პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტად ასახელებს
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტად ასახელებს

მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფონ­დი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

„ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ჩვენს პარტნი­ორ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, რო­მე­ლიც ახალ ფურ­ცელს შლის და იწყებს მე­ო­რე სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო წელს, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბით, პა­ტა­რა თუ დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბით და ბრწყინ­ვა­ლე წარ­მა­ტე­ბე­ბით სავ­სე წლის შემ­დეგ.

პოს­ტში წე­რია, რომ KIU-ს ფი­ლო­სო­ფია „მწვა­ნე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ კონ­ცეფ­ცი­ა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და უნი­ვერ­სი­ტე­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობს მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კით და გა­მოც­დი­ლე­ბით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს ინო­ვა­ცი­ე­ბის ეკო­სის­ტე­მის შექ­მნას და სა­ნი­მუ­შო სას­წავ­ლო და კვლე­ვი­თი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას რე­გი­ონ­ში.

„ახლა KIU ელო­დე­ბა სტუ­დენ­ტთა მე­ო­რე ნა­კა­დის მი­ღე­ბას, რომ­ლე­ბიც სწავ­ლას სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ინო­ვა­ცი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­უდ­გე­ბი­ან. ჩვენ ვა­მა­ყობთ რომ გვაქვს ასე­თი ძლი­ე­რი პარტნი­ო­რო­ბა!“ - ნათ­ქვა­მია TUMint-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

TUM International GmbH (TUMint) არის მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია და ერ­თმა­ნეთ­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ინ­დუსტრი­უ­ლი კლას­ტე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და მარ­თვის წამ­ყვა­ნი მიმ­წო­დე­ბე­ლი. TUMint ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ტრანსფე­რი­სა და ტა­ლან­ტე­ბის მარ­თვის პროგ­რა­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ერ­თად კრებს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს კვლე­ვის, პო­ლი­ტი­კი­სა და ინ­დუსტრი­ის სფე­რო­ე­ბი­დან. TUMint ხელს შე­უ­წყობს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტს გან­ვი­თარ­დეს რო­გორც ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­სის­ტე­მა.

TUMint ხელს უწყობს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტს კამ­პუ­სის, სტრა­ტე­გი­ის და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. TUMint-ის სა­ქარ­თვე­ლო­ზე მო­მუ­შა­ვე გუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ას შო­რის აკა­დე­მი­ურ-ინ­დუსტრი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პლატ­ფორ­მაა.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­გორც მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­დელ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყოფს პარტნი­ო­რო­ბის დამ­ყა­რე­ბას ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ებ­თან, რათა მოხ­დეს გა­ნათ­ლე­ბის, ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და შრო­მის ბაზ­რის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tsiko
1

იმდენი ქნა ქოცების ქუთაისელმა ,,ბოცამ", რომ ესეც კი დაავიწყა ხალხს.

ვერ გაძეხით ხამებო, არაფრისმაქნისებო, ნაცსექტის ,,ახდენილო ოცნება". იმკით საკადრის? 

რატი
3

რა უნივერსიტეტი მოგვცა ბიძომა

აღიარებულ-პრესტიჟიანიიი :))))))

ხუმრობის გარეშე, რაც კარგი და სასარგებლოა, ყოველთვის მოსაწონია. მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი რამ ყოველთვის ძალიან ცოტაა.

ავტორი:

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტად ასახელებს

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტად ასახელებს

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ფონდი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სოციალურ მედიაში პოსტს აქვეყნებს.

„ბედნიერები ვართ, ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელიც ახალ ფურცელს შლის და იწყებს მეორე საუნივერსიტეტო წელს, პირველი ნაბიჯებით, პატარა თუ დიდი გამოწვევებით და ბრწყინვალე წარმატებებით სავსე წლის შემდეგ.

პოსტში წერია, რომ KIU-ს ფილოსოფია „მწვანე უნივერსიტეტის“ კონცეფციაზეა დაფუძნებული და უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკით და გამოცდილებით, რაც ითვალისწინებს ინოვაციების ეკოსისტემის შექმნას და სანიმუშო სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებას რეგიონში.

„ახლა KIU ელოდება სტუდენტთა მეორე ნაკადის მიღებას, რომლებიც სწავლას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტში შეუდგებიან. ჩვენ ვამაყობთ რომ გვაქვს ასეთი ძლიერი პარტნიორობა!“ - ნათქვამია TUMint-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

TUM International GmbH (TUMint) არის მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილი კომპანია და ერთმანეთთან ინტეგრირებული მეცნიერებისა და ინდუსტრიული კლასტერების განვითარების, კოორდინაციისა და მართვის წამყვანი მიმწოდებელი. TUMint ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ტალანტების მართვის პროგრამების მეშვეობით ერთად კრებს საერთაშორისო პარტნიორებს კვლევის, პოლიტიკისა და ინდუსტრიის სფეროებიდან. TUMint ხელს შეუწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს განვითარდეს როგორც ინოვაციებისა და მეწარმეობის საერთაშორისო ეკოსისტემა.

TUMint ხელს უწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს კამპუსის, სტრატეგიის და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით. TUMint-ის საქართველოზე მომუშავე გუნდი საქართველოსა და გერმანიას შორის აკადემიურ-ინდუსტრიული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, როგორც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მოდელზე დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, უზრუნველყოფს პარტნიორობის დამყარებას ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რათა მოხდეს განათლების, ინოვაციებისა და შრომის ბაზრის ერთმანეთთან დაკავშირება.

NS