მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კადრში შევნიშნე კედლის ნანგრევებზე დაკიდებული სარკე, ეს ერთადერთია, რაც იქიდან გადარჩა" - რას ჰყვება ბათუმის ტრაგედიისას დაღუპული ქალის დისშვილი
"კადრში შევნიშნე კედლის ნანგრევებზე დაკიდებული სარკე, ეს ერთადერთია, რაც იქიდან გადარჩა" - რას ჰყვება ბათუმის ტრაგედიისას დაღუპული ქალის დისშვილი

მა­შინ, რო­დე­საც ბა­თუ­მის სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი შე­წუ­ხე­ბუ­ლი და დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის პოსტს ვკი­თხუ­ლობ­დი, მათ შო­რის იყო ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იმა­ზე ლო­ცუ­ლობ­და, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი დე­ი­და მაშ­ვე­ლებს ნან­გრე­ვე­ბი­დან უვ­ნე­ბე­ლი და ცო­ცხა­ლი ამო­ეყ­ვა­ნათ. იმე­დი ბო­ლომ­დე ჰქონ­და, მაგ­რამ იმ ტრა­გი­კულ­მა დღემ ლელა ხო­ტი­ვა­რის დე­ი­და გულ­ნა­რა აბ­ჟან­და­ძე სამ­წუ­ხა­როდ, შე­ი­წი­რა. ქალ­ბა­ტო­ნი ლელა დე­დას­თან ერ­თად, ამ­ჟა­მად ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რობს, იმ დღის უმ­ძი­მეს ამ­ბებს იტა­ლი­ი­დან ადევ­ნებ­და თვალს.

"რამ­დე­ნი სიტ­კბო მახ­სოვს შენ­გან, ხომ ვერ და­ვით­ვლი... ყო­ველ ჯერ­ზე შენ­გან ასე წვეთ-წვე­თად ვსწავ­ლობ­დი ბევრ რა­მეს და ნელ-ნელა ვი­ძერ­წე­ბო­დი. ახლა ვარ ის, რაც თქვენ, თი­თო­ე­ულ­მა თქვენ­გან­მა შე­მა­კო­წი­წეთ - შენ, დე­დამ, ლა­მა­რამ, მე­დი­კომ, თა­მი­ლამ, ნუ­ნუმ... თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი ხართ ამ სხე­ულ­ში, ტვინ­ში, სის­ხლში, გო­ნე­ბა­ში... და ასე იქ­ნე­ბა სულ... სულ... სა­ნამ ვიქ­ნე­ბი... მშვი­დო­ბით, ჩემო ტკბი­ლო ადა­მი­ა­ნო. აქ მე­ყო­ლე­ბი სულ, გულ­ში და ყო­ველ­თვის, როცა დავ­შაქ­რავ ჩაის, ან არ დავ­შაქ­რავ... გპირ­დე­ბი, ისევ ისე, თავ­გა­მო­დე­ბით ავაწ­კა­რუ­ნებ კოვ­ზს...სუ­ლერ­თია, სა­დაც ვიქ­ნე­ბი, მოგ­ძებ­ნი ყველ­გან და მაგ თვა­ლებ­ში ეშ­მა­კუ­რად მო­გა­ჩერ­დე­ბი... მიყ­ვარ­ხარ, არა­ფერ­ზე დაგ­წყდეს გული. გულ­და­სა­წყვე­ტიც არა­ფე­რია, ჩემო მაყ­ვლის მუ­რა­ბავ, მშვი­დო­ბით“" - წერ­და ხო­ტი­ვა­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

AMBEBI.GE ლელა ხო­ტი­ვარს ესა­უბ­რა:

- მე­ო­თხე წე­ლია, ემიგ­რან­ტი ვარ, დედა - მე­ო­რე, აქ მე წა­მო­ვიყ­ვა­ნე. დედა კლა­რა აბ­ჟან­და­ძე პრო­ფე­სი­ით პე­და­გო­გია. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სკო­ლას და ბავ­შვებს ემ­სა­ხუ­რა. მეც პე­და­გო­გი ვარ. ამას­თან, მუ­სი­კო­სი და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე, მაგ­რამ ამ­ჟა­მად ასე გვი­წევს ცხოვ­რე­ბა... ახლა კი სრულ შოკ­ში ვართ იმ სა­ზა­რე­ლი ამ­ბით, რაც თავს დაგ­ვა­ტყდა, დავ­კარ­გეთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი და თან, ასე სა­შინ­ლად...

- გა­სა­გე­ბია, თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი, ამას­თან ისიც ძა­ლი­ან მძი­მეა, რად­გა­ნაც მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ახ­ლოს და­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მო­გე­ცათ, რად­გან უცხო­ეთ­ში იმ­ყო­ფე­ბით... რო­დის და რო­გორ გა­ი­გეთ ამ ამ­ბის შე­სა­ხებ?

- მა­შინ­ვე გა­ვი­გე, რად­გან ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დე­ი­დას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, იმ სა­დარ­ბა­ზო­დან 5 წუ­თის გა­მო­სუ­ლი იყო. იქვე მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში ას­წავ­ლის. დე­ი­დას უთ­ქვამს, არ და­გაგ­ვი­ან­დეს, ამ­დენ ხანს რომ გა­ჩერ­დიო? ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან იყო მი­სუ­ლი, რომ შე­ნო­ბა ჩა­მო­ინ­გრა. სა­ო­ცარ სტრეს­ში იყო. ბეწ­ვზეა გა­დარ­ჩე­ნი­ლი...

უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­აა. ხომ ვამ­ბობ, ახ­ლაც შოკ­ში ვართ. დე­დას მა­შინ­ვე ვერ ვუ­თხა­რი. მხო­ლოდ და­საფ­ლა­ვე­ბის დღეს გა­ი­გო. გა­მუდ­მე­ბით ტი­რის. დები ტყუ­პე­ბი­ვით იყ­ვნენ... ხში­რად სა­უბ­რობ­დნენ მე­სენ­ჯე­რით.

გულ­ნა­რა აბ­ჟან­და­ძე

- დე­ი­და იმ კორ­პუს­ში რო­დის და­სახ­ლდა?

- დღი­დან იმ კორ­პუ­სის აშე­ნე­ბი­სა, მე­ო­თხე სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და. ის სახ­ლი ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი ად­გი­ლი იყო... თა­ვად დე­ი­და, რო­მე­ლიც ახლა უკვე 81 წლის იყო, უტ­კბი­ლე­სი, უთ­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი გახ­ლდათ. წი­თელ დიპ­ლომ­ზე ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი დამ­თავ­რე­ბუ­ლი. წლე­ბის წინ აჭა­რის მთა­ვა­რი სა­ქო­ნელმცოდ­ნე იყო. თა­ვის დრო­ზე ბევ­რჯერ შეს­თა­ვა­ზეს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა, რა­ზეც ყო­ველ­თვის კა­ტე­გო­რი­ულ უარს აცხა­დებ­და. ნამ­დვილ პრო­ფე­სი­ო­ნალს თა­ვის საქ­მე უზო­მოდ უყ­ვარ­და. უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი პი­როვ­ნე­ბა იყო, უაღ­რე­სად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და ჩუმი. დე­ი­დამ ძმის­შვი­ლი გა­ზარ­და, მის­თვის დე­და­სა­ვით იყო და ამით ხა­რობ­და.

- ე.ი. თქვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი ძი­რი­თა­დად ბა­თუმ­ში ცხოვ­რო­ბენ...

- თით­ქმის ყვე­ლა ნა­თე­სა­ვი ბა­თუმ­ში მყავს. 4 დე­ი­და ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ცხოვ­რობ­და. ბი­ძე­ბი, დე­ი­დე­ბის ქმრე­ბი - ოთარ მა­ხა­რა­ძე - ქა­ლა­ქის პრო­კუ­რო­რი გახ­ლდათ, ნო­დარ გუ­ბე­ლი­ძე - სას­წა­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა, ქა­ლა­ქის კო­ლო­რი­ტი დღე­საც ახ­სოვს ყვე­ლას. ამათ ფონ­ზე ცოტა ძნე­ლი იყო ალ­ბათ, გულ­ნა­რა დე­ი­დას ვინ­მე მოს­წო­ნე­ბო­და. ვფიქ­რობ, ამი­ტო­მაც არ გა­თხოვ­და... ამ სახ­ლში თა­ვი­დან­ვე უმ­ცროს დას­თან, თა­მი­ლას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. თა­მი­ლაც ჩვე­ნი მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლია. სულ ახალ­გაზ­რდა წა­ვი­და. მისი აღ­ზრდი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი დღეს ბა­თუ­მის სა­უ­კე­თე­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბაა...

- სახ­ლს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ...

- ავა­რი­უ­ლის არა­ფე­რი ეტყო­ბო­და. ამ დღე­ებ­ში ერთ-ერთი სპე­ცი­ა­ლის­ტის კო­მენ­ტა­რი მო­ვის­მი­ნე, ისე­თი მყა­რად ნა­შე­ნი კორ­პუ­სი იყო, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში საყ­რდე­ნი კედ­ლე­ბის გა­რე­შე გაძ­ლოო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, როცა ჩა­მო­ინ­გრა, თურ­მე უკვე არც ერთი საყ­რდე­ნი კე­დე­ლი აღარ ჰქო­ნია...

- ე.ი. დე­ი­დას­თან ბოლო დროს ინ­ტერ­ნე­ტით გქონ­დათ კავ­ში­რი. რომ ელა­პა­რა­კე­ბო­დით, სახ­ლთან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე­ზე ხომ არ წუხ­და?

- როცა ვუ­რე­კავ­დით, ამ­ბობ­და, რომ: რა­ღა­ცას აგუ­გუ­ნე­ბენ და თხრი­ა­ნო, მაგ­რამ ამას ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, სახ­ლს სა­ძირ­კველს თუ გა­მო­აც­ლიდ­ნენ?!

გულ­ნა­რა აბ­ჟან­და­ძე დას­თან ერ­თად

- სა­მე­ზობ­ლო­ზე, იმ ერთი სა­დარ­ბა­ზოს მა­ცხოვ­რებ­ლებ­ზე რას გვე­ტყვით, რო­მე­ლიც ასე­ვე იმ დღემ შე­ი­წი­რა...

- დე­ი­დას მე­ზობ­ლე­ბი და ყვე­ლა გარ­შე­მომ­ყოფ­ნიც გა­ნურ­ჩევ­ლად უყ­ვარ­და... ბო­ლოს ცოტა მო­ტყდა, ჯან­მრთე­ლო­ბას უჩი­ო­და. სა­ნამ აქ წა­მო­ვი­დო­დი, ოპე­რა­ცი­აც დას­ჭირ­და. თბი­ლის­ში მყავ­და ჩემ­თან (ეს ფო­ტოც მა­შინ­დე­ლია, რო­მელ­საც გაწ­ვდით გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად, დე­ი­და ჩემ­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი).

ეში­ნო­და, მაგ­რამ მშვე­ნივ­რად გა­და­ი­ტა­ნა. მერე ჩვენ აქეთ წა­მო­ვე­დით. მე და დე­დას გვე­ხუმ­რე­ბო­და - რა გინ­დათ იტა­ლი­ა­შიო? პან­დე­მია რომ და­ი­წყო, სულ გა­და­ი­რია, რად­გან თა­ვი­დან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აქ კო­ვიდ­მა რო­გორ იფეთ­ქა - ჩქა­რა ჩა­ა­ლა­გეთ და წა­მო­დი­თო. დე­და­ჩე­მი ეუბ­ნე­ბო­და - ჩვენ კი არა, შენ ჩა­ა­ლა­გე და წა­მო­დიო... ვუს­მენ­დი ამათ დი­ა­ლო­გებს და დე­ბის ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა მი­ხა­რო­და... დე­ი­და ინ­ტერ­ნე­ტით „პო­ე­ზი­ის 5 წუთს“ მი­ტა­რებ­და - ჩემს ლექ­სებს ზე­პი­რად მი­კი­თხავ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ალ­ბო­მებს, ფო­ტო­ებს გად­მო­ი­ღებ­და და ამ­ბებს ყვე­ბო­და. ყვე­ლა­ფერს ლა­ივ­ში იხ­სე­ნებ­და. მის­გან ბავ­შვო­ბი­დან სულ რა­ღა­ცას ვსწავ­ლობ­დი. მიყ­ვარ­და თვი­თონ და იქა­უ­რო­ბა, სახ­ლი, სიმ­ყუდ­რო­ვე, სით­ბო, რო­მე­ლიც მის გარ­შე­მო მუდ­მი­ვად იყო. ასე რო­გორ გაქ­რა ყვე­ლა­ფე­რი. ასეთ სიკ­ვდილს ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენ­და. ვე­რა­სო­დეს...

- ლელა, თქვე­ნი ერთ-ერთი სტა­ტუ­სი­დან შე­ვი­ტყვე, რომ ტრა­გე­დი­ის შემ­დგომ, ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­სულ კად­რებ­ში, აღ­მო­ა­ჩი­ნეთ დე­ი­დათ­ქვე­ნის სარ­კე, რო­მე­ლიც ჩა­მონ­გრე­უ­ლი კედ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უვ­ნე­ბე­ლი ისევ იქ კი­დია, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკი­და...

- რაც ეს ამ­ბა­ვი მოხ­და, უამ­რა­ვი კად­რი, ფოტო, ვი­დეო ვნა­ხე, ყველ­გან ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი ყვე­ლა­ფერს და ერთ-ერთ კადრში შევ­ნიშ­ნე დე­ი­დას სახ­ლის კედ­ლის ნარ­ჩე­ნებ­ზე და­კი­დე­ბუ­ლი სარ­კე, რო­მელ­შიც ვინ იცის, მეც რამ­დენ­ჯერ ჩა­მი­ხე­დავს. ეს არის ერ­თა­დერ­თი რამ, რაც იქი­დან გა­დარ­ჩა. ესეც ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ეპი­ზო­დია...

დღეს ჩემ­მა შვილ­მა თბი­ლის­ში მის ფო­ტო­არ­ქივ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა მი­სი­ვე ხე­ლით ალ­ბათ, 10-12 წლის წინ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. ჩანს სახ­ლის კედ­ლე­ბი, ოთა­ხი, ჩემი დე­ი­დის ხე­ლე­ბი, ჩემი ძვე­ლისძვე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის­დრო­ინ­დე­ლი ნა­ხა­ტი და სა­წო­ლი, ასი­ა­თას­ჯერ რომ მი­ნა­ხავს, მისი გას­წო­რე­ბის პრო­ცე­სი... მად­ლო­ბა ჩემს შვილს, მა­შინ ალ­ბათ 14 წლის იქ­ნე­ბო­და, რამ გა­და­ა­ღე­ბი­ნა მა­შინ, არ ვიცი... ამ ფო­ტო­ებს სა­მუ­და­მოდ შე­ვი­ნა­ხავ... მოკ­ლედ, სა­ოც­რად დათ­რგუ­ნუ­ლე­ბი ვართ. ახლა სხვა­ზე ვე­რა­ფერ­ზე ვფიქ­რობთ და ვა­ლა­პა­რა­კობთ, გარ­და ამ ამ­ბი­სა...

მად­ლო­ბა მინ­და, გა­და­ვუ­ხა­დო მაშ­ვე­ლებს, რომ­ლებ­მაც დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­უ­ზო­გა­ვად იმუ­შა­ვეს და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო...

მზერა თვალიანი
0

მდააა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

"კადრში შევნიშნე კედლის ნანგრევებზე დაკიდებული სარკე, ეს ერთადერთია, რაც იქიდან გადარჩა" - რას ჰყვება ბათუმის ტრაგედიისას დაღუპული ქალის დისშვილი

"კადრში შევნიშნე კედლის ნანგრევებზე დაკიდებული სარკე, ეს ერთადერთია, რაც იქიდან გადარჩა" - რას ჰყვება ბათუმის ტრაგედიისას დაღუპული ქალის დისშვილი

მაშინ, როდესაც ბათუმის საშინელი ტრაგედია მოხდა, სოციალურ ქსელში უამრავი შეწუხებული და დამწუხრებული ადამიანის პოსტს ვკითხულობდი, მათ შორის იყო ერთი ადამიანი, რომელიც იმაზე ლოცულობდა, რომ მისი საყვარელი დეიდა მაშველებს ნანგრევებიდან უვნებელი და ცოცხალი ამოეყვანათ. იმედი ბოლომდე ჰქონდა, მაგრამ იმ ტრაგიკულმა დღემ ლელა ხოტივარის დეიდა გულნარა აბჟანდაძე სამწუხაროდ, შეიწირა. ქალბატონი ლელა დედასთან ერთად, ამჟამად ემიგრაციაში ცხოვრობს, იმ დღის უმძიმეს ამბებს იტალიიდან ადევნებდა თვალს.

"რამდენი სიტკბო მახსოვს შენგან, ხომ ვერ დავითვლი... ყოველ ჯერზე შენგან ასე წვეთ-წვეთად ვსწავლობდი ბევრ რამეს და ნელ-ნელა ვიძერწებოდი. ახლა ვარ ის, რაც თქვენ, თითოეულმა თქვენგანმა შემაკოწიწეთ - შენ, დედამ, ლამარამ, მედიკომ, თამილამ, ნუნუმ... თითოეული თქვენგანი ხართ ამ სხეულში, ტვინში, სისხლში, გონებაში... და ასე იქნება სულ... სულ... სანამ ვიქნები... მშვიდობით, ჩემო ტკბილო ადამიანო. აქ მეყოლები სულ, გულში და ყოველთვის, როცა დავშაქრავ ჩაის, ან არ დავშაქრავ... გპირდები, ისევ ისე, თავგამოდებით ავაწკარუნებ კოვზს...სულერთია, სადაც ვიქნები, მოგძებნი ყველგან და მაგ თვალებში ეშმაკურად მოგაჩერდები... მიყვარხარ, არაფერზე დაგწყდეს გული. გულდასაწყვეტიც არაფერია, ჩემო მაყვლის მურაბავ, მშვიდობით“" - წერდა ხოტივარი სოციალურ ქსელში.

AMBEBI.GE ლელა ხოტივარს ესაუბრა:

- მეოთხე წელია, ემიგრანტი ვარ, დედა - მეორე, აქ მე წამოვიყვანე. დედა კლარა აბჟანდაძე პროფესიით პედაგოგია. მთელი ცხოვრება სკოლას და ბავშვებს ემსახურა. მეც პედაგოგი ვარ. ამასთან, მუსიკოსი და ხელოვნებათმცოდნე, მაგრამ ამჟამად ასე გვიწევს ცხოვრება... ახლა კი სრულ შოკში ვართ იმ საზარელი ამბით, რაც თავს დაგვატყდა, დავკარგეთ საყვარელი ადამიანი და თან, ასე საშინლად...

- გასაგებია, თქვენი ემოციები, ამასთან ისიც ძალიან მძიმეა, რადგანაც მიცვალებულის ახლოს დატირების საშუალებაც არ მოგეცათ, რადგან უცხოეთში იმყოფებით... როდის და როგორ გაიგეთ ამ ამბის შესახებ?

- მაშინვე გავიგე, რადგან ჩემი დეიდაშვილი, რომელიც დეიდასთან იმყოფებოდა, იმ სადარბაზოდან 5 წუთის გამოსული იყო. იქვე მუსიკალურ სკოლაში ასწავლის. დეიდას უთქვამს, არ დაგაგვიანდეს, ამდენ ხანს რომ გაჩერდიო? ბიბლიოთეკასთან იყო მისული, რომ შენობა ჩამოინგრა. საოცარ სტრესში იყო. ბეწვზეა გადარჩენილი...

უმძიმესი ტრაგედიაა. ხომ ვამბობ, ახლაც შოკში ვართ. დედას მაშინვე ვერ ვუთხარი. მხოლოდ დასაფლავების დღეს გაიგო. გამუდმებით ტირის. დები ტყუპებივით იყვნენ... ხშირად საუბრობდნენ მესენჯერით.

გულნარა აბჟანდაძე

- დეიდა იმ კორპუსში როდის დასახლდა?

- დღიდან იმ კორპუსის აშენებისა, მეოთხე სართულზე ცხოვრობდა. ის სახლი ჩემთვის უსაყვარლესი ადგილი იყო... თავად დეიდა, რომელიც ახლა უკვე 81 წლის იყო, უტკბილესი, უთბილესი ადამიანი, პროფესიით ეკონომისტი გახლდათ. წითელ დიპლომზე ჰქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტი დამთავრებული. წლების წინ აჭარის მთავარი საქონელმცოდნე იყო. თავის დროზე ბევრჯერ შესთავაზეს სახელმწიფო სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობა, რაზეც ყოველთვის კატეგორიულ უარს აცხადებდა. ნამდვილ პროფესიონალს თავის საქმე უზომოდ უყვარდა. უკეთილშობილესი პიროვნება იყო, უაღრესად მოკრძალებული და ჩუმი. დეიდამ ძმისშვილი გაზარდა, მისთვის დედასავით იყო და ამით ხარობდა.

- ე.ი. თქვენი ნათესავები ძირითადად ბათუმში ცხოვრობენ...

- თითქმის ყველა ნათესავი ბათუმში მყავს. 4 დეიდა ერთმანეთის მიყოლებით ცხოვრობდა. ბიძები, დეიდების ქმრები - ოთარ მახარაძე - ქალაქის პროკურორი გახლდათ, ნოდარ გუბელიძე - სასწაული პიროვნება, ქალაქის კოლორიტი დღესაც ახსოვს ყველას. ამათ ფონზე ცოტა ძნელი იყო ალბათ, გულნარა დეიდას ვინმე მოსწონებოდა. ვფიქრობ, ამიტომაც არ გათხოვდა... ამ სახლში თავიდანვე უმცროს დასთან, თამილასთან ერთად ცხოვრობდა. თამილაც ჩვენი მოუშუშებელი ტკივილია. სულ ახალგაზრდა წავიდა. მისი აღზრდილი მოსწავლეები დღეს ბათუმის საუკეთესო საზოგადოებაა...

- სახლს რომ დავუბრუნდეთ...

- ავარიულის არაფერი ეტყობოდა. ამ დღეებში ერთ-ერთი სპეციალისტის კომენტარი მოვისმინე, ისეთი მყარად ნაშენი კორპუსი იყო, წარმოიდგინეთ, 48 საათის განმავლობაში საყრდენი კედლების გარეშე გაძლოო. როგორც ამბობენ, როცა ჩამოინგრა, თურმე უკვე არც ერთი საყრდენი კედელი აღარ ჰქონია...

- ე.ი. დეიდასთან ბოლო დროს ინტერნეტით გქონდათ კავშირი. რომ ელაპარაკებოდით, სახლთან დაკავშირებით რაიმეზე ხომ არ წუხდა?

- როცა ვურეკავდით, ამბობდა, რომ: რაღაცას აგუგუნებენ და თხრიანო, მაგრამ ამას ვინ წარმოიდგენდა, სახლს საძირკველს თუ გამოაცლიდნენ?!

გულნარა აბჟანდაძე დასთან ერთად

- სამეზობლოზე, იმ ერთი სადარბაზოს მაცხოვრებლებზე რას გვეტყვით, რომელიც ასევე იმ დღემ შეიწირა...

- დეიდას მეზობლები და ყველა გარშემომყოფნიც განურჩევლად უყვარდა... ბოლოს ცოტა მოტყდა, ჯანმრთელობას უჩიოდა. სანამ აქ წამოვიდოდი, ოპერაციაც დასჭირდა. თბილისში მყავდა ჩემთან (ეს ფოტოც მაშინდელია, რომელსაც გაწვდით გამოსაქვეყნებლად, დეიდა ჩემთან ერთად არის გადაღებული).

ეშინოდა, მაგრამ მშვენივრად გადაიტანა. მერე ჩვენ აქეთ წამოვედით. მე და დედას გვეხუმრებოდა - რა გინდათ იტალიაშიო? პანდემია რომ დაიწყო, სულ გადაირია, რადგან თავიდან მოგეხსენებათ, აქ კოვიდმა როგორ იფეთქა - ჩქარა ჩაალაგეთ და წამოდითო. დედაჩემი ეუბნებოდა - ჩვენ კი არა, შენ ჩაალაგე და წამოდიო... ვუსმენდი ამათ დიალოგებს და დების ასეთი ურთიერთობა მიხაროდა... დეიდა ინტერნეტით „პოეზიის 5 წუთს“ მიტარებდა - ჩემს ლექსებს ზეპირად მიკითხავდა.

მოგვიანებით ალბომებს, ფოტოებს გადმოიღებდა და ამბებს ყვებოდა. ყველაფერს ლაივში იხსენებდა. მისგან ბავშვობიდან სულ რაღაცას ვსწავლობდი. მიყვარდა თვითონ და იქაურობა, სახლი, სიმყუდროვე, სითბო, რომელიც მის გარშემო მუდმივად იყო. ასე როგორ გაქრა ყველაფერი. ასეთ სიკვდილს ვერასოდეს წარმოიდგენდა. ვერასოდეს...

- ლელა, თქვენი ერთ-ერთი სტატუსიდან შევიტყვე, რომ ტრაგედიის შემდგომ, ტელევიზიით გასულ კადრებში, აღმოაჩინეთ დეიდათქვენის სარკე, რომელიც ჩამონგრეული კედლების მიუხედავად, უვნებელი ისევ იქ კიდია, სადაც წლების განმავლობაში ეკიდა...

- რაც ეს ამბავი მოხდა, უამრავი კადრი, ფოტო, ვიდეო ვნახე, ყველგან ვათვალიერებდი ყველაფერს და ერთ-ერთ კადრში შევნიშნე დეიდას სახლის კედლის ნარჩენებზე დაკიდებული სარკე, რომელშიც ვინ იცის, მეც რამდენჯერ ჩამიხედავს. ეს არის ერთადერთი რამ, რაც იქიდან გადარჩა. ესეც ძალიან უცნაური ეპიზოდია...

დღეს ჩემმა შვილმა თბილისში მის ფოტოარქივში აღმოაჩინა მისივე ხელით ალბათ, 10-12 წლის წინ გადაღებული ფოტოები. ჩანს სახლის კედლები, ოთახი, ჩემი დეიდის ხელები, ჩემი ძველისძველი თინეიჯერობისდროინდელი ნახატი და საწოლი, ასიათასჯერ რომ მინახავს, მისი გასწორების პროცესი... მადლობა ჩემს შვილს, მაშინ ალბათ 14 წლის იქნებოდა, რამ გადააღებინა მაშინ, არ ვიცი... ამ ფოტოებს სამუდამოდ შევინახავ... მოკლედ, საოცრად დათრგუნულები ვართ. ახლა სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობთ და ვალაპარაკობთ, გარდა ამ ამბისა...

მადლობა მინდა, გადავუხადო მაშველებს, რომლებმაც დღე-ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავეს და ყველაფერი გააკეთეს, რაც შესაძლებელი იყო...