საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშველებს ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოუყვანიათ... უფროსი ბიჭი ბაღში ჰყავდათ და ამან გადაარჩინა" - ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა
"მაშველებს ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოუყვანიათ... უფროსი ბიჭი ბაღში ჰყავდათ და ამან გადაარჩინა" - ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი 6 პი­რი­დან 4 - ერთი ოჯა­ხის წევ­რია. გარ­დაც­ვი­ლია 35 წლის ინგა მე­კე­ი­ძე, მისი ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი და მაზ­ლი. 35 წლის ქალი ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წუ­ხელ კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს. ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენტს ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გული 4 ჯერ გა­უ­ჩერ­და. დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ა­თის­თვის, ინგა მე­კე­ი­ძე კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ახალ­გარზრდა ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან ამო­იყ­ვა­ნეს მისი 2 შვი­ლი -1 და 9 წლის ბავ­შვე­ბი. ორი­ვე არას­რულ­წლო­ვა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ბავ­შვებ­თან ერ­თად მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს მათი ბი­ძაც, რო­მე­ლიც ინგა მე­კე­ი­ძის ახ­ლობ­ლის თქმით, უცხო­ე­თი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო და ძმის ოჯახ­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ჩემი მე­ზობ­ლე­ბი არი­ან. ბოლო სამი წელი ერ­თად ვის­ვე­ნებ­დით ბახ­მა­რო­ში. სა­უ­კე­თე­სო ოჯა­ხი იყო. მშვი­დი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე. მაზ­ლი ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო უცხო­ე­თი­დან და სტუმ­რად იყო მათ­თან. მაშ­ვე­ლებს ბიძა ბავ­შვთან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი ამო­უყ­ვა­ნი­ათ. ოჯა­ხი­დან გა­დარ­ჩა ინ­გას მე­უღ­ლე და ერთი შუ­ა­თა­ნა ასა­კის 5 წლამ­დე ბავ­შვი. მა­მას ბაღ­ში ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი და ამან გა­და­არ­ჩი­ნათ", - უყ­ვე­ბა Ambebi.ge-ს გარ­დაც­ვლი­ლი ინგა მე­კე­ი­ძის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათკა
1

არვიცი ამაზე მეტი ტრაგედია რა უნდა დაემართოს ადამიანს, შეუძლებელია სიტყვებით გადმოცემა, ნათელი და სანთელი მათ სულებს(((

ბათუმის მერიას
24

რატომ ახლა გაგახსანდათ კორპუსების "გეოლოგიური" კვლევა? 

ავტორი:

"მაშველებს ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოუყვანიათ... უფროსი ბიჭი ბაღში ჰყავდათ და ამან გადაარჩინა" - ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

"მაშველებს ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოუყვანიათ... უფროსი ბიჭი ბაღში ჰყავდათ და ამან გადაარჩინა" - ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 6 პირიდან 4 - ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვილია 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი ორი არასრულწლოვანი შვილი და მაზლი. 35 წლის ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ღამის განმავლობაში გული 4 ჯერ გაუჩერდა. დილით, დაახლოებით 10 საათისთვის, ინგა მეკეიძე კლინიკაში გარდაიცვალა.

ახალგარზრდა ქალის გარდაცვალებამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მისი 2 შვილი -1 და 9 წლის ბავშვები. ორივე არასრულწლოვანი გარდაცვლილი იყო. ბავშვებთან ერთად მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს მათი ბიძაც, რომელიც ინგა მეკეიძის ახლობლის თქმით, უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო და ძმის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

"ჩემი მეზობლები არიან. ბოლო სამი წელი ერთად ვისვენებდით ბახმაროში. საუკეთესო ოჯახი იყო. მშვიდი და სიყვარულით სავსე. მაზლი ახალი ჩამოსული იყო უცხოეთიდან და სტუმრად იყო მათთან. მაშველებს ბიძა ბავშვთან ჩახუტებული ამოუყვანიათ. ოჯახიდან გადარჩა ინგას მეუღლე და ერთი შუათანა ასაკის 5 წლამდე ბავშვი. მამას ბაღში ჰყავდა წაყვანილი და ამან გადაარჩინათ", - უყვება Ambebi.ge-ს გარდაცვლილი ინგა მეკეიძის ოჯახის ახლობელი.