პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური „ბაზარი“ გაიხსნა
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური „ბაზარი“ გაიხსნა

კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მი­ის გამო შექ­მნილ­მა კრი­ზის­მა მომ­სა­ხუ­რე­ბის სექ­ტორს, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კვე­ბის ობი­ექ­ტებს, ბიზ­ნე­სის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბის­კენ უბიძ­გა და მათი ნა­წი­ლი რი­თე­ილ სფე­რო­ში გა­და­ვი­და. სწო­რედ ამ დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბის შე­დე­გად თბი­ლის­ში დღე­ი­დან ახა­ლი და უნი­კა­ლუ­რი სივ­რცე - „ბა­ზა­რი“ გაჩ­ნდე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ად­გი­ლი, სა­დაც სტუ­მა­რი იმოგ­ზა­უ­რებს ძველ თბი­ლის­ში, და­ა­გე­მოვ­ნებს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის კერ­ძებ­სა და ჯან­საღ პრო­დუქტს. რო­გორც იდე­ის ავ­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, მათი მი­ზა­ნია, რომ მომ­ხმა­რე­ბელს მი­ა­წო­დონ უსაფრ­თხო, სა­სარ­გებ­ლო და ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი.

„ბა­ზა­რი“ ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩის 57 ნო­მერ­ში, კუს ტბის ასახ­ვე­ვის მო­პირ­და­პი­რე მხა­რე მდე­ბა­რე­ობს. პრო­ექ­ტი 700 000 - ლა­რი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ით გან­ხორ­ცი­ელ­და და 2 500 კვად­რა­ტულ მეტრზე გან­თავ­სე­ბულ უნი­კა­ლურ სივ­რცე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100-მდე ადა­მი­ა­ნი და­საქმდა.

რო­გორც „ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას, „ბა­ზა­რის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და გა­ყიდ­ვე­ბის დი­რექ­ტორ­მა თა­მარ გე­ლან­ტი­ამ გა­ნა­ცხა­და, კომ­პა­ნი­ამ ტუ­რის­ტე­ბის­თვის, გურ­მა­ნე­ბი­სა და მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რი კერ­ძე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სა­მო­თხე შექ­მნა.

„როცა ვახ­სე­ნებთ სი­ტყვას „ბა­ზა­რი“, უპირ­ვე­ლე­სად ნამ­დვი­ლი, თბი­ლი­სუ­რი ბა­ზა­რი გვახ­სენ­დე­ბა - მთე­ლი თა­ვი­სი აზი­უ­რი ეგ­ზო­ტი­კით. მე-19 სა­უ­კუ­ნე - ფე­რა­დი, მრა­ვალ­გვა­რი, ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტით და­ხუნძლუ­ლი დახ­ლე­ბი, სა­უბ­რის მოყ­ვა­რუ­ლი ვაჭ­რე­ბი, დახ­ლებს შო­რის, მშვი­დად და აუჩ­ქა­რე­ბე­ლად მო­სე­ირ­ნე მყიდ­ვე­ლე­ბი... ჰა­ერ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი, ახალ­გა­მომ­ცხვა­რი პუ­რის სურ­ნე­ლი, შემ­თხვე­ვი­თი შეხ­ვედ­რე­ბი ძველ ნაც­ნო­ბებ­თან და სა­სი­ა­მოვ­ნო სა­უბ­რე­ბი.

ნამ­დვი­ლი თბი­ლი­სუ­რი ბა­ზა­რი კი უკვე გა­იხ­სნა ჭავ­ჭა­ვა­ძის 57-ში უნი­კა­ლუ­რი, ძვე­ლი თბი­ლი­სუ­რი გა­რე­მო, სა­დაც შე­ი­ძენთ უგემ­რი­ე­ლეს 100 % ნედ­ლი ქარ­თუ­ლი ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბულ დე­ლი­კა­ტე­სებს და ცნო­ბი­ლი შეფ მზა­რე­უ­ლის მომ­ზა­დე­ბულ სხვა კუ­ლი­ნა­რი­ულ ნა­წარმს. ჩვენს სივ­რცე­ში ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ცნო­ბი­ლი უცხო­უ­რი და ქარ­თუ­ლი ბრენ­დე­ბის პრო­დუქ­ცი­ის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტი. გარე გამ­წვა­ნე­ბულ სივ­რცე­ში კი ოჯახ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ისი­ა­მოვ­ნებთ სხვა­დას­ხვა კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით, ასე­ვე შეძ­ლებთ ეს­ტუმ­როთ ძველ თბი­ლი­სურ დუ­ქანს.

რო­გორც იცით, თბი­ლი­სი ყო­ველ­თვის მი­იჩ­ნე­ო­და მრა­ვა­ლეთ­ნი­კურ, მრა­ვალ­ფე­რო­ვან ქა­ლა­ქად. ეს ჩვენს კულ­ტუ­რა­სა და კერ­ძებ­ზეც მკა­ფი­ოდ აი­სა­ხა და ასე­ვე გრძელ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე თბი­ლის­შიც. თა­მა­მად ვი­ტყვით, რომ ტუ­რის­ტე­ბის­თვის, გურ­მა­ნე­ბი­სა და მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რი კერ­ძე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სა­მო­თხე შევ­ქმე­ნით“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გე­ლან­ტი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, „ბა­ზარ­ში“ სტუმ­რე­ბი იხი­ლა­ვენ უგემ­რი­ე­ლეს სამ­ზა­რე­უ­ლოს, ხორ­ცის დე­ლი­კა­ტე­სებ­სა და სა­უ­კე­თე­სო ყვე­ლის კუ­თხე­ებს. ეზო­ში გა­მო­ცხვე­ბა „დე­დას პური“. ამას­თა­ნა­ვე, ეზო­ში სტუმ­რე­ბი შეძ­ლე­ბენ იხი­ლონ ევ­რო­პუ­ლი ბრენ­დე­ბის პრო­დუქ­ცია და, რა თქმა უნდა, ად­გი­ლობ­რი­ვი, ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მი.

„ჩვენს ეზო­ში იქ­ნე­ბა სა­გულ­და­გუ­ლოდ შერ­ჩე­უ­ლი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ახა­ლი ხილ-ბოსტნე­უ­ლი და 100 % -ით ნედ­ლი ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი ეს HACCP სი­ტე­მით იწარ­მო­ე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად მოწ­მდე­ბა პეს­ტი­ცი­დებ­სა და აგ­რო­ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა­ზე.

ჩვე­ნი მი­ზა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს მი­ვა­წო­დოთ უსაფრ­თხო, სა­სარ­გებ­ლო და ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი. არ მო­ვაკ­ლოთ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი. შე­ვუქ­მნათ ადა­მი­ა­ნებს ყიდ­ვის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო, შევ­თა­ვა­ზოთ და­მა­ტე­ბი­თი სერ­ვი­სე­ბი, რაც კი­დევ უფრო მე­ტად სა­სი­ა­მოვ­ნოს გახ­დის ყიდ­ვის პრო­ცესს და ამავდრო­უ­ლად ადა­მი­ა­ნებს მის­ცემს დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გე­ლან­ტი­ამ.

R

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
"""""
1

ფასები რა იქნება ესეც არის მთავარი,რომ წარმოვიდგინე, შემაჟრიალა

ნანა
1

როგორც ჩანს,ეგ უფრო ტურისტებზეა გათვლილი.არა მგონია, ღარიბმა თბილისელებმა მაგათი მომსახურებით სარგებლობა შეძლონ...

ავტორი:

მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური „ბაზარი“ გაიხსნა

მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური „ბაზარი“ გაიხსნა

კორონავირუსული პანდემიის გამო შექმნილმა კრიზისმა მომსახურების სექტორს, უფრო კონკრეტულად, კვების ობიექტებს, ბიზნესის დივერსიფიცირებისკენ უბიძგა და მათი ნაწილი რითეილ სფეროში გადავიდა. სწორედ ამ დივერსიფიცირების შედეგად თბილისში დღეიდან ახალი და უნიკალური სივრცე - „ბაზარი“ გაჩნდება. ეს იქნება ადგილი, სადაც სტუმარი იმოგზაურებს ძველ თბილისში, დააგემოვნებს უმაღლესი ხარისხის კერძებსა და ჯანსაღ პროდუქტს. როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, მათი მიზანია, რომ მომხმარებელს მიაწოდონ უსაფრთხო, სასარგებლო და ნატურალური პროდუქტი.

„ბაზარი“ ჭავჭავაძის ქუჩის 57 ნომერში, კუს ტბის ასახვევის მოპირდაპირე მხარე მდებარეობს. პროექტი 700 000 - ლარიანი ინვესტიციით განხორციელდა და 2 500 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ უნიკალურ სივრცეში დაახლოებით 100-მდე ადამიანი დასაქმდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, „ბაზარის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა თამარ გელანტიამ განაცხადა, კომპანიამ ტურისტებისთვის, გურმანებისა და მრავალეთნიკური კერძების მოყვარულთათვის კულინარიული სამოთხე შექმნა.

„როცა ვახსენებთ სიტყვას „ბაზარი“, უპირველესად ნამდვილი, თბილისური ბაზარი გვახსენდება - მთელი თავისი აზიური ეგზოტიკით. მე-19 საუკუნე - ფერადი, მრავალგვარი, ჯანსაღი პროდუქტით დახუნძლული დახლები, საუბრის მოყვარული ვაჭრები, დახლებს შორის, მშვიდად და აუჩქარებელად მოსეირნე მყიდველები... ჰაერში დატრიალებული, ახალგამომცხვარი პურის სურნელი, შემთხვევითი შეხვედრები ძველ ნაცნობებთან და სასიამოვნო საუბრები.

ნამდვილი თბილისური ბაზარი კი უკვე გაიხსნა ჭავჭავაძის 57-ში უნიკალური, ძველი თბილისური გარემო, სადაც შეიძენთ უგემრიელეს 100 % ნედლი ქართული ხორცისგან დამზადებულ დელიკატესებს და ცნობილი შეფ მზარეულის მომზადებულ სხვა კულინარიულ ნაწარმს. ჩვენს სივრცეში ასევე წარმოდგენილია ცნობილი უცხოური და ქართული ბრენდების პროდუქციის ფართო ასორტიმენტი. გარე გამწვანებულ სივრცეში კი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ისიამოვნებთ სხვადასხვა კვების ობიექტების მომსახურებით, ასევე შეძლებთ ესტუმროთ ძველ თბილისურ დუქანს.

როგორც იცით, თბილისი ყოველთვის მიიჩნეოდა მრავალეთნიკურ, მრავალფეროვან ქალაქად. ეს ჩვენს კულტურასა და კერძებზეც მკაფიოდ აისახა და ასევე გრძელდება თანამედროვე თბილისშიც. თამამად ვიტყვით, რომ ტურისტებისთვის, გურმანებისა და მრავალეთნიკური კერძების მოყვარულთათვის კულინარიული სამოთხე შევქმენით“, - განაცხადა თამარ გელანტიამ.

მისივე თქმით, „ბაზარში“ სტუმრები იხილავენ უგემრიელეს სამზარეულოს, ხორცის დელიკატესებსა და საუკეთესო ყველის კუთხეებს. ეზოში გამოცხვება „დედას პური“. ამასთანავე, ეზოში სტუმრები შეძლებენ იხილონ ევროპული ბრენდების პროდუქცია და, რა თქმა უნდა, ადგილობრივი, ნამდვილი ქართული ნაწარმი.

„ჩვენს ეზოში იქნება საგულდაგულოდ შერჩეული უმაღლესი ხარისხის ახალი ხილ-ბოსტნეული და 100 % -ით ნედლი ხორცისგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები - ყველაფერი ეს HACCP სიტემით იწარმოება, ყოველდღიურად მოწმდება პესტიციდებსა და აგროქიმიური საშუალებების შემცველობაზე.

ჩვენი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უსაფრთხო, სასარგებლო და ნატურალური პროდუქტი. არ მოვაკლოთ კულინარიული სიახლეები. შევუქმნათ ადამიანებს ყიდვისთვის სასიამოვნო და კომფორტული გარემო, შევთავაზოთ დამატებითი სერვისები, რაც კიდევ უფრო მეტად სასიამოვნოს გახდის ყიდვის პროცესს და ამავდროულად ადამიანებს მისცემს დასვენების საშუალებას“, - განაცხადა თამარ გელანტიამ.

R

"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა

შეცდომები, რომელიც კერძო სახლის მოვლისა და მოწყობისას დავუშვი - ბლოგი მათთვის, ვისაც ეზო ან აგარაკი აქვს

დიტრიხა შარაშიძე: „ვაბანკზე წავედი... სითამამემ გამამარჯვებინა“ − ქართული „მასტერშეფის“ ისტორიაში პირველად გაიმარჯვა მოყვარულმა მზარეულმა