პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი - დიდი ბრიტანეთის პარლამენტარების ინიციატივა
თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი - დიდი ბრიტანეთის პარლამენტარების ინიციატივა

დიდი ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ჯგუფ­მა (APPG) მთავ­რო­ბას წა­რუდ­გი­ნა ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის კა­ტე­გო­რი­ის გა­ფარ­თო­ე­ბას და მათ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მსგავ­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სხვა, შემ­ცი­რე­ბუ­ლი რის­კის მქო­ნე ნი­კო­ტი­ნის პრო­დუქ­ტებ­ზე გავ­რცე­ლე­ბას. ინი­ცი­ა­ტი­ვის ამო­ცა­ნაა, ხელი შე­უ­წყოს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მცხოვ­რებ 7 მი­ლი­ონ მწე­ველს, თავი და­ა­ნე­ბონ ტრა­დი­ცი­ულ მო­წე­ვას და გა­და­ვიდ­ნენ შემ­ცი­რე­ბუ­ლი რის­კის მქო­ნე მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე.

ამ­ჟა­მად, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უმე­ტეს­წი­ლად თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ევ­რო­დი­რექ­ტი­ვა­ზე არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­დე­გად კი შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბა და მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­საძ­ლო პო­ტენ­ცი­ა­ლის ათ­ვი­სე­ბა, რაც ტრა­დი­ცი­უ­ლი თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

პარ­ლა­მენ­ტარ­თა ინი­ცი­ა­ტი­ვის თა­ნახ­მად, სა­ჭი­როა თამ­ბა­ქოს გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის სხვა უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მსგავ­სად რე­გუ­ლი­რე­ბა. ასე­ვე, სნუ­სის ბა­ზარ­ზე კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა. ამას­თა­ნა­ვე, თამ­ბა­ქოს ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ავ­ზე­ბი­სა და ნი­კო­ტი­ნის შემ­ცვე­ლო­ბის ზრდა, რაც ხელს შე­უ­წყობს მწე­ველ­თა მხრი­დან თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე გა­დას­ვლას, რად­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ნი­კო­ტი­ნის და­ბა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა და ავ­ზის სიმ­ცი­რე წარ­მო­ად­გენს იმ მთა­ვარ ბა­რი­ერს, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის მწე­ვე­ლებს, თავი და­ა­ნე­ბონ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას.

პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მსგავ­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბა ხელს შე­უ­წყობს ბა­ზარ­ზე ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვას.

ამას­თა­ნა­ვე, APPG-მა მთავ­რო­ბას მო­უ­წო­და, რომ თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სტრა­ტე­გია 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­გეგ­მილ თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე (FCTC COP9) წა­რად­გი­ნოს.

“ახლა, რო­დე­საც დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და­ტო­ვა ევ­რო­კავ­ში­რი, ჩვენ გვაქვს მთე­ლი რიგი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იმი­სა, რომ მო­ვახ­დი­ნოთ ჩვე­ნი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­და­ფა­სე­ბა და მივ­მარ­თოთ ისი­ნი უფრო გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სა­კენ. ბა­ზარ­ზე თამ­ბა­ქოს ახა­ლი, შემ­ცი­რე­ბუ­ლი რის­კი­სა და უკ­ვამ­ლო ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბის გა­მო­ჩე­ნა და მათი შე­საძ­ლო სარ­გე­ბე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს, 2030 წლის­თვის გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ჩვე­ნი ამ­ბი­ცი­უ­რი მი­ზა­ნი - შევ­ქმნათ თამ­ბა­ქოს კვამ­ლის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­მა­ვა­ლი”, - გა­ნა­ცხა­და მარკ პა­უს­მა (Mark Pawsey), ბრი­ტა­ნელ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

თუმ­ცა, ამ პრო­ცეს­ში მთა­ვარ პრობ­ლე­მას ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას და დე­ზინ­ფორ­მა­ცია წარ­მო­ად­გენს.

“ჩვენ მთავ­რო­ბას ვურ­ჩევთ, რე­გუ­ლა­ცი­ებ­ში თან­მიმ­დევ­რუ­ლი და მკა­ფიო წე­სე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. ეს ხელს შე­უ­წყობს მომ­ხმა­რებ­ლის მხრი­დან თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო ალ­ტერ­ნა­ტი­ვებ­ზე გა­დას­ვლას და და­ეხ­მა­რე­ბა მათ, თავი და­ა­ნე­ბონ ტრა­დი­ცი­ულ მო­წე­ვას”, - ამ­ბობს მარკ პა­უ­სი.

პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის თა­ნახ­მად, სა­ჭი­როა ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ მათ შეძ­ლონ გო­ნივ­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა.

R

XXX
4

თამბაქოს კვსმლი კი არა გადაგვარდა ფლორა და ფაუნა ამდენი გამონაბოლქვით. 

დაბინძურებულუა ჰაერიც და წყალიც, გლობალურ დათბობაზე არაფერს ვამბობ.

სადამდე უნდა ვიყით ყრუ, ბრმა დამუნჯის როლში ...

ავტორი:

თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი - დიდი ბრიტანეთის პარლამენტარების ინიციატივა

თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი - დიდი ბრიტანეთის პარლამენტარების ინიციატივა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტარების ჯგუფმა (APPG) მთავრობას წარუდგინა ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების კატეგორიის გაფართოებას და მათზე დაწესებული რეგულაციების მსგავსი საკანონმდებლო ვალდებულებების სხვა, შემცირებული რისკის მქონე ნიკოტინის პროდუქტებზე გავრცელებას. ინიციატივის ამოცანაა, ხელი შეუწყოს დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ 7 მილიონ მწეველს, თავი დაანებონ ტრადიციულ მოწევას და გადავიდნენ შემცირებული რისკის მქონე მოწყობილობების მოხმარებაზე.

ამჟამად, დიდ ბრიტანეთში მოქმედი რეგულაციები უმეტესწილად თამბაქოს კონტროლის ევროდირექტივაზე არის დაფუძნებული. ახალი ინიციატივის შედეგად კი შესაძლებელი გახდება კანონმდებლობისა და ბაზარზე არსებული ინოვაციური პროდუქტების ერთმანეთთან დაახლოება და მოწყობილობების შესაძლო პოტენციალის ათვისება, რაც ტრადიციული თამბაქოს მოხმარების შემცირებას შეუწყობს ხელს.

პარლამენტართა ინიციატივის თანახმად, საჭიროა თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების სხვა უკვამლო მოწყობილობების მსგავსად რეგულირება. ასევე, სნუსის ბაზარზე კომერციალიზაციის ნებართვის გაცემა. ამასთანავე, თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების ავზებისა და ნიკოტინის შემცველობის ზრდა, რაც ხელს შეუწყობს მწეველთა მხრიდან თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებზე გადასვლას, რადგან ხშირ შემთხვევაში, ნიკოტინის დაბალი შემცველობა და ავზის სიმცირე წარმოადგენს იმ მთავარ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის მწეველებს, თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას.

პარლამენტარები მიიჩნევენ, რომ მსგავსი რეგულაციების დაწესება ხელს შეუწყობს ბაზარზე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.

ამასთანავე, APPG-მა მთავრობას მოუწოდა, რომ თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია 2021 წლის ნოემბერში დაგეგმილ თამბაქოს კონტროლის კონფერენციაზე (FCTC COP9) წარადგინოს.

“ახლა, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი შესაძლებლობები იმისა, რომ მოვახდინოთ ჩვენი რეგულაციების გადაფასება და მივმართოთ ისინი უფრო გონივრული გადაწყვეტილებების მიღებისაკენ. ბაზარზე თამბაქოს ახალი, შემცირებული რისკისა და უკვამლო ალტერნატივების გამოჩენა და მათი შესაძლო სარგებელის გამოყენება შესაძლებლობას მოგვცემს, 2030 წლისთვის განვახორციელოთ ჩვენი ამბიციური მიზანი - შევქმნათ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი”, - განაცხადა მარკ პაუსმა (Mark Pawsey), ბრიტანელმა პარლამენტარმა.

თუმცა, ამ პროცესში მთავარ პრობლემას ინფორმაციის ნაკლებობას და დეზინფორმაცია წარმოადგენს.

“ჩვენ მთავრობას ვურჩევთ, რეგულაციებში თანმიმდევრული და მკაფიო წესების იმპლემენტაცია განახორციელონ. ეს ხელს შეუწყობს მომხმარებლის მხრიდან თამბაქოს უკვამლო ალტერნატივებზე გადასვლას და დაეხმარება მათ, თავი დაანებონ ტრადიციულ მოწევას”, - ამბობს მარკ პაუსი.

პარლამენტარების ინიციატივის თანახმად, საჭიროა ინფორმაციული კამპანიების წარმოება და მომხმარებლისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება იმისათვის, რომ მათ შეძლონ გონივრული არჩევანის გაკეთება.

R

პირველად საქართველოში -დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა

შეგიძლია გახდე ის, ვინც გინდა! - სტერეოტიპების წინააღმდეგ მიმართულ  ახალ კამპანიას #პროფესიასარაქვსგენდერი  ქალები შეუერთდნენ

როგორ ვმართოთ არითმია და როდის არის საჭირო აბლაცია - არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი