საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ იყო უკრაინის პარლამენტში საქართველოს დროშა - საგარეო უწყება განმარტებას აკეთებს
რატომ არ იყო უკრაინის პარლამენტში საქართველოს დროშა - საგარეო უწყება განმარტებას აკეთებს

უკ­რა­ი­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში გახ­სნით სე­სი­ა­ზე, გა­მო­ი­ფი­ნა იმ ქვეყ­ნე­ბის დრო­შე­ბი, რო­მელ­თაც სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რა აღ­მო­უ­ჩი­ნეს უკ­რა­ი­ნას, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ოპო­ზი­ცი­ის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც უკ­რა­ი­ნის რა­და­ში გა­შა­ლეს ქვეყ­ნე­ბის დრო­შე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ უკ­რა­ი­ნას და ტრი­ბუ­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა არ იყო.

რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რი მარი ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი აცხა­დებს, უკ­რა­ი­ნის მე­ცხრე მოწ­ვე­ვის უმაღ­ლე­სი რა­დას მეშ­ვი­დე სე­სი­ის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს დეს­პა­ნი ლე­ვან წურ­წუ­მია ეს­წრე­ბო­და და მან უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს კი­დევ ერთხელ და­უ­დას­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა.

„უკ­რა­ი­ნის მე­ცხრე მოწ­ვე­ვის უმაღ­ლე­სი რა­დას მეშ­ვი­დე სე­სი­ის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ას, რო­მელ­ზეც მიწ­ვე­ულ­ნი იყ­ვნენ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნის გამო, ეს­წრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს დეს­პა­ნი ლე­ვან წურ­წუ­მია. დეს­პან­მა გა­მო­ი­ყე­ნა უკ­რა­ი­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ყოფ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს კი­დევ ერთხელ და­უ­დას­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა. რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თულ პერ­ფორ­მანსს, რა დრო­საც გა­მო­ფე­ნი­ლი იქნა მხარ­დამ­ჭე­რი ქვეყ­ნე­ბის დრო­შე­ბი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში გახ­სნით სე­სი­ა­ზე, გა­მო­ი­ფი­ნა იმ ქვეყ­ნე­ბის დრო­შე­ბი, რო­მელ­თაც სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რა აღ­მო­უ­ჩი­ნეს უკ­რა­ი­ნას.

სამ­წუ­ხა­როა რომ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სპექტრში კვლავ გრძელ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მით. ხაზს ვუს­ვამთ, რომ მხარ­და­ჭე­რის სა­კი­თხი, ისე­თი ფორ­მით, რო­გორც ამის წარ­მო­ჩე­ნას ოპო­ნენ­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ, არ დგას ჩვენს მე­გო­ბარ უკ­რა­ი­ნას­თან ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დღის წეს­რიგ­ში. მე­ტიც, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს მუდ­მი­ვი, ყო­ველ­დღი­უ­რი კავ­ში­რი უკ­რა­ი­ნელ მე­გობ­რებ­თან, ამის დას­ტუ­რია გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტე­ბი, რო­გორც ორ­მხრივ, ასე­ვე მრა­ვალ­მხრივ, მათ შო­რის ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს ფორ­მატ­ში, ყი­რი­მის პლატ­ფორ­მა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღა­ლი დო­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, კი­ევ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს კო­მუ­ნი­კა­ცია და სხვა ფორ­მა­ტებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან არა­ერ­თხელ ღიად გა­ცხა­დე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის მი­მართ“, - აცხა­დებს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რი მარი ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთინო - s
1

(გენაცვალეთ) პატრიოტიზმში,

saqartvelos rigiti moqalaqe-ს
0

შეგიძლიად დაიწოთ,აბა:::::::,ისე ჩვენს დროშაზეა აქ საუბარი და არა უკრაინის მოძმე კონგოზე.

ავტორი:

რატომ არ იყო უკრაინის პარლამენტში საქართველოს დროშა - საგარეო უწყება განმარტებას აკეთებს

რატომ არ იყო უკრაინის პარლამენტში საქართველოს დროშა - საგარეო უწყება განმარტებას აკეთებს

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში გახსნით სესიაზე, გამოიფინა იმ ქვეყნების დროშები, რომელთაც სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის თანახმადაც უკრაინის რადაში გაშალეს ქვეყნების დროშები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და ტრიბუნაზე საქართველოს დროშა არ იყო.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი აცხადებს, უკრაინის მეცხრე მოწვევის უმაღლესი რადას მეშვიდე სესიის გახსნის ცერემონიას საქართველოს საელჩოს დესპანი ლევან წურწუმია ესწრებოდა და მან უკრაინულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა.

„უკრაინის მეცხრე მოწვევის უმაღლესი რადას მეშვიდე სესიის გახსნის ცერემონიას, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მისიის ხელმძღვანელის იზოლაციაში ყოფნის გამო, ესწრებოდა საქართველოს საელჩოს დესპანი ლევან წურწუმია. დესპანმა გამოიყენა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის შესაძლებლობა და უკრაინულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა. რაც შეეხება უკრაინის პარლამენტში გამართულ პერფორმანსს, რა დროსაც გამოფენილი იქნა მხარდამჭერი ქვეყნების დროშები, საკანონმდებლო ორგანოში გახსნით სესიაზე, გამოიფინა იმ ქვეყნების დროშები, რომელთაც სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას.

სამწუხაროა რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ გრძელდება პოლიტიკური სპეკულაცია აღნიშნული თემით. ხაზს ვუსვამთ, რომ მხარდაჭერის საკითხი, ისეთი ფორმით, როგორც ამის წარმოჩენას ოპონენტები ცდილობენ, არ დგას ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მუდმივი, ყოველდღიური კავშირი უკრაინელ მეგობრებთან, ამის დასტურია განხორციელებული სატელეფონო ზარები, განხორციელებული და დაგეგმილი ვიზიტები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფორმატში, ყირიმის პლატფორმაში საქართველოს მაღალი დონის მონაწილეობა, კიევში საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია და სხვა ფორმატებში საქართველოს მხრიდან არაერთხელ ღიად გაცხადებული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი.