უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ.
ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება.
"რესტორნებს, რომელთაც 1-ელი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ „მწვანე პასპორტებით“, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე. ყველა რესტორანი ვალდებულია მომხმარებელი 1-ელი დეკემბრიდან მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ შემთხვევაში მიიღოს,“- განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ აქამდე რესტორნებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე ჰქონდათ.
გარდა ამისა, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში 30%- დან 50% - მდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა”, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ამასთან, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, "პისიარ“ ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.
აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა.
“პისიარ“ ტესტის ვალდებულება აცრილი ადამიანებისთვის იხსნება. საჰაეროზე ისედაც მოხსნილი იყო „პისიარის“ ვალდებულება“,- აღნიშნავს ღიბრაძე.
საქართველო ქართველების გარეშე! ესაა პუტინის მთავარი გეგმა.ჰოდა მას ქართველი ხელქვეითები გეგმას უსრულებენ!
მწვანე პასპორტი თუ აქვს სიძესაც და პატარძალს, ასევე 150 სტუმარს, შეუძლიათ თუ არა მაგ რესტორანში ქორწილის გადახდა.