სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება

22

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 05:59-ზე, მთვარე მშვილდოსანშია ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.
საზოგადოება
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბაგრატიონისა და ირინა ბეგაშვილის ევროპული ვოიაჟი - ვის შეხვდნენ და რა ფოტოებს აქვეყნებენ სამეფო ოჯახის წევრები წვეულებებიდან
დავით ბაგრატიონისა და ირინა ბეგაშვილის ევროპული ვოიაჟი - ვის შეხვდნენ და რა ფოტოებს აქვეყნებენ სამეფო ოჯახის წევრები წვეულებებიდან

და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი და ირი­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბენ და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს ეს­წრე­ბი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო კა­რის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ვკი­თხუ­ლობთ, რომ 10 სექ­ტემ­ბერს წყვი­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი იო­ა­ნი­კი­ეს ინ­ტრო­ნი­ზა­ცას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი სტუმ­რე­ბი­სათ­ვის გა­მარ­თულ სა­დღე­სას­წა­უ­ლო სა­დი­ლი და­ეს­წრნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიწ­ვე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ უწ­მი­დე­სი მთა­ვა­რეს­პის­კო­პო­სი პე­ჩი­სა, მიტ­რო­პო­ლი­ტი ბელგრა­დი­სა და კარ­ლო­ვა­ცი­სა და პატ­რი­არ­ქი სრუ­ლი­ად სერ­ბე­თი­სა პორ­ფი­რე,სერ­ბე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხი და სხვა სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი.

და­ვი­თი და ირი­ნა ცოტა ხნის წინ სერ­ბე­თის პატ­რი­არ­ქის სა­ზე­ი­მო დახ­ვედ­რას და­ეს­წრნენ. სა­დღე­სას­წა­უ­ლი სა­დი­ლი მონ­ტე­ნეგ­რო­ში ცნო­ბილ “პლან­ტა­ჟეს” ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში გა­ი­მარ­თა.

"ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის ამ ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნა­ზე დას­წრე­ბა არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა ტე­ლე­არ­ხმა გა­ა­შუ­ქა..." - ვკი­თხუ­ლობთ სა­მე­ფო კა­რის გვერ­დზე, სა­დაც და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­უ­რი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი და­ვი­თად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მის მე­უღ­ლეს კი პრინ­ცე­სა ირი­ნად.

და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა მე­ო­რე მე­უღ­ლე ირი­ნა ბე­გაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას 2021 წლის იან­ვარ­ში ახა­ლი წლის მი­სა­ლო­ცად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­თი გა­აც­ნო. რე­ა­ლუ­რად კი წყვი­ლის ის­ტო­რია წლებს ით­ვლის. ირი­ნა ბე­გაშ­ვილ­მა და და­ვით­მა ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ გა­იც­ნეს. მა­შინ და­ვი­თი ჯერ კი­დევ არ იყო ანა ბაგ­რა­ტი­ონ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­თან კი და­შო­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ.

და­ვი­თი­სა და ირი­ნას ის­ტო­რია დიდ­ხანს გაგ­რძელ­და და წყვი­ლი სწო­რედ მა­შინ და­შორ­და ერ­თმა­ნეთს, რო­დე­საც პრინცმა ანა ბაგ­რა­ტი­ონ­ზე იქორ­წი­ნა.ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ ანას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე ირი­ნამ და და­ვით­მა ურ­თი­ერ­თო­ბა აღად­გი­ნეს და უკვე წლე­ბია რაც მცხე­თა­ში და­ვი­თის აგა­რაკ­ზე ცხოვ­რო­ბენ. ირი­ნა ბე­გაშ­ვი­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე ერთ-ერთ ბან­კში პი­რად ბან­კი­რად მუ­შა­ობ­და. რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, ირი­ნამ თა­ვის დრო­ზე და­ვით­თან გან­შო­რე­ბა ძა­ლი­ან მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა.

ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო სახ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ლი სკან­და­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით გახ­და. ანა ბაგ­რა­ტი­ონ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბი­სა და გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქარ­თვე­ლი პრინ­ცი მო­დელ და ტე­ლე­წამ­ყვან შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­ზეც იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და რო­გორც ტე­ლე­წამ­ყვან­მა არა­ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, და­ვი­თი მას სას­ტი­კად ექ­ცე­ო­და და სწო­რედ ანას გამო მი­ა­ტო­ვა.ანას და და­ვითს სა­ერ­თო შვი­ლი გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ო­ნი ჰყავთ, რო­მე­ლიც მა­მას­თან ერ­თად ხში­რად ჩნდე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო კარი მას მო­მა­ვალ მე­ფედ მო­იხ­სე­ნი­ებს.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
1

ვის დაჰკარგვიან.. ბავშვს ტვინს ნუ ულაყებთ ამ სისულელეებით

Kosta
1

რას დაერია ამ ბეგაშვილებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

დავით ბაგრატიონისა და ირინა ბეგაშვილის ევროპული ვოიაჟი - ვის შეხვდნენ და რა ფოტოებს აქვეყნებენ სამეფო ოჯახის წევრები წვეულებებიდან

დავით ბაგრატიონისა და ირინა ბეგაშვილის ევროპული ვოიაჟი - ვის შეხვდნენ და რა ფოტოებს აქვეყნებენ სამეფო ოჯახის წევრები წვეულებებიდან

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ირინა ბეგაშვილი ევროპაში მოგზაურობენ და სხვადასხვა ღონისძიებებს ესწრებიან. საქართველოს სამეფო კარის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ 10 სექტემბერს წყვილი მიტროპოლიტი იოანიკიეს ინტრონიზაცასთან დაკავშირებით გამორჩეული სტუმრებისათვის გამართულ სადღესასწაულო სადილი დაესწრნენ. ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ უწმიდესი მთავარესპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრადისა და კარლოვაცისა და პატრიარქი სრულიად სერბეთისა პორფირე,სერბეთის სამეფო ოჯახი და სხვა საპატიო სტუმრები.

დავითი და ირინა ცოტა ხნის წინ სერბეთის პატრიარქის საზეიმო დახვედრას დაესწრნენ. სადღესასწაული სადილი მონტენეგროში ცნობილ “პლანტაჟეს” ღვინის ქარხანაში გაიმართა.

"ბატონიშვილის ამ ისტორიულ მოვლენაზე დასწრება არაერთმა ცნობილმა ტელეარხმა გააშუქა..." - ვკითხულობთ სამეფო კარის გვერდზე, სადაც დავით ბაგრატიონ მუხრანელს საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ბატონიშვილი დავითად მოიხსენიებენ. მის მეუღლეს კი პრინცესა ირინად.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მეორე მეუღლე ირინა ბეგაშვილი საზოგადოებას 2021 წლის იანვარში ახალი წლის მისალოცად გამოქვეყნებული ფოტოთი გააცნო. რეალურად კი წყვილის ისტორია წლებს ითვლის. ირინა ბეგაშვილმა და დავითმა ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს. მაშინ დავითი ჯერ კიდევ არ იყო ანა ბაგრატიონზე დაქორწინებული, შორენა ბეგაშვილთან კი დაშორებული გახლდათ.

დავითისა და ირინას ისტორია დიდხანს გაგრძელდა და წყვილი სწორედ მაშინ დაშორდა ერთმანეთს, როდესაც პრინცმა ანა ბაგრატიონზე იქორწინა.ოჯახის ახლობელი გვიყვება, რომ ანასთან განქორწინებიდან ძალიან მალე ირინამ და დავითმა ურთიერთობა აღადგინეს და უკვე წლებია რაც მცხეთაში დავითის აგარაკზე ცხოვრობენ. ირინა ბეგაშვილი წლების მანძილზე ერთ-ერთ ბანკში პირად ბანკირად მუშაობდა. როგორც ოჯახის ახლობელი გვიყვება, ირინამ თავის დროზე დავითთან განშორება ძალიან მძიმედ გადაიტანა.

ქართული სამეფო სახლის წარმომადგენელი საზოგადოებაში ცნობილი სკანდალური ცხოვრებით გახდა. ანა ბაგრატიონზე დაქორწინებისა და განშორების შემდეგ, მალე ცნობილი გახდა, რომ ქართველი პრინცი მოდელ და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილზეც იყო შეყვარებული და როგორც ტელეწამყვანმა არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, დავითი მას სასტიკად ექცეოდა და სწორედ ანას გამო მიატოვა.ანას და დავითს საერთო შვილი გიორგი ბაგრატიონი ჰყავთ, რომელიც მამასთან ერთად ხშირად ჩნდება და საქართველოს სამეფო კარი მას მომავალ მეფედ მოიხსენიებს.