პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით
რა განცხადებას ავრცელებს სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძი­სა და ავ­თან­დილ წე­რეთ­ლის მი­მართ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო გან­მარ­ტავს, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი­თა და სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი ბრალ­დე­ბულ­თა მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა.

"2022 წლის 12 იან­ვარს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის კო­ლე­გი­ამ და­ას­რუ­ლა სს საქ­მის გან­ხილ­ვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის: მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლის მი­მართ. მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი­თა და სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნია ბრალ­დე­ბულ­თა მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა. სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­ად­გი­ნა და სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო სს "თი­ბი­სი ბან­კის“ კუთ­ვნი­ლი 16 664 000 აშშ დო­ლა­რის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტი­დან (უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში დახ­მა­რე­ბა) გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტზე (თაღ­ლი­თო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ და დიდი ოდე­ნო­ბით).

სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლებს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნუ­სა­ზღვრა 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სს საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 269-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტის თა­ნახ­მად, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გამო, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის მოხ­დის­გან",- ნათ­ქვა­მია სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რომულუსი
2

პაჰ, პაჰ, ე.ი. ის ჩვენი მევახშე პოლიტიკოსები ხაზარაძე და ჯაფარიძე თაღლითებიც ყოფილან; ანუ თაღლითი მევახშე პოლიტიკოსები! 

ვინც მათ გათეთრებას ცდილობს (უსუფაშვილი, გეგელია, ნაცვლიშვილი ...) რანი გამოდიან, ნათაღლითარ ფულს დახარბებული ჭიაღუები, თუ ნათაღლითარის მიჩქმალვაში დამხმარე-გამპრავებლები?

აბაო რაო
2

ვანო ჩხარტიშვილმა შემ.სალაროს ფულები რო მიითვისა, მაგაზე რა ისმის, თუ ვინაიდან ეგ ქოცების ლიდერშიპთანაა ჩახუტებული, მოსული პონტია?!

ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით

რა განცხადებას ავრცელებს სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით

თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სასამართლო განმარტავს, მოწმეთა ჩვენებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა.

"2022 წლის 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა არსებითი განხილვის კოლეგიამ დაასრულა სს საქმის განხილვა ბრალდებულების: მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთელის მიმართ. მოწმეთა ჩვენებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა. სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო სს "თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტიდან (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარება) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტზე (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით).

სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სს საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო, ბრალდებულები გათავისუფლდნენ დანიშნული სასჯელის მოხდისგან",- ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.