მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეა წულუკიანი არის ჩვენში დაბუდებული საბჭოთა სიმახინჯე და თუ არ მოგვწონს, ხმა უნდა ამოვიღოთ!" - გიგი უგულავა
"თეა წულუკიანი არის ჩვენში დაბუდებული საბჭოთა სიმახინჯე და თუ არ მოგვწონს, ხმა უნდა ამოვიღოთ!" - გიგი უგულავა

"წუ­ლუ­კი­ა­ნი არის ჩვენ­ში და­ბუ­დე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა სი­მა­ხინ­ჯე, რო­მე­ლიც ვე­ლუ­რი ფორ­მით გვახ­სე­ნებს თავს, ის არის რეპ­რე­სი­ე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი" - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა გიგი უგუ­ლა­ვამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პე­ტი­ცი­ას ხელს შეგ­ნე­ბუ­ლად არ აწერს, რად­გან მისი თქმით, ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნე­ბი თავს იტყუ­ე­ბენ და მათ უნდა და­ი­ნა­ხონ, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი რეპ­რე­სი­ებს ახორ­ცი­ე­ლებს.

უგუ­ლა­ვა ამ­ბობს, რომ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, თუნ­დაც 4-5 კაცს, შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს ვი­თა­რე­ბა, თუ ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­რებს იმა­ზე, რაც არ მოს­წონს.

"კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტო­დან 35 ადა­მი­ა­ნის გაშ­ვე­ბა, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­დან ხალ­ხის და­ფერ­თხვა - და­წყე­ბუ­ლია ეს პრო­ცე­სი. "ჭო­ლას“ თემა არ ვიცი, მაგ­რამ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი მო­ვი­და იქ რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი, მა­უ­ზე­რი აკ­ლია, ის გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ რომ გა­მო­ა­ცხვეს, რა იყო? კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ლოგო შე­უც­ვლი­ათ და ცი­ხის გი­სო­სებს ჰგავს, რა ლო­გოა სა­ერ­თოდ? გი­სო­სებს, სა­ზღვრებს არ უნდა ცნობ­დეს კულ­ტუ­რა, ამი­ტომ არის კულ­ტუ­რა, მაგ­რამ იმ­თა­ვით­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ წუ­ლუ­კი­ა­ნი მო­ვი­დო­და და ამას ჩა­ი­დენ­და. სხვა­თა შო­რის გუ­შინ პე­ტი­ცია რომ გავ­რცელ­და, მე იმ­თა­ვით­ვე არ ვა­წერ ხელს მის გა­და­ყე­ნე­ბას, რად­გან ყვე­ლა, ვინც თავს იტყუ­ებს, სი­რაქ­ლე­მას პო­ზა­შია, რა ვქნა, კულ­ტუ­რა­ში ვარ, სპორ­ტში ვარ და არა­ფე­რი მე­ხე­ბა, მათ ეს უნდა და­ი­ნა­ხონ, რად­გან წუ­ლუ­კი­ა­ნი არის რე­ა­ლუ­რი სახე, ერთ-ერთი სახე ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, წუ­ლუ­კი­ა­ნი არის ჩვენ­ში და­ბუ­დე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა სი­მა­ხინ­ჯე, რო­მე­ლიც ასე­თი ვე­ლუ­რი ფორ­მით გვახ­სე­ნებს თავს, ის არის რეპ­რე­სი­ე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი და გა­ა­ტა­რებს რეპ­რე­სი­ებს. აბა, 3-4-მა ამ სფე­რო­ში ამო­ი­ღოს ხმა, მაგ­რამ "სა­ნამ მე არ შე­მე­ხე­ბი­ან, ხმას არ ვი­ღებ“ - ასე არაა სწო­რი. ვსა­უბ­რობ ისეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვი­საც თა­ნამ­დე­ბო­ბა აქვთ, სწო­რედ იმ თა­ნამ­დე­ბო­ბას და­კარ­გა­ვენ. თუ არ მოგ­ვწონს, ხმა უნდა ამო­ვი­ღოთ, ცალ-ცალ­კე წუ­ლუ­კი­ა­ნი ყვე­ლას მო­ე­რე­ვა, მაგ­რამ ერ­თად ვერა, თუნ­დაც, 4-5-მა ადა­მი­ან­მა რომ ამო­ი­ღოს ხმა. ასეა და­მი­ჯე­რეთ, კარ­გად ვიც­ნობ ამ სფე­როს. ასე რომ, მათ ხელ­შია, უნ­დათ რეპ­რე­სი­ე­ბი? - მი­ი­ღე­ბენ რეპ­რე­სი­ებს, არ უნ­დათ? - ბევ­რი ბრძო­ლა არ დას­ჭირ­დე­ბათ, რად­გან 5-მა კაც­მა შე­იძ­ლე­ბა ამო­ა­ყი­რა­ოს წუ­ლუ­კი­ა­ნი თა­ვი­სი გი­სო­სე­ბი­ა­ნი ლო­გო­თი,“ - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ამ პოს­ტი­დან გა­და­ყე­ნე­ბას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ონ­ლა­ინ პე­ტი­ცი­ით სთხო­ვენ. პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რი ფი­ლო­სო­ფო­სი გიგი თევ­ზა­ძეა. პე­ტი­ცია 17 იან­ვარს შე­იქ­მნა.

პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რი და ხელ­მომ­წე­რე­ბი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მი­ნის­ტრო­ბის დროს არ­სე­ბულ 4 ტენ­დენ­ცი­ა­ზე აკე­თე­ბენ აქ­ცენტს:

სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ზღუდ­ვა და კად­რე­ბის პო­ლი­ტი­კის ნე­პო­ტის­ტურ და კლი­ენ­ტა­რის­ტულ პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბა;

პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმის გამო, რომ მათ სა­ჯა­როდ ან პრი­ვა­ტუ­ლად გა­მოთ­ქვეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ.

ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის/ექ­სპერ­ტე­ბის რჩე­ვებ­ზე უარი თქმა და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი, ცოდ­ნის/გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბა, რა­მაც უკვე და­ა­ზი­ა­ნა გე­ლა­თი და დიდი ალ­ბა­თო­ბით, გა­მო­იწ­ვევს სხვა ძეგ­ლე­ბის, ასე­ვე მუ­ზე­უ­მის კო­ლექ­ცი­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა­საც.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ მარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და პრო­ექ­ტე­ბის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი იმი­სათ­ვის, რომ კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის აგენ­ტე­ბის სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღა­ნე­ლო­ბი­სათ­ვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა;

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით პე­ტი­ცი­ის შედ­გე­ნას წინ უძღო­და აქ­ცი­ის და­გეგ­მვა სა­მი­ნის­ტროს­თან, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რის სის­ტე­მა­ში, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტო­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გამო 21 იან­ვარს გა­ი­მარ­თე­ბა. სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ამ ორ უწყე­ბა­ში არა­ერ­თი სტა­ჟი­ა­ნი მეც­ნი­ე­რი გა­სულ კვი­რა­ში სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

17 იან­ვარს სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის მიერ 2021 წლის მი­წუ­რულს გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის შე­სა­ხებ. გან­ცხა­დე­ბა­ში სა­მი­ნის­ტრო მუ­ზე­უმს შეც­დო­მის­კენ მი­უ­თი­თებს და ამ სა­კი­თხის ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის ხელ­მძღვა­ნელ­თან, ლაშა ბაქ­რა­ძეს­თან "სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ხილ­ვას" გეგ­მავს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მათე
0

ეს ნაცების ხროვა რა ერთხმად ახსენებს რეპრესიებს,ნაცისტური რეჟიმი ჩამოაყალიბეს,და აქეთ ედავებიან?წულუკიანს კი ვეტყვი -ლამაზი ხარ შენი ნიჭით,სიტყვა-პასუხით,სიმტკიცით,სისპეტაკით,და კიდევ ბევრი ცხვა დადებითი თვისებით,ვისაც არ მოგწონთ, გყავთ ეგერ ლამაზი კესარია, და იბედნიერეთ

ქეთინო
0

ბრმამ ბრმას უთხრა ჭიტაო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

"თეა წულუკიანი არის ჩვენში დაბუდებული საბჭოთა სიმახინჯე და თუ არ მოგვწონს, ხმა უნდა ამოვიღოთ!" - გიგი უგულავა

"თეა წულუკიანი არის ჩვენში დაბუდებული საბჭოთა სიმახინჯე და თუ არ მოგვწონს, ხმა უნდა ამოვიღოთ!" - გიგი უგულავა

"წულუკიანი არის ჩვენში დაბუდებული საბჭოთა სიმახინჯე, რომელიც ველური ფორმით გვახსენებს თავს, ის არის რეპრესიების გამტარებელი" - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წულუკიანის გათავისუფლების პეტიციას ხელს შეგნებულად არ აწერს, რადგან მისი თქმით, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები თავს იტყუებენ და მათ უნდა დაინახონ, რომ თეა წულუკიანი რეპრესიებს ახორციელებს.

უგულავა ამბობს, რომ სფეროს წარმომადგენლებს, თუნდაც 4-5 კაცს, შეუძლია შეცვალოს ვითარება, თუ ხმამაღლა ისაუბრებს იმაზე, რაც არ მოსწონს.

"კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან 35 ადამიანის გაშვება, ეროვნული მუზეუმიდან ხალხის დაფერთხვა - დაწყებულია ეს პროცესი. "ჭოლას“ თემა არ ვიცი, მაგრამ თეა წულუკიანი მოვიდა იქ როგორც ჩვეულებრივი სახალხო კომისარი, მაუზერი აკლია, ის განცხადება გუშინ რომ გამოაცხვეს, რა იყო? კულტურის სამინისტროს ლოგო შეუცვლიათ და ციხის გისოსებს ჰგავს, რა ლოგოა საერთოდ? გისოსებს, საზღვრებს არ უნდა ცნობდეს კულტურა, ამიტომ არის კულტურა, მაგრამ იმთავითვე ცნობილი იყო, რომ წულუკიანი მოვიდოდა და ამას ჩაიდენდა. სხვათა შორის გუშინ პეტიცია რომ გავრცელდა, მე იმთავითვე არ ვაწერ ხელს მის გადაყენებას, რადგან ყველა, ვინც თავს იტყუებს, სირაქლემას პოზაშია, რა ვქნა, კულტურაში ვარ, სპორტში ვარ და არაფერი მეხება, მათ ეს უნდა დაინახონ, რადგან წულუკიანი არის რეალური სახე, ერთ-ერთი სახე ამ ხელისუფლების, წულუკიანი არის ჩვენში დაბუდებული საბჭოთა სიმახინჯე, რომელიც ასეთი ველური ფორმით გვახსენებს თავს, ის არის რეპრესიების გამტარებელი და გაატარებს რეპრესიებს. აბა, 3-4-მა ამ სფეროში ამოიღოს ხმა, მაგრამ "სანამ მე არ შემეხებიან, ხმას არ ვიღებ“ - ასე არაა სწორი. ვსაუბრობ ისეთ ადამიანებზე, ვისაც თანამდებობა აქვთ, სწორედ იმ თანამდებობას დაკარგავენ. თუ არ მოგვწონს, ხმა უნდა ამოვიღოთ, ცალ-ცალკე წულუკიანი ყველას მოერევა, მაგრამ ერთად ვერა, თუნდაც, 4-5-მა ადამიანმა რომ ამოიღოს ხმა. ასეა დამიჯერეთ, კარგად ვიცნობ ამ სფეროს. ასე რომ, მათ ხელშია, უნდათ რეპრესიები? - მიიღებენ რეპრესიებს, არ უნდათ? - ბევრი ბრძოლა არ დასჭირდებათ, რადგან 5-მა კაცმა შეიძლება ამოაყირაოს წულუკიანი თავისი გისოსებიანი ლოგოთი,“ - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ამ პოსტიდან გადაყენებას მოქალაქეების ნაწილი საქართველოს მთავრობას ონლაინ პეტიციით სთხოვენ. პეტიციის ავტორი ფილოსოფოსი გიგი თევზაძეა. პეტიცია 17 იანვარს შეიქმნა.

პეტიციის ავტორი და ხელმომწერები თეა წულუკიანის მინისტრობის დროს არსებულ 4 ტენდენციაზე აკეთებენ აქცენტს:

საჯარო ინფორმაციის შეზღუდვა და კადრების პოლიტიკის ნეპოტისტურ და კლიენტარისტულ პრინციპებზე დაფუძნება;

პროფესიონალების გათავისუფლება იმის გამო, რომ მათ საჯაროდ ან პრივატულად გამოთქვეს უკმაყოფილება როგორც ქვეყანაში, ასევე კულტურის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ავტორიტეტული ორგანიზაციების/ექსპერტების რჩევებზე უარი თქმა და დაუსაბუთებელი, ცოდნის/გამოცდილების მქონე ადამიანების კონსულტაციებზე დაყრდნობა, რამაც უკვე დააზიანა გელათი და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სხვა ძეგლების, ასევე მუზეუმის კოლექციების დაზიანებასაც.

კულტურის სამინისტროს მიერ მართული ორგანიზაციების და პროექტების სტრუქტურული ცვლილებები იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს კულტურის აგენტების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღანელობისათვის დაქვემდებარება;

კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციის შედგენას წინ უძღოდა აქციის დაგეგმვა სამინისტროსთან, რომელიც კულტურის სისტემაში, უფრო კონკრეტულად კი ხელოვნების მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო 21 იანვარს გაიმართება. სამინისტროს დაქვემდებარებულ ამ ორ უწყებაში არაერთი სტაჟიანი მეცნიერი გასულ კვირაში სამსახურიდან გაათავისუფლეს.

17 იანვარს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა ლიტერატურის მუზეუმის მიერ 2021 წლის მიწურულს გამოცემული წიგნის შესახებ. განცხადებაში სამინისტრო მუზეუმს შეცდომისკენ მიუთითებს და ამ საკითხის ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელთან, ლაშა ბაქრაძესთან "სერიოზულად განხილვას" გეგმავს.