პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეთ, შემდეგში ისინი გამართლდნენ, იმსახურებთ უვადო მოსამართლეობას?" - ლევან იოსელიანი მოსამართლეობის კანდიდატს
"გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეთ, შემდეგში ისინი გამართლდნენ, იმსახურებთ უვადო მოსამართლეობას?" - ლევან იოსელიანი მოსამართლეობის კანდიდატს

გია გვი­ჩი­ანს და ნიკა ჩე­მი­ას უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეთ, შემ­დეგ­ში ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მარ­თლდნენ, მათ ცი­ხე­ში 11 წელ­ზე მეტ ხანს მო­უ­წი­ათ ყოფ­ნა. შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს შეც­დო­მა, მაგ­რამ თვლით, რომ როცა ასე­თი მძი­მე შეც­დო­მა აქვს დაშ­ვე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლეს, ვისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­თაც 11 წელი მო­უ­წი­ათ უდა­ნა­შუ­ა­ლოდ ცი­ხე­ში ჯდო­მა, იმ­სა­ხუ­რებს უზე­ნე­ა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს უვა­დო მო­სა­მარ­თლე­ო­ბას? - ამ შე­კი­თხვით "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ვიცე-სპი­კერ­მა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­დატს ნინო სან­დო­ძეს მი­მარ­თა.

რო­გორც იო­სე­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო და სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ფუძ­ვლით მოხ­და საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გან­ხილ­ვა და მათი გა­მარ­თლე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სად­ნო­ძემ გან­მარ­ტა, რომ მას "შეც­დო­მა არ და­უშ­ვია“.

"შე­კი­თხვა ვფიქ­რობ, რომ არას­წო­რად არის ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მო­სა­მარ­თლეს ამ საქ­მე­ზე შეც­დო­მა არ და­უშ­ვია და გან­გი­მარ­ტავთ რა­ტომ“, - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­დატ­მა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მას იო­სე­ლი­ან­მა კვლავ კი­თხვით მი­მარ­თა.

"ანუ იმ­სა­ხუ­რებ­დნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას?“ - ჰკი­თხა "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სან­დო­ძეს, რის შემ­დე­გაც მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­დატ­მა სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გან­მარ­ტა.

"2017 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში გა­მო­იწ­ვია ის, რომ ეს გა­ნა­ჩე­ნი გა­და­ი­სინ­ჯა. თქვენ მი­უ­თი­თეთ - "მო­სა­მარ­თლე, რო­მელ­საც ასე­თი შეც­დო­მა აქვს დაშ­ვე­ბუ­ლიო“ - არც ერთი პრო­ცენ­ტით არ ვთვლი, რომ მე შე­ცოდ­მა და­ვუშ­ვი ამ საქ­მე­ზე და გან­გი­მარ­ტავთ რა­ტომ. საქ­მე­ში არ­სე­ბობ­და უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც გა­მო­ვი­და გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, ეს გა­ნა­ჩე­ნი იმ წლებ­ში გა­და­სინ­ჯა სა­ა­პე­ლა­ციო სას­მარ­თლოს სამ­მა მო­სა­მარ­თლემ, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სამ­მა მო­სა­მარ­თლემ“, - გა­ნა­ცხა­და სან­დო­ძემ, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მას იო­სე­ლი­ან­მა უპა­სუ­ხა, რომ "საქ­მეც იმა­შია, რომ ეს საქ­მე­ე­ბი იმ წლებ­ში გა­და­ი­სინ­ჯა“.

"არ და­მის­რუ­ლე­ბია, 6-მა მო­სა­მარ­თლემ გა­და­სინ­ჯა იმ წლებ­ში და არც ერთს არ უთ­ქვამს, რომ აქ არ იყო და­ნა­შუ­ა­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა და მო­სა­მარ­თლემ შეც­დო­მა და­უშ­ვა. თქვენ ვერ მე­ტყვით, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ რა­ი­მე უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში“, - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­დატ­მა, რის შემ­დე­გაც დე­პუ­ტატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის "საქ­მის გან­ხილ­ვა­ში ვერ შე­ვი­დო­და, რად­გან ეს ფორ­მა­ტი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ო­და“.

"თქვე­ნი მსჯე­ლო­ბა მი­მარ­თუ­ლია იქით­კენ, რომ ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც თქვენ მი­ი­ღეთ“, - მი­მარ­თა იო­სე­ლი­ან­მა სან­დო­ძეს, რის სა­პა­სუ­ხო­დაც მო­სა­მარ­თე­ლო­ბის კან­დი­დატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“.

ამას­თან, იო­სე­ლი­ან­მა ნინო სან­დო­ძეს მის მიერ გან­ხი­ლულ სხვა საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მი­მარ­თა კი­თხვე­ბით.

"2011 წლის 26 მა­ი­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის საქ­მე­ე­ბი თქვენ გაქვთ გან­ხი­ლუ­ლი, ისი­ნი პარ­ლა­მენ­ტმა პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რე­ბად აღი­ა­რა. თქვენ არ გიქ­მნით უხერ­ხუ­ლო­ბას, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გაქვთ გა­მო­ტა­ნი­ლი, შემ­დეგ­ში პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რე­ბად რომ ცნეს?“ - მი­მარ­თა დე­პუ­ტატ­მა მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­დატს, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც სან­დო­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მე­ე­ბი გა­ნი­ხი­ლა.

"გა­ნა­ჩე­ნი არ ყო­ფი­ლა, ეს იყო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა, ამ საქ­მე­ე­ბი­დან არც ერ­თის მი­მართ სა­პა­ტიმ­რო სახ­დე­ლი არ გან­მი­სა­ზღვრავს და ყვე­ლა მათ­გა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას აღი­ა­რებ­და. ეს პი­რე­ბი, ვის მი­მარ­თაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა გან­ვი­ხი­ლე, არც ერ­თის მი­მართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია და რო­გორ ით­ვლე­ბი­ან, ვერ გა­ვი­გე“, - აღ­ნიშ­ნა სან­დო­ძემ, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც დე­პუ­ტატ­მა კვლავ კი­თხვით მი­მარ­თა.

"პა­ტიმ­რო­ბა არ გა­მო­გი­ყე­ნე­ბი­ათ, მაგ­რამ ხომ არ გა­გი­მარ­თლე­ბი­ათ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თქვენ?“ - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

"ყვე­ლა მათ­გა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ხე­დე­ლის ჩა­დე­ნას აღი­ა­რებ­და, მე რამ­დე­ნი­მე გან­ვი­ხი­ლე მხო­ლოდ“, - უსა­სუ­ხა მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­დატ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინტრიგანი
1

საშინელი ქალია, უსულგულო 

მერსი
17

ეს იოსელიანი არის ჩვეულებრივი მიშისტი ნაცი. მოაშორეთ პარლამენტს. მხარს ვუჭერთ ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს და ლადო კახაძეს. 

ავტორი:

"გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეთ, შემდეგში ისინი გამართლდნენ, იმსახურებთ უვადო მოსამართლეობას?" - ლევან იოსელიანი მოსამართლეობის კანდიდატს

"გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეთ, შემდეგში ისინი გამართლდნენ, იმსახურებთ უვადო მოსამართლეობას?" - ლევან იოსელიანი მოსამართლეობის კანდიდატს

გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეთ, შემდეგში ეს ადამიანები გამართლდნენ, მათ ციხეში 11 წელზე მეტ ხანს მოუწიათ ყოფნა. შეიძლება მოხდეს შეცდომა, მაგრამ თვლით, რომ როცა ასეთი მძიმე შეცდომა აქვს დაშვებული მოსამართლეს, ვისი გადაწყვეტილებითაც 11 წელი მოუწიათ უდანაშუალოდ ციხეში ჯდომა, იმსახურებს უზენეაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობას? - ამ შეკითხვით "მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ნინო სანდოძეს მიმართა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მტკიცებულებები გაყალბებული იყო და სწორედ აღნიშნული საფუძვლით მოხდა საქმის ხელახალი განხილვა და მათი გამართლება. აღნიშნულთან დაკავშირებით სადნოძემ განმარტა, რომ მას "შეცდომა არ დაუშვია“.

"შეკითხვა ვფიქრობ, რომ არასწორად არის ფორმულირებული, იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლეს ამ საქმეზე შეცდომა არ დაუშვია და განგიმარტავთ რატომ“, - განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა, რასთან დაკავშირებითაც მას იოსელიანმა კვლავ კითხვით მიმართა.

"ანუ იმსახურებდნენ ეს ადამიანები უვადო პატიმრობას?“ - ჰკითხა "მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდოძეს, რის შემდეგაც მოსამართლეობის კანდიდატმა საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა.

"2017 წელს ჩატარებული ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ახალი მტკიცებულებები, რომლებმაც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გამოიწვია ის, რომ ეს განაჩენი გადაისინჯა. თქვენ მიუთითეთ - "მოსამართლე, რომელსაც ასეთი შეცდომა აქვს დაშვებულიო“ - არც ერთი პროცენტით არ ვთვლი, რომ მე შეცოდმა დავუშვი ამ საქმეზე და განგიმარტავთ რატომ. საქმეში არსებობდა უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი, ეს განაჩენი იმ წლებში გადასინჯა სააპელაციო სასმართლოს სამმა მოსამართლემ, უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ“, - განაცხადა სანდოძემ, რასთან დაკავშირებითაც მას იოსელიანმა უპასუხა, რომ "საქმეც იმაშია, რომ ეს საქმეები იმ წლებში გადაისინჯა“.

"არ დამისრულებია, 6-მა მოსამართლემ გადასინჯა იმ წლებში და არც ერთს არ უთქვამს, რომ აქ არ იყო დანაშუალის შემადგენლობა და მოსამართლემ შეცდომა დაუშვა. თქვენ ვერ მეტყვით, რომ სტრასბურგის სასამართლომ რაიმე უფლებების დარღვევა დაადგინა სამართალწარმოების პროცესში“, - განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა, რის შემდეგაც დეპუტატმა აღნიშნა, რომ ის "საქმის განხილვაში ვერ შევიდოდა, რადგან ეს ფორმატი ამის საშუალებას არ იძლეოდა“.

"თქვენი მსჯელობა მიმართულია იქითკენ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რაც თქვენ მიიღეთ“, - მიმართა იოსელიანმა სანდოძეს, რის საპასუხოდაც მოსამართელობის კანდიდატმა განაცხადა, რომ "ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება“.

ამასთან, იოსელიანმა ნინო სანდოძეს მის მიერ განხილულ სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც მიმართა კითხვებით.

"2011 წლის 26 მაისის მონაწილეების საქმეები თქვენ გაქვთ განხილული, ისინი პარლამენტმა პოლიტიკურ პატიმრებად აღიარა. თქვენ არ გიქმნით უხერხულობას, რომ ის ადამიანები, რომელთა მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი გაქვთ გამოტანილი, შემდეგში პოლიტიკურ პატიმრებად რომ ცნეს?“ - მიმართა დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატს, რასთან დაკავშირებითაც სანდოძემ განაცხადა, რომ მან ადმინისტრაციული საქმეები განიხილა.

"განაჩენი არ ყოფილა, ეს იყო ადმინისტრაციული წარმოება, ამ საქმეებიდან არც ერთის მიმართ საპატიმრო სახდელი არ განმისაზღვრავს და ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას აღიარებდა. ეს პირები, ვის მიმართაც ადმინისტრაციული წარმოება განვიხილე, არც ერთის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა არ გამომიყენებია და როგორ ითვლებიან, ვერ გავიგე“, - აღნიშნა სანდოძემ, რასთან დაკავშირებითაც დეპუტატმა კვლავ კითხვით მიმართა.

"პატიმრობა არ გამოგიყენებიათ, მაგრამ ხომ არ გაგიმართლებიათ ეს ადამიანები თქვენ?“ - განაცხადა იოსელიანმა.

"ყველა მათგანი ადმინისტრაციული სახედელის ჩადენას აღიარებდა, მე რამდენიმე განვიხილე მხოლოდ“, - უსასუხა მოსამართლეობის კანდიდატმა.