მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაქცინირებულ ვიზიტორებს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლისას არ ვთხოვთ 72 საათიან PCR ტესტს - ახალი შტამებისთვის ფართოდ გვაქვს საზღვარი გახსნილი" - რას წერს ექიმი
"ვაქცინირებულ ვიზიტორებს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლისას არ ვთხოვთ 72 საათიან PCR ტესტს - ახალი შტამებისთვის ფართოდ გვაქვს საზღვარი გახსნილი" - რას წერს ექიმი

"ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ვი­ზი­ტო­რებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლი­სას არ ვთხოვთ 72 სა­ა­თი­ან PCR ტესტს - ახა­ლი შტა­მე­ბის­თვის ფარ­თოდ გვაქვს სა­ზღვა­რი გახ­სნი­ლი", ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ექი­მი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი გი­ორ­გი კავ­კა­სი­ძე წერს და, პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის პრაქ­ტი­კას გვი­ზი­ა­რებს.

"ამ ზა­ფხულს რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში ვი­მოგ­ზა­უ­რე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სრუ­ლად (ორი დო­ზით) აც­რი­ლი ვი­ყა­ვი ფა­ი­ზერ-ბი­ონ­ტე­კის ვაქ­ცი­ნით, სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­სას ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ მომ­თხო­ვა 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი PCR კვლე­ვის შე­დე­გის სერ­ტი­ფი­კა­ტი. უფრო მეტი - ფრე­ნამ­დე 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა შე­მევ­სო და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის­თვის გა­მეგ­ზავ­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მა, სა­დაც სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ერ­თად უნდა მი­მე­თი­თე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის გზა (სა­ჰა­ე­რო, სახ­მე­ლე­თიო თუ სა­ზღვაო), სა­ჰა­ე­როს შემ­თხვე­ვა­ში შეს­ვლის დრო და რე­ი­სის ნო­მე­რი, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სტა­ტუ­სი, მი­სა­მარ­თი, სა­დაც ვი­ცხოვ­რებ­დი და სა­კონ­ტაქ­ტო ტელ ნო­მე­რი.

ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა არ "სცნო" ჩემი ვაქ­ცი­ნა­ცია, რად­გან არ ვი­ყა­ვი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი არც ევ­რო­კავ­ში­რის ქვე­ყა­ნა­ში და არც აშშ-ში. ამი­ტომ 2 PCR ტეს­ტის გა­კე­თე­ბა (ჩას­ვლი­დან მე-2 და მე-8 დღეს) და 10-დღი­ან იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნა მო­მიხ­და.

ნორ­მა­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბი ზრუ­ნა­ვენ თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე. იცი­ან, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლიც კი შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცირ­დეს და კო­ვიდ-19 გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი იყოს. ამი­ტომ ყვე­ლას­გან ითხო­ვენ PCR ტესტს, მკაც­რი კონ­ტრო­ლი აქვთ და­წე­სე­ბუ­ლი ვი­ზი­ტო­რებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო რა­ტომ­ღაც არ იზი­ა­რებს მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კა­ას და "არ სჯე­რავს", რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცირ­დეს და/ან შე­მო­ი­ტა­ნოს ახა­ლი ვა­რი­ან­ტი/შტა­მი. ამი­ტომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ვი­ზი­ტო­რებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლი­სას არ ვთხოვთ 72 სა­ა­თი­ან PCR ტესტს. ამას ემა­ტე­ბა შე­მო­სუ­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, რა­საც ხში­რად თვი­თონ ტუ­რის­ტე­ბი ყვე­ბი­ან (თურ­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი "პრე­ის­კუ­რან­ტიც" არ­სე­ბობს). მოკ­ლედ - ახა­ლი შტა­მე­ბის­თვის ფარ­თოდ გვაქვს სა­ზღვა­რი გახ­სნი­ლი".

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
0

რა pcr ტესტზეა ლაპარაკი ხალხი არც 3 დღიან იზოლაციას გადის და პირდაპირ სამსახურში გადის

ელენე
0

იქნებ ჯერ დააზუსტოთ და მერე ილაპარაკოთ. ყველა ვიზიტორს, მათ შორის ვაქცინირებულსაც საქართველოს საზღვარზე მოეთხოვება PCR ტესტი. უცხოელებს კიდევ განმეორებითი ტესტიც მესამე დღეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

"ვაქცინირებულ ვიზიტორებს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლისას არ ვთხოვთ 72 საათიან PCR ტესტს - ახალი შტამებისთვის ფართოდ გვაქვს საზღვარი გახსნილი" - რას წერს ექიმი

"ვაქცინირებულ ვიზიტორებს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლისას არ ვთხოვთ 72 საათიან PCR ტესტს - ახალი შტამებისთვის ფართოდ გვაქვს საზღვარი გახსნილი" - რას წერს ექიმი

"ვაქცინირებულ ვიზიტორებს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლისას არ ვთხოვთ 72 საათიან PCR ტესტს - ახალი შტამებისთვის ფართოდ გვაქვს საზღვარი გახსნილი", ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კავკასიძე წერს და, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას გვიზიარებს.

"ამ ზაფხულს რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ვიმოგზაურე. მიუხედავად იმისა, რომ სრულად (ორი დოზით) აცრილი ვიყავი ფაიზერ-ბიონტეკის ვაქცინით, საზღვრის გადაკვეთისას ყველა ქვეყანამ მომთხოვა 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის შედეგის სერტიფიკატი. უფრო მეტი - ფრენამდე 72 საათის განმავლობაში უნდა შემევსო და დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის გამეგზავნა სპეციალური ფორმა, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა მიმეთითებინა ქვეყანაში შესვლის გზა (საჰაერო, სახმელეთიო თუ საზღვაო), საჰაეროს შემთხვევაში შესვლის დრო და რეისის ნომერი, ვაქცინაციის სტატუსი, მისამართი, სადაც ვიცხოვრებდი და საკონტაქტო ტელ ნომერი.

ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, დიდმა ბრიტანეთმა არ "სცნო" ჩემი ვაქცინაცია, რადგან არ ვიყავი ვაქცინირებული არც ევროკავშირის ქვეყანაში და არც აშშ-ში. ამიტომ 2 PCR ტესტის გაკეთება (ჩასვლიდან მე-2 და მე-8 დღეს) და 10-დღიან იზოლაციაში ყოფნა მომიხდა.

ნორმალური ქვეყნები ზრუნავენ თავის მოქალაქეებზე. იციან, რომ ვაქცინირებულიც კი შეიძლება დაინფიცირდეს და კოვიდ-19 გამავრცელებელი იყოს. ამიტომ ყველასგან ითხოვენ PCR ტესტს, მკაცრი კონტროლი აქვთ დაწესებული ვიზიტორებზე.

საქართველო რატომღაც არ იზიარებს მსოფლიო პრაქტიკაას და "არ სჯერავს", რომ ვაქცინირებული შეიძლება დაინფიცირდეს და/ან შემოიტანოს ახალი ვარიანტი/შტამი. ამიტომ ვაქცინირებულ ვიზიტორებს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლისას არ ვთხოვთ 72 საათიან PCR ტესტს. ამას ემატება შემოსული ვიზიტორების გაყალბებული ვაქცინაციის სერტიფიკატები, რასაც ხშირად თვითონ ტურისტები ყვებიან (თურმე სპეციალური "პრეისკურანტიც" არსებობს). მოკლედ - ახალი შტამებისთვის ფართოდ გვაქვს საზღვარი გახსნილი".