სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაშველებმა მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული მამა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს
მაშველებმა მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული მამა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

მაშ­ვე­ლებ­მა 11-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ მწვერ­ვალ უშ­ბა­ზე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი აპ­ლი­ნის­ტი მამა-შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც მათ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, უა­მინ­დო­ბის და რთუ­ლი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის გამო, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში შსს-ს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვეტმფრე­ნიც იყო ჩარ­თუ­ლი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ "112“-ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა მეს­ტი­ა­ში, მწვერ­ვალ უშ­ბა­ზე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი უცხო­ე­თის ორი მო­ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ. ინი­ცი­ა­ტო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთამ­სვლე­ლებ­თან ვერ ხერ­ხდე­ბო­და და­კავ­ში­რე­ბა, უც­ნო­ბი იყო მათი მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­ჭი­რო იყო სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა.

შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა და და­ი­წყო აქ­ტი­უ­რი სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. უა­მინ­დო­ბის და რთუ­ლი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის გამო, მაშ­ვე­ლებს მწვერ­ვალ­ზე ქვე­ი­თად გა­და­ად­გი­ლე­ბა უწევ­დათ. სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში შსს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნიც ჩა­ერ­თო.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მაშ­ვე­ლებ­მა, სა­ძი­ე­ბო ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, მწვერ­ვალ უშ­ბა­ზე ორი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ცხედ­რე­ბი გად­მოს­ვე­ნე­ბუ­ლია მეს­ტი­ა­ში და ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი”, - ნათ­ქვა­მია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დიმა
0

როცა მთამსვლელები მწვერვალზე ადიან კავშირის საშუალება თუ აქვთ რომ გაჭირვებაში დარეკონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

მაშველებმა მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული მამა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული მამა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა 11-დღიანი ძებნის შემდეგ მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული აპლინისტი მამა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, სამძებრო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენიც იყო ჩართული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112“-ში შემოვიდა შეტყობინება მესტიაში, მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული უცხოეთის ორი მოქალაქის შესახებ. ინიციატორის ინფორმაციით, მთამსვლელებთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, უცნობი იყო მათი მდგომარეობა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საძიებო ოპერაციის ფარგლებში, მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედრები გადმოსვენებულია მესტიაში და ტარდება შესაბამისი პროცედურები”, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.