვეთა, მაგრამ ასევე გვჯერა, რომ თუ ამას გავაკეთებთ, ეს, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს სრულმასშტაბიან ომამდე ევროპაში უფრო მეტი ქვეყნის ჩართულობით და მიგვიყვანს ბევრად მეტ ადამიანურ ტანჯვამდე. ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც მივედით ამ მტკივნეულ გადაწყვეტილებამდე, რომ გამოვიყენოთ მძიმე სანქციები, მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ უკრაინას, გავაძლიეროთ ეს დახმარება, მაგრამ ეს გავაკეთოთ ნატოს ძალების უშუალოდ კონფლიქტში ჩაურთველად არც ხმელეთზე და არც ცაში,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და გამოიყვანოს ჯარი ქვეყნის ტერიტორიიდან ყოველგვარი პირობების გარეშე.

"ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ პრეზიდენტ პუტინს განზრახული ჰქონდა უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა. სწორედ ამიტომ ალიანსის წევრი ქვეყნები იყენებდნენ მთელს ძალისხმევას დიპლომატიური გამოსავლის მოსაძებნად. ამავდროულად, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რუსეთი გადაიხდიდა ძალიან მაღალ ფასს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის. ახლა რუსეთი იხდის ამ ფასს. ამ ომს პუტინი გეგმავს და ახორციელებს მშვიდობიანი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ეს ომი დაუყოვნებლივ, გამოიყვანოს მისი ძალები უკრაინიდან ყოველგვარი პირობის გარეშე და მიიღოს მონაწილეობა დიპლომატიაში ახლა,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.