საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"13 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ძალები შეიჭრნენ საქართველოში, დახოცეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ახლაც კი, ოკუპირებული აქვთ მათი ტერიტორიის 20%..." - აშშ და ევროპარლამენტარები ომის წლისთავზე
"13 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ძალები შეიჭრნენ საქართველოში, დახოცეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ახლაც კი, ოკუპირებული აქვთ მათი ტერიტორიის 20%..." - აშშ და ევროპარლამენტარები ომის წლისთავზე

ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ მტკი­ცე ერ­თგუ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში და მზად ვართ წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ან მოგ­ვა­რე­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის 13 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ავ­რცე­ლეს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, რთუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით შექ­მნი­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან პა­ნევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის ნა­წი­ლი და მათ თა­ვი­სუფ­ლად და უმ­რავ­ლე­სო­ბით აირ­ჩი­ეს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა.

„სამ­წუ­ხა­როდ, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის / სამ­ხრეთ ოსე­თის მცხოვ­რებ­ლებს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, არ შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და არც სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა, რა­საც ხელს უწყობს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა, რად­გან ისი­ნი კვლავ გა­ნიც­დი­ან რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის­გან გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილს. მათ ტკი­ვილს კი­დევ უფრო ამ­წვა­ვებს კო­ვიდ-19- ის პან­დე­მია. ვა­ფა­სებთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დი­ა­ლო­გის­თვის მზად­ყოფ­ნას, რაც ილუსტრი­რე­ბუ­ლია ამ­ბი­ცი­უ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით "ნა­ბი­ჯი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­კენ", რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ვაჭ­რო­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მო­ბი­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­ზღვრო ხა­ზის ორი­ვე მხა­რეს. მი­ვე­სალ­მე­ბით სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ას, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან შექ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რატ­მა, დე­ო­კუ­პა­ცი­ი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ მტკი­ცე ერ­თგუ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ მის სა­ერ­თა­შო­რი­სოს აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში და ჩვენ მზად ვართ წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ან მოგ­ვა­რე­ბა­ში, მათ შო­რის ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის სრუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბით და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ზი­სის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ძა­ლის­ხმე­ვით.

მო­ვუ­წო­დებთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. გარ­და ამი­სა, მო­ვუ­წო­დებთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, რო­გორც აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის / სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო კონ­ტრო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ქვე­ყა­ნას (რო­გორც ეს ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ 2021 წლის 21 იან­ვრის გან­ჩი­ნე­ბა­ში), მის­ცეს ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი წვდო­მა ორი­ვე ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში, შე­ა­ჩე­როს გამძვინ­ვა­რე­ბუ­ლი „ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის“ პრო­ცე­სი, და­ას­რუ­ლოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სის­ტე­მუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ჩა­დე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბი, და­უშ­ვან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის უსაფრ­თხოდ და ღირ­სე­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბა წი­ნა­პარ­თა მი­წა­ზე“, - აცხა­დე­ბენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი.

გან­ცხა­დე­ბას ხელს აწე­რენ: ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე დე­ვიდ მა­კა­ლის­ტე­რი, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ლე­გა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დი და სა­ქარ­თვე­ლო­ზე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მუდ­მი­ვი მომხსე­ნე­ბე­ლი სვენ მიქ­სე­რი.

მო­ვუ­წო­დებთ რუ­სე­თის მთავ­რო­ბას, შე­ას­რუ­ლოს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა. სო­ლი­და­რუ­ლი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით დღეს, რო­დე­საც ისი­ნი კვლავ გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რი ნედ პრა­ი­სი ვი­დეო მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს, რო­მე­ლიც რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომის 13 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ავ­რცე­ლა.

„13 წლის წინ ამ დღეს რუ­სე­თის ძა­ლე­ბი შე­იჭრ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ხო­ცეს ასო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი აი­ძუ­ლეს, სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. ახ­ლაც კი, რუ­სე­თის ძა­ლებს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 20%. რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ას ტრა­გი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი სა­ფა­სუ­რი მოჰ­ყვა, გან­სა­კუთ­რე­ბით „კო­ვიდ-19“-ის პან­დე­მი­ის დროს,“ - აცხა­დებს ნედ პრა­ი­სი.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლო ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე წვდო­მის გა­მუდ­მე­ბით შე­ზღუდ­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის ფა­სად დაჯ­და და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა შე­ჩერ­დეს.

„მო­ვუ­წო­დებთ რუ­სე­თის მთავ­რო­ბას, შე­ას­რუ­ლოს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა. სო­ლი­და­რუ­ლი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით დღეს, რო­დე­საც ისი­ნი კვლავ გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან," - გა­ნა­ცხა­და ნედ პრა­ის­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
0

სანამ რუსეთი დასუსტებული იყო (90-იანებში), მაშინ რომ დაგვხმარებოდით უფრო სერიოზულად, ახლა ეს პრობლემები არ იქნებოდა. ნახევრად გიჟები რომ არ მოგეყვანათ ხელისუფლებაში, არც მაშინ იქნებოდა პრობლემები. ხომ გაიყავით მსოფლიო და ახლა იშფოთეთ და ითვალთმაქცეთ!

სუს
1

Თქვენი განცხადებები და ᲨეᲨფოᲗება არავის აინტერესებს...საქმე უნდა გააკეᲗოᲗ Თუ საქარᲗველოს მხარეზე ხარᲗ...მაგრამ მარტო პრაიდის აქციები გაინტერესებᲗ..

დაგვანებეᲗ Თავი უაზრო სიტყვების ბრახაბრუხიᲗ....საქმე გააკეᲗეᲗ საქმე

ავტორი:

"13 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ძალები შეიჭრნენ საქართველოში, დახოცეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ახლაც კი, ოკუპირებული აქვთ მათი ტერიტორიის 20%..." - აშშ და ევროპარლამენტარები ომის წლისთავზე

"13 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ძალები შეიჭრნენ საქართველოში, დახოცეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ახლაც კი, ოკუპირებული აქვთ მათი ტერიტორიის 20%..." - აშშ და ევროპარლამენტარები ომის წლისთავზე

ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მზად ვართ წვლილი შევიტანოთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელეს.

განცხადების თანახმად, რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები არიან პანევროპული ოჯახის ნაწილი და მათ თავისუფლად და უმრავლესობით აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა.

„სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, არ შეუძლიათ თავიანთი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების გამოყენება და არც სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით სარგებლობა, რასაც ხელს უწყობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რადგან ისინი კვლავ განიცდიან რუსული ოკუპაციისგან გამოწვეულ ტკივილს. მათ ტკივილს კიდევ უფრო ამწვავებს კოვიდ-19- ის პანდემია. ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების დიალოგისთვის მზადყოფნას, რაც ილუსტრირებულია ამბიციური ინიციატივით "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც მიზნად ისახავს ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობას მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს. მივესალმებით სამთავრობო კომისიას, რომელიც ახლახან შექმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატმა, დეოკუპაციისა და მშვიდობიანი კონფლიქტების მოგვარების ქართული სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოს აღიარებულ საზღვრებში და ჩვენ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრული განხორციელებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობით და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევით.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეასრულოს თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად. გარდა ამისა, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას (როგორც ეს ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაში), მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუფერხებელი წვდომა ორივე ოკუპირებულ რეგიონში, შეაჩეროს გამძვინვარებული „ბორდერიზაციის“ პროცესი, დაასრულოს ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები, განსაკუთრებით ეთნიკური ნიშნით ჩადენილი დარღვევები, დაუშვან იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება წინაპართა მიწაზე“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.

განცხადებას ხელს აწერენ: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი სვენ მიქსერი.

მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სოლიდარული ვართ საქართველოს მოსახლეობის მიმართ და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი კვლავ გაერთიანდებიან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.

„13 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ძალები შეიჭრნენ საქართველოში, დახოცეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ათასობით ადამიანი აიძულეს, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. ახლაც კი, რუსეთის ძალებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%. რუსეთის ოკუპაციას ტრაგიკული ადამიანური საფასური მოჰყვა, განსაკუთრებით „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს,“ - აცხადებს ნედ პრაისი.

მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის გამუდმებით შეზღუდვა ადამიანების სიცოცხლის ფასად დაჯდა და დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.

„მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სოლიდარული ვართ საქართველოს მოსახლეობის მიმართ და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი კვლავ გაერთიანდებიან," - განაცხადა ნედ პრაისმა.