პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კუბოებში ჩაწოლას და რუსი სამხედროების ლოდინს არ ვაპირებთ - უკრაინელები არ ნებდებიან!" - ვლადიმერ ზელენსკი
"კუბოებში ჩაწოლას და რუსი სამხედროების ლოდინს არ ვაპირებთ - უკრაინელები არ ნებდებიან!" - ვლადიმერ ზელენსკი

კუ­ბო­ებ­ში ჩა­წო­ლას და რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ლო­დინს არ ვა­პი­რებთ. ჩვენ არა­ვის­ზე თავ­დას­ხმას არ ვა­პი­რებთ, თუმ­ცა ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვართ, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან კონ­ფე­რენ­ცი­ის წევ­რებს კი­თხვით მი­მარ­თა, წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ თუ არა იმ სა­ხელ­მწი­ფო­ში ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­საც ყო­ველ დღე ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ხვალ ომია. ზე­ლენ­სკის გან­მარ­ტე­ბით, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ქვე­ყა­ნა სტა­ბი­ლუ­რო­ბას ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს და ეკო­ნო­მი­კა გა­ნად­გურ­დე­ბა, ამი­ტომ ისი­ნი ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მშვი­დად რე­ა­გი­რე­ბენ.

"ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია ვი­ყოთ პა­სი­უ­რე­ბი, არ შეგ­ვიძ­ლია ყო­ველ დღე ვთქვათ, რომ ხვალ ომია. რო­მელ ეკო­ნო­მი­კა­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს ამის შემ­დეგ სა­უ­ბა­რი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ში, რო­დე­საც ყო­ველ დღე გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ხვალ თავს და­გეს­ხმე­ბი­ან. მა­შინ ხდე­ბა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის ჩა­მოშ­ლა, გა­აქვთ ფული, ბიზ­ნე­სი გა­დის ქვეყ­ნი­დან. რო­გორ ფიქ­რობთ: შე­იძ­ლე­ბა ასეთ სა­ხელ­მწი­ფო­ში ცხოვ­რე­ბა? შე­იძ­ლე­ბა ასეთ სა­ხელ­მწი­ფო­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა იყოს? არა!“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის და­სუს­ტე­ბის მსურ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა­შიც ბევ­რია.

"მათ სურთ, რომ უკ­რა­ი­ნა სუს­ტი იყოს, ჰქონ­დეს სუს­ტი ეკო­ნო­მი­კა, ჰყავ­დეს სუს­ტი ჯარი - მა­შინ ჩვენ­ზე თავ­დას­ხმა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენ ვერ შევ­ძლებთ, ვერც ჩვე­ნი ხალ­ხის დაც­ვას, ვერც ეკო­ნო­მი­კის, ამი­ტომ ჩვენ მშვი­დად ვრე­ა­გი­რებთ ამა თუ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე. ჩვენ ჰიბ­რი­დუ­ლი ომის პი­რო­ბებ­ში ვართ. ამი­ტომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არ ნებ­დე­ბი­ან ამ სი­ტყვის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბით. ჩვენ გვსურს ვი­ცხოვ­როთ ყო­ველ დღე და ვი­ცავ­დეთ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს. ჩვენ უბ­რა­ლოდ გვსურს ვი­ცხოვ­როთ, რო­გორც ძლი­ერ­მა სა­ხელ­მწი­ფომ,“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამრიგად
7

საქართველოს შემდეგი განვითარების და დამოუკიდებლობის ბედი უკრაინაში წყდება! და ამ კაცის სიძლიერეზეც ბევრი იქნება დაკიდებული!

ლელა
1

ზუსტად ამბობს ეს ადამიანი: ომის და უბედურების დაუსრულებელ მოლოდინში ქვეყანას ვერ ააშენებ და რაც გაქვს,ისიც ჩამოგემხობა თავზე! ამიტომ ვერც პანდემიამ და ვერც ასეთმა საშიშროებამ ვერ უნდა დაიმონოს ადამიანი,მისი ფსიქიკა და ზუსტად მტრის ჯინაზე უნდა შეძლოს მობილიზება და გაძლლიერება ცუდის და უარყოფითის იგნორით...და მერე კარგიც მოვა!!!

ავტორი:

"კუბოებში ჩაწოლას და რუსი სამხედროების ლოდინს არ ვაპირებთ - უკრაინელები არ ნებდებიან!" - ვლადიმერ ზელენსკი

"კუბოებში ჩაწოლას და რუსი სამხედროების ლოდინს არ ვაპირებთ - უკრაინელები არ ნებდებიან!" - ვლადიმერ ზელენსკი

კუბოებში ჩაწოლას და რუსი სამხედროების ლოდინს არ ვაპირებთ. ჩვენ არავისზე თავდასხმას არ ვაპირებთ, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან კონფერენციის წევრებს კითხვით მიმართა, წარმოუდგენიათ თუ არა იმ სახელმწიფოში ცხოვრება, რომელსაც ყოველ დღე ეუბნებიან, რომ ხვალ ომია. ზელენსკის განმარტებით, ასეთ ვითარებაში ქვეყანა სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს და ეკონომიკა განადგურდება, ამიტომ ისინი ყველა ინფორმაციაზე მშვიდად რეაგირებენ.

"ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პასიურები, არ შეგვიძლია ყოველ დღე ვთქვათ, რომ ხვალ ომია. რომელ ეკონომიკაზე შეიძლება იყოს ამის შემდეგ საუბარი. როგორ შეიძლება ცხოვრება სახელმწიფოში, როდესაც ყოველ დღე გეუბნებიან, რომ ხვალ თავს დაგესხმებიან. მაშინ ხდება ეროვნული ვალუტის ჩამოშლა, გააქვთ ფული, ბიზნესი გადის ქვეყნიდან. როგორ ფიქრობთ: შეიძლება ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება? შეიძლება ასეთ სახელმწიფოში სტაბილურობა იყოს? არა!“- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის დასუსტების მსურველი ქვეყანაშიც ბევრია.

"მათ სურთ, რომ უკრაინა სუსტი იყოს, ჰქონდეს სუსტი ეკონომიკა, ჰყავდეს სუსტი ჯარი - მაშინ ჩვენზე თავდასხმა შესაძლებელი იქნება. ჩვენ ვერ შევძლებთ, ვერც ჩვენი ხალხის დაცვას, ვერც ეკონომიკის, ამიტომ ჩვენ მშვიდად ვრეაგირებთ ამა თუ იმ ინფორმაციაზე. ჩვენ ჰიბრიდული ომის პირობებში ვართ. ამიტომ უკრაინელები არ ნებდებიან ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ ყოველ დღე და ვიცავდეთ ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენ უბრალოდ გვსურს ვიცხოვროთ, როგორც ძლიერმა სახელმწიფომ,“- განაცხადა ზელენსკიმ.