პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბლუმბერგის ჩარევა განვითარებადი ქვეყნების კანონმდებლობაში და თამბაქოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები
ბლუმბერგის ჩარევა განვითარებადი ქვეყნების კანონმდებლობაში და თამბაქოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები

2021 წლის 15 ივ­ნისს, ამე­რი­კელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, მი­შელ მინ­ტონ­მა სა­კუ­თა­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნაშ­რო­მის (“Bloomberg’s Philanthro-Colonialism: A Threat to Global Health and Science) ახა­ლი ნა­წი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა - ეს არის ანო­ნი­მუ­რი წყა­როს მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი 128 გვერ­დი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ამე­რი­კე­ლი მი­ლი­არ­დე­ლის, მა­იკლ ბლუმ­ბერ­გი­სა და მისი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, Bloomberg Philanthropies-ის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სამ­თავ­რო­ბო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სიას აერ­თი­ა­ნებს. ჟურ­ნა­ლის­ტის გან­ცხა­დე­ბით, ფი­ლან­თრო­პის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი “მისი გავ­ლე­ნის ნამ­დვილ მას­შტა­ბებს” უს­ვამს ხაზს და აჩ­ვე­ნებს, რომ ბლუმ­ბერგს აქვს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ჩა­ე­რი­ოს უცხო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და აი­ძუ­ლოს ისი­ნი, “მი­ი­ღონ თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ისე­თი პო­ლი­ტი­კა”, რო­მე­ლიც თა­ვად მი­ლი­არ­დე­ლის­თვის იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი.

დო­კუ­მენ­ტში მო­ცე­მუ­ლია მთავ­რო­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სხვა­დას­ხვა მა­გა­ლი­თი, რო­მელ­თა მი­ზანს თამ­ბა­ქოს რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა წარ­მო­ად­გენს. პარტნი­ო­რებ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბი კი ბლუმ­ბერ­გის სა­ხელს, რო­გორც და­ფი­ნან­სე­ბის მთა­ვარ წყა­როს, მა­ლავს. მი­შელ მინ­ტო­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ფი­ლან­თრო­პის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ქმე­დე­ბა არ უნდა იქ­ნას გან­ხი­ლუ­ლი იზო­ლი­რე­ბუ­ლად, არა­მედ უნდა გა­ვი­გოთ რო­გორც ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც შო­რი­დან არის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი. ბლუმ­ბერ­გის სქე­მა პარტნი­ო­რე­ბის, მსოფ­ლი­ოს გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო თუ ჯან­დაც­ვის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის უზარ­მა­ზარ ქსელს აერ­თი­ა­ნებს.

შიდა დო­კუ­მენ­ტი უმე­ტეს­წი­ლად ფი­ლან­თრო­პის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ 2017 წლის სტრა­ტე­გი­ას ასა­ხავს, რომ­ლის მთა­ვარ სა­ფუძ­ველს Campaign for Tobacco-Free Kids-ის (CTFK) ორ­გა­ნი­ზა­ცია წარ­მო­ად­გენს. ბლუმ­ბერ­გი აფი­ნან­სებს Tobacco-Free Kids - ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის პრო­ცე­სებ­ში, ჩანს მე­დი­ა­ში, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში კი სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის მხრი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ზეც ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას.

ბლუმ­ბერ­გის მიერ მთავ­რო­ბი­სა და სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის სის­ტე­მებ­ში პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი ჩა­რე­ვი­სა და ეროვ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს.

მექ­სი­კა­ში, სა­დაც ქვე­და პა­ლა­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტმა ცოტა ხნის წინ უგუ­ლე­ბელ­ყო სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რა და მო­ახ­დი­ნა კონ­კუ­რენ­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა იმი­სათ­ვის, რომ პირ­და­პირ მი­ე­ღო კო­მი­ტე­ტის მიერ წარ­დგე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტი და გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის აკ­რძალ­ვა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი შედ­გე­ნი­ლი იყო ორ­გა­ნი­ზა­ცია Campaign for Tobacco Free Kinds-ის იუ­რის­ტე­ბის მიერ.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და ჩი­ნეთ­ში, სა­დაც Campaign for Tobacco Free Kinds-ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­ა­ფი­ნან­სა სამი პრო­ვინ­ცი­ის (ჟუ­ხა­ის, გუ­ან­ჭო­უ­სა და გუ­ან­ტუ­ნის) მთავ­რო­ბა, ოთხი ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ჯან­დაც­ვი­სა და ოჯა­ხის და­გეგ­მა­რე­ბის კო­მი­სია (National Health and Family Planning Commission), რათა მათ მხა­რი და­ე­ჭი­რათ თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი რე­გუ­ლა­ცი­ის­თვის.

ინ­დო­ნე­ზი­ა­ში კი აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ში­ნაო საქ­მე­თა და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ცდი­ლობ­და, ქვე­ყა­ნა­ში თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბა­სა და აკ­რძალ­ვე­ბის და­წე­სე­ბას.

ასე­ვე, Campaign for Tobacco Free Kinds აქ­ტი­უ­რად აფი­ნან­სებს უკ­რა­ი­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცია LIFE Regional Advocacy Center (LIFE)-ს. ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ CTFK-ის 2015 წლის დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიჩ­ნუ­ლია, რომ მხარ­დამ­ჭე­რი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის დახ­მა­რე­ბით უკ­რა­ი­ნულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ “პარ­ლა­მენტს კა­ნონპ­რო­ექ­ტი 2820 წა­რუდ­გი­ნა”, თუმ­ცა, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ჩა­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში, CTFK დო­კუ­მენ­ტში “ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის” სა­მოქ­მე­დო გეგ­მას აღ­წერს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის. უკ­რა­ი­ნა­ში, ორ­გა­ნი­ზა­ცია CTFK მხარს უჭერ­და “ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბას იმი­სათ­ვის, რომ გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და გა­ე­ბა­თი­ლე­ბი­ნა თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის არ­გუ­მენ­ტე­ბი”. პა­რა­ლე­ლუ­რად, CTFK-ის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია LIFE აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და კი­ე­ვის ეკო­ნო­მი­კურ სკო­ლას­თან, რათა “შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი ანა­ლი­ზი, რო­მე­ლიც გა­ა­მარ­თლებ­და [გა­სა­ყიდ ობი­ექ­ტებ­ში თამ­ბა­ქოს რეკ­ლა­მი­რე­ბა­ზე და­წე­სე­ბულ] აკ­რძალ­ვებს”. ასე­ვე, ორ­გა­ნი­ზა­ცია LIFE-მა CTFK-ის დახ­მა­რე­ბით იპო­ვა პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას “თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­ში” ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობ­დნენ მო­ეხ­დი­ნათ თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის მიერ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პრე­ვენ­ცია.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც 2017-2020 წლებ­ში ბლუმ­ბერ­გმა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი 457 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის გრან­ტით და­ა­ფი­ნან­სა, რათა ჯან­დაც­ვის ცენ­ტრს მხა­რი და­ე­ჭი­რა თამ­ბა­ქოს შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბი­სა და იმპლე­მენ­ტა­ცი­ის­თვის. შე­დე­გად, პარ­ლა­მენ­ტმა თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე ისე­თი­ვე მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­ა­წე­სა, რო­გო­რიც მოქ­მე­დებს ტრა­დი­ცი­ულ სი­გა­რეტ­ზე.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Temo
8

ვენაცვალე ჯიგარში

სიმართლე.
0

სად თამბაქოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და სად განვითარებად ქვეყნების კანონმდებლობაში ჩარევა. კიდევ მეტად ჩააწყობენ, ხალხის დაბმის კარტებს.

ავტორი:

ბლუმბერგის ჩარევა განვითარებადი ქვეყნების კანონმდებლობაში და თამბაქოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები

ბლუმბერგის ჩარევა განვითარებადი ქვეყნების კანონმდებლობაში და თამბაქოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები

2021 წლის 15 ივნისს, ამერიკელმა ჟურნალისტმა, მიშელ მინტონმა საკუთარი საგამოძიებო ნაშრომის (“Bloomberg’s Philanthro-Colonialism: A Threat to Global Health and Science) ახალი ნაწილი გამოაქვეყნა - ეს არის ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული 128 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ამერიკელი მილიარდელის, მაიკლ ბლუმბერგისა და მისი საქველმოქმედო ორგანიზაციის, Bloomberg Philanthropies-ის მიერ დაფინანსებული სამთავრობო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების სიას აერთიანებს. ჟურნალისტის განცხადებით, ფილანთროპის მხრიდან განხორციელებული შემოწირულობები “მისი გავლენის ნამდვილ მასშტაბებს” უსვამს ხაზს და აჩვენებს, რომ ბლუმბერგს აქვს ძალაუფლება, ჩაერიოს უცხო, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების მთავრობების საქმიანობაში და აიძულოს ისინი, “მიიღონ თამბაქოს კონტროლის ისეთი პოლიტიკა”, რომელიც თავად მილიარდელისთვის იქნება მისაღები.

დოკუმენტში მოცემულია მთავრობების დაფინანსების სხვადასხვა მაგალითი, რომელთა მიზანს თამბაქოს რეგულაციებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს. პარტნიორებთან გაფორმებული კონტრაქტები კი ბლუმბერგის სახელს, როგორც დაფინანსების მთავარ წყაროს, მალავს. მიშელ მინტონი აღნიშნავს, რომ ფილანთროპის მიერ განხორციელებული თითოეული ქმედება არ უნდა იქნას განხილული იზოლირებულად, არამედ უნდა გავიგოთ როგორც ურთიერთდამოკიდებული ინტერესების ერთიანობა, რომელიც შორიდან არის კოორდინირებული. ბლუმბერგის სქემა პარტნიორების, მსოფლიოს გავლენიანი ადამიანებისა და საზოგადო თუ ჯანდაცვის ინსტიტუტების უზარმაზარ ქსელს აერთიანებს.

შიდა დოკუმენტი უმეტესწილად ფილანთროპის მიერ შემუშავებულ 2017 წლის სტრატეგიას ასახავს, რომლის მთავარ საფუძველს Campaign for Tobacco-Free Kids-ის (CTFK) ორგანიზაცია წარმოადგენს. ბლუმბერგი აფინანსებს Tobacco-Free Kids - ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საჯარო პოლიტიკის პროცესებში, ჩანს მედიაში, რიგ შემთხვევებში კი სამთავრობო უწყებების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესზეც ახდენს ზეგავლენას.

ბლუმბერგის მიერ მთავრობისა და საყოველთაო ჯანდაცვის სისტემებში პირდაპირი თუ ირიბი ჩარევისა და ეროვნული რეგულაციების მიღების პროცესში მონაწილეობის არაერთი მაგალითი არსებობს.

მექსიკაში, სადაც ქვედა პალატის ჯანდაცვის კომიტეტის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ უგულებელყო სტანდარტული პროცედურა და მოახდინა კონკურენტული წინადადებების იგნორირება იმისათვის, რომ პირდაპირ მიეღო კომიტეტის მიერ წარდგენილი დოკუმენტი და განეხორციელებინა უკვამლო მოწყობილობების აკრძალვა. საინტერესოა, რომ აღნიშნული დოკუმენტი შედგენილი იყო ორგანიზაცია Campaign for Tobacco Free Kinds-ის იურისტების მიერ.

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთში, სადაც Campaign for Tobacco Free Kinds-ის ორგანიზაციამ დააფინანსა სამი პროვინციის (ჟუხაის, გუანჭოუსა და გუანტუნის) მთავრობა, ოთხი ქალაქის მთავრობა და ნაციონალური ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომისია (National Health and Family Planning Commission), რათა მათ მხარი დაეჭირათ თამბაქოს კონტროლის ნაციონალური რეგულაციისთვის.

ინდონეზიაში კი აღნიშნული ორგანიზაცია საშინაო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებთან თანამშრომლობით ცდილობდა, ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის გამკაცრებასა და აკრძალვების დაწესებას.

ასევე, Campaign for Tobacco Free Kinds აქტიურად აფინანსებს უკრაინულ ორგანიზაცია LIFE Regional Advocacy Center (LIFE)-ს. ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ CTFK-ის 2015 წლის დოკუმენტში აღნიჩნულია, რომ მხარდამჭერი პარლამენტარების დახმარებით უკრაინულმა ორგანიზაციამ “პარლამენტს კანონპროექტი 2820 წარუდგინა”, თუმცა, ამ კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, CTFK დოკუმენტში “ახალი კანონპროექტის შემუშავების” სამოქმედო გეგმას აღწერს.

ეს ყველაფერი არ არის. უკრაინაში, ორგანიზაცია CTFK მხარს უჭერდა “ეკონომიკური კვლევის ჩატარებას იმისათვის, რომ გაემართლებინა ახალი რეგულაციების აუცილებლობა და გაებათილებინა თამბაქოს ინდუსტრიის არგუმენტები”. პარალელურად, CTFK-ის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია LIFE აქტიურად თანამშრომლობდა კიევის ეკონომიკურ სკოლასთან, რათა “შეემუშავებინა ეკონომიკური ანალიზი, რომელიც გაამართლებდა [გასაყიდ ობიექტებში თამბაქოს რეკლამირებაზე დაწესებულ] აკრძალვებს”. ასევე, ორგანიზაცია LIFE-მა CTFK-ის დახმარებით იპოვა პარტნიორები, რომლებიც ორგანიზაციას “თამბაქოს ინდუსტრიის დისკრედიტაციაში” ეხმარებოდნენ და აქტიურად ცდილობდნენ მოეხდინათ თამბაქოს ინდუსტრიის მიერ საკანონმდებლო პროცესებში მონაწილეობის პრევენცია.

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, სადაც 2017-2020 წლებში ბლუმბერგმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 457 000 ლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა, რათა ჯანდაცვის ცენტრს მხარი დაეჭირა თამბაქოს შესახებ არსებული კანონმდებლობის ცვლილებისა და იმპლემენტაციისთვის. შედეგად, პარლამენტმა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებზე ისეთივე მკაცრი რეგულაციები დააწესა, როგორიც მოქმედებს ტრადიციულ სიგარეტზე.

R

რით განსხვავდება ოფიციალურ და შავ ბაზარზე ნაყიდი ტექნიკა და ღირს თუ არა Apple-ის ტექნიკის ყიდვა ოფიციალურ რესელერებთან - ერთად განვიხილოთ ეს საკითხი

როგორ შევქმნათ ორიგინალური დიზაინის ფოტოწიგნი თავად - დიზაინერის რჩევები

რა არის სამოგზაურო ყუთი? - პირველი ინოვაციური პროდუქტი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში