საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 რჩევა იმისათვის, რომ თქვენი აივანი უფრო ლამაზი და კომფორტული გახდეს
6 რჩევა იმისათვის, რომ თქვენი აივანი უფრო ლამაზი და კომფორტული გახდეს

ხში­რად, ადა­მი­ა­ნე­ბი აი­ვანს არ უთ­მო­ბენ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას და ის მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლო­ბით ახ­სენ­დე­ბათ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, აი­ვანს შე­უძ­ლია წლის ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე გა­სი­ა­მოვ­ნოს. ამი­სათ­ვის საკ­მა­რი­სია, ის მყუდ­რო, ლა­მაზ და ფუნ­ქცი­ურ კუ­თხედ აქ­ცი­ოთ.

ძი­რი­თა­დად, როცა რე­მონ­ტის და­წყე­ბას აპი­რე­ბენ, იშ­ვი­ა­თად ფიქ­რო­ბენ აივ­ნის დი­ზა­ინ­ზე. პა­ტა­რა ბი­ნე­ბის და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი აივ­ნე­ბის­გან რთუ­ლია მო­ი­ფიქ­რო ორი­გი­ნა­ლუ­რი და ფუნ­ქცი­უ­რი იდე­ე­ბი. ყვე­ლა­ზე ხში­რად, აი­ვა­ნი ზედ­მე­ტი ნივ­თე­ბის შე­სა­ნახ ად­გი­ლად იქ­ცე­ვა-ხოლ­მე.

არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტა, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბათ, მო­ა­წყოთ აი­ვა­ნი, წლის ნე­ბის­მი­ერ დროს.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას, თუ რო­გორ უნდა აქ­ცი­ოთ ნე­ბის­მი­ე­რი ზო­მის აი­ვა­ნი კომ­ფორ­ტულ და ლა­მაზ ად­გი­ლად.

1. ია­ტა­კი

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შეც­დო­მა არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი აივ­ნის ია­ტა­კია. სი­ნამ­დვი­ლე­ში, აივ­ნის ია­ტა­კი გან­სა­ზღვრავს ოთა­ხის სტილს და ატ­მოს­ფე­როს. ერთ-ერთი ახა­ლი ტენ­დენ­ცია ექ­სტე­რი­ე­რის ია­ტა­კის მა­სა­ლებ­ში - ე.წ. „დე­ქის ია­ტა­კია“. ის ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზია და ამას­თან, საკ­მა­ოდ გამ­ძლეა. რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად იწყო­ბა. სხვა­დას­ხვა ფე­რის, დი­ზა­ი­ნის, ფაქ­ტუ­რი­სა და სტი­ლის „დე­ქის ია­ტა­კის“ მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვა­ნი ნა­ხეთ აქ.

2. ხა­ლი­ჩა

არ და­ი­ვი­წყოთ ხა­ლი­ჩა. ის შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც სიმ­ყუდ­რო­ვეს შე­მო­ი­ტანს დი­ზა­ინ­ში.

3. მცე­ნა­რე­ე­ბი

თუ აივ­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა გან­ლა­გე­ბუ­ლი, ან გამჭვირ­ვა­ლე მო­ა­ჯი­რი გაქვთ, მო­ა­წყვეთ „ცო­ცხა­ლი კე­დე­ლი“ მცე­ნა­რე­ე­ბის­გან. ისი­ნი არა მხო­ლოდ მო­გა­რი­დე­ბენ უცხო თვალს, არა­მედ შექ­მნი­ან ნამ­დვი­ლი ოა­ზი­სის გან­ცდას შუა ქა­ლაქ­ში. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ის ფაქ­ტო­რი, რომ გარე სივ­რცის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მცე­ნა­რე უნდა შე­ი­ძი­ნოთ. შე­გიძ­ლი­ათ ასე­ვე აი­ვა­ნი ხე­ლოვ­ნუ­რი ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თოთ. ხე­ლოვ­ნურ ყვა­ვი­ლებს არ სჭირ­დე­ბა მოვ­ლა. შე­არ­ჩი­ეთ ლა­მა­ზი ფე­რის ლარ­ნა­კე­ბი.

4. ავე­ჯი

აივ­ნის­თვის უნდა შე­ი­ძი­ნოთ გარე სივ­რცის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ავე­ჯი, რო­მე­ლიც არ სე­ზო­ნურ ცვლი­ლე­ბებს უძ­ლებს. თუ რბილ და­საჯ­დომს პირ­და­პირ ია­ტაკ­ზე მო­ა­თავ­სებთ, შექ­მნით პიკ­ნი­კის, ან პლა­ჟის შეგ­რძნე­ბას. მო­ცუ­ლო­ბი­თი ბა­ლი­შე­ბი, და­ბა­ლი ტახ­ტე­ბი, შეზ­ლონ­გის სტი­ლის, ან ბუდე-სკა­მი აივ­ნის­თვის იდე­ა­ლუ­რია.

5. გა­ნა­თე­ბა

მზის მხა­რეს გა­მა­ვა­ლი აი­ვა­ნი დღი­სით თვალს კაშ­კა­შა სი­ნათ­ლით ახა­რებს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ცხელ ამინ­დში გა­და­ხურ­დეს. გა­მო­სა­ვა­ლი - გა­საშ­ლე­ლი ქოლ­გაა, რომ­ლის ქვე­შაც, ჩრდილ­ში, მზის მცხუნ­ვა­რე სხი­ვებს და­ე­მა­ლე­ბით. შე­გიძ­ლი­ათ ქოლ­გის ქვეშ მი­ა­მაგ­როთ ნა­თუ­რე­ბის გირ­ლან­და, რომ სა­ღა­მო­ო­ბი­თაც ისი­ა­მოვ­ნოთ სუფ­თა ჰა­ე­რით. ასე­ვე, და­ა­ყე­ნოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი „ლედ პა­ნე­ლუ­რი გა­ნა­თე­ბა“, რო­მე­ლიც კომ­ფორ­ტის გან­ცდას შე­მო­ი­ტანს.

6. დე­ტა­ლე­ბი

უნი­ვერ­სა­ლუ­რი მე­თო­დი, რომ აი­ვა­ნი მყუდ­რო გა­ხა­დოთ, ტექ­სტი­ლი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და სხვა სა­სი­ა­მოვ­ნო დე­ტა­ლე­ბია. აი­ვა­ნი იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის. ცვა­ლეთ ბა­ლი­შე­ბი, ხა­ლი­ჩა, გა­ნა­თე­ბა სე­ზო­ნის და გან­წყო­ბის მი­ხედ­ვით. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ აი­ვან­ზე დად­გათ გრი­ლი. ასე­თი აი­ვა­ნი თქვე­ნი ოჯა­ხის და მე­გობ­რე­ბის საყ­ვა­რე­ლი თავ­შეყ­რის ად­გი­ლი გახ­დე­ბა.

შექ­მე­ნით ისე­თი ატ­მოს­ფე­რო, რო­გო­რიც მოგ­წონთ. აივ­ნის მო­სა­წყო­ბად ყვე­ლა სა­ჭი­რო მა­სა­ლას, სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს ერთ სივ­რცე­ში, ჰი­პერ­მარ­კეტ mihouse,ge-ზე ნა­ხავთ. პრო­დუქ­ცი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და შეკ­ვე­თა ონ­ლა­ი­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ნათელა
1

რა სილამაზეა! გულს უხარია)) ხშირად მხვდება მსგავსი ბინები ბათუმში, უცხოელებშიც კი იწვევს აღფრთოვანებას smile

ავტორი:

6 რჩევა იმისათვის, რომ თქვენი აივანი უფრო ლამაზი და კომფორტული გახდეს

6 რჩევა იმისათვის, რომ თქვენი აივანი უფრო ლამაზი და კომფორტული გახდეს

ხშირად, ადამიანები აივანს არ უთმობენ სათანადო ყურადღებას და ის მხოლოდ ზაფხულობით ახსენდებათ. სინამდვილეში, აივანს შეუძლია წლის ნებისმიერ სეზონზე გასიამოვნოს. ამისათვის საკმარისია, ის მყუდრო, ლამაზ და ფუნქციურ კუთხედ აქციოთ.

ძირითადად, როცა რემონტის დაწყებას აპირებენ, იშვიათად ფიქრობენ აივნის დიზაინზე. პატარა ბინების და ხშირ შემთხვევაში მინიატურული აივნებისგან რთულია მოიფიქრო ორიგინალური და ფუნქციური იდეები. ყველაზე ხშირად, აივანი ზედმეტი ნივთების შესანახ ადგილად იქცევა-ხოლმე.

არსებობს რამდენიმე ორიგინალური გადაწყვეტა, რომლებიც დაგეხმარებათ, მოაწყოთ აივანი, წლის ნებისმიერ დროს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა აქციოთ ნებისმიერი ზომის აივანი კომფორტულ და ლამაზ ადგილად.

1. იატაკი

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არასწორად შერჩეული აივნის იატაკია. სინამდვილეში, აივნის იატაკი განსაზღვრავს ოთახის სტილს და ატმოსფეროს. ერთ-ერთი ახალი ტენდენცია ექსტერიერის იატაკის მასალებში - ე.წ. „დექის იატაკია“. ის ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია და ამასთან, საკმაოდ გამძლეა. რაც მთავარია, ძალიან მარტივად იწყობა. სხვადასხვა ფერის, დიზაინის, ფაქტურისა და სტილის „დექის იატაკის“ მრავალფეროვან არჩევანი ნახეთ აქ.

2. ხალიჩა

არ დაივიწყოთ ხალიჩა. ის შეიძლება გახდეს მთავარი კომპონენტი, რომელიც სიმყუდროვეს შემოიტანს დიზაინში.

3. მცენარეები

თუ აივნები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა განლაგებული, ან გამჭვირვალე მოაჯირი გაქვთ, მოაწყვეთ „ცოცხალი კედელი“ მცენარეებისგან. ისინი არა მხოლოდ მოგარიდებენ უცხო თვალს, არამედ შექმნიან ნამდვილი ოაზისის განცდას შუა ქალაქში. გაითვალისწინეთ ის ფაქტორი, რომ გარე სივრცისთვის განკუთვნილი მცენარე უნდა შეიძინოთ. შეგიძლიათ ასევე აივანი ხელოვნური ყვავილებით მორთოთ. ხელოვნურ ყვავილებს არ სჭირდება მოვლა. შეარჩიეთ ლამაზი ფერის ლარნაკები.

4. ავეჯი

აივნისთვის უნდა შეიძინოთ გარე სივრცისთვის განკუთვნილი ავეჯი, რომელიც არ სეზონურ ცვლილებებს უძლებს. თუ რბილ დასაჯდომს პირდაპირ იატაკზე მოათავსებთ, შექმნით პიკნიკის, ან პლაჟის შეგრძნებას. მოცულობითი ბალიშები, დაბალი ტახტები, შეზლონგის სტილის, ან ბუდე-სკამი აივნისთვის იდეალურია.

5. განათება

მზის მხარეს გამავალი აივანი დღისით თვალს კაშკაშა სინათლით ახარებს, მაგრამ შეიძლება ცხელ ამინდში გადახურდეს. გამოსავალი - გასაშლელი ქოლგაა, რომლის ქვეშაც, ჩრდილში, მზის მცხუნვარე სხივებს დაემალებით. შეგიძლიათ ქოლგის ქვეშ მიამაგროთ ნათურების გირლანდა, რომ საღამოობითაც ისიამოვნოთ სუფთა ჰაერით. ასევე, დააყენოთ სპეციალური „ლედ პანელური განათება“, რომელიც კომფორტის განცდას შემოიტანს.

6. დეტალები

უნივერსალური მეთოდი, რომ აივანი მყუდრო გახადოთ, ტექსტილი, აქსესუარები და სხვა სასიამოვნო დეტალებია. აივანი იდეალური ადგილია ექსპერიმენტებისთვის. ცვალეთ ბალიშები, ხალიჩა, განათება სეზონის და განწყობის მიხედვით. ასევე, შეგიძლიათ აივანზე დადგათ გრილი. ასეთი აივანი თქვენი ოჯახის და მეგობრების საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდება.

შექმენით ისეთი ატმოსფერო, როგორიც მოგწონთ. აივნის მოსაწყობად ყველა საჭირო მასალას, სამშენებლო და სარემონტო მასალების მრავალფეროვან არჩევანს ერთ სივრცეში, ჰიპერმარკეტ mihouse,ge-ზე ნახავთ. პროდუქციის დათვალიერება და შეკვეთა ონლაინაა შესაძლებელი.

მნიშვნელოვანი მომენტები შენს ცხოვრებაში, რომელიც აუცილებლად უნდა აქციო ფოტოწიგნად

„ბრიკი“ - ახალი powerbank ქირაობის სერვისი, რომლის საშუალებითაც  მობილური მოწყობილობების დატენვას ნებისმიერ ადგილას შეძლებთ

როგორ შევინახოთ რძის ნაწარმი ზაფხულში, რომ მალე არ გაგვიფუჭდეს