მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არტ-თერაპია - ბავშვის აღზრდაში დაშვებული შეცდომების კორექტირების შესაძლებლობა
არტ-თერაპია - ბავშვის აღზრდაში დაშვებული შეცდომების კორექტირების შესაძლებლობა

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, უმე­ტეს­წი­ლად, სა­თა­ვეს მისი ბავ­შვო­ბი­დან იღებს. ბავ­შვო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბი ან სწო­რად აღ­ზრდის პრო­ცეს­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად­გა­ნა­პი­რო­ბებს ჩვენს პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას...ისე­თე­ბად, რო­გო­რიც დღეს ვართ, ბავ­შვო­ბი­დან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ. სწო­რედ ამი­ტომ არის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი სწო­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბით აღვზარ­დოთ და გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ ამით ჩვენ არა მხო­ლოდ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის აწ­მყოს, არა­მედ, გარ­კვე­ულ­წი­ლად, მათ მო­მა­ვალ­საც ვქმნით.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის ვუშ­ვებთ შეც­დო­მებს, რომ­ლე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სიმ­ძაფ­რით აი­სა­ხე­ბა ხოლ­მე ჩვენს შვი­ლებ­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ფსი­ქო­ლო­გია და მეც­ნი­ე­რე­ბა ჩვენ მიერ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. ამის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დი არტ-თე­რა­პი­აა, ფსქი­ო­ლო­გი­უ­რი ტექ­ნი­კა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც მუ­შა­ო­ბენ ბავ­შვებ­თან „თი­კოს სახ­ლში“, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრში.

თიკო ზე­ნა­იშ­ვი­ლი - ფსი­ქო­ლო­გი, „თი­კოს სახ­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი - არტ-თე­რა­პია ბავ­შვებ­თან ან, გნე­ბავთ, ზრდას­რუ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა­ში ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­გუ­ლის­ხმობს. რად­გა­ნაც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და უნი­კა­ლუ­რია, არტ-თე­რა­პი­აყ­ვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნი და ეფექ­ტუ­რი ტექ­ნი­კაა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ბავ­შვებ­თან. ვი­ღა­ცას ცეკ­ვა უყ­ვარს, ვი­ღა­ცას - მუ­სი­კა, ვი­ღა­ცას ხატ­ვა უფრო ეხერ­ხე­ბა, ზოგს, მა­გა­ლი­თად, ქვი­შას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სი­ა­მოვ­ნებს, ზო­გის­თვის კი, ძერ­წვაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი... არტ-თე­რა­პი­ის ტექ­ნი­კე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ყვე­ლას, თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­მო­უ­ძებ­ნო.

-კონ­კრე­ტუ­ლად, რაში გვეხ­მა­რე­ბა არტ-თე­რა­პია და გვაძ­ლევს თუ არა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ბავ­შვი პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე სწო­რად გან­ვა­ვი­თა­როთ?

-გან­ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ ერთი სა­კი­თხია. მე­ო­რე მხრივ, როცა ბავ­შვი ასეთ მა­სა­ლებ­თან მი­დის, მას­სიმ­შვი­დე და და­ცუ­ლო­ბის გან­ცდა აქვს. სხვა გა­რე­მო­და სი­ტუ­ა­ცია, სა­დაც მან გარ­კვე­უ­ლი და­ვა­ლე­ბა უნდა შე­ას­რუ­ლოს, და­ძა­ბუ­ლო­ბას უქ­მნის. არტ-თე­რა­პია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია, სა­დაც ბავ­შვს სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს, ამი­ტომ ის ლაღი და გახ­სნი­ლია. აქ არ არ­სე­ბობს ჩარ­ჩო და მი­თი­თე­ბე­ბი. ბავ­შვი აკე­თებს იმას, რაც თა­ვად სურს. თა­ვი­სუფ­ლე­ბის ასე­თი ხა­რის­ხი მას თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას მა­ტებს. ამი­ტო­მაა ეს ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც რა­ი­მეს სთხოვ­დით, ბავ­შვი გე­ტყო­დათ, რომ მას ეს არ შე­უძ­ლია ან მან ეს არ იცის. არტ-თე­რა­პი­ა­ში კი ამის­გან და­ზღვე­უ­ლი ხართ.

გა­ი­გეთ მეტი:https://forms.gle/mpR8yMJLj3PGc1yQA

-თქვე­ნი შე­ფა­სე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა არტ-თე­რა­პი­ის სკო­ლებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა და რა ასა­კი­დან შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვთან ამ მე­თო­დით მუ­შა­ო­ბა?

-არტ-თე­რა­პი­ის ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბა არა მხო­ლოდ სკო­ლებ­ში, არა­მედ სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც სა­სურ­ვე­ლია. ბავ­შვთან ამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტექ­ნი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა 3 წლი­დან უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია. არტ-თე­რა­პია ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია სას­კო­ლო ასაკ­შიც. მისი მეშ­ვე­ო­ბით, ძა­ლი­ან კარ­გად ამუ­შა­ვებ იმ ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრე­სებ­სა და ში­შებს, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს აწუ­ხებს. ასე­ვე მარ­ტი­ვა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამო­იც­ნო, აქვს თუ არა ბავ­შვს გარ­კვე­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი ბა­ზი­სურ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებ­ში, რად­გა­ნაც არტ-თე­რა­პი­ი­სას მისი ტკი­ვი­ლე­ბი და ში­შე­ბი ზე­და­პირ­ზე ამო­დის. მას შემ­დეგ, რაც სპე­ცი­ა­ლის­ტი ამ პრობ­ლე­მურ მხა­რე­ებს და­ა­მუ­შა­ვებს, ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა ჰარ­მო­ნი­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის შე­დე­გად, თა­ვად ბავ­შვსაც შე­უძ­ლია, სხვაგ­ვა­რად შე­ხე­დოს პრობ­ლე­მებს, დაძ­ლი­ოს ტკი­ვი­ლე­ბი და შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე გა­ნაგ­რძოს გან­ვი­თა­რე­ბა.

ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რი მე­თო­დია სენ­სო­რუ­ლი დარ­ღვე­ვის მქო­ნე ბავ­შვებ­თან. სწო­რედ არტ-თე­რა­პია გვეხ­მა­რე­ბა, გა­რე­დან მო­მა­ვა­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სიგ­ნა­ლი და ინ­ფორ­მა­ცია მან სწო­რად აღიქ­ვას, გა­და­ა­მუ­შა­ოს და ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი გას­ცეს. ასე რომ, იმ ქცე­ვი­თი დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ბავ­შვებ­თან ძა­ლი­ან ხში­რად ვხვდე­ბით, არტ-თე­რა­პია ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო ტექ­ნი­კაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

არტ-თერაპია - ბავშვის აღზრდაში დაშვებული შეცდომების კორექტირების შესაძლებლობა

არტ-თერაპია - ბავშვის აღზრდაში დაშვებული შეცდომების კორექტირების შესაძლებლობა

ცნობილი ფაქტია, რომ ზრდასრული ადამიანების ფსიქოლოგიური პრობლემები, უმეტესწილად, სათავეს მისი ბავშვობიდან იღებს. ბავშვობაში მიღებული ტრავმები ან სწორად აღზრდის პროცესში მიღწეული წარმატებები მნიშვნელოვნადგანაპირობებს ჩვენს პიროვნებად ჩამოყალიბებას...ისეთებად, როგორიც დღეს ვართ, ბავშვობიდან მრავალი წლის შემდეგ. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ჩვენი შვილები სწორი ფსიქოლოგიური მეთოდებით აღვზარდოთ და გავაცნობიეროთ, რომ ამით ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი შვილების აწმყოს, არამედ, გარკვეულწილად, მათ მომავალსაც ვქმნით.

მიუხედავად ამისა, მშობლები ყოველთვის ვუშვებთ შეცდომებს, რომლებიც განსხვავებული სიმძაფრით აისახება ხოლმე ჩვენს შვილებზე. საბედნიეროდ, ფსიქოლოგია და მეცნიერება ჩვენ მიერ ჩვენი შვილების აღზრდაში დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალებას გვაძლევს. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი არტ-თერაპიაა, ფსქიოლოგიური ტექნიკა, რომლის გამოყენებითაც მუშაობენ ბავშვებთან „თიკოს სახლში“, ფსიქოლოგიური განვითარების ცენტრში.

თიკო ზენაიშვილი - ფსიქოლოგი, „თიკოს სახლის“ დამფუძნებელი - არტ-თერაპია ბავშვებთან ან, გნებავთ, ზრდასრულებთან მუშაობაში ხელოვნების დარგების გამოყენებასგულისხმობს. რადგანაც ყველა ადამიანი ინდივიდუალური და უნიკალურია, არტ-თერაპიაყველაზე შედეგიანი და ეფექტური ტექნიკაა, განსაკუთრებით კი, ბავშვებთან. ვიღაცას ცეკვა უყვარს, ვიღაცას - მუსიკა, ვიღაცას ხატვა უფრო ეხერხება, ზოგს, მაგალითად, ქვიშასთან ურთიერთობა სიამოვნებს, ზოგისთვის კი, ძერწვაა მნიშვნელოვანი... არტ-თერაპიის ტექნიკების მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას, ყველას, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი მიმართულება გამოუძებნო.

-კონკრეტულად, რაში გვეხმარება არტ-თერაპია და გვაძლევს თუ არა საშუალებას, რომ ბავშვი პატარა ასაკიდანვე სწორად განვავითაროთ?

-განვითარება მხოლოდ ერთი საკითხია. მეორე მხრივ, როცა ბავშვი ასეთ მასალებთან მიდის, მასსიმშვიდე და დაცულობის განცდა აქვს. სხვა გარემოდა სიტუაცია, სადაც მან გარკვეული დავალება უნდა შეასრულოს, დაძაბულობას უქმნის. არტ-თერაპია შემოქმედებითი პროცესია, სადაც ბავშვს სრული თავისუფლება აქვს, ამიტომ ის ლაღი და გახსნილია. აქ არ არსებობს ჩარჩო და მითითებები. ბავშვი აკეთებს იმას, რაც თავად სურს. თავისუფლების ასეთი ხარისხი მას თავდაჯერებულობას მატებს. ამიტომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი. სხვა შემთხვევაში, როდესაც რაიმეს სთხოვდით, ბავშვი გეტყოდათ, რომ მას ეს არ შეუძლია ან მან ეს არ იცის. არტ-თერაპიაში კი ამისგან დაზღვეული ხართ.

გაიგეთ მეტი:https://forms.gle/mpR8yMJLj3PGc1yQA

-თქვენი შეფასებით, შესაძლებელია თუ არა არტ-თერაპიის სკოლებში გამოყენება და რა ასაკიდან შეიძლება ბავშვთან ამ მეთოდით მუშაობა?

-არტ-თერაპიის ფართოდ გამოყენება არა მხოლოდ სკოლებში, არამედ სკოლამდელ დაწესებულებებშიც სასურველია. ბავშვთან ამ ფსიქოლოგიური ტექნიკების გამოყენება 3 წლიდან უკვე შესაძლებელია. არტ-თერაპია ძალიან ეფექტურია სასკოლო ასაკშიც. მისი მეშვეობით, ძალიან კარგად ამუშავებ იმ ფსიქოლოგიურ სტრესებსა და შიშებს, რომლებიც ბავშვებს აწუხებს. ასევე მარტივადაა შესაძლებელი ამოიცნო, აქვს თუ არა ბავშვს გარკვეული დარღვევები ბაზისურ მოთხოვნილებებში, რადგანაც არტ-თერაპიისას მისი ტკივილები და შიშები ზედაპირზე ამოდის. მას შემდეგ, რაც სპეციალისტი ამ პრობლემურ მხარეებს დაამუშავებს, ბავშვის განვითარება ჰარმონიულად მიმდინარეობს. ამის შედეგად, თავად ბავშვსაც შეუძლია, სხვაგვარად შეხედოს პრობლემებს, დაძლიოს ტკივილები და შეფერხების გარეშე განაგრძოს განვითარება.

ეს განსაკუთრებით ეფექტური მეთოდია სენსორული დარღვევის მქონე ბავშვებთან. სწორედ არტ-თერაპია გვეხმარება, გარედან მომავალი ნებისმიერი სიგნალი და ინფორმაცია მან სწორად აღიქვას, გადაამუშაოს და ადეკვატური პასუხი გასცეს. ასე რომ, იმ ქცევითი დარღვევების გამოსწორებისთვის, რომლებსაც ბავშვებთან ძალიან ხშირად ვხვდებით, არტ-თერაპია ყველაზე საჭირო ტექნიკაა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/-HV57b_m-74" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>