პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს ორგანული საკვები, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა
რას ნიშნავს ორგანული საკვები, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა

ტერ­მი­ნი „ორ­გა­ნუ­ლი“ ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. სულ უფრო იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნა ორ­გა­ნულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე და მათი მოხ­მა­რე­ბაც ძა­ლი­ან მო­დუ­რი ხდე­ბა. მარ­კე­ტებ­ში ორ­გა­ნუ­ლი პრო­დუქ­ცია ცალ­კე დახ­ლებ­ზე, თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლებ­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი. რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი შე­ფუთ­ვა­ზე ხე­დავს წარ­წე­რას „ორ­გა­ნუ­ლი“, მის­თვის პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უკვე გა­სა­გე­ბია და ზედ­მე­ტი ფიქ­რის გა­რე­შე იღებს ყიდ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბევ­რმა და მათ შო­რის მა­თაც, ვინც ორ­გა­ნულ პრო­დუქ­ცი­ას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას, დე­ტა­ლუ­რად არ იცის, რას ნიშ­ნავს ეს ტერ­მი­ნი და კონ­კრე­ტუ­ლად რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს ორ­გა­ნულ საკ­ვებს.

სწო­რედ ამი­ტომ, დღეს გა­დავ­წყვი­ტეთ ორ­გა­ნულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე ვი­სა­უბ­როთ. პირ­ველ რიგ­ში, რაც უნდა იცო­დეთ, არის ის, რომ ორ­გა­ნუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი ერ­თსა და იმა­ვეს არ ნიშ­ნავს. შე­იძ­ლე­ბა პრო­დუქ­ცია, მა­გა­ლი­თად, რძის ნა­წარ­მი იყოს ბუ­ნებ­რი­ვი ანუ სრუ­ლად ბუ­ნებ­რი­ვი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ის არ იყოს ორ­გა­ნუ­ლი.

ტერ­მი­ნე­ბი ეკო, ბიო, ორ­გა­ნუ­ლი კი სი­ნო­ნი­მე­ბია და აღ­ნიშ­ნავს ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქტს. ამე­რი­კის კონ­ტი­ნენტზე უფრო “ორ­გა­ნუ­ლი” იხ­მა­რე­ბა, ევ­რო­პა­ში “ბიო” და “ეკო”. ორ­გა­ნუ­ლია პრო­დუქ­ტი, რომ­ლის წარ­მო­ე­ბის არც ერთ ეტაპ­ზე არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა შხამ-ქი­მი­კა­ტე­ბი, ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის მავ­ნე კონ­სერ­ვან­ტე­ბი, ჰორ­მო­ნე­ბი, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი. ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტზე ორ­გა­ნუ­ლო­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა რო­გორც წარ­წე­რით (ORGANIC - BIO), აგ­რეთ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­ბო­ლო­თი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ორ­გა­ნუ­ლი (ბიო) საკ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არის და­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ტის შე­ფუთ­ვა­ზე.

უფრო ნათ­ლად რომ და­ი­ნა­ხოთ, თუ რა გან­სხვა­ვე­ბაა ორ­გა­ნულ და არა­ო­გა­ნულ პრო­დუქ­ცი­ას შო­რის, ამას კა­რა­ქის მა­გა­ლით­ზე გან­ვი­ხი­ლავთ:

  • პი­რუ­ტყვი, რომ­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი რძი­თაც ორ­გა­ნუ­ლი კა­რა­ქი მზად­დე­ბა, იკ­ვე­ბე­ბა მხო­ლოდ ორ­გა­ნუ­ლი, არა­გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ჰორ­მო­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი საკ­ვე­ბით. არა­ორ­გა­ნუ­ლი რძის ნა­წარ­მის მი­ღე­ბი­სას არ ვართ და­ზღვე­ულ­ნი იმის­გან, რომ პი­რუ­ტყვს არ აქვს ზრდის და­მაჩ­ქა­რე­ბე­ლი ჰორ­მო­ნე­ბი თუ გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი მი­ღე­ბუ­ლი.
  • ორ­გა­ნუ­ლი კა­რა­ქის მწარ­მო­ე­ბელ ფერ­მებ­ში პი­რუ­ტყვი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი/ბუ­ნებ­რი­ვი მე­თო­დე­ბით, არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ზედ­მე­ტი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ჩა­რე­ვა. არა­ორ­გა­ნულ/სტან­დარ­ტულ წარ­მო­ე­ბებ­ში ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბას ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ებ­რძვი­ან, რაც პირ­და­პირ უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს რძის ხა­რისხზე.
  • ორ­გა­ნულ წარ­მო­ე­ბებ­ში ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტის მი­სა­ღე­ბად მთა­ვა­რი პი­რო­ბაა, რომ პი­რუ­ტყვმა დიდი დრო გა­ა­ტა­როს ღია ცის ქვეშ, რაც ბუ­ნებ­რი­ვად აუმ­ჯო­ბე­სებს რო­გორც რძის ხა­რისხს ასე­ვე მის ცხი­მი­ა­ნო­ბას თუ გე­მოს, მა­შინ, რო­დე­საც სხვა შემ­თხვე­ვა­ში უპი­რა­ტე­სო­ბას და­ხუ­რულ ფერ­მებს ანი­ჭე­ბენ.

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ხე­ლი­საწ­ვდო­მი და­ნი­უ­რი ბრენ­დის „ლურ­პა­კის“ მა­გა­ლით­ზე უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ გან­ვი­ხი­ლოთ, ბრენ­დის ორ­გა­ნუ­ლი და არა­ორ­გა­ნუ­ლი ხა­ზის კა­რა­ქის წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში იკ­რძა­ლე­ბა ჰორ­მო­ნე­ბი­სა თუ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ცე­მა პი­რუ­ტყვი­სა­თის. თუმ­ცა ორ­გა­ნუ­ლი კა­რა­ქი სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ მცი­რე ორ­გა­ნულ ფერ­მებ­ში იწარ­მო­ე­ბა, სა­დაც არა­ნა­ი­რი ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტი არ ხვდე­ბა პი­რუ­ტყვის საკ­ვებ­ში, ნი­ა­და­გი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა საკ­ვე­ბის მო­საყ­ვა­ნად არ მუ­შავ­დე­ბა სა­სუ­ქით, მხო­ლოდ ბუ­ნებ­რი­ვად მი­ღე­ბუ­ლი გა­სა­ნოყი­ე­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ე­მა­ტოს. ორ­გა­ნუ­ლი ფერ­მე­ბის მდე­ბა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით არის შერ­ჩე­უ­ლი, რომ ახ­ლომ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ იყოს ინ­დუსტრი­უ­ლი ზონა და ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყოს სა­უ­კე­თე­სო. „ლურ­პა­კი“ ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნუ­ლი კა­რა­ქია, რომ­ლის შე­ძე­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს არის ბრენ­დი, რომ­ლის კა­რა­ქიც მსოფ­ლი­ოს 95 ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა. მხო­ლოდ 2020 წელს „ლურ­პა­კის“ 115 000 ტონა კა­რა­ქი გა­ი­ყი­და, რაც 460 მი­ლი­ო­ნი შეკ­ვრა კა­რა­ქია.

ორ­გა­ნუ­ლი საკ­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ბავ­შვთა კვე­ბა­ში, რად­გან პა­ტა­რე­ბის ორ­გა­ნიზ­მი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პე­რი­ოდ­შია და პრო­დუქ­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ­მა ქი­მი­ურ­მა და­ნა­მატ­მა მას­ზე შე­იძ­ლე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს, გა­მო­იწ­ვი­ოს ალერ­გია ან სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს სწო­რად ზრდა–გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ ორ­გა­ნუ­ლი საკ­ვე­ბი მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. დღეს, რო­დე­საც და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ სწო­რად და ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბოთ.

დღეს ბა­ზარ­ზე ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში 20%-ით ძვი­რია ჩვე­უ­ლებ­რივ პრო­დუქ­ტებ­ზე. და ეს ასეა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ - მთელ მსოფ­ლი­ო­ში. თუმ­ცა არას­დროს და­გე­ნა­ნოთ ორ­გა­ნულ პრო­დუქ­ტში გა­დახ­დი­ლი მეტ-ნაკ­ლე­ბად მეტი თან­ხა, რად­გან ორ­გა­ნუ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის. ორ­გა­ნულ საკ­ვებს გა­ცი­ლე­ბით მეტი სა­სარ­გებ­ლო ნუტ­რი­ენ­ტი აქვს ვიდ­რე არა­ორ­გა­ნულს, გა­ცი­ლე­ბით მეტ ან­ტი­ოქ­სი­დანტს შე­ი­ცავს, გა­ნა­კუთ­რე­ბით სა­ჭი­როა მათ­თვის, ვი­საც რა­ი­მე სა­ხის ალერ­გია აქვს ქი­მი­ურ და­ნა­მა­ტებ­ზე, სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რებ­სა თუ კონ­სერ­ვან­ტებ­ზე. ორ­გა­ნუ­ლი კა­რა­ქის მო­ნე­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია მათ­თვი­საც, ვი­საც რძის აუ­ტან­ლო­ბა აწუ­ხებს მსუ­ბუქ ფორ­მებ­ში. სწო­რედ ამი­ტომ წლი­დან წლამ­დე სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი აც­ნო­ბი­ე­რებს ჯან­სა­ღი კვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და უპი­რა­ტე­სო­ბას ორ­გა­ნულ პრო­დუქ­ცი­ას ანი­ჭებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტუა
7

ვაი რა ბოდვები წავიკითხე სულ გარეკეს ოღონდ ფული იშოვონ.და რას არ მოიგონებენ.ხალხი რომ შიმშილობს იმას ურჩიეთ რამე.

ლანკა
0

ესეთი ბოდვები უდევთ ასეთი ტიპის მაღაზიებში მაგ. ჰოლანდენბარეტის “ორგანულ “და “ეკო “ პროდუქციაზე. და არამარტო. 

ავტორი:

რას ნიშნავს ორგანული საკვები, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა

რას ნიშნავს ორგანული საკვები, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა

ტერმინი „ორგანული“ ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა. სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ორგანულ პროდუქციაზე და მათი მოხმარებაც ძალიან მოდური ხდება. მარკეტებში ორგანული პროდუქცია ცალკე დახლებზე, თვალსაჩინო ადგილებზეა განლაგებული. როდესაც მომხმარებელი შეფუთვაზე ხედავს წარწერას „ორგანული“, მისთვის პროდუქციის ხარისხის შესახებ ინფორმაცია უკვე გასაგებია და ზედმეტი ფიქრის გარეშე იღებს ყიდვის გადაწყვეტილებას. მიუხედავად ამისა, ბევრმა და მათ შორის მათაც, ვინც ორგანულ პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას, დეტალურად არ იცის, რას ნიშნავს ეს ტერმინი და კონკრეტულად რა უპირატესობები აქვს ორგანულ საკვებს.

სწორედ ამიტომ, დღეს გადავწყვიტეთ ორგანულ პროდუქციაზე ვისაუბროთ. პირველ რიგში, რაც უნდა იცოდეთ, არის ის, რომ ორგანული და ბუნებრივი ერთსა და იმავეს არ ნიშნავს. შეიძლება პროდუქცია, მაგალითად, რძის ნაწარმი იყოს ბუნებრივი ანუ სრულად ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული, მაგრამ ის არ იყოს ორგანული.

ტერმინები ეკო, ბიო, ორგანული კი სინონიმებია და აღნიშნავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. ამერიკის კონტინენტზე უფრო “ორგანული” იხმარება, ევროპაში “ბიო” და “ეკო”. ორგანულია პროდუქტი, რომლის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ გამოიყენება შხამ-ქიმიკატები, ჯანმრთელობისათვის მავნე კონსერვანტები, ჰორმონები, ანტიბიოტიკები. ნებისმიერ პროდუქტზე ორგანულობა აღინიშნება როგორც წარწერით (ORGANIC - BIO), აგრეთვე საერთაშორისო სიმბოლოთი, რომელიც მხოლოდ ორგანული (ბიო) საკვების შემთხვევაში არის დატანილი პროდუქტის შეფუთვაზე.

უფრო ნათლად რომ დაინახოთ, თუ რა განსხვავებაა ორგანულ და არაოგანულ პროდუქციას შორის, ამას კარაქის მაგალითზე განვიხილავთ:

  • პირუტყვი, რომლისგან მიღებული რძითაც ორგანული კარაქი მზადდება, იკვებება მხოლოდ ორგანული, არაგენმოდიფიცირებული, ჰორმონებისგან თავისუფალი საკვებით. არაორგანული რძის ნაწარმის მიღებისას არ ვართ დაზღვეულნი იმისგან, რომ პირუტყვს არ აქვს ზრდის დამაჩქარებელი ჰორმონები თუ გენმოდიფიცირებული საკვები მიღებული.
  • ორგანული კარაქის მწარმოებელ ფერმებში პირუტყვისათვის დამახასიათებელი დაავადებების მკურნალობა ხდება ტრადიციული/ბუნებრივი მეთოდებით, არ ხორციელდება ზედმეტი მედიკამენტოზური ჩარევა. არაორგანულ/სტანდარტულ წარმოებებში ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა დაავადებას ანტიბიოტიკების საშუალებით ებრძვიან, რაც პირდაპირ უარყოფით გავლენას ახდენს რძის ხარისხზე.
  • ორგანულ წარმოებებში ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად მთავარი პირობაა, რომ პირუტყვმა დიდი დრო გაატაროს ღია ცის ქვეშ, რაც ბუნებრივად აუმჯობესებს როგორც რძის ხარისხს ასევე მის ცხიმიანობას თუ გემოს, მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევაში უპირატესობას დახურულ ფერმებს ანიჭებენ.

ქართულ ბაზარზე ხელისაწვდომი დანიური ბრენდის „ლურპაკის“ მაგალითზე უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ბრენდის ორგანული და არაორგანული ხაზის კარაქის წარმოების პროცესში იკრძალება ჰორმონებისა თუ ანტიბიოტიკების მიცემა პირუტყვისათის. თუმცა ორგანული კარაქი სპეციალურად შექმნილ მცირე ორგანულ ფერმებში იწარმოება, სადაც არანაირი ქიმიური დანამატი არ ხვდება პირუტყვის საკვებში, ნიადაგი, რომელიც გამოიყენება საკვების მოსაყვანად არ მუშავდება სასუქით, მხოლოდ ბუნებრივად მიღებული გასანოყიერებელი საშუალებები შეიძლება დაემატოს. ორგანული ფერმების მდებარეობა განსაკუთრებული ყურადღებით არის შერჩეული, რომ ახლომდებარე ტერიტორიაზე არ იყოს ინდუსტრიული ზონა და ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს საუკეთესო. „ლურპაკი“ ერთადერთი ორგანული კარაქია, რომლის შეძენაც საქართველოშია შესაძლებელი. ეს არის ბრენდი, რომლის კარაქიც მსოფლიოს 95 ქვეყანაში იყიდება. მხოლოდ 2020 წელს „ლურპაკის“ 115 000 ტონა კარაქი გაიყიდა, რაც 460 მილიონი შეკვრა კარაქია.

ორგანული საკვების ჩართულობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა კვებაში, რადგან პატარების ორგანიზმი ჩამოყალიბების პერიოდშია და პროდუქციის შემადგენლობაში არსებულმა ქიმიურმა დანამატმა მასზე შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს, გამოიწვიოს ალერგია ან სხვადასხვა ორგანოს სწორად ზრდა–განვითარების შეფერხება გამოიწვიოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ორგანული საკვები მხოლოდ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. დღეს, როდესაც დაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, მნიშვნელოვანია რომ სწორად და ჯანსაღად იკვებოთ.

დღეს ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები მთელ მსოფლიოში 20%-ით ძვირია ჩვეულებრივ პროდუქტებზე. და ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - მთელ მსოფლიოში. თუმცა არასდროს დაგენანოთ ორგანულ პროდუქტში გადახდილი მეტ-ნაკლებად მეტი თანხა, რადგან ორგანული საკვების მიღება უმნიშვნელოვანესია როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობისათვის. ორგანულ საკვებს გაცილებით მეტი სასარგებლო ნუტრიენტი აქვს ვიდრე არაორგანულს, გაცილებით მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, განაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვისაც რაიმე სახის ალერგია აქვს ქიმიურ დანამატებზე, სტაბილიზატორებსა თუ კონსერვანტებზე. ორგანული კარაქის მონელება გაცილებით მარტივია მათთვისაც, ვისაც რძის აუტანლობა აწუხებს მსუბუქ ფორმებში. სწორედ ამიტომ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს ჯანსაღი კვების მნიშვნელობას და უპირატესობას ორგანულ პროდუქციას ანიჭებს.

რჩევები, რომლებიც მანქანის საწვავის ხარჯის შემცირებაში რეალურად დაგეხმარებათ

გარემონტებული ოთახი, დედასთან წაგებული სანაძლეო და დანგრეული სტერეოტიპები – გადაცემა „რედიზაინმა“ თინეიჯერ კესოს ოთახი გაურემონტა

AVON-ს განსაკუთრებული მიღწევებისთვის Golden Brand-ის ჯილდო მესამედ გადაეცა