საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეშფოთებული ვართ უსაფრთხოების ცრუ განცდით ბევრ ქვეყანასა და საზოგადოებაში" - ჯანმოს გენერალური დირექტორი
"შეშფოთებული ვართ უსაფრთხოების ცრუ განცდით ბევრ ქვეყანასა და საზოგადოებაში" - ჯანმოს გენერალური დირექტორი

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუ­სი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია იმით, რომ კო­ვიდ-19 ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი „უსაფრ­თხო­ე­ბის ცრუ გან­ცდას“ თე­სავს.

„ჩვენ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ უსაფრ­თხო­ე­ბის ცრუ გან­ცდით ბევრ ქვე­ყა­ნა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და გებ­რე­ი­ე­სუს­მა ჟე­ნე­ვა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

ჯან­მო-ს ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, შე­საძ­ლოა წარ­მო­იქ­მნას გან­ცდა, თით­ქოს, ვაქ­ცი­ნებ­მა და­ას­რუ­ლეს კო­ვიდ-19 ვირუ­სის პან­დე­მია და აც­რილ ადა­მი­ა­ნებს აღარ სჭირ­დე­ბათ რა­ი­მე სა­ხის სიფრ­თხი­ლის ნორ­მე­ბის დაც­ვა.

„ვაქ­ცი­ნე­ბი შვე­ლი­ან სი­ცო­ცხლეს, მაგ­რამ ისი­ნი ბო­ლომ­დე ვერ აღ­კვე­თენ ვირუ­სის გა­და­ცე­მას“, - გა­ნა­ცხა­და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გენ­დი­რექ­ტორ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ვიდ პან­დე­მი­ის ეპი­ცენ­ტრად კვლა­ვაც ევ­რო­პა რჩე­ბა. თუმ­ცა, არც ერთი ქვე­ყა­ნა არ არის საფრ­თხის მიღ­მა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯან­მო-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს მო­უ­წო­დებს, გა­ნაგ­რძონ ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად. ამ ზო­მებს შო­რის, არის ნიღ­ბე­ბის ტა­რე­ბა და ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა.

გარ­და ამი­სა, მო­სახ­ლე­ო­ბას ეძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცია, თავი აა­რი­დონ ადა­მი­ან­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შეკ­რე­ბას, ხოლო შეხ­ვედ­რე­ბი უნდა გა­ი­მარ­თოს ღია სივ­რცე­ში, ან ისეთ შე­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც კარ­გად ნი­ავ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე წვდო­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ჭი­როა ყვე­ლა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას წვდო­მა ჰქონ­დეს კო­რო­ნა­ვირუ­სის სწრაფ ტეს­ტი­რე­ბა­ზე და მკურ­ნა­ლო­ბის ახალ ვა­რი­ან­ტებ­ზე.

გებ­რე­ი­ე­სუ­სი მი­იჩ­ნევს, რომ პან­დე­მი­ას­თან და­კა­ში­რე­ბუ­ლი არ­სე­ბუ­ლი ქა­ო­სი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ მსოფ­ლი­ოს სჭირ­დე­ბა მყა­რი გლო­ბა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბა თა­მა­შის წე­სე­ბის და­სად­გე­ნად პან­დე­მი­ე­ბის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თვის.

აღ­ნიშ­ნულ თე­მას მი­ე­ძღვნე­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ასამ­ბლე­ის სე­სია, რო­მე­ლიც ჟე­ნე­ვა­ში 29 ნო­ემ­ბრი­დან 1-ელ დე­კემ­ბრამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა. მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ეს ფო­რუ­მი გახ­დე­ბა სას­ტარ­ტო მო­ე­და­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტის შე­საქ­მნე­ლად.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
0

კიდევ ერთი მაფიოზი... მაგრად აპრავებს ფარმაცევტულ კომპანიებს! რა სიხარულით აირჩიეს!!! კარგად აქაფვინებს ფულს...

გიორგი
0

წადი რა, შე სოციალისტო!

ავტორი:

"შეშფოთებული ვართ უსაფრთხოების ცრუ განცდით ბევრ ქვეყანასა და საზოგადოებაში" - ჯანმოს გენერალური დირექტორი

"შეშფოთებული ვართ უსაფრთხოების ცრუ განცდით ბევრ ქვეყანასა და საზოგადოებაში" - ჯანმოს გენერალური დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი თედროს ადანომ გებრეიესუსი შეშფოთებულია იმით, რომ კოვიდ-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები „უსაფრთხოების ცრუ განცდას“ თესავს.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ უსაფრთხოების ცრუ განცდით ბევრ ქვეყანასა და საზოგადოებაში“, - განაცხადა გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

ჯანმო-ს ხელმძღვანელის თქმით, შესაძლოა წარმოიქმნას განცდა, თითქოს, ვაქცინებმა დაასრულეს კოვიდ-19 ვირუსის პანდემია და აცრილ ადამიანებს აღარ სჭირდებათ რაიმე სახის სიფრთხილის ნორმების დაცვა.

„ვაქცინები შველიან სიცოცხლეს, მაგრამ ისინი ბოლომდე ვერ აღკვეთენ ვირუსის გადაცემას“, - განაცხადა ორგანიზაციის გენდირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, კოვიდ პანდემიის ეპიცენტრად კვლავაც ევროპა რჩება. თუმცა, არც ერთი ქვეყანა არ არის საფრთხის მიღმა. ამასთან დაკავშირებით, ჯანმო-ს ხელმძღვანელი ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს, განაგრძონ ყოვლისმომცველი ზომების გატარება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ამ ზომებს შორის, არის ნიღბების ტარება და ფიზიკური დისტანცირება.

გარდა ამისა, მოსახლეობას ეძლევა რეკომენდაცია, თავი აარიდონ ადამიანთა დიდი რაოდენობით შეკრებას, ხოლო შეხვედრები უნდა გაიმართოს ღია სივრცეში, ან ისეთ შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება. გარდა ამისა, ვაქცინაციაზე წვდომის პარალელურად, საჭიროა ყველა ქვეყნის მოსახლეობას წვდომა ჰქონდეს კორონავირუსის სწრაფ ტესტირებაზე და მკურნალობის ახალ ვარიანტებზე.

გებრეიესუსი მიიჩნევს, რომ პანდემიასთან დაკაშირებული არსებული ქაოსი იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოს სჭირდება მყარი გლობალური შეთანხმება თამაშის წესების დასადგენად პანდემიებისთვის მოსამზადებლად და მათზე რეაგირებისთვის.

აღნიშნულ თემას მიეძღვნება ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის სესია, რომელიც ჟენევაში 29 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გაიმართება. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს ფორუმი გახდება სასტარტო მოედანი საერთაშორისო დოკუმენტის შესაქმნელად.