საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში უიშვიათესი დაავადების შემთხვევას იკვლევენ - რა არის მაიმუნის ყვავილი, რამდენად გადამდებია ადამიანისთვის და რა სირთულეები ახასიათებს
აშშ-ში უიშვიათესი დაავადების შემთხვევას იკვლევენ  - რა არის მაიმუნის ყვავილი, რამდენად გადამდებია ადამიანისთვის და რა სირთულეები ახასიათებს

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 200-ზე მეტ ადა­მი­ანს იშ­ვი­ათ და­ა­ვა­დე­ბა­ზე ამოწ­მე­ბენ. მე­დი­კო­სე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, საქ­მე აქვთ მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილ­თან. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა ტე­ხა­სელ მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში ამე­რი­კა­ში ნი­გე­რი­ი­დან ჩა­ვი­და.

მი­იჩ­ნე­ვენ, რომ 2003 წლის შემ­დეგ ის არის პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ამე­რი­კა­ში, რო­მე­ლიც მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლით და­ინ­ფი­ცი­რი­და. ამ დრო­ის­თვის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მის მდგო­მა­რე­ო­ბას სტა­ბი­ლურს უწო­დე­ბენ.

ჯერ­ჯე­რო­ბით მეტი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლე­ნი­ლი არ არის.

აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­საძ­ლო საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ტე­ხა­სელ მა­მა­კაც­თან ერ­თად თვითმფრი­ნა­ვით მგზავ­რობ­დნენ - სა­უ­ბა­რია ორი ავი­ა­რე­ი­სის მგზავ­რებ­ზე.

მა­მა­კა­ცი ჯერ ნი­გე­რი­ი­დან, ლა­გო­სი­დან ჯორ­ჯი­ა­ში ჩაფ­რინ­და, სა­ი­და­ნაც და­ლას­ში უნდა გაფ­რე­ნი­ლი­ყო, თუმ­ცა ფრე­ნის და­წყე­ბამ­დე ცუ­დად გახ­და და კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მე­დი­კო­სე­ბის ცნო­ბით, რის­კი იმი­სა, რომ ვინ­მეს ვირუ­სი გა­დას­დე­ბო­და, ძა­ლი­ან მცი­რეა, რად­გა­ნაც ყვე­ლა მგზავრს პირ­ბა­დე ეკე­თა. ამ დრო­ის­თვის აკ­ვირ­დე­ბი­ან 200 ადა­მი­ანს. აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრში კი აცხა­დე­ბენ, რომ არც ერთი მათ­გა­ნი არ არის მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ.

  • რა არის მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი?

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სი არის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად გვხვდე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სის სიმპტო­მე­ბია ცხე­ლე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა, ზურ­გის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, გა­მო­ნა­ყა­რი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ჩნდე­ბა სა­ხე­ზე, ხოლო შემ­დეგ სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლებ­საც ედე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ნა­ყა­რი ჩნდე­ბა ხე­ლის­გუ­ლებ­სა და ფე­ხის ტერ­ფებ­ზე.

გა­მო­ნა­ყარს ახა­სი­ა­თებს მწვა­ვე ქა­ვი­ლი. და­ზი­ა­ნე­ბებ­მა შე­საძ­ლოა, კან­ზე გა­მო­იწ­ვი­ოს ნა­წი­ბუ­რე­ბი. ადა­მი­ა­ნის და­სე­ნი­ა­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც მა­ი­მუ­ნი­სა­გან, ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გა­ნაც.

ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­თა უმე­ტე­სო­ბა ხა­სი­ათ­დე­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მით, ისე­ვე რო­გორც ჩუ­ტყვა­ვი­ლა და რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში სიმპტო­მე­ბი ქრე­ბა. თუმ­ცა ამას­თან, შე­საძ­ლოა იყოს უფრო მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბიც. ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის 100-დან 1 შემ­თხვე­ვა არის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აშშ-ში მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი ბო­ლოს 2003 წელს გავ­რცელ­და. მა­შინ ქვე­ყან­ში 47 შემ­თხვე­ვა აღ­წე­რეს.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??????
2

ეგ მაიმუნის ყვავილი მერამდენე ტალღაზე შემოვა საქართველოში,მაგაზეც გავიკეთოთ აცრა?????

დეიდა ვასასი
12

კლასიკურ ყვავილზე აცრილებს გვაქვს იმუნიტეტი?:):):)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

აშშ-ში უიშვიათესი დაავადების შემთხვევას იკვლევენ - რა არის მაიმუნის ყვავილი, რამდენად გადამდებია ადამიანისთვის და რა სირთულეები ახასიათებს

აშშ-ში უიშვიათესი დაავადების შემთხვევას იკვლევენ  - რა არის მაიმუნის ყვავილი, რამდენად გადამდებია ადამიანისთვის და რა სირთულეები ახასიათებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში 200-ზე მეტ ადამიანს იშვიათ დაავადებაზე ამოწმებენ. მედიკოსები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, საქმე აქვთ მაიმუნის ყვავილთან. ექიმების ინფორმაციით, დაავადება აღმოაჩნდა ტეხასელ მამაკაცს, რომელიც ივლისის დასაწყისში ამერიკაში ნიგერიიდან ჩავიდა.

მიიჩნევენ, რომ 2003 წლის შემდეგ ის არის პირველი ადამიანი ამერიკაში, რომელიც მაიმუნის ყვავილით დაინფიცირიდა. ამ დროისთვის ინფიცირებული კლინიკაშია მოთავსებული და სპეციალისტები მის მდგომარეობას სტაბილურს უწოდებენ.

ჯერჯერობით მეტი დადასტურებული შემთხვევა გამოვლენილი არ არის.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული ვირუსით დაინფიცირების შესაძლო საფრთხე ემუქრებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ტეხასელ მამაკაცთან ერთად თვითმფრინავით მგზავრობდნენ - საუბარია ორი ავიარეისის მგზავრებზე.

მამაკაცი ჯერ ნიგერიიდან, ლაგოსიდან ჯორჯიაში ჩაფრინდა, საიდანაც დალასში უნდა გაფრენილიყო, თუმცა ფრენის დაწყებამდე ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

მედიკოსების ცნობით, რისკი იმისა, რომ ვინმეს ვირუსი გადასდებოდა, ძალიან მცირეა, რადგანაც ყველა მგზავრს პირბადე ეკეთა. ამ დროისთვის აკვირდებიან 200 ადამიანს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში კი აცხადებენ, რომ არც ერთი მათგანი არ არის მაღალი რისკის ქვეშ.

  • რა არის მაიმუნის ყვავილი?

აღნიშნული ვირუსი არის ძალიან იშვიათი გადამდები დაავადება, რომელიც უმეტესად გვხვდება ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში.

აღნიშნული ვირუსის სიმპტომებია ცხელება, თავის ტკივილი, შეშუპება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად ჩნდება სახეზე, ხოლო შემდეგ სხეულის სხვა ნაწილებსაც ედება. ყველაზე ხშირად გამონაყარი ჩნდება ხელისგულებსა და ფეხის ტერფებზე.

გამონაყარს ახასიათებს მწვავე ქავილი. დაზიანებებმა შესაძლოა, კანზე გამოიწვიოს ნაწიბურები. ადამიანის დასენიანება შესაძლებელია როგორც მაიმუნისაგან, ასევე დაავადებული ადამიანებისგანაც.

ვირუსის შემთხვევათა უმეტესობა ხასიათდება საშუალო სიმძიმით, ისევე როგორც ჩუტყვავილა და რამდენიმე კვირაში სიმპტომები ქრება. თუმცა ამასთან, შესაძლოა იყოს უფრო მძიმე შემთხვევებიც. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილის 100-დან 1 შემთხვევა არის მომაკვდინებელი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მაიმუნის ყვავილი ბოლოს 2003 წელს გავრცელდა. მაშინ ქვეყანში 47 შემთხვევა აღწერეს.

წყარო: BBC.com