პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის შეუყვარდება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთად დავიცვათ უკრაინა" - ვლადიმერ ზელენსკი
"არავის შეუყვარდება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთად დავიცვათ უკრაინა" - ვლადიმერ ზელენსკი

უკ­რა­ი­ნა­ში დღეს ერ­თი­ა­ნო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნა­ვენ. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ყვე­ლა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შაა აღ­მარ­თუ­ლი. დღეს დი­ლით უკ­რა­ი­ნის რა­და­ში სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნი შეს­რულ­და და დრო­შე­ბი გა­მო­ი­ფი­ნა.

მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის შე­ნო­ბა­ზე დრო­შის აღ­მარ­თვის ცე­რე­მო­ნი­ა­ში კი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დე­ნის შმი­გალ­მაც მი­ი­ღო. ერ­თი­ა­ნო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ. მისი თქმით, ყვე­ლა უკ­რა­ი­ნე­ლის სურ­ვი­ლია, მშვი­დო­ბი­ან ქვე­ყა­ნა­ში იცხოვ­როს.

"დიდი ქვეყ­ნის დიდო ხალ­ხო, დილა მშვი­დო­ბის! დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა - ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის დღე. ჩვენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ, სხვა­დას­ხვა ასა­კის, სხვა­დას­ხვა სქე­სის, სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქი­დან, რე­გი­ო­ნი­დან, სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნი­ჭის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცოდ­ნის, რე­ლი­გი­ის, მაგ­რამ ჩვენ ერთი სურ­ვი­ლი გვა­ერ­თი­ა­ნებს: ვი­ცხოვ­როთ მშვი­დად, ბედ­ნი­ე­რად, ერთ ოჯა­ხად, ბავ­შვებ­თან, მშობ­ლებ­თან ერ­თად და ჩვენ გვაქვს ამ ყვე­ლაფ­რის სრუ­ლი უფ­ლე­ბა, რად­გან სახ­ლში ვართ, ჩვენ ვართ უკ­რა­ი­ნა­ში და არა­ვის არ შე­უყ­ვარ­დე­ბა ჩვე­ნი სახ­ლი ისე, რო­გორც ჩვენ გვიყ­ვარს და მხო­ლოდ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ერ­თად და­ვიც­ვათ ჩვე­ნი სახ­ლი“, - მი­მარ­თა ზე­ლენ­სკიმ უკ­რა­ი­ნე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ 16 თე­ბერ­ვა­ლი უკ­რა­ი­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის დღედ ორი დღის წინ გა­მო­ა­ცხა­და. „გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ 16 თე­ბერ­ვა­ლი იქ­ნე­ბა თავ­დას­ხმის დღე. ჩვენ მას ვაქ­ცევთ ერ­თი­ა­ნო­ბის დღედ,“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ. ერ­თი­ა­ნო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, 16 თე­ბერ­ვალს ყვე­ლა უკ­რა­ი­ნუ­ლი ტე­ლე­არ­ხი მას­პინ­ძლობს ტე­ლე­მა­რა­თონს #UARazom. მისი ნა­წი­ლი დი­ლით, 08.00-დან 10.00 სა­ა­თამ­დე გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ 22.00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.10:00 სა­ათ­ზე უკ­რა­ი­ნის ჰიმ­ნი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით აჟ­ღერ­და.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰო მართლა!
1

მიშა რომ არ გამოგპარვოდათ მანდედან ეხლა სულ სხვა ლაპარაკი იქნებოდა. მარა იგრძნო თუ არა პოროხის სუნი, გორში გადედლებულმა ეგრევე მოხია არაჟნის კონტეინერით.

გიორგი
3

გაიხარეთ და იმარჯვეთ ბოროტებაზე! ძირს რუსეთი!

ავტორი:

"არავის შეუყვარდება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთად დავიცვათ უკრაინა" - ვლადიმერ ზელენსკი

"არავის შეუყვარდება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთად დავიცვათ უკრაინა" - ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინაში დღეს ერთიანობის დღეს აღნიშნავენ. მედიის ინფორმაციით, ამ დღის აღსანიშნავად ყველა დასახლებულ პუნქტში უკრაინის სახელმწიფო დროშაა აღმართული. დღეს დილით უკრაინის რადაში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა და დროშები გამოიფინა.

მინისტრთა კაბინეტის შენობაზე დროშის აღმართვის ცერემონიაში კი მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმაც მიიღო. ერთიანობის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ. მისი თქმით, ყველა უკრაინელის სურვილია, მშვიდობიან ქვეყანაში იცხოვროს.

"დიდი ქვეყნის დიდო ხალხო, დილა მშვიდობის! დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ყველა ჩვენგანის ერთიანობის დღე. ჩვენ განსხვავებულები ვართ, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული ნიჭის, განსხვავებული ცოდნის, რელიგიის, მაგრამ ჩვენ ერთი სურვილი გვაერთიანებს: ვიცხოვროთ მშვიდად, ბედნიერად, ერთ ოჯახად, ბავშვებთან, მშობლებთან ერთად და ჩვენ გვაქვს ამ ყველაფრის სრული უფლება, რადგან სახლში ვართ, ჩვენ ვართ უკრაინაში და არავის არ შეუყვარდება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთად დავიცვათ ჩვენი სახლი“, - მიმართა ზელენსკიმ უკრაინელებს.

შეგახსენებთ, ვლადიმერ ზელენსკიმ 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღედ ორი დღის წინ გამოაცხადა. „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე. ჩვენ მას ვაქცევთ ერთიანობის დღედ,“- განაცხადა ზელენსკიმ. ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, 16 თებერვალს ყველა უკრაინული ტელეარხი მასპინძლობს ტელემარათონს #UARazom. მისი ნაწილი დილით, 08.00-დან 10.00 საათამდე გაიმართა, თუმცა საბოლოოდ 22.00 საათამდე გაგრძელდება.10:00 საათზე უკრაინის ჰიმნი მთელი ქვეყნის მასშტაბით აჟღერდა.