პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვმართოთ არითმია და როდის არის საჭირო აბლაცია - არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი
როგორ ვმართოთ არითმია და როდის არის საჭირო აბლაცია - არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი

თუ გული არას­ტა­ბი­ლუ­რად გი­ცემთ, ალ­ბათ, დი­აგ­ნო­ზის დას­მა თა­ვა­დაც არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ. ეს არით­მი­აა, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზი საკ­მა­რი­სი არაა და ამ პრობ­ლე­მას მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი არით­მო­ლო­გის ჩა­რე­ვა სჭირ­დე­ბა. არით­მია გუ­ლის რიტ­მის სიხ­ში­რის ან რე­გუ­ლა­რო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა ტი­პის არით­მია, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც გული შე­და­რე­ბით ჩქა­რა ან ნელა ცემს, ან გუ­ლის­ცე­მა არა­რე­გუ­ლა­რუ­ლია. თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში არით­მი­ის მკურ­ნა­ლო­ბა პრობ­ლე­მას აღარ წარ­მო­ად­გენს. თუ წლე­ბის წინ და­ა­ვა­დე­ბას მხო­ლოდ მე­დი­კა­მენ­ტუ­რად მკურ­ნა­ლობ­დნენ, დღეს ინ­ვა­ზი­უ­რი მე­თო­დე­ბიც არ­სე­ბობს. კა­თე­ტე­რუ­ლი აბ­ლა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე 15 წე­ლია კეთ­დე­ბა. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი არით­მო­ლო­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვინც აბ­ლა­ცია ჩა­ა­ტა­რა გი­ორ­გი პა­პი­აშ­ვი­ლია. ის კლი­ნი­კა „ჰელ­სი­კორ­ში“ საქ­მი­ა­ნობს და არით­მი­ით შე­წუ­ხე­ბულ არა­ერთ ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბა რო­გორც მე­დი­კა­მენ­ტუ­რი, ისე ინ­ვა­ზი­უ­რი მე­თო­დე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ გი­ორ­გი პა­პი­აშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვინც აბ­ლა­ცია რენტგე­ნო­დას­ხი­ვე­ბის გა­რე­შე ჩა­ა­ტა­რა. ეს კი მკურ­ნა­ლო­ბის უახ­ლე­სი სტან­დარ­ტია.

არით­მი­ა­სა და აბ­ლა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვებ­ზე კლი­ნი­კა ჰელ­სი­კო­რის, არით­მო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი პა­პი­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს.

რა იწ­ვევს არით­მი­ას?

სხვა­დას­ხვა არით­მი­ას სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი აქვს. არ­სე­ბობს არით­მი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მო­კი­დე­ბუ­ლია სხვა თან­მხლებ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე. მა­გა­ლი­თად, გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა ან შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი არით­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბის გარ­კვე­ულ სა­ფუძ­ველს ქმნის. არის ისე­თი არით­მი­ე­ბიც, რო­მელ­თა მი­ზე­ზი გე­ნე­ტი­კუ­რად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბაა. მე­ო­რე მხრივ, არ­სე­ბობს ისე­თი ტი­პის არით­მი­ე­ბიც, რო­მელ­საც ხელ­შე­სა­ხე­ბი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი არ გა­აჩ­ნია და მათ იდი­ო­პა­თი­უ­რი არით­მი­ე­ბი ჰქვია.

ვინ არი­ან არით­მი­ის რის­კჯ­გუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი?

არით­მია ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს. ეს ერთი რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფის და­ა­ვა­დე­ბა არ არის. ასე­ვე, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ პა­ცი­ენტს თან­ხმლე­ბი სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­დეს. არით­მია არც რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ასა­კის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. თუმ­ცა სხვა­დას­ხვა ასაკს სხვა­დას­ხვა ტი­პის არით­მია უფრო მე­ტად ახა­სი­ა­თებს. მა­გა­ლი­თად, მო­ციმ­ცი­მე არით­მია ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ბავ­შვთა ასაკ­ში და საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ პო­პუ­ლა­ცი­ა­ში. ასე­ვე, შუა ასაკს ზე­მოთ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის პარ­კუ­ჭო­ვა­ნი ტა­ქი­კარ­დი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად, გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფარ­ქტის შემ­დეგ ჩნდე­ბა. არ­სე­ბობს პა­რო­ქ­სიზ­მუ­ლი ტა­ქი­კარ­დე­ბი, რო­მე­ლიც უფრო ახალ­გაზ­რდა და ბავ­შვთა ასაკ­შია და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

რო­გო­რია არით­მი­ის მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბი?

მე­დი­ცი­ნა­ში ყვე­ლაფ­რის სა­ფუძ­ვე­ლი მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბაა. ის არით­მი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­შიც თა­ვის როლს ინარ­ჩუ­ნებს. თუმ­ცა სულ უფრო ვი­თარ­დე­ბა არა­მე­დი­კა­მენ­ტუ­რი, ანუ ინ­ვა­ზი­უ­რი მე­თო­დე­ბი. არით­მი­ის შემ­თხვე­ვა­ში ეს კა­თე­ტე­რუ­ლი აბ­ლა­ცი­აა. აბ­ლა­ცი­ის დროს გულ­ში არ­სე­ბუ­ლი არით­მი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის დათ­რგუნ­ვა ხდე­ბა. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, „დამ­ნა­შა­ვე“ უბანს ვა­ზი­ა­ნებთ. გულ­ში კა­თე­ტე­რე­ბის შეყ­ვა­ნა სხვა­დას­ხვა სის­ხლძარ­ღვი­დან, უმე­ტე­სად, ბარ­ძა­ყის ვე­ნი­დან ხდე­ბა. სწო­რედ ამ კა­თე­ტე­რე­ბით ჯერ ვიკ­ვლევთ არით­მი­ის გა­მომ­წვევ მი­ზეზს და შემ­დეგ აღ­ნიშ­ნულ უბან­ზე კარ­გად კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი, მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბა ხდე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ ამ უბან­მა არით­მი­ის გა­მოწ­ვე­ვის უნა­რი და­კარ­გოს.

დათ­რგუნ­ვა ანუ და­ზი­ა­ნე­ბა ძი­რი­თა­დად ორი გზით ხდე­ბა: რა­დი­ო­სიხ­ში­რუ­ლი ენერ­გი­ით ანუ გა­ცხე­ლე­ბით და კრი­ო­ე­ნერ­გი­ით ანუ მოყინ­ვით. ორი­ვე მე­თო­დი კარ­გად ნა­ცა­დი და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია. „ჰელ­სი­კორ­ში“ აბ­ლა­ცი­ის ორი­ვე მე­თოდს წარ­მა­ტე­ბით ვი­ყე­ნებთ.

აბ­ლა­ცია ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის არით­მი­ა­ზე კეთ­დე­ბა?

აბ­ლა­ცია უფრო ხში­რად ტა­ქი­ა­რით­მი­ე­ბის დროს კეთ­დე­ბა. ეს არის არით­მი­ის ტი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც აჩ­ქა­რე­ბუ­ლი გუ­ლის­ცე­მით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. არით­მი­ის დროს, რო­მე­ლიც შე­ნე­ლე­ბუ­ლი გუ­ლის­ცე­მით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, სხვა ტი­პის ინ­ვა­ზი­უ­რი ჩა­რე­ვა ხდე­ბა.

ტა­ქი­ა­რით­მი­ე­ბის დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აბ­ლა­ცი­ის სირ­თუ­ლე და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რიგ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ერთი წერ­ტი­ლის აბ­ლა­ცია საკ­მა­რი­სია, თუმ­ცა რთუ­ლი, კომ­პლექ­სუ­რი მე­ქა­ნიზ­მის მქო­ნე არით­მი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უფრო ფარ­თო ჩა­რე­ვაა სა­ჭი­რო.

კა­თე­ტე­რუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და უკვე დად­გე­ნილ მი­ზეზ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა ერ­თდრო­უ­ლად ხდე­ბა?

დიახ, რო­გორც წესი ერ­თდრო­უ­ლად ხდე­ბა ხოლ­მე. აბ­ლა­ცი­ამ­დე ჩვენ გარ­კვე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გვაქვს ხოლ­მე. ვი­ცით, რა ტი­პის არით­მი­აა და რა ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვხვდეს გულ­ში. უშუ­ა­ლოდ გულ­ში კა­თე­ტე­რე­ბით შეს­ვლის დროს წი­ნას­წა­რი დი­აგ­ნო­ზის გა­და­მოწ­მე­ბა, და­ზუს­ტე­ბა ხდე­ბა და ვა­კე­თებთ აბ­ლა­ცი­ა­საც.

რა დრო სჭირ­დე­ბა აბ­ლა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას?

ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია არით­მი­ის სირ­თუ­ლე­ზე. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია. თუმ­ცა რთუ­ლი არით­მი­ის დროს, რო­დე­საც ერ­თზე მეტ წერ­ტილ­ზე გვი­წევს ზე­მოქ­მე­დე­ბა, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია სა­ჭი­რო.

აბ­ლა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბამ­დე მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ დი­აგ­ნო­ზის დას­მის­თა­ნა­ვე შე­იძ­ლე­ბა აბ­ლა­ცი­ის გა­კე­თე­ბა?

აბ­ლა­ცია სა­ჭი­როა მათ­თვის, ვი­საც არით­მი­ის სიმპტო­მუ­რი და გან­მე­ო­რე­ბი­თი ეპი­ზო­დე­ბი აწუ­ხებს. აბ­ლა­ცია მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბას­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად ეფექ­ტუ­რია და სხვა­დას­ხვა არით­მი­ის დროს მისი სრუ­ლად გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლია. ამი­ტომ არით­მი­ის ტი­პის მი­ხედ­ვით ზოგ­ჯერ მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბას არ ვნიშ­ნავთ და პირ­და­პირ აბ­ლა­ცი­ას ვა­ტა­რებთ. თუმ­ცა არის ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, სა­დაც მკურ­ნა­ლო­ბა იწყე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბით და შემ­დეგ, მე­ო­რე ეტაპ­ზე ვა­კე­თებთ ინ­ვა­ზი­ურ ჩა­რე­ვას.

აბ­ლა­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი და მუდ­მი­ვია?

ეს პირ­ველ რიგ­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლია არით­მი­ის ტიპ­ზე. ზო­გი­ერ­თი არით­მი­ის შემ­თხვე­ვა­ში მისი სრუ­ლად მო­ცი­ლე­ბა ხდე­ბა აბ­ლა­ცი­ით. ზო­გი­ერ­თი რთუ­ლი და ქრო­ნი­კუ­ლი არით­მი­ის შემ­თხვე­ვა­ში აბ­ლა­ცი­ის მი­ზა­ნი არა სრუ­ლი გან­კურ­ნე­ბა, არა­მედ სიმპტო­მე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა, არით­მი­ის ეპი­ზო­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა და ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა. მა­გა­ლი­თად, ასე­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­ციმ­ცი­მე არით­მია ან გუ­ლის ორ­გა­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის ფონ­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი პარ­კუ­ჭო­ვა­ნი ტა­ქი­ა­რით­მია.

შემ­თხვე­ვა­თა დიდ პრო­ცენ­ტში შე­დე­გი პირ­ვე­ლი­ვე აბ­ლა­ცი­ით მი­იღ­წე­ვა. მაგ­რამ პრაქ­ტი­კა­ში არ­სე­ბობს ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, რო­დე­საც სრულ­ყო­ფი­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად გან­მე­ო­რე­ბი­თი ჩა­რე­ვე­ბიც სა­ჭი­როა.

ფი­ნან­სუ­რად რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვდო­მია აბ­ლა­ცია ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის? ფი­ნანსდე­ბა თუ არა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში?

სამ­წუ­ხა­როდ, ამ მხრივ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა გვაქვს. სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვას პირ­და­პირ გა­მო­ნაკ­ლი­სებ­ში აქვს კა­თე­ტე­რუ­ლი აბ­ლა­ცია პენ­სი­ო­ნე­რე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის გარ­და.

თა­ვად აბ­ლა­ცია საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ჩა­რე­ვაა, რად­გან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი და აპა­რა­ტუ­რა სჭირ­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ დღეს სა­ჭი­რო ფი­ნან­სე­ბის არ ქონა ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის გა­და­უ­ლა­ხავ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბად რჩე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აბ­ლა­ცია გახ­დეს ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი და სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვა­ში მისი ჩარ­თვა სრუ­ლად მოხ­დეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად სწო­რედ კლი­ნი­კა „ჰელ­სი­კორ­ში“ ჩა­ტა­რა­და აბ­ლა­ცია სრუ­ლად რენტგე­ნო­დას­ხი­ვე­ბის გა­რე­შე. მოგ­ვი­ყე­ვით ამის შე­სა­ხებ, რა­ტომ არის ეს ეფექ­ტუ­რი მე­თო­დი და რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს ტრა­დი­ცი­ულ აბ­ლა­ცი­ას­თან შე­და­რე­ბით?

აბ­ლა­ცი­ის დროს, რო­დე­საც გულ­ში კა­თე­ტე­რე­ბი შეგვყავს, მას რენტგე­ნის სხი­ვე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით. ეს არ არის დიდი დას­ხი­ვე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ზო­გა­დად, დას­ხი­ვე­ბა კარ­გი არ არის. მე­ო­რე მხრივ, არ­სე­ბო­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბი ვის­თვი­საც დას­ხი­ვე­ბის არარ­სე­ბო­ბა გა­დამ­წყვე­ტია, მა­გა­ლი­თად, ბავ­შვე­ბი და ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის რის­კჯ­გუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ აბ­ლა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გია და­იხ­ვე­წა და დღეს მისი გა­კე­თე­ბა რენტგე­ნო­დას­ხი­ვე­ბის გა­რე­შეც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამ შემ­თხვე­ვა­ში გუ­ლის სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი მო­დე­ლის აგე­ბა ხდე­ბა, რაც გულ­ში კა­თე­ტე­რე­ბის გან­ლა­გე­ბას რენტგე­ნო­დას­ხი­ვე­ბის გა­რე­შე გვიჩ­ვე­ნებს. ეს კი რთუ­ლი აბ­ლა­ცი­ე­ბის დროს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რენტგე­ნო­დას­ხი­ვე­ბის გა­რე­შე აბ­ლა­ცია პირ­ვე­ლად კლი­ნი­კა „ჰელ­სი­კორ­ში“ ჩა­ვა­ტა­რე და ამ პრო­ცე­დუ­რებს დღემ­დე წარ­მა­ტე­ბით ვაგ­რძე­ლებთ.

თქვენ ხართ ევ­რო­პის არით­მო­ლო­გე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის სერ­ტი­ფიც­რე­ბულ წევ­რი. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არით­მო­ლო­გე­ბის სუბსპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მა შექ­მე­ნით. მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს შე­სა­ხებ, თა­ვად სად მი­ი­ღეთ ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მელ­საც ქარ­თულ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მა­ტე­ბით ახ­მართ?

რო­დე­საც მე ინ­ვა­ზი­უ­რი არით­მო­ლო­გი­ით და­ვინ­ტე­რეს­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სპე­ცი­ა­ლო­ბის შე­სა­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და. 2005 წელს გა­მი­მარ­თლა და მო­ვა­ხერ­ხე სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა ეს­პა­ნეთ­ში, სა­დაც ბარ­სე­ლო­ნას სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში ვსწავ­ლობ­დი და მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი არით­მო­ლო­გი ჯო­ზეფ ბრუ­გა­და იყო ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი. 2006 წელს სამ­შობ­ლო­ში დავ­ბრუნ­დი და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე არით­მო­ლო­გი­უ­რი სერ­ვი­სი და და­ვი­წყე კა­თე­ტე­რუ­ლი აბ­ლა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. შემ­დგომ­ში კი­დევ უფრო რთუ­ლი არით­მი­ე­ბის აბ­ლა­ცი­ებ­ში და­სა­ხე­ლოვ­ნებ­ლად კი­დევ წა­ვე­დი ევ­რო­პის გუ­ლის რიტ­მის ასო­ცი­ა­ცი­ის პროგ­რა­მით ერთი წლით ბელ­გი­ა­ში, სა­დაც ასე­ვე ძა­ლი­ან ცნო­ბილ და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ცენ­ტრში გა­ვი­ა­რე შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გი. მას შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­ტა­რებ ყვე­ლა ტი­პის აბ­ლა­ცი­ას, რაც დღეს მსოფ­ლი­ო­ში ტარ­დე­ბა.

ჯერ კი­დევ 2007 წელს ჩა­ვა­ბა­რე ევ­რო­პის გუ­ლის რიტ­მის ასო­ცი­ა­ცი­ის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და კა­თე­ტე­რულ აბ­ლა­ცი­ებ­ში. მე ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი ექი­მი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცი­დან, ვინც აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი მი­ი­ღო.

მუდ­მი­ვად მაქვს კავ­ში­რი უცხო­ელ კო­ლე­გებ­სა და ჩემს მას­წავ­ლებ­ლებ­თან. ასე­ვე სის­ტე­მა­ტუ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში. ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ინო­ვა­ცი­ე­ბი, რაც აბ­ლა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­მნე­ბა, სწრა­ფად­ვე ჩა­მოგ­ვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ დღეს არით­მო­ლო­გია სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის დო­ნე­ზეა და აბ­ლა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებს სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა არ სჭირ­დე­ბათ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვზრდით ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­საც. ჩემი ავ­ტო­რო­ბით შე­იქ­მნა სუბსპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტროს მიერ არის აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი. ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში რამ­დე­ნი­მე ახლგაზ­რდა ექიმ­მა არით­მო­ლო­გის ლი­ცენ­ზია უკვე მი­ი­ღო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალხაზი
0

ბ გიორგი თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალია

დავითი
0

ბატონმა გიორგიმ 2015 წელს გამიკეტა აბლაცია. დღეს არაჩეულებრივად ვგრძნობ თავს.

ავტორი:

როგორ ვმართოთ არითმია და როდის არის საჭირო აბლაცია - არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი

როგორ ვმართოთ არითმია და როდის არის საჭირო აბლაცია - არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი

თუ გული არასტაბილურად გიცემთ, ალბათ, დიაგნოზის დასმა თავადაც არ გაგიჭირდებათ. ეს არითმიაა, თუმცა საკუთარი თავისთვის დასმული დიაგნოზი საკმარისი არაა და ამ პრობლემას მაღალკვალიფიციური არითმოლოგის ჩარევა სჭირდება. არითმია გულის რიტმის სიხშირის ან რეგულარობის ნებისმიერი სახის დარღვევას გულისხმობს. შესაბამისად, არსებობს სხვადასხვა ტიპის არითმია, მაგალითად, როდესაც გული შედარებით ჩქარა ან ნელა ცემს, ან გულისცემა არარეგულარულია. თანამედროვე მედიცინაში არითმიის მკურნალობა პრობლემას აღარ წარმოადგენს. თუ წლების წინ დაავადებას მხოლოდ მედიკამენტურად მკურნალობდნენ, დღეს ინვაზიური მეთოდებიც არსებობს. კათეტერული აბლაცია საქართველოში უკვე 15 წელია კეთდება. ერთ-ერთი პირველი არითმოლოგი საქართველოში, ვინც აბლაცია ჩაატარა გიორგი პაპიაშვილია. ის კლინიკა „ჰელსიკორში“ საქმიანობს და არითმიით შეწუხებულ არაერთ ადამიანს ეხმარება როგორც მედიკამენტური, ისე ინვაზიური მეთოდებით. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი პაპიაშვილი პირველი იყო საქართველოში, ვინც აბლაცია რენტგენოდასხივების გარეშე ჩაატარა. ეს კი მკურნალობის უახლესი სტანდარტია.

არითმიასა და აბლაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე კლინიკა ჰელსიკორის, არითმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი პასუხობს.

რა იწვევს არითმიას?

სხვადასხვა არითმიას სხვადასხვა მიზეზი აქვს. არსებობს არითმიები, რომლებიც დამოკიდებულია სხვა თანმხლებ დაავადებებზე. მაგალითად, გულის იშემიური დაავადება ან შაქრიანი დიაბეტი არითმიის განვითარების გარკვეულ საფუძველს ქმნის. არის ისეთი არითმიებიც, რომელთა მიზეზი გენეტიკურად განპირობებული მიდრეკილებაა. მეორე მხრივ, არსებობს ისეთი ტიპის არითმიებიც, რომელსაც ხელშესახები გამომწვევი მიზეზი არ გააჩნია და მათ იდიოპათიური არითმიები ჰქვია.

ვინ არიან არითმიის რისკჯგუფის წარმომადგენლები?

არითმია ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. ეს ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფის დაავადება არ არის. ასევე, არ არის აუცილებელი, რომ პაციენტს თანხმლები სხვა დაავადებები ჰქონდეს. არითმია არც რომელიმე კონკრეტული ასაკისთვის დამახასიათებელი დაავადებაა. თუმცა სხვადასხვა ასაკს სხვადასხვა ტიპის არითმია უფრო მეტად ახასიათებს. მაგალითად, მოციმციმე არითმია ძალიან იშვიათია ბავშვთა ასაკში და საკმაოდ გავრცელებულია 60 წელს გადაცილებულ პოპულაციაში. ასევე, შუა ასაკს ზემოთ ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი სხვადასხვა სახის პარკუჭოვანი ტაქიკარდიები, რომლებიც ხშირად, გადატანილი ინფარქტის შემდეგ ჩნდება. არსებობს პაროქსიზმული ტაქიკარდები, რომელიც უფრო ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკშია დამახასიათებელი.

როგორია არითმიის მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები?

მედიცინაში ყველაფრის საფუძველი მედიკამენტური მკურნალობაა. ის არითმიების მკურნალობაშიც თავის როლს ინარჩუნებს. თუმცა სულ უფრო ვითარდება არამედიკამენტური, ანუ ინვაზიური მეთოდები. არითმიის შემთხვევაში ეს კათეტერული აბლაციაა. აბლაციის დროს გულში არსებული არითმიის გამომწვევი მიზეზის დათრგუნვა ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, „დამნაშავე“ უბანს ვაზიანებთ. გულში კათეტერების შეყვანა სხვადასხვა სისხლძარღვიდან, უმეტესად, ბარძაყის ვენიდან ხდება. სწორედ ამ კათეტერებით ჯერ ვიკვლევთ არითმიის გამომწვევ მიზეზს და შემდეგ აღნიშნულ უბანზე კარგად კონტროლირებული, მცირე დაზიანების მიყენება ხდება. ჩვენი მიზანია, რომ ამ უბანმა არითმიის გამოწვევის უნარი დაკარგოს.

დათრგუნვა ანუ დაზიანება ძირითადად ორი გზით ხდება: რადიოსიხშირული ენერგიით ანუ გაცხელებით და კრიოენერგიით ანუ მოყინვით. ორივე მეთოდი კარგად ნაცადი და აპრობირებულია. „ჰელსიკორში“ აბლაციის ორივე მეთოდს წარმატებით ვიყენებთ.

აბლაცია ნებისმიერი ტიპის არითმიაზე კეთდება?

აბლაცია უფრო ხშირად ტაქიარითმიების დროს კეთდება. ეს არის არითმიის ტიპები, რომლებიც აჩქარებული გულისცემით გამოიხატება. არითმიის დროს, რომელიც შენელებული გულისცემით გამოიხატება, სხვა ტიპის ინვაზიური ჩარევა ხდება.

ტაქიარითმიების დროს ჩატარებული აბლაციის სირთულე დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. რიგ შემთხვევაში მხოლოდ ერთი წერტილის აბლაცია საკმარისია, თუმცა რთული, კომპლექსური მექანიზმის მქონე არითმიების შემთხვევაში უფრო ფართო ჩარევაა საჭირო.

კათეტერული დიაგნოსტიკა და უკვე დადგენილ მიზეზზე ზემოქმედება ერთდროულად ხდება?

დიახ, როგორც წესი ერთდროულად ხდება ხოლმე. აბლაციამდე ჩვენ გარკვეული დიაგნოსტიკა უკვე ჩატარებული გვაქვს ხოლმე. ვიცით, რა ტიპის არითმიაა და რა ვითარება შეიძლება დაგვხვდეს გულში. უშუალოდ გულში კათეტერებით შესვლის დროს წინასწარი დიაგნოზის გადამოწმება, დაზუსტება ხდება და ვაკეთებთ აბლაციასაც.

რა დრო სჭირდება აბლაციის ჩატარებას?

ეს დამოკიდებულია არითმიის სირთულეზე. არის შემთხვევები, როდესაც ნახევარი საათი სრულიად საკმარისია. თუმცა რთული არითმიის დროს, როდესაც ერთზე მეტ წერტილზე გვიწევს ზემოქმედება, რამდენიმე საათია საჭირო.

აბლაციის ჩატარებამდე მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელია თუ დიაგნოზის დასმისთანავე შეიძლება აბლაციის გაკეთება?

აბლაცია საჭიროა მათთვის, ვისაც არითმიის სიმპტომური და განმეორებითი ეპიზოდები აწუხებს. აბლაცია მედიკამენტურ მკურნალობასთან შედარებით ბევრად ეფექტურია და სხვადასხვა არითმიის დროს მისი სრულად განკურნება შეუძლია. ამიტომ არითმიის ტიპის მიხედვით ზოგჯერ მედიკამენტურ მკურნალობას არ ვნიშნავთ და პირდაპირ აბლაციას ვატარებთ. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, სადაც მკურნალობა იწყება მედიკამენტებით და შემდეგ, მეორე ეტაპზე ვაკეთებთ ინვაზიურ ჩარევას.

აბლაციით მიღებული შედეგი გარანტირებული და მუდმივია?

ეს პირველ რიგში დამოკიდებულია არითმიის ტიპზე. ზოგიერთი არითმიის შემთხვევაში მისი სრულად მოცილება ხდება აბლაციით. ზოგიერთი რთული და ქრონიკული არითმიის შემთხვევაში აბლაციის მიზანი არა სრული განკურნება, არამედ სიმპტომების შემსუბუქება, არითმიის ეპიზოდების შემცირება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს მოციმციმე არითმია ან გულის ორგანული დაზიანების ფონზე აღმოცენებული პარკუჭოვანი ტაქიარითმია.

შემთხვევათა დიდ პროცენტში შედეგი პირველივე აბლაციით მიიღწევა. მაგრამ პრაქტიკაში არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სრულყოფილი შედეგის მისაღებად განმეორებითი ჩარევებიც საჭიროა.

ფინანსურად რამდენად ხელმისაწვდომია აბლაცია ფართო საზოგადოებისთვის? ფინანსდება თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში?

სამწუხაროდ, ამ მხრივ რთული ვითარება გვაქვს. საყოველთაო ჯანდაცვას პირდაპირ გამონაკლისებში აქვს კათეტერული აბლაცია პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველების გარდა.

თავად აბლაცია საკმაოდ ძვირადღირებული ჩარევაა, რადგან ძვირადღირებული მასალები და აპარატურა სჭირდება. სწორედ ამიტომ დღეს საჭირო ფინანსების არ ქონა ბევრი ადამიანისთვის გადაულახავ წინააღმდეგობად რჩება. მნიშვნელოვანია, რომ აბლაცია გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და საყოველთაო დაზღვევაში მისი ჩართვა სრულად მოხდეს.

საქართველოში პირველად სწორედ კლინიკა „ჰელსიკორში“ ჩატარადა აბლაცია სრულად რენტგენოდასხივების გარეშე. მოგვიყევით ამის შესახებ, რატომ არის ეს ეფექტური მეთოდი და რა უპირატესობები აქვს ტრადიციულ აბლაციასთან შედარებით?

აბლაციის დროს, როდესაც გულში კათეტერები შეგვყავს, მას რენტგენის სხივებით ვაკვირდებით. ეს არ არის დიდი დასხივება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ზოგადად, დასხივება კარგი არ არის. მეორე მხრივ, არსებობენ პაციენტები ვისთვისაც დასხივების არარსებობა გადამწყვეტია, მაგალითად, ბავშვები და ონკოლოგიური დაავადების რისკჯგუფის წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ აბლაციის ჩატარების ტექნოლოგია დაიხვეწა და დღეს მისი გაკეთება რენტგენოდასხივების გარეშეც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში გულის სამგანზომილებიანი მოდელის აგება ხდება, რაც გულში კათეტერების განლაგებას რენტგენოდასხივების გარეშე გვიჩვენებს. ეს კი რთული აბლაციების დროს ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოში რენტგენოდასხივების გარეშე აბლაცია პირველად კლინიკა „ჰელსიკორში“ ჩავატარე და ამ პროცედურებს დღემდე წარმატებით ვაგრძელებთ.

თქვენ ხართ ევროპის არითმოლოგების ასოციაციის სერტიფიცრებულ წევრი. გარდა ამისა, საქართველოში არითმოლოგების სუბსპეციალიზაციის პროგრამა შექმენით. მოგვიყევით თქვენს შესახებ, თავად სად მიიღეთ ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ქართულ სამედიცინო სფეროს წარმატებით ახმართ?

როდესაც მე ინვაზიური არითმოლოგიით დავინტერესდი, საქართველოში ამ სპეციალობის შესაწავლის საშუალება არ არსებობდა. 2005 წელს გამიმართლა და მოვახერხე სასწავლებლად წასვლა ესპანეთში, სადაც ბარსელონას საუნივერსიტეტო კლინიკაში ვსწავლობდი და მსოფლიოში სახელგანთქმული არითმოლოგი ჯოზეფ ბრუგადა იყო ჩემი მასწავლებელი. 2006 წელს სამშობლოში დავბრუნდი და ჩამოვაყალიბე არითმოლოგიური სერვისი და დავიწყე კათეტერული აბლაციების ჩატარება. შემდგომში კიდევ უფრო რთული არითმიების აბლაციებში დასახელოვნებლად კიდევ წავედი ევროპის გულის რიტმის ასოციაციის პროგრამით ერთი წლით ბელგიაში, სადაც ასევე ძალიან ცნობილ და დიდი გამოცდილების მქონე ცენტრში გავიარე შესაბამისი ტრენინგი. მას შემდეგ საქართველოში ვატარებ ყველა ტიპის აბლაციას, რაც დღეს მსოფლიოში ტარდება.

ჯერ კიდევ 2007 წელს ჩავაბარე ევროპის გულის რიტმის ასოციაციის სასერტიფიკაციო გამოცდა კათეტერულ აბლაციებში. მე ვიყავი პირველი ექიმი პოსტსაბჭოთა სივრციდან, ვინც აღნიშნული სერტიფიკატი მიიღო.

მუდმივად მაქვს კავშირი უცხოელ კოლეგებსა და ჩემს მასწავლებლებთან. ასევე სისტემატურად ვმონაწილეობ საერთაშორისო კონფერენციებში. ამის დამსახურებაა, რომ ინოვაციები, რაც აბლაციის მიმართულებით იქმნება, სწრაფადვე ჩამოგვაქვს საქართველოში. შემიძლია გითხრათ, რომ დღეს არითმოლოგია საქართველოში ევროპის ქვეყნების დონეზეა და აბლაციის ჩასატარებლად ქართველ პაციენტებს საზღვარგარეთ წასვლა არ სჭირდებათ.

მნიშვნელოვანია, რომ ვზრდით ახალგაზრდა თაობასაც. ჩემი ავტორობით შეიქმნა სუბსპეციალიზაციის პროგრამა, რომელიც სამინისტროს მიერ არის აკრედიტებული. ამ პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ახლგაზრდა ექიმმა არითმოლოგის ლიცენზია უკვე მიიღო.