პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 შვილი და შთამბეჭდავი ქონება - ვინ არის დავით არახამიას მეუღლე?
6 შვილი და შთამბეჭდავი ქონება - ვინ არის დავით არახამიას მეუღლე?

უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წე­ლია რაც კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ როლს ას­რუ­ლებს. ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით არა­ხა­მია უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" თავ­მჯდო­მა­რეა. ორი დღის წინ, სწო­რედ არა­ხა­მია წარ­მო­ად­გენ­და უკ­რა­ი­ნულ დე­ლე­გა­ცი­ას რუ­სულ მხა­რეს­თან ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს, რის შემ­დე­გაც ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის პო­ლი­ტი­კო­სის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ჩვენ­ში ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და.

და­ვით არა­ხა­მია ფსევ­დო­ნი­მით, ბრა­უ­ნი 1979 წლის 23 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და. მისი ოჯახ­ში ქა­ლაქ გაგ­რა­ში ცხოვ­რობ­და. 90-იანი წლე­ბის აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ, ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ნი­კო­ლა­ე­ვო­ში გა­და­ვი­და. თუმ­ცა, იქამ­დე გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ვი­თი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და და დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და.

მარ­თა­ლია, ამ დღე­ებ­ში ქარ­თულ მე­დი­ა­ში და­ვით არა­ხა­მი­ას შე­სა­ხებ საკ­მა­ოდ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდა. ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ჩაც­მის სტი­ლით ცნო­ბილ დი­ზა­ი­ნერს დემ­ნა გვა­სა­ლი­ა­საც კი შე­ა­და­რეს. მა­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს შავი ტან­საც­მე­ლი და ჰუ­დე­ბი...

და­ვით არა­ხა­მია მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­შია, ამ­ჟა­მად მისი ცოლი ვიქ­ტო­რია არა­ხა­მი­აა. წყვილს ხუთი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან პო­ლი­ტი­კოსს კი­დევ ერთი ვაჟი ჰყავს. და­ვი­თი ექ­ვსი­ვე შვილს ვიქ­ტო­რი­ას­თან ერ­თად ზრდის. არა­ხა­მი­ას პირ­ვე­ლი ცო­ლის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცია არ იძებ­ნე­ბა. და­ვით არა­ხა­მი­ას ყვე­ლა შვი­ლის სა­ხე­ლი დ - ასო­ზე იწყე­ბა. ერთ-ერთ შვილს კი მა­მის სა­ხე­ლი ჰქვია.

და­ვი­თი, და­ნი­ე­ლი, დანა, და­რი­კა, ტყუ­პი - დემი და დე­ნის არა­ხა­მი­ე­ბი მცი­რე­წლო­ვა­ნე­ბი არი­ან.

2019 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ცოლ-ქმარ არა­ხა­მი­ე­ბი საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­დავ ქო­ნე­ბას ფლო­ბენ. არა­ხა­მი­ებს აქვთ ოთხი მი­წის ნაკ­ვე­თი კი­ე­ვის რე­გი­ონ­ში, ვიტა ფო­ჩტო­ვა­ში და ასე­ვე 295,7 კვ. მეტ­რი აგა­რა­კი.

2020 წლის ივ­ლის­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­არ­კვი­ეს, რომ სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატს სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა 983 000 გრივ­ნა და­უჯ­და. არა­ხა­მი­ას ეს სა­სახ­ლე მდე­ბა­რე­ობს ნო­ვი­ტას მე­ბა­ღე­ო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ანუ გრინ ჰილ­ზის კო­ტე­ჯში. კი­ე­ვი­დან 10 კი­ლო­მეტრში ოდე­სის გზატ­კე­ცი­ლის გას­წვრივ.

წყვი­ლი ამის გარ­და ფლობს არა­ერთ ბი­ნას უკ­რა­ი­ნა­ში.

და­ვით არა­ხა­მი­ას მე­უღ­ლეს აქვს წი­ლე­ბი Global Bay Venture Limited-ში, კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზე.

ექ­ვსი შვი­ლის მამა და­ვით არა­ხა­მია 2021 წლის 10 ოქ­ტომ­ბერს, ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებ­და, რომ ის და მისი მე­უღ­ლე კი­დევ ფიქ­რო­ბენ შვი­ლებ­ზე. თუმ­ცა ჯერ არ გა­და­უ­წყვე­ტი­ათ, ვიქ­ტო­რი­ამ გა­ა­ჩი­ნოს თუ იშ­ვი­ლონ.

უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში და­ვით არა­ხა­მი­ა­ზე ვკი­თხუ­ლობთ, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს ძვირ­ფა­სი ბრენ­დე­ბის სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­კე­თო­ბე­ბი და სა­ა­თე­ბი.

დღეს არა­ხა­მი­ას და მის ოჯახს, რო­გორც უკ­რა­ი­ნის ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს, მძი­მე დღე­ე­ბი უდ­გათ. აგ­რე­სორ­თან ბრძო­ლა­ში, ის ფრონ­ტის წინა ხაზ­ზეა. იმე­დია, რომ მალე, უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად, ოკუ­პანტზე გა­ი­მარ­ჯვებს.

მკითხველის კომენტარები / 71 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qetino
8

წარმატებები დავით

mmg
25

ხამია!

ავტორი:

6 შვილი და შთამბეჭდავი ქონება - ვინ არის დავით არახამიას მეუღლე?

6 შვილი და შთამბეჭდავი ქონება - ვინ არის დავით არახამიას მეუღლე?

უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, რამდენიმე წელია რაც კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ როლს ასრულებს. ქართველი ბიზნესმენი დავით არახამია უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარეა. ორი დღის წინ, სწორედ არახამია წარმოადგენდა უკრაინულ დელეგაციას რუსულ მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამართული მოლაპარაკებების დროს, რის შემდეგაც ქართული წარმოშობის პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი ჩვენში ძალიან გაიზარდა.

დავით არახამია ფსევდონიმით, ბრაუნი 1979 წლის 23 აგვისტოს დაიბადა. მისი ოჯახში ქალაქ გაგრაში ცხოვრობდა. 90-იანი წლების აფხაზეთის ომის შემდეგ, ოჯახი საცხოვრებლად უკრაინის ქალაქ ნიკოლაევოში გადავიდა. თუმცა, იქამდე გარკვეული დროის განმავლობაში, დავითი თბილისში ცხოვრობდა და დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა.

მართალია, ამ დღეებში ქართულ მედიაში დავით არახამიას შესახებ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გამოქვეყნდა. ქართული წარმოშობის უკრაინელი პოლიტიკოსი ჩაცმის სტილით ცნობილ დიზაინერს დემნა გვასალიასაც კი შეადარეს. მასაც ძალიან უყვარს შავი ტანსაცმელი და ჰუდები...

დავით არახამია მეორე ქორწინებაშია, ამჟამად მისი ცოლი ვიქტორია არახამიაა. წყვილს ხუთი საერთო შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან პოლიტიკოსს კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს. დავითი ექვსივე შვილს ვიქტორიასთან ერთად ზრდის. არახამიას პირველი ცოლის შესახებ მედიაში ინფორმაცია არ იძებნება. დავით არახამიას ყველა შვილის სახელი დ - ასოზე იწყება. ერთ-ერთ შვილს კი მამის სახელი ჰქვია.

დავითი, დანიელი, დანა, დარიკა, ტყუპი - დემი და დენის არახამიები მცირეწლოვანები არიან.

2019 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ცოლ-ქმარ არახამიები საკმაოდ შთამბეჭდავ ქონებას ფლობენ. არახამიებს აქვთ ოთხი მიწის ნაკვეთი კიევის რეგიონში, ვიტა ფოჩტოვაში და ასევე 295,7 კვ. მეტრი აგარაკი.

2020 წლის ივლისში ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ სახალხო დეპუტატს სახლის მშენებლობა 983 000 გრივნა დაუჯდა. არახამიას ეს სასახლე მდებარეობს ნოვიტას მებაღეობის საზოგადოების ტერიტორიაზე, ანუ გრინ ჰილზის კოტეჯში. კიევიდან 10 კილომეტრში ოდესის გზატკეცილის გასწვრივ.

წყვილი ამის გარდა ფლობს არაერთ ბინას უკრაინაში.

დავით არახამიას მეუღლეს აქვს წილები Global Bay Venture Limited-ში, კომპანიაში, რომელიც დარეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე.

ექვსი შვილის მამა დავით არახამია 2021 წლის 10 ოქტომბერს, ინტერვიუში აცხადებდა, რომ ის და მისი მეუღლე კიდევ ფიქრობენ შვილებზე. თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვიქტორიამ გააჩინოს თუ იშვილონ.

უკრაინულ მედიაში დავით არახამიაზე ვკითხულობთ, რომ ძალიან უყვარს ძვირფასი ბრენდების საიუველირო ნაკეთობები და საათები.

დღეს არახამიას და მის ოჯახს, როგორც უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს, მძიმე დღეები უდგათ. აგრესორთან ბრძოლაში, ის ფრონტის წინა ხაზზეა. იმედია, რომ მალე, უკრაინასთან ერთად, ოკუპანტზე გაიმარჯვებს.