საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდებოდა მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერს რომ გაემარჯვა - მოკავშირეების გეგმა, რომელიც მსოფლიოს სამუდამოდ შეცვლიდა
რა მოხდებოდა მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერს რომ გაემარჯვა - მოკავშირეების გეგმა, რომელიც მსოფლიოს სამუდამოდ შეცვლიდა

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და სის­ხლი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტი იყო, რო­მე­ლიც 1939-45 წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და სა­ერ­თო ჯამ­ში, 60 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო იღებ­და, სა­დაც ქვეყ­ნე­ბი ორ მტრულ ბა­ნა­კად იყ­ვნენ გა­ყო­ფი­ლე­ბი. ომში ერთ მხა­რეს მო­კავ­ში­რე­ებს საფ­რან­გე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და აშშ წარ­მო­ად­გენ­დნენ. მათი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი კი ე.წ. „ღერ­ძის ქვეყ­ნე­ბი“ - ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია, ფა­შის­ტუ­რი იტა­ლია და ია­პო­ნია იყ­ვნენ.

მო­კავ­ში­რე­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბამ ია­პო­ნი­ი­სა და გერ­მა­ნი­ის მსოფ­ლი­ო­ზე გა­ბა­ტო­ნე­ბის გეგ­მა სა­მუ­და­მოდ ჩა­შა­ლა და პლა­ნე­ტას ორი ზე­სა­ხელ­მწი­ფო- აშშ და საბ­ჭო­თა კავ­ში­რი მო­ევ­ლი­ნა.

მაგ­რამ, რა მოხ­დე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი „ღერ­ძის ქვეყ­ნე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბით რომ დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო?

ჰიტ­ლე­რის გეგ­მა

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­სა­წყის­ში ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის ფი­უ­რე­რი, ადოლფ ჰიტ­ლე­რი სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ომში გა­მარ­ჯვე­ბას შეძ­ლებ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე მას უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და გეგ­მა იმის შე­სა­ხებ თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­დაც გერ­მა­ნია ზე­სა­ხელ­მწი­ფო გახ­დე­ბო­და და მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად პლა­ნე­ტას მარ­თავ­და.

ჰიტ­ლე­რი გეგ­მავ­და და­პყრო­ბი­ლი ერე­ბი მკაც­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ ჰყო­ლო­და, რათა არ აჯან­ყე­ბუ­ლიყ­ვნენ. მათი ასი­მი­ლა­ცია "წმინ­და სის­ხლის არე­ი­ლებ­თან" სას­ტი­კად აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

და­პყრო­ბილ ერებს აეკ­რძა­ლე­ბო­დათ: სწავ­ლა, ჯარ­ში სამ­სა­ხუ­რი, მკურ­ნა­ლო­ბა და თე­ატ­რში სი­ა­რუ­ლი. ერ­თა­დერ­თი რის „ნე­ბაც დარ­თო“ ფი­უ­რერ­მა, ეს იყო მუ­სი­კის მოს­მე­ნა, რად­გან მის აზ­რით მუ­სი­კა შრო­მის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის გაზ­რდას უწყობ­და ხელს.

„ჩვე­ნი რკი­ნის პრინ­ცი­პი ამი­ე­რი­დან სა­მუ­და­მოდ ეფუძ­ნე­ბა იმ ფაქტს, რომ არა­ვინ, გარ­და გერ­მა­ნე­ლე­ბი­სა, არ უნდა ატა­როს ია­რა­ღი. ეს არის მთა­ვა­რი . მა­ში­ნაც კი, თუ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ მო­ვუ­წო­დოთ და­მორ­ჩი­ლე­ბულ ხალ­ხებს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვა.“- აცხა­დებ­და ის...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
45

ვერ გაიმარჯვებდა. თუ მაინც მოახერხებდნენ, დიდხანს ვერ გაძლებდა. მთელი მსოფლიო გერმანიის და იაპონიის მონა ვერ გახდებოდა. ნუ ერთი ორი წელი გაქაჩავდნენ მერე დაიწყებოდა აფეთქებები. 

გიორგი
16

ფილიპ დიკის "კაცი მაღალ კოშკში" წაიკითხეთ, მაგ თემაზეა დაწერილი ზუსტად და თავის ჟანრში ეტალონად ითვლება!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

რა მოხდებოდა მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერს რომ გაემარჯვა - მოკავშირეების გეგმა, რომელიც მსოფლიოს სამუდამოდ შეცვლიდა

რა მოხდებოდა მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერს რომ გაემარჯვა - მოკავშირეების გეგმა, რომელიც მსოფლიოს სამუდამოდ შეცვლიდა

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი კონფლიქტი იყო, რომელიც 1939-45 წლებში მიმდინარეობდა და საერთო ჯამში, 60 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა.

საომარ მოქმედებებში მონაწილეობას თითქმის მთელი მსოფლიო იღებდა, სადაც ქვეყნები ორ მტრულ ბანაკად იყვნენ გაყოფილები. ომში ერთ მხარეს მოკავშირეებს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საბჭოთა კავშირი და აშშ წარმოადგენდნენ. მათი მოწინააღმდეგეები კი ე.წ. „ღერძის ქვეყნები“ - ნაცისტური გერმანია, ფაშისტური იტალია და იაპონია იყვნენ.

მოკავშირეების გამარჯვებამ იაპონიისა და გერმანიის მსოფლიოზე გაბატონების გეგმა სამუდამოდ ჩაშალა და პლანეტას ორი ზესახელმწიფო- აშშ და საბჭოთა კავშირი მოევლინა.

მაგრამ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში მეორე მსოფლიო ომი „ღერძის ქვეყნების“ გამარჯვებით რომ დასრულებულიყო?

ჰიტლერის გეგმა

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ნაცისტური გერმანიის ფიურერი, ადოლფ ჰიტლერი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ომში გამარჯვებას შეძლებდა. როგორც ცნობილია, საომარი მოქმედებების დაწყებამდე მას უკვე შემუშავებული ჰქონდა გეგმა იმის შესახებ თუ როგორი იქნებოდა მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სადაც გერმანია ზესახელმწიფო გახდებოდა და მოკავშირეებთან ერთად პლანეტას მართავდა.

ჰიტლერი გეგმავდა დაპყრობილი ერები მკაცრი კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა, რათა არ აჯანყებულიყვნენ. მათი ასიმილაცია "წმინდა სისხლის არეილებთან" სასტიკად აკრძალული იქნებოდა.

დაპყრობილ ერებს აეკრძალებოდათ: სწავლა, ჯარში სამსახური, მკურნალობა და თეატრში სიარული. ერთადერთი რის „ნებაც დართო“ ფიურერმა, ეს იყო მუსიკის მოსმენა, რადგან მის აზრით მუსიკა შრომის ნაყოფიერების გაზრდას უწყობდა ხელს.

„ჩვენი რკინის პრინციპი ამიერიდან სამუდამოდ ეფუძნება იმ ფაქტს, რომ არავინ, გარდა გერმანელებისა, არ უნდა ატაროს იარაღი. ეს არის მთავარი . მაშინაც კი, თუ ეს აუცილებელია, თავი უნდა შევიკავოთ მოვუწოდოთ დამორჩილებულ ხალხებს სამხედრო სამსახურში გაწვევა.“- აცხადებდა ის...წაიკითხეთ სრულად