საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო ვანო ჩხარტიშვილის შვილი. მიშას ეს არ სიამოვნებდა, არ მგონია სწორი, რომ ამ დონეზე დაიყვანო პოლიტიკა" - ედუარდ სააკაშვილი
"საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო ვანო ჩხარტიშვილის შვილი. მიშას ეს არ სიამოვნებდა, არ მგონია სწორი, რომ ამ დონეზე დაიყვანო პოლიტიკა" - ედუარდ სააკაშვილი

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ" ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვაჟ­თან ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ნი­დერ­ლან­დე­ბის ქა­ლაქ უტ­რეხ­ტში ცხოვ­რობს და სა­მა­გის­ტრო ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ობს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს იკ­ვლევს.

"ეს გა­და­ცე­მა ედუ­არ­დზეა და არა მი­შა­ზე..." - ამ­ბობს სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი გოგი გვა­ხა­რია. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რომ­ლის ჩა­წე­რი­სას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ შიმ­ში­ლობ­და...

ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი: " აქამ­დე ბერ­ლინ­ში ვი­ყა­ვი, იქ ვმუ­შა­ობ­დი და ბერ­ლი­ნი გი­გან­ტუ­რი ქა­ლა­ქია. ეს ქა­ლა­ქი მყუდ­როა, პა­ტა­რა... მშობ­ლი­უ­რი გრძნო­ბე­ბი მაქვს ბავ­შვო­ბის გამო, ენა ვიცი კარ­გად. მე და ნი­კუ­შა ერ­თმა­ნეთ­ში ახ­ლაც ჰო­ლან­დი­უ­რად ვლა­პა­რა­კობთ. სა­ერ­თოდ რო­დე­საც ოჯა­ხის ერთი წევ­რი სხვა ენის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­გორც წესი პირ­ვე­ლი შვი­ლი კარ­გად სწავ­ლობს ხოლ­მე ამ ენას და მე­ო­რე ნაკ­ლე­ბად. ნი­კუ­შა რომ გაჩ­ნდა მე 10 წლის ვი­ყა­ვი და ვი­ცო­დი უკვე ამ ფე­ნო­მე­ნის შე­სა­ხებ. მე ვიცი მხო­ლოდ სან­დრას ჰო­ლან­დი­უ­რი, ერ­თმა­ნეთ­შიც ჰო­ლან­დი­უ­რად ვლა­პა­რა­კობთ. მი­შამ ცუ­დად იცის ენა. ერთხელ სუფ­რა­ზე ვი­ყა­ვით და მკი­თხეს, ქარ­თვე­ლი ხარ თუ ჰო­ლან­დი­ე­ლიო. ვუ­თხა­რი ქარ­თვე­ლი - მეთ­ქი, რაც სან­დრას ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და...

იქ უფრო ჩე­მია, ჰო­ლან­დი­ის პო­ლი­ტი­კა­ში რა ხდე­ბა წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს... ნაკ­ლე­ბად შემ­ტკი­ვა გული.

მიშა რომ 2013-ში ამე­რი­კა­ში წა­ვი­და ვერ გაძ­ლო, მე ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბო­და, რომ მაგ გზით წა­სუ­ლი­ყო და იქ ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ არ არის ეს მისი სტი­ლი".

ედუ­არ­დი ამ­ბობს, რომ სკო­ლის მე­გობ­რებ­თან აგ­რძე­ლებს მე­გობ­რო­ბას და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლი­სას, მათ ხში­რად ნა­ხუ­ლობს. ის იხ­სე­ნებს რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­ა­საც.

"შე­იძ­ლე­ბა არ უნდა ვთქვა, მაგ­რამ სა­ბავ­შვო ბაღ­ში ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის შვი­ლი. მი­შას ეს არ სი­ა­მოვ­ნებ­და, სან­დრას პი­რი­ქით. არ მგო­ნია სწო­რი, რომ ამ დო­ნე­ზე და­იყ­ვა­ნო პო­ლი­ტი­კა. რო­დე­საც მიშა პო­ლი­ტი­კა­შია, ეს არის მის­თვის სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო სა­კი­თხი და რთუ­ლია მის­თვის ამის გა­გე­ბა...

ერთხელ მეშ­ვი­დე კლას­ში ვი­ყა­ვი, დრო­შა ეკი­და ხუთ­ჯვრი­ა­ნი და ერ­თმა კლა­სელ­მა ჩა­მო­ხია, ეს "ნა­ცე­ბის" დრო­შა­აო. კა­მათ­ში არ შევ­სულ­ვარ, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ასე ეგო­ნოს...

პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის სურ­ვი­ლი არ მქო­ნია, ახლა ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მაქვს. ბევ­რი უარ­ყო­ფი­თია, თუნ­დაც პი­როვ­ნუ­ლი ას­პექ­ტი. ამას თუ ოდეს­მე გა­ვა­კე­თებ, ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა. ეს სან­დრას მა­გა­ლი­თი­და­ნაც ჩანს. მე ძა­ლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი მისი პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის. ვურ­ჩევ­დი, არ გა­და­ედ­გა ეს ნა­ბი­ჯი", - ჰყვე­ბა ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, მას და ნი­კუ­შას ბა­ბუ­ე­ბის სა­ხე­ლე­ბი დაგ­ვარ­ქვეს.

"არა­ფერ შუ­ა­ში არ იყო ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე, მაგ­რამ ალ­ბათ გა­უ­ხარ­და, პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ხომ მი­თხრა, პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბიო..." - ამ­ბობს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ვაჟი და აგ­რძე­ლებს:

"სან­დრას მე უფრო ვუყ­ვე­ბი ხოლ­მე თბი­ლი­სის ამ­ბებს. მიშა როცა დაბ­რუნ­და, მე ჰო­ლან­დი­ა­ში ვი­ყა­ვი. რე­ა­ლუ­რად ჩემ­თა­ნაც იმა­ვეს სა­უბ­რობს, რა­საც "ფე­ის­ბუქ­ლა­ი­ვებ­ში". "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რომ მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სტრე­სუ­ლი მო­მენ­ტი იყო, არ ვი­ცო­დი, რო­დის და­ი­წყებ­დნენ დევ­ნას, მაგ­რამ მი­შამ გა­და­ა­ბა­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ალ­ბათ მას ჰქონ­და იმე­დი რომ სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ეყ­რე­ბო­და მშვი­დო­ბი­ან გა­და­ბა­რე­ბას და არ და­ი­წყე­ბო­და დევ­ნა. კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის გამო მე­გო­ნა, რომ აქეთ მი­დი­ო­და საქ­მე და ეს მომ­წონ­და... თვე­ე­ბი იძახ­და მიშა, ჩავ­დი­ვარ, ჩავ­დი­ვარ... მეც რომ შევ­ხვდი იგი­ვე მი­თხრა. ახლა ვფიქ­რობ, რო­გორც შვი­ლი, რომ რა კარ­გი იქ­ნე­ბო­და არ ჩა­სუ­ლი­ყო და ისევ უკ­რა­ი­ნა­ში იყოს, შე­მეძ­ლოს ვეს­ტუმ­რო. დავ­ფიქ­რდი და მივ­ხვდი, რომ მას ურ­ჩევ­ნია იქ იჯ­დეს ცი­ხე­ში, ვიდ­რე კი­დევ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო კი­ევ­ში. მას უნდა იყოს ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რა, თავ­გან­წირ­ვა - ეს მის­თვის ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რია. მა­ღი­ზი­ა­ნებს რომ ამ­ბობ­დნენ, არა, რა შიმ­ში­ლობ­და, ერთ კვი­რა­ში შე­წყვეტ­სო. ამ დროს ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ბა მისი დათ­ქმის ერ­თგუ­ლი. ურ­ჩევ­ნია გა­რის­კოს. ეს ჩემ­თვის სა­ში­ნე­ლე­ბაა. მეს­მის, რომ მას უნდა ეს, რა­ღაც დო­ნე­ზე პა­ტი­ვი უნდა ვცე მის არ­ჩე­ვანს. ეს მისი გზა არის და ისიც მარ­თა­ლია, რომ პა­ტი­მარს აქვს ამის უფ­ლე­ბა. მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ბევ­რი რა­ღაც დაგ­როვ­და, ლე­გი­ტი­მუ­რად. მი­შას­თან ამა­ზე მი­სა­უბ­რია. ახლა რა ხდე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს იყე­ნე­ბენ იმის­თვის, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. ამ დროს ინ­ტე­რე­სით მიქ­რე­ბა და ვე­ღარ ვფიქ­რობ ობი­ექ­ტუ­რად..." - ამ­ბობს ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი. იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ

მკითხველის კომენტარები / 100 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Შორე.❤
3

Ბატონი მიხეილის შვილი, უჭკვიანესი იქნებოდა ეგ რა გასაკვირია.👍👍👍

ანა
9

ძალიან ეგზალტირებული ახალგაზრდაა, უდაოდ განათლებული, ბიუჯეტიდან ამდენი თანხაა გადარიცხული მის განათლებაზე:))) მაგრამ განათლების სწორად გამოყენება უნდაშეგვეძლოს, ჩვენს დაქვეყნისთვის სასარგებლოდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

"საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო ვანო ჩხარტიშვილის შვილი. მიშას ეს არ სიამოვნებდა, არ მგონია სწორი, რომ ამ დონეზე დაიყვანო პოლიტიკა" - ედუარდ სააკაშვილი

"საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო ვანო ჩხარტიშვილის შვილი. მიშას ეს არ სიამოვნებდა, არ მგონია სწორი, რომ ამ დონეზე დაიყვანო პოლიტიკა" - ედუარდ სააკაშვილი

"რადიო თავისუფლებამ" ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟთან ედუარდ სააკაშვილთან, რომელიც ამჟამად ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში ცხოვრობს და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობს. როგორც ცნობილია, ის ხელოვნურ ინტელექტს იკვლევს.

"ეს გადაცემა ედუარდზეა და არა მიშაზე..." - ამბობს სიუჟეტის ავტორი გოგი გვახარია. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან, რომლის ჩაწერისას მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ შიმშილობდა...

ედუარდ სააკაშვილი: " აქამდე ბერლინში ვიყავი, იქ ვმუშაობდი და ბერლინი გიგანტური ქალაქია. ეს ქალაქი მყუდროა, პატარა... მშობლიური გრძნობები მაქვს ბავშვობის გამო, ენა ვიცი კარგად. მე და ნიკუშა ერთმანეთში ახლაც ჰოლანდიურად ვლაპარაკობთ. საერთოდ როდესაც ოჯახის ერთი წევრი სხვა ენის წარმომადგენელია, როგორც წესი პირველი შვილი კარგად სწავლობს ხოლმე ამ ენას და მეორე ნაკლებად. ნიკუშა რომ გაჩნდა მე 10 წლის ვიყავი და ვიცოდი უკვე ამ ფენომენის შესახებ. მე ვიცი მხოლოდ სანდრას ჰოლანდიური, ერთმანეთშიც ჰოლანდიურად ვლაპარაკობთ. მიშამ ცუდად იცის ენა. ერთხელ სუფრაზე ვიყავით და მკითხეს, ქართველი ხარ თუ ჰოლანდიელიო. ვუთხარი ქართველი - მეთქი, რაც სანდრას ძალიან გაუკვირდა...

იქ უფრო ჩემია, ჰოლანდიის პოლიტიკაში რა ხდება წარმოდგენა არ მაქვს... ნაკლებად შემტკივა გული.

მიშა რომ 2013-ში ამერიკაში წავიდა ვერ გაძლო, მე ძალიან გამიხარდებოდა, რომ მაგ გზით წასულიყო და იქ ყოფილიყო, მაგრამ არ არის ეს მისი სტილი".

ედუარდი ამბობს, რომ სკოლის მეგობრებთან აგრძელებს მეგობრობას და საქართველოში ჩასვლისას, მათ ხშირად ნახულობს. ის იხსენებს რამდენიმე ისტორიასაც.

"შეიძლება არ უნდა ვთქვა, მაგრამ საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, ვანო ჩხარტიშვილის შვილი. მიშას ეს არ სიამოვნებდა, სანდრას პირიქით. არ მგონია სწორი, რომ ამ დონეზე დაიყვანო პოლიტიკა. როდესაც მიშა პოლიტიკაშია, ეს არის მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი და რთულია მისთვის ამის გაგება...

ერთხელ მეშვიდე კლასში ვიყავი, დროშა ეკიდა ხუთჯვრიანი და ერთმა კლასელმა ჩამოხია, ეს "ნაცების" დროშააო. კამათში არ შევსულვარ, შეიძლება ვიღაცას ასე ეგონოს...

პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არ მქონია, ახლა ყველაზე ნაკლებად მაქვს. ბევრი უარყოფითია, თუნდაც პიროვნული ასპექტი. ამას თუ ოდესმე გავაკეთებ, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება. ეს სანდრას მაგალითიდანაც ჩანს. მე ძალიან წინააღმდეგი ვიყავი მისი პოლიტიკაში ჩართვის. ვურჩევდი, არ გადაედგა ეს ნაბიჯი", - ჰყვება ედუარდ სააკაშვილი.

მისი თქმით, მას და ნიკუშას ბაბუების სახელები დაგვარქვეს.

"არაფერ შუაში არ იყო ედუარდ შევარდნაძე, მაგრამ ალბათ გაუხარდა, პატარა რომ ვიყავი, ხომ მითხრა, პრეზიდენტი იქნებიო..." - ამბობს ექსპრეზიდენტის ვაჟი და აგრძელებს:

"სანდრას მე უფრო ვუყვები ხოლმე თბილისის ამბებს. მიშა როცა დაბრუნდა, მე ჰოლანდიაში ვიყავი. რეალურად ჩემთანაც იმავეს საუბრობს, რასაც "ფეისბუქლაივებში". "ქართული ოცნება“ რომ მოვიდა ხელისუფლებაში სტრესული მომენტი იყო, არ ვიცოდი, როდის დაიწყებდნენ დევნას, მაგრამ მიშამ გადააბარა ხელისუფლება, ძალიან მომეწონა. ალბათ მას ჰქონდა იმედი რომ საფუძველი ჩაეყრებოდა მშვიდობიან გადაბარებას და არ დაიწყებოდა დევნა. კოჰაბიტაციის გამო მეგონა, რომ აქეთ მიდიოდა საქმე და ეს მომწონდა... თვეები იძახდა მიშა, ჩავდივარ, ჩავდივარ... მეც რომ შევხვდი იგივე მითხრა. ახლა ვფიქრობ, როგორც შვილი, რომ რა კარგი იქნებოდა არ ჩასულიყო და ისევ უკრაინაში იყოს, შემეძლოს ვესტუმრო. დავფიქრდი და მივხვდი, რომ მას ურჩევნია იქ იჯდეს ციხეში, ვიდრე კიდევ დარჩენილიყო კიევში. მას უნდა იყოს ისტორიული ფიგურა, თავგანწირვა - ეს მისთვის ძალიან რეალურია. მაღიზიანებს რომ ამბობდნენ, არა, რა შიმშილობდა, ერთ კვირაში შეწყვეტსო. ამ დროს ბოლომდე დარჩება მისი დათქმის ერთგული. ურჩევნია გარისკოს. ეს ჩემთვის საშინელებაა. მესმის, რომ მას უნდა ეს, რაღაც დონეზე პატივი უნდა ვცე მის არჩევანს. ეს მისი გზა არის და ისიც მართალია, რომ პატიმარს აქვს ამის უფლება. მთელი ამ წლების განმავლობაში როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში ბევრი რაღაც დაგროვდა, ლეგიტიმურად. მიშასთან ამაზე მისაუბრია. ახლა რა ხდება, ამ ყველაფერს იყენებენ იმისთვის, რომ განახორციელონ პოლიტიკური ანგარიშსწორება. ამ დროს ინტერესით მიქრება და ვეღარ ვფიქრობ ობიექტურად..." - ამბობს ედუარდ სააკაშვილი. იხილეთ ინტერვიუ