ევროპის ჩემპიონატზე გუშინ საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნულ საფეხბურთო გუნდებს შორის მატჩი შედგა. თამაში ფრანგების გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი მოედანზე Greenpeace-ის აქტივისტი პარაპლანით დაეშვა.
ფანების ტრიბუნასთან პარაპლანი სახიფათოდ მოძრაობდა. როგორც "გარდიანი" წერს, უეფამ დაადასტურა, რომ შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა და სხვადასხვა ტიპის ტრავმებით ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
Can't believe I just caught this on video. Parachuted into the stadium, got caught in the spider cam and nearly crashed into the crowd. Hope he's ok! #GERFRA #EURO2020 pic.twitter.com/PJ49WYdFM9
— Max Merrill (@MaxMerrill_) June 15, 2021
პარაპლანში იყო გარემოს დაცვის ორგანიზაციის, "გრინფისის" აქტივისტი, რომლის მიზანიც იყო, რომ საზოგადოებისთვის თავისი მესიჯი გაეცნო - "უარი ნავთობს“, - ეს იყო მისი მთავარი სათქმელი.
დაცვამ აქტივისტი მოედნიდან მალევე გაიყვანა და თამაშის დაწყებას ხელი არ შეშლია.
მოგვიანებით, "გრინფისმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ აქტივისტს მიზნად ჰქონდა გაეპროტესტებინა ევრო 2020-ის სპონსორის, Volkswagen-ის დამოკიდებულება გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
გარემოს დაცვა კარგია, მარა ხალხი თუ დალეწე და საკუთარი თავიც კინაღამ დაახეთქე მიწაზე...
ცოტა გონიერება მართებს გრინპისს!
ამათმა სულ "გარეკეს"...