"ეს იგივეა, ჩვენს მეგობარ ქვეყნებში ვინმემ ჰიტლერი რომ ახსენოს და თქვა - როგორ შეიძლება, ჰიტლერზე რატომ საუბრობ, ეს სიძულვილის ენააო. როდესაც ვსაუბრობთ ჰიტლერზე, ეს შეიძლება ფართო მასშტაბის იყოს სააკაშვილთან შედარებით, მაგრამ საქართველოში ამ კაცის ჩადენილი დანაშაული არასდროს უნდა დაავიწყდეთ ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, შეიცავს თუ არა სიძულვილის ენას ვიდეო, რომელიც მმართველმა გუნდმა დღეს "ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამოაქვეყნა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საზოგადოებამ "ნაციონალური მოძრაობის“ "მძიმე ცოდვები“ უნდა გაიხსენოს.
"როგორც ჩანს, გვიწევს, "ნაცმოძრაობას“ მათი წარსული შევახსენოთ, რომ ასე თამამად ვერ ისაუბრონ. მათი წარსული მძიმე ცოდვების შესახებ ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს. ეს იგივეა, ჩვენს მეგობარ ქვეყნებში ვინმემ ჰიტლერი რომ ახსენოს და თქვა, როგორ შეიძლება, ჰიტლერზე რატომ საუბრობ, ეს სიძულვილის ენააო. როდესაც ვსაუბრობთ ჰიტლერზე ეს შეიძლება ფართო მასშტაბის იყოს სააკაშვილთან შედარებით, მაგრამ საქართველოში ამ კაცის ჩადენილი დანაშაული არასდროს უნდა დაავიწყდეთ. ვიდეოკოლაჟით და ყველაფრით უნდა გავახსენოთ.
ასევე ხედავთ ციხესთან გამართულ აქციას, სატელევიზიო სივრცეში და სოციალურ ქსელებშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ისეთ რაღაცას, რომლის შემხედვარე და მომსმენი ადამიანი, იმ მხარეს ხმას არ უნდა იღებდეს, მაგრამ ეს უკვე შუბლის ძარღვის ამბავია და ამას ვერაფერს ვუშველით“,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, დღეს პარტია "ქართული ოცნების“ "ფეიბუქ" გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სახელწოდებით "დავასრულოთ "ნაცები“! "ნაცობა სირცხვილია“.
თქვენ როდის დააბრუნებთ მოპარულ ფულს.
მიშას "აღმშენებლობებზე" 41 ტომი დევს, კოსტუმი და სუში ეგ შესავალშია მხოლოდ , მთავარი მის მერეა : დესტრუქცია, საბოტაჟი, კარტელების და ოლიგოპოლიების შექმნა, სავალუტო და საფონდო ბირჟის განადგურება, საშუალო კლასის მოსპობა, კონსტიტუცია შელახვა და მორგება, ცარიელი და ცრუ პიარია მისი "პოლიტიკა"- საქართველოს ეკონომიკას და მის ბიუჯეტს 9-ჯერ და 12-ჯერ გაზრდის რესურსი არ აქვს, ეს სტატისტიკის გაყალბებით შეიძლება მხოლოდ და ბლეფია სრული , ტურიზმი არ ახსენოთ საერთოდ , 2 მილიონი ემიგრაციაში გააქციეთ და 2 მილიონი ტურისტი ერთი კვირით მათ აქ ეკონომიკაში ვერ ჩაანაცვლებს, თან არც ეგ იყო მიშას გეგმა, მაგის "ტურიზმი" ნარკოტრეფიკის ინდუსტრიაა , ეს მათ გაუხსენა გზა , ცრუობს, რუსის აგენტია, გამყიდველი და მტერია და ამის დამტკიცებას ეძღვნება ის 41 ტომი ! ნაცმოს ყველა სტატისტიკური "მიღწევა" ციფრებში გაყალბებულია და ხელოვნური ,ნაცმოს ლიდერშიფი უკლებლივ მოქკავშირის უმაღლესი ლიდერებია ,მოქკავშირული ბაზრობების (საბაზროში არ აურიოთ)ეკონომიკა ნაცების ხელში არ გაზრდილა,აღრიცხეს დაუბეგრავი ლევი და კონტრაბანდა , გაატარეს ხუთხუთჯერ ბიუჯეტი,დაბეგრეს , და "აითვისეს" ,განათდაო- დენი 4 ცენტად თურქებზე ლევად სსრკ დროიდან იყიდებოდა,ახლა ქართველი იხდის ოთხჯერ მეტს,პრავად ,ესაა სულ ,არ უნდა განათებულიყო ?! 1998 წელს იყო რაღაც დემოკრატიის სიო და ფართხალი ეკონომიკური ,მაგრამ დროებით,მოქკავშირის ნაკომუნისტარმა მოჩეკისტო სამოხელეო საზედამხედველო კასტამ აიძულა შევრდნაძე ისევ მოეჭირა ჭანჭიკებისათვის,ხელისუფლება ხელიდან ეცლებოდა,თავისუფალი,დაუკრიშავი საშუალო კლასი ყალიბდებოდა და რა ექნა აბა, რასაც მოყვა უძრაობა და ნაცმოძრაობა,ხუთი ათასი ჯიბის ხუთ ჯიბედ კონსოლიდაცია,კლანური ვიწრო კლანური მონოპოლიზაცია და რ-2 ეკრანზე დემოკრატიის შუქურის ავარდვარდება ,თორემ ერი ელიავაზე ცხელ ხაჭაპურებს მაშინაც და დღესაც ერთიდაიგივე რაოდენობით აცხობს და მოიხმარს ! ეგაა ციხეში ნაკლები ზის,ვოლნი ხაჟდენიაში და ემიგრაციაში მეტი ! ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებიანად ნეოკომკავშირია , ის ერთიანი სახელისუფლებო სამოხელეო პარტოკრატიულ ბიუროკრატიული კორპუსია, ის ქმნის და თავად წარმოადგენს მმართველ პოლიტიკურ ფინანსურ ოლიგარქიას და ოლიგოპოლიურ მონოპოლიზმს ეკონომიკაში,მასშივე ბრუნავს მეათეჯერ გადანაწილებული სახალხო სახელმწიფო ქონება ,რომელიც 1990 წლისათვის ნახევარი ტრილიონი დოლარისა გახლდათ,დღესაა 150 მილიარდი ლარი-შეჭამეს და რასაც ვერ მოერივნენ, ნადგური სცეს !