მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილს ვურჩიე, რომ შიმშილობა არ დაიწყოს და ის ამას აუცილებლად გაითვალისწინებს" - ადვოკატი
"მიხეილ სააკაშვილს ვურჩიე, რომ შიმშილობა არ დაიწყოს და ის ამას აუცილებლად გაითვალისწინებს" - ადვოკატი

"ჩემი რჩე­ვაა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას უნდა გა­უფრ­თხილ­დეს, რად­გან და­სუს­ტე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბით ცი­ხე­ში მყო­ფი სა­ა­კაშ­ვი­ლი მის პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს სურთ, მათ შო­რის ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილს" - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძემ რუს­თა­ვის ცი­ხე­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მშვე­ნი­ე­რა­ძის თქმით, მან ურ­ჩია სა­ა­კაშ­ვილს, რომ შიმ­ში­ლო­ბა არ და­ი­წყოს.

"სწო­რედ ამი­ტომ, ვერ ჩავ­თვლი სწორ ნა­ბი­ჯე­ბად ამ ეტაპ­ზე მის მიერ შიმ­ში­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას, რაც მას ვუ­თხა­რი კი­დეც. იმე­დია, ამ რჩე­ვას ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, ვი­ნა­ი­დან ამით მხო­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იხე­ი­რებს.

მე პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნაც­ვლად ვერ აღვწერ მის მდგო­მა­რე­ო­ბას. ის ამ­ბობს, რომ მას სჭირ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ნევ­რო­ლო­გი­ურ სა­კი­თხებს. რო­გორც ვიცი, მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ექი­მი, რო­მე­ლიც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კონ­ტრაქ­ტო­რია. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბის, სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მას სჭირ­დე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მშვე­ნი­ე­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა, პარ­ლა­მენ­ტში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას, მშვე­ნი­ე­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეს მათ ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის.

"ჩვენს ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის, არ გვაქვს ფუჭი მო­ლო­დი­ნი, რომ პარ­ლა­მენ­ტი და­ა­დას­ტუ­რებს არა­ა­და­მი­ა­ნურ და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ველ მო­პყრო­ბას, მაგ­რამ თა­ვად სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა კარ­გად აჩ­ვე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას თუ რას­თან გვქონ­და შე­ხე­ბა წინა თვე­ებ­ში, - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძემ რუს­თა­ვის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მისი მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძის თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მზად არის თა­ვად წარ­სდგეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე და კო­მი­სი­ის წევ­რებს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვი­ლის თავს გრძნობს სუს­ტად, მაგ­რამ არის ბრძო­ლის გან­წყო­ბა­ზე და "სჭირ­დე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბის კონ­სულ­ტა­ცია, რო­მელ­ზეც ხელი არ მი­უწ­ვდე­ბა“.

"მე უკვე მე­სა­მედ მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რი­სა და სა­უბ­რის. არის გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი რა­საც ვა­ზუს­ტებთ სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის ვი­სა­უბ­რეთ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და იმ ნა­ბი­ჯებ­ზე, რომ­ლის გა­დად­გმის მო­ლო­დი­ნიც ნორ­მა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო­ში ჯან­დაც­ვის სის­ტე­მი­დან ექ­ნე­ბო­და ნე­ბის­მი­ერ ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნა პარ­ლა­მენ­ტში შე­დის ჩვენს ინ­ტე­რე­სებ­ში, არ გვაქვს ფუჭი მო­ლო­დი­ნი, რომ პარ­ლა­მენ­ტი და­ა­დას­ტუ­რებს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ველ მო­პყრო­ბას, მაგ­რამ თა­ვად სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კი­თხვა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­მოკ­ვლე­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად აჩ­ვე­ნებს თუ რას­თან გვქონ­და შე­ხე­ბა წინა თვე­ებ­ში, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ექ­ვემ­დე­ბა­რა არა­ა­და­მი­ა­ნურ და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ მო­პყრო­ბას.

მე არ ვარ ექი­მი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით დას­კვნა და­დოს, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მას აქვს უფ­ლე­ბა მი­ი­ღოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მო­საზ­რე­ბა სა­კუ­თა­რი ექი­მე­ბის­გან. თავს გრძნობს სუს­ტად, მაგ­რამ არის ბრძო­ლის გან­წყო­ბა­ზე და სჭირ­დე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბის კონ­სულ­ტა­ცია, რა­ზეც ხელი არ მი­უწ­ვდე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არაააა
0

აბა აბააააააა?

პეპო
0

რა პირობებს ადებინებ? დაიწყოს, კიდევ ერთხელ გაიბანძოს თავი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს ვურჩიე, რომ შიმშილობა არ დაიწყოს და ის ამას აუცილებლად გაითვალისწინებს" - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილს ვურჩიე, რომ შიმშილობა არ დაიწყოს და ის ამას აუცილებლად გაითვალისწინებს" - ადვოკატი

"ჩემი რჩევაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეს, რადგან დასუსტებული ჯანმრთელობით ციხეში მყოფი სააკაშვილი მის პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ, მათ შორის ბატონ ივანიშვილს" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მშვენიერაძის თქმით, მან ურჩია სააკაშვილს, რომ შიმშილობა არ დაიწყოს.

"სწორედ ამიტომ, ვერ ჩავთვლი სწორ ნაბიჯებად ამ ეტაპზე მის მიერ შიმშილობის გამოცხადებას, რაც მას ვუთხარი კიდეც. იმედია, ამ რჩევას ის აუცილებლად გაითვალისწინებს, ვინაიდან ამით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იხეირებს.

მე პრეზიდენტ სააკაშვილის ნაცვლად ვერ აღვწერ მის მდგომარეობას. ის ამბობს, რომ მას სჭირდება სამედიცინო დახმარება, რომელიც უკავშირდება ნევროლოგიურ საკითხებს. როგორც ვიცი, მასთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა ექიმი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულების კონტრაქტორია. მისივე განცხადების, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მას სჭირდება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება", - განაცხადა მშვენიერაძემ.

რაც შეეხება, პარლამენტში დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას, მშვენიერაძის განცხადებით, ეს მათ ინტერესებში შედის.

"ჩვენს ინტერესებში შედის, არ გვაქვს ფუჭი მოლოდინი, რომ პარლამენტი დაადასტურებს არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, მაგრამ თავად საგამოძიებო კომისიის მუშაობა კარგად აჩვენებს საზოგადოებას თუ რასთან გვქონდა შეხება წინა თვეებში, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს. რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილის თავს გრძნობს სუსტად, მაგრამ არის ბრძოლის განწყობაზე და "სჭირდება კვალიფიციური ექიმების კონსულტაცია, რომელზეც ხელი არ მიუწვდება“.

"მე უკვე მესამედ მომეცა შესაძლებლობა პრეზიდენტთან შეხვედრისა და საუბრის. არის გარკვეული დეტალები რასაც ვაზუსტებთ სასამართლოში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმის მოლოდინიც ნორმალურ სახელმწიფოში ჯანდაცვის სისტემიდან ექნებოდა ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს.

დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში შედის ჩვენს ინტერესებში, არ გვაქვს ფუჭი მოლოდინი, რომ პარლამენტი დაადასტურებს არაადამიანური და ღირსების შემლახველ მოპყრობას, მაგრამ თავად საგამოძიებო კომისიის მუშაობა და შესაბამისი ადამიანების დაკითხვა, მტკიცებულებათა გამოკვლევა საზოგადოებას კარგად აჩვენებს თუ რასთან გვქონდა შეხება წინა თვეებში, როდესაც სააკაშვილი დაექვემდებარა არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას.

მე არ ვარ ექიმი, რომელსაც შეუძლია სამედიცინო თვალსაზრისით დასკვნა დადოს, მაგრამ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ მას აქვს უფლება მიიღოს ალტერნატიული სამედიცინო მოსაზრება საკუთარი ექიმებისგან. თავს გრძნობს სუსტად, მაგრამ არის ბრძოლის განწყობაზე და სჭირდება კვალიფიციური ექიმების კონსულტაცია, რაზეც ხელი არ მიუწვდება”, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.