პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს - "პასუხი არის მარტივი და საბოლოო"
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს - "პასუხი არის მარტივი და საბოლოო"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, ის არ აპი­რებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბას.

ამის შე­სა­ხებ მან სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის გამო მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"მინ­და, პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა მო­ვახ­სე­ნო სა­მარ­თლა­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, რომ­ლებ­მაც ჩა­ა­ტა­რეს დღე­ვან­დე­ლი ოპე­რა­ცია მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე და მშვი­დო­ბი­ა­ნად. სა­ხელ­მწი­ფო და მისი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი არ ჩა­მო­იშ­ლაა და პი­რი­ქით, გაძ­ლი­ერ­და. და­ცუ­ლია სა­ზღვა­რიც, ტე­რი­ტო­რი­აც, წეს­რი­გიც და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბაც. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის­თვის მარ­თა­ლია სა­სი­ა­მოვ­ნო არაა, როცა ყო­ფილ პრე­ზი­დენტს კა­მე­რე­ბის წი­ნა­შე აპა­ტიმ­რე­ბენ, თუმ­ცა, სა­მარ­თა­ლი და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა ამას მო­ი­თხოვს და კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა ერ­თია.

ბევ­რი კი­თხუ­ლობს დღეს პრე­ზი­დენ­ტი აპი­რებს თუ არა მის შე­წყა­ლე­ბას, პა­სუ­ხი არის ერთი, მარ­ტი­ვი და სა­ბო­ლოო - არა და არას­დროს. იმი­ტომ, რომ ირი­ნა ენუ­ქი­ძის თვა­ლე­ბი არას­დროს და­მა­ვი­წყე­ბა, არც ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც სა­მარ­თალს ელო­დე­ბო­და და ამ დღეს ვერ მო­ეს­წრო. იმი­ტომ, რომ ერ­თგუ­ლი ვარ იმ სუ­ლის­კვე­თე­ბის, რო­მე­ლიც მა­მოძ­რა­ვებ­და, როცა ვი­დე­ქი ამ პი­ჯა­კით და შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით ვებ­რძო­დით რე­ჟიმს, რო­მე­ლიც ფეხ­ქვეშ თე­ლავ­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, თა­ვი­სუ­ფალ ბიზ­ნესს და კა­ნონს. ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე თა­ვის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას შეს­წი­რა.

იმი­ტომ, რომ მან ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, როცა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და­ტო­ვა და დღეს, როცა სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დარ­ღვე­ვით და კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით შე­მო­იჭ­რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ამით სა­ხელ­მწი­ფო სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტის შე­ლახ­ვა სცა­და. და რაც მთა­ვა­რია, იმი­ტომ რომ აშ­კა­რად შე­მო­ვი­და, რათა ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და­ე­თე­სა. ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო რჩე­ვე­ბი­სა და გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რაც მას ბოლო ბოლო პე­რი­ოდ­ში ჰქონ­და,“- გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანა
72

შეგაწყალებინებენ!!!

კატო
46

სწორი გადაწყვეტილებაა

ავტორი:

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს - "პასუხი არის მარტივი და საბოლოო"

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს - "პასუხი არის მარტივი და საბოლოო"

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მან სამართალდამცავებს მიხეილ სააკაშვილის დაკავების ჩატარებული ოპერაციის გამო მადლობა გადაუხადა.

"მინდა, პირველ რიგში, მადლობა მოვახსენო სამართლადამცავ ორგანოებს, რომლებმაც ჩაატარეს დღევანდელი ოპერაცია მაღალ პროფესიონალურ დონეზე და მშვიდობიანად. სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშლაა და პირიქით, გაძლიერდა. დაცულია საზღვარიც, ტერიტორიაც, წესრიგიც და კანონის უზენაესობაც. ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია სასიამოვნო არაა, როცა ყოფილ პრეზიდენტს კამერების წინაშე აპატიმრებენ, თუმცა, სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია.

ბევრი კითხულობს დღეს პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო - არა და არასდროს. იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასდროს დამავიწყება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი ამ პიჯაკით და შიშველი ხელებით ვებრძოდით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს. ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავის ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა.

იმიტომ, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოქალაქეობა დატოვა და დღეს, როცა სახელმწიფო საზღვრის დარღვევით და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწიფო სამართალდამცავი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა. და რაც მთავარია, იმიტომ რომ აშკარად შემოვიდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაეთესა. ყველა საერთაშორისო რჩევებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, რაც მას ბოლო ბოლო პერიოდში ჰქონდა,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.