კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ "ჰიუ ჰოსპიტალში“ განუცხადეს, ამჟამად კლინიკაში სამი პაციენტია მოთავსებული, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მათივე განმარტებით, ორ ადამიანს ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
"ერთი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - განმარტავენ „ნიუ ჰოსპიტალში“.
ცნობისთვის, კრწანისის ქუჩაზე ავარია 12 ივნისს მოხდა. სატვირთო ავტომანქანა რამდენიმე მანქანას დაეჯახა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
6 წლის წინ ვერეს ტრაგედია დატრიალდა, მერე დავიწყეთ ფიქრი მდინარეების და მეწყერსაშიში ზონების კონტროლის, შარშან შატილის ტრაგედიის შემდეგ დავიწყეთ ფიქრი მიკრო ავტობუსების გამართულობის უფრო მკაცრად გაკონტროლების, ეხლა ეს ფაქტი, მანამდე იყვნენ მაღაროელები...
ეს სხვა შემთხვევაა მაგრამ ქუჩა ბეტონის გამყოფის გარეშე არუნდა კეთდებოდეს სადაც ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობენ მანქანები