პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გამოძიება არ დაუშვებს ოფიციალურ წერილს, ჩემი ჩართულობის გარეშე მოხდება ლექსო ლაშქარავას გვამის ექსპერტიზა" - დამოუკიდებელი ექსპერტი
"თუ გამოძიება არ დაუშვებს ოფიციალურ წერილს, ჩემი ჩართულობის გარეშე მოხდება ლექსო ლაშქარავას გვამის ექსპერტიზა" - დამოუკიდებელი ექსპერტი

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძე აცხა­დებს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ცხედ­რის გა­მოკ­ვლე­ვა და­წყე­ბუ­ლი არ არის.

მისი თქმით, თუ გა­მო­ძი­ე­ბა არ და­უშ­ვებს ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილს საქ­მე­ში მისი ჩარ­თუ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე, ექ­სპერ­ტი­ზა მისი ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე მოხ­დე­ბა. „როცა მო­ვე­დი, დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მი­თხრეს, რომ ცოტა ხანი გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი და სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩა­მო­ვი­დო­და, რო­მე­ლიც საქ­მის კურ­სში ჩა­მა­ყე­ნებ­და. ჩა­მო­ვი­და ექ­სპერ­ტი და მო­მახ­სე­ნა, რომ ამ ეტაპ­ზე იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მე უნდა მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ ექ­სპერ­ტი­ზა­ში, გა­მო­ძი­ე­ბის­გან არა­ნა­ი­რი წე­რი­ლო­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ღე­ბუ­ლი არ აქვს და ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სა­ნამ გა­მომ­ძი­ებ­ლის წე­რი­ლი და ნე­ბარ­თვა არ ექ­ნე­ბა სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ამ ექ­სპერ­ტი­ზა­ში ვერ ჩა­ვერ­თვე­ბი. რო­გორც მი­თხრეს, ჯერ გვა­მის გა­მოკ­ვლე­ვა და­წყე­ბუ­ლი არ არის. თუ გა­მო­ძი­ე­ბა არ და­უშ­ვებს ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილს ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე, ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე მოხ­დე­ბა გვა­მის ექ­სპერ­ტი­ზა“, - გა­ნა­ცხა­და გე­ჯა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რი ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ივ­ლისს, "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის გა­შუ­ქე­ბის დროს, ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცია „სირ­ცხვი­ლი­ას“ ოფის­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ 1“-ის ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს, ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის, ძა­ლა­დო­ბი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით დევ­ნის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­კა­ვე­ბუ­ლია 4 პირი.

ავტორი:

"თუ გამოძიება არ დაუშვებს ოფიციალურ წერილს, ჩემი ჩართულობის გარეშე მოხდება ლექსო ლაშქარავას გვამის ექსპერტიზა" - დამოუკიდებელი ექსპერტი

"თუ გამოძიება არ დაუშვებს ოფიციალურ წერილს, ჩემი ჩართულობის გარეშე მოხდება ლექსო ლაშქარავას გვამის ექსპერტიზა" - დამოუკიდებელი ექსპერტი

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზის ბიუროში „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედრის გამოკვლევა დაწყებული არ არის.

მისი თქმით, თუ გამოძიება არ დაუშვებს ოფიციალურ წერილს საქმეში მისი ჩართულობის თაობაზე, ექსპერტიზა მისი ჩართულობის გარეშე მოხდება. „როცა მოვედი, დაცვის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ცოტა ხანი გავჩერებულიყავი და საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენელი ჩამოვიდოდა, რომელიც საქმის კურსში ჩამაყენებდა. ჩამოვიდა ექსპერტი და მომახსენა, რომ ამ ეტაპზე იმის თაობაზე, რომ მე უნდა მივიღო მონაწილეობა ამ ექსპერტიზაში, გამოძიებისგან არანაირი წერილობითი ინფორმაცია მიღებული არ აქვს და ბუნებრივია, რომ სანამ გამომძიებლის წერილი და ნებართვა არ ექნება საექსპერტო დაწესებულებას ამ ექსპერტიზაში ვერ ჩავერთვები. როგორც მითხრეს, ჯერ გვამის გამოკვლევა დაწყებული არ არის. თუ გამოძიება არ დაუშვებს ოფიციალურ წერილს ჩემი ჩართულობის თაობაზე, ჩემი ჩართულობის გარეშე მოხდება გვამის ექსპერტიზა“, - განაცხადა გეჯაძემ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

"ტვ პირველის“ ოპერატორის გადაადგილების რა კადრებს ასაჯაროებს შსს  - დეტალები უწყებაში გამართული ბრიფინგიდან

"არ იქნება სწორი, გამოძიებამ წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსია განიხილება" - მამუკა ჭელიძე ოპერატორის გარდაცვალებაზე

შსს - ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები