პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი დაკავება ძმები ფეიქრიშვილების საქმეს უკავშირდება" - რას ყვება ადვოკატი ვატო ყიფიანის შესახებ, რომელიც თბილისის აეროპორტში დააკვეს
"მისი დაკავება ძმები ფეიქრიშვილების საქმეს უკავშირდება" - რას ყვება ადვოკატი ვატო ყიფიანის შესახებ, რომელიც თბილისის აეროპორტში დააკვეს

გან­ზრახ მვკლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ვატო ყი­ფი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის და­კა­ვე­ბას გა­ურ­კვევ­ლო­ბას უკავ­ში­რებს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მა­რი­კა ფხა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ყი­ფი­ანს ბრა­ლი ჯერ წარ­დგე­ნი­ლი აქვს და შე­სა­ბა­მი­სად, არც გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებს იც­ნობს.

"ახლა გა­მო­ვე­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან. შევ­ხვდი მას და ვეს­წრე­ბო­დი და­კა­ვე­ბის პრო­ცესს. და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც მოწ­მის სა­ხით ერთხელ უკვე იყო და­კი­თხუ­ლი, გა­მო­უშ­ვეს, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და დღეს და­ა­კა­ვეს. მა­სა­ლე­ბი ჯერ არ გად­მომ­ცე­მია. არ ვიცი რა მო­ი­პო­ვეს მისი და­კი­თხვის შემ­დეგ. სა­ფუძ­ვე­ლი არის ის, თით­ქოს მას ჰქონ­დეს ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვალ­სი­წი­ნებს 20-წლამ­დე ვა­დით. თით­ქოს მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლის ში­შით და­ი­მა­ლოს და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს გა­მო­ძი­ე­ბას, რაც აბ­სურ­დია! ამის შიში რომ ჰქო­ნო­და, და­კი­თხვა­ზეც არ მი­ვი­დო­და. არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი მისი დღეს და­კა­ვე­ბის არ არ­სე­ბობ­და, ვფიქ­რობ, გა­ურ­კვევ­ლო­ბაა.

ნამ­დვი­ლად უკავ­შირ­დე­ბა ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის საქ­მეს მისი და­კა­ვე­ბა, თუმ­ცა, რა ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­ი­პო­ვა გა­მო­ძი­ე­ბამ, არ ვი­ცით. ამ საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი დამ­დგა­რია გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის მი­მართ, თუმ­ცა, გა­მო­ყო­ფი­ლი იყო ერთი ნა­წი­ლი ამ საქ­მი­დან და გა­მო­ძი­ე­ბა თვლი­და, რომ კი­დევ შე­იძ­ლე­ბო­და სხვა პი­რე­ბიც ყო­ფი­ლიყ­ვნენ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი. ამ ეტაპ­ზე კი­თხვე­ბი არ ყო­ფი­ლა. ბრა­ლიც არ წა­ყე­ნე­ბია მას. ბრალს წა­უ­ყე­ნე­ბენ თუ არა, ან რა მუხ­ლე­ბით წა­უ­ყე­ნე­ბენ, ამ ეტაპ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია ვი­ცო­დეთ. შემ­დგო­მი პრო­ცე­დუ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გვე­ცო­დი­ნე­ბა, რა სა­მარ­თლებ­რი­ვი პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვს მის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბას. 2 თვის წინ თბი­ლის­ში და­კი­თხეს, და­ბა­რე­ბუ­ლი იყო, უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­ვი­და, და­კი­თხეს რამ­დე­ნი­მე დღე­ში უკან წა­ვი­და. დღეს ისევ ჩა­მო­ვი­და, ამ ჩა­მოს­ვლას მოჰ­ყვა გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბით მისი და­კა­ვე­ბა. და­კა­ვე­ბი­დან 48-სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ან ბრა­ლი უნდა წა­უ­ყე­ნონ, ან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ, თუკი საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი ვერ ნა­ხეს ბრა­ლის წა­სა­ყე­ნებ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და ფხა­ლა­ძემ.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, ვატო ყო­ფი­ა­ნის პო­ზი­ცი­აა, რომ ძმებ ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის საქ­მეს­თან არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვს. თუმ­ცა, დას­ძენს, რომ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ერთ პირს ყი­ფი­ა­ნი იც­ნობს.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ ის არ უკავ­ში­რებს ყი­ფი­ა­ნის და­კა­ვე­ბას 2 თვის წინ საქ­მე­ზე მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბას.

"ჩვე­ნე­ბას ვერ და­ვუ­კავ­ში­რებ ვე­რა­ნა­ი­რად, რად­გან მის მი­მართ ჩვე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­ძი­ე­ბას პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ ჰქონ­და და სახ­ლში გა­უშ­ვეს. თუკი რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და გა­მო­ძი­ე­ბას, როცა საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მის­თვი­საც უნდა წა­რედ­გი­ნათ ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად. მაგ­რამ მის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობ­და. მა­ში­ნაც იგი­ვე მო­ცე­მუ­ლო­ბა იყო, როცა მოწ­მის სა­ხით და­ი­ბა­რეს და და­კი­თხეს. ვფიქ­რობ, არც ამ ეტაპ­ზე არა­ფე­რი აქვთ და არის გა­ურ­კვევ­ლო­ბა, რო­მე­ლიც და­ლაგ­დე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­და ად­ვო­კატ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“.

ად­ვო­კა­ტი ყი­ფი­ა­ნის და­კა­ვე­ბის პრო­ცეს­ში დარ­ღვე­ვებ­ზე სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ ვატო ყი­ფი­ანს თა­ვი­სუფ­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში დღის 1-ელი სა­ა­თი­დან ჰქონ­და აღ­კვე­თი­ლი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად მისი და­კა­ვე­ბის დროდ კი, ოქ­მში 20:00 სა­ა­თია მი­თი­თე­ბუ­ლი.

"1-ზე ჩა­მოფ­რინ­და და სა­ღა­მოს 8-სა­ა­თამ­დე არ მო­მე­ცა შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა, სად და რა­ტომ იყო, ან რა­ტომ აჩე­რებ­დნენ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ვარ­კვევ­დი. და­კა­ვე­ბის ოქმი კი 8:00 სა­ათ­ზე გა­ა­ფორ­მეს, რაც გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ. შე­ზღუ­დუ­ლი ჰქონ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არ ჰქონ­და გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო. და­კა­ვე­ბის ფორ­მა­ლურ მხა­რეს, ოქ­მე­ბის შედ­გე­ნას და ჩხრე­კის პრო­ცესს ვეს­წრე­ბო­დი. თუმ­ცა, 1-ელი­დან 8:00 სა­ა­თამ­დე მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი ამბსო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნო იყო. მე რო­გორც მივ­ხვდი, ამ პე­რი­ო­დის გან­მაბ­ლო­ვა­ში სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თეს და­კა­ვე­ბა­ზე გან­ჩი­ნე­ბის ასა­რე­ბად. სა­ნამ გან­ჩი­ნე­ბა არ ჰქონ­დათ, მის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა 18-109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰაჰაჰა
10

rabproblemaa deme da kala chaerevian da gamoushveben aba vatos xoar chasvaven dzmebi? magitoc chamovida ro ukve dalagebulia saqme icoda rom ar daicherdnen...shors kriminalebi

გიორგი
0

Რაც თავი მახსოვს ვატოც მახსოვს))) 

ავტორი:

"მისი დაკავება ძმები ფეიქრიშვილების საქმეს უკავშირდება" - რას ყვება ადვოკატი ვატო ყიფიანის შესახებ, რომელიც თბილისის აეროპორტში დააკვეს

"მისი დაკავება ძმები ფეიქრიშვილების საქმეს უკავშირდება" - რას ყვება ადვოკატი ვატო ყიფიანის შესახებ, რომელიც თბილისის აეროპორტში დააკვეს

განზრახ მვკლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული ვატო ყიფიანის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას გაურკვევლობას უკავშირებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარიკა ფხალაძემ განუცხადა, ყიფიანს ბრალი ჯერ წარდგენილი აქვს და შესაბამისად, არც გამოძიების მასალებს იცნობს.

"ახლა გამოვედი საერთაშორისო აეროპორტიდან. შევხვდი მას და ვესწრებოდი დაკავების პროცესს. დააკავეს მკვლელობის მცდელობის საქმეზე, რომელზეც მოწმის სახით ერთხელ უკვე იყო დაკითხული, გამოუშვეს, გამოძიება მიმდინარეობდა და დღეს დააკავეს. მასალები ჯერ არ გადმომცემია. არ ვიცი რა მოიპოვეს მისი დაკითხვის შემდეგ. საფუძველი არის ის, თითქოს მას ჰქონდეს ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალსიწინებს 20-წლამდე ვადით. თითქოს მოსალოდნელი სასჯელის შიშით დაიმალოს და ობიექტური გამოძიების ჩატარების საშუალება არ მისცეს გამოძიებას, რაც აბსურდია! ამის შიში რომ ჰქონოდა, დაკითხვაზეც არ მივიდოდა. არანაირი საფუძველი მისი დღეს დაკავების არ არსებობდა, ვფიქრობ, გაურკვევლობაა.

ნამდვილად უკავშირდება ძმები ფეიქრიშვილების საქმეს მისი დაკავება, თუმცა, რა ახალი მტკიცებულებები მოიპოვა გამოძიებამ, არ ვიცით. ამ საქმეზე განაჩენი დამდგარია გარკვეული პირების მიმართ, თუმცა, გამოყოფილი იყო ერთი ნაწილი ამ საქმიდან და გამოძიება თვლიდა, რომ კიდევ შეიძლებოდა სხვა პირებიც ყოფილიყვნენ საქმეში ჩართული. ამ ეტაპზე კითხვები არ ყოფილა. ბრალიც არ წაყენებია მას. ბრალს წაუყენებენ თუ არა, ან რა მუხლებით წაუყენებენ, ამ ეტაპზე შეუძლებელია ვიცოდეთ. შემდგომი პროცედურებიდან გამომდინარე გვეცოდინება, რა სამართლებრივი პრეტენზიები აქვს მის მიმართ გამოძიებას. 2 თვის წინ თბილისში დაკითხეს, დაბარებული იყო, უკრაინიდან ჩამოვიდა, დაკითხეს რამდენიმე დღეში უკან წავიდა. დღეს ისევ ჩამოვიდა, ამ ჩამოსვლას მოჰყვა გაურკვეველი მიზეზებით მისი დაკავება. დაკავებიდან 48-საათის განმავლობაში ან ბრალი უნდა წაუყენონ, ან გაათავისუფლონ, თუკი საკმარისი საფუძველი ვერ ნახეს ბრალის წასაყენებლად“, - განაცხადა ფხალაძემ.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ვატო ყოფიანის პოზიციაა, რომ ძმებ ფეიქრიშვილების საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. თუმცა, დასძენს, რომ საქმეზე დაკავებულ ერთ პირს ყიფიანი იცნობს.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ ის არ უკავშირებს ყიფიანის დაკავებას 2 თვის წინ საქმეზე მიცემულ ჩვენებას.

"ჩვენებას ვერ დავუკავშირებ ვერანაირად, რადგან მის მიმართ ჩვენებიდან გამომდინარე, გამოძიებას პრეტენზიები არ ჰქონდა და სახლში გაუშვეს. თუკი რაიმე მტკიცებულება ჰქონდა გამოძიებას, როცა საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა, მისთვისაც უნდა წარედგინათ ბრალი დაუსწრებლად. მაგრამ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა. მაშინაც იგივე მოცემულობა იყო, როცა მოწმის სახით დაიბარეს და დაკითხეს. ვფიქრობ, არც ამ ეტაპზე არაფერი აქვთ და არის გაურკვევლობა, რომელიც დალაგდება“, - განუცხადა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“.

ადვოკატი ყიფიანის დაკავების პროცესში დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვატო ყიფიანს თავისუფლება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის 1-ელი საათიდან ჰქონდა აღკვეთილი, ოფიციალურად მისი დაკავების დროდ კი, ოქმში 20:00 საათია მითითებული.

"1-ზე ჩამოფრინდა და საღამოს 8-საათამდე არ მომეცა შეხვედრის საშუალება, სად და რატომ იყო, ან რატომ აჩერებდნენ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვარკვევდი. დაკავების ოქმი კი 8:00 საათზე გააფორმეს, რაც გავაპროტესტეთ. შეზღუდული ჰქონდა თავისუფლება, არ ჰქონდა გადაადგილების თავისუფლება, უკვე დაკავებული იყო. დაკავების ფორმალურ მხარეს, ოქმების შედგენას და ჩხრეკის პროცესს ვესწრებოდი. თუმცა, 1-ელიდან 8:00 საათამდე მის მიმართ განხორციელებული პროცედურები ამბსოლუტურად უკანონო იყო. მე როგორც მივხვდი, ამ პერიოდის განმაბლოვაში სასამართლოს მიმართეს დაკავებაზე განჩინების ასარებად. სანამ განჩინება არ ჰქონდათ, მისთვის თავისუფლების აღკვეთის უფლება არ ჰქონდათ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა - კადრები სასამართლოდან

"4 შვილი ჰყავს დაკავებულს... ემუქრებოდნენ, არავის უთხრა, თორემ დედას მოგიკლავო" - 8 წლის გოგონას გაუპატიურების შემზარავი ამბის ახალი დეტალები

ე.წ. კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გააძევეს - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის ეროვნული პოლიცია