პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეზოს ყოფილ ქმართან ერთად შევხვდი და მთელი დასი ჩვენს სახლში დავპატიჟეთ..." - ვინ არის სამი ქვეყნის მოქალაქე ქალი, რომელსაც საქართველო რეზო გაბრიაძემ შეაყვარა
"რეზოს ყოფილ ქმართან ერთად შევხვდი და მთელი დასი ჩვენს სახლში დავპატიჟეთ..." - ვინ არის სამი ქვეყნის მოქალაქე ქალი, რომელსაც საქართველო რეზო გაბრიაძემ შეაყვარა

მერი ელენ ჩეტვი­ნი უკვე 30 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. მას სამ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს - სა­ქარ­თვე­ლოს, აშშ-ისა და შვე­ი­ცა­რი­ის. მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან ზოგი შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ზოგი - ინ­გლის­ში, ზოგი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. მერი ელენს რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სია აქვს - ან­თრო­პო­ლო­გი, მწე­რა­ლი და რე­დაქ­ტო­რია, ასე­ვე მუ­შა­ობს ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით...

ჩეტვი­ნის სა­ქარ­თვე­ლო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა რეზო გაბ­რი­ა­ძის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. პირ­ვე­ლად, სწო­რედ გაბ­რი­ა­ძის სპექ­ტაკ­ლით მო­ი­ხიბ­ლა ჩვე­ნი ქვეყ­ნით, თუმ­ცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა ფაქ­ტო­რებ­მაც უბიძ­გა მერი ელენს, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

ALLNEWS.GE-ის ის ახლა სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას უამ­ბობს:

- რეზო გაბ­რი­ა­ძე ახ­ლა­ხანს გარ­და­იც­ვა­ლა, ის ჩემი მე­გო­ბა­რი კარ­გი იყო. პირ­ვე­ლად ად­რე­ულ 1990-იან წლებ­ში შევ­ხვდი, როცა შვე­ი­ცა­რი­ა­ში სპექ­ტაკ­ლი დად­გა. რეზო გაბ­რი­ა­ძეს ყო­ფილ ქმარ­თან ერ­თად შევ­ხვდი და მთე­ლი დასი ჩვენს სახ­ლში დავ­პა­ტი­ჟეთ. ეს იმ­დე­ნად სა­ო­ცა­რი შეხ­ვედ­რა იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის დიდი სურ­ვი­ლი გაგ­ვიჩ­ნდა. ერთი მხრივ, მათ ბევ­რი გვი­ამ­ბეს სა­ქარ­თვე­ლო­ზე, მე­ო­რე მხრივ კი, სპექ­ტაკ­ლი იმ­დე­ნად სა­ო­ცა­რი იყო, ვი­ფიქ­რეთ, ამ ქვე­ყა­ნა­ში ალ­ბათ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ­თქო.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ გერ­მა­ნელ­თან ერ­თად ჩა­მო­ვე­დით - იყო ინ­ტე­რე­სი, რა­ჭა­ში ტუ­რის­ტუ­ლი სო­ფე­ლი მო­ე­წყოთ. ჯერ რა­ჭას ვეწ­ვი­ეთ და ჩვენ­მა მე­გობ­რებ­მა იმ სოფ­ლებ­ში წაგ­ვიყ­ვა­ნეს, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ პო­ტენ­ცი­ა­ლი, ტუ­რიზ­მის ცენ­ტრად ქცე­უ­ლიყ­ვნენ. სამ­წუ­ხა­როდ, ის პე­რი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რთუ­ლი იყო - ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ეს­რო­და და ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა სა­რის­კო იყო, შე­სა­ბა­მი­სად, გერ­მა­ნე­ლებ­მა პრო­ექ­ტზე უარი თქვეს. თუმ­ცა, მე უკვე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი გა­რე­მოს დაც­ვის პრო­ექ­ტე­ბით - მა­შინ ერთ-ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტო­რი ვი­ყა­ვი და მგლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბით მა­ინ­ტე­რე­სებ­და.

და­ვინ­ტე­რეს­დი, რა სი­ტუ­ა­ცია იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში მგლებ­თან და დათ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ქარ­თულ სოფ­ლებ­ში ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ავი­ღე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის­გან, მო­ვი­ნა­ხუ­ლე ზო­ო­პარ­კი და ვე­სა­უბ­რე მათ, ვინც მგლებ­თან მუ­შა­ობ­და. იმ დრო­ის­თვის ზო­ო­პარკში სა­ში­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, კო­რუფ­ცია მძვინ­ვა­რებ­და, დი­რექ­ტო­რი ფულს იღებ­და, ცხო­ვე­ლე­ბი იხო­ცე­ბოდ­ნენ, ერთ ცხო­ველს მე­ო­რეს აჭ­მევ­დნენ და ა.შ. ეს კოშ­მა­რი­ვით იყო. ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ცხა­ლი ბუ­ნე­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ცხო­ველ­თა დაც­ვის მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ვუ­კავ­შირ­დით - ისი­ნი პირ­და­პირ თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ, რათა ზო­ო­პარკში ამ სი­ტუ­ა­ცი­ის­თვის წერ­ტი­ლი და­ეს­ვათ. შევ­ხვდით პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძეს, რო­მე­ლიც დაგვპირ­და, რომ ზო­ო­პარ­კის რე­ორ­გა­ნი­ზე­ბა მოხ­დე­ბო­და.

უკვე 30 წელი გა­ვი­და, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვე­დი. ამ პე­რი­ოდ­ში ბევ­რსაც ვმოგ­ზა­უ­რობ­დი და სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან კარ­გია იმ კუ­თხით, რომ ეს ცენ­ტრა­ლუ­რი ად­გი­ლია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, უფ­ლე­ბას მაძ­ლევ­დნენ, თბი­ლის­ში მე­ცხოვ­რა და მე­მუ­შა­ვა ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი­სა თუ შუა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის­თვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თბი­ლი­სი­დან ამ ად­გი­ლებ­ში მარ­ტი­ვად ვმოგ­ზა­უ­რობ­დი, თუმ­ცა აქ ვცხოვ­რობ­დი - ეს უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­და თბი­ლისს.

- რო­გორც ვიცი, პა­ტა­რა მე­ურ­ნე­ო­ბაც გაქვთ...

- ჩემი ბა­ბუა ფერ­მე­რი იყო, მა­მა­ჩე­მი - იუ­რის­ტი, თუმ­ცა ბა­ბუ­ა­ჩემს ფერ­მა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, ახლო კავ­ში­რი მაქვს ფერ­მე­რო­ბას­თან. უფრო ურ­ბა­ნუ­ლი აგ­რო­კულ­ტუ­რით ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, სკო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი ბა­ღე­ბით და ა.შ. სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი არ მაქვს, ყო­ველ­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ვმუ­შა­ობ­დი, ასე­ვე, ად­გი­ლობ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ვუ­წევ კონ­სულ­ტა­ცი­ას...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
1

კაი ქართულით ნათარგმნია მომეწონა:(

 

!!!
0

რეზოს ყოფილ ქმართად შეხვდით თქვენ... თუ თქვენს ყოფილ ქმართან ერთად შეხვდით რეზოს? - არის ამაში ცოტაოდენი განსხვავება :)

ავტორი:

"რეზოს ყოფილ ქმართან ერთად შევხვდი და მთელი დასი ჩვენს სახლში დავპატიჟეთ..." - ვინ არის სამი ქვეყნის მოქალაქე ქალი, რომელსაც საქართველო რეზო გაბრიაძემ შეაყვარა

"რეზოს ყოფილ ქმართან ერთად შევხვდი და მთელი დასი ჩვენს სახლში დავპატიჟეთ..." - ვინ არის სამი ქვეყნის მოქალაქე ქალი, რომელსაც საქართველო რეზო გაბრიაძემ შეაყვარა

მერი ელენ ჩეტვინი უკვე 30 წელია, საქართველოში ცხოვრობს. მას სამმაგი მოქალაქეობა აქვს - საქართველოს, აშშ-ისა და შვეიცარიის. მისი ოჯახის წევრებიდან ზოგი შვეიცარიაში, ზოგი - ინგლისში, ზოგი კი საქართველოში ცხოვრობს. მერი ელენს რამდენიმე პროფესია აქვს - ანთროპოლოგი, მწერალი და რედაქტორია, ასევე მუშაობს ურბანული განვითარების მიმართულებით...

ჩეტვინის საქართველოთი დაინტერესება რეზო გაბრიაძის სახელს უკავშირდება. პირველად, სწორედ გაბრიაძის სპექტაკლით მოიხიბლა ჩვენი ქვეყნით, თუმცა წლების განმავლობაში სხვა ფაქტორებმაც უბიძგა მერი ელენს, საკუთარი ცხოვრება სამუდამოდ დაეკავშირებინა საქართველოსთვის.

ALLNEWS.GE-ის ის ახლა საკუთარ ისტორიას უამბობს:

- რეზო გაბრიაძე ახლახანს გარდაიცვალა, ის ჩემი მეგობარი კარგი იყო. პირველად ადრეულ 1990-იან წლებში შევხვდი, როცა შვეიცარიაში სპექტაკლი დადგა. რეზო გაბრიაძეს ყოფილ ქმართან ერთად შევხვდი და მთელი დასი ჩვენს სახლში დავპატიჟეთ. ეს იმდენად საოცარი შეხვედრა იყო, რომ საქართველოში ჩამოსვლის დიდი სურვილი გაგვიჩნდა. ერთი მხრივ, მათ ბევრი გვიამბეს საქართველოზე, მეორე მხრივ კი, სპექტაკლი იმდენად საოცარი იყო, ვიფიქრეთ, ამ ქვეყანაში ალბათ ძალიან საინტერესო ადამიანები ცხოვრობენთქო.

საქართველოში ერთ გერმანელთან ერთად ჩამოვედით - იყო ინტერესი, რაჭაში ტურისტული სოფელი მოეწყოთ. ჯერ რაჭას ვეწვიეთ და ჩვენმა მეგობრებმა იმ სოფლებში წაგვიყვანეს, რომლებსაც ჰქონდათ პოტენციალი, ტურიზმის ცენტრად ქცეულიყვნენ. სამწუხაროდ, ის პერიოდი საქართველოსთვის რთული იყო - ყველა ერთმანეთს ესროდა და ბიზნესის დაწყება სარისკო იყო, შესაბამისად, გერმანელებმა პროექტზე უარი თქვეს. თუმცა, მე უკვე დაინტერესებული ვიყავი გარემოს დაცვის პროექტებით - მაშინ ერთ-ერთი საერთაშორისო საინფორმაციო გამოცემის რედაქტორი ვიყავი და მგლებთან დაკავშირებული საკითხებით მაინტერესებდა.

დავინტერესდი, რა სიტუაცია იყო საქართველოში მგლებთან და დათვებთან დაკავშირებით და ქართულ სოფლებში ინტერვიუები ავიღე რამდენიმე ადამიანისგან, მოვინახულე ზოოპარკი და ვესაუბრე მათ, ვინც მგლებთან მუშაობდა. იმ დროისთვის ზოოპარკში საშინელი სიტუაცია იყო, კორუფცია მძვინვარებდა, დირექტორი ფულს იღებდა, ცხოველები იხოცებოდნენ, ერთ ცხოველს მეორეს აჭმევდნენ და ა.შ. ეს კოშმარივით იყო. ადამიანების ჯგუფთან ერთად, ვინც საქართველოში ცოცხალი ბუნებით იყო დაინტერესებული, ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოებას დავუკავშირდით - ისინი პირდაპირ თბილისში ჩამოვიდნენ, რათა ზოოპარკში ამ სიტუაციისთვის წერტილი დაესვათ. შევხვდით პრეზიდენტ შევარდნაძეს, რომელიც დაგვპირდა, რომ ზოოპარკის რეორგანიზება მოხდებოდა.

უკვე 30 წელი გავიდა, რაც საქართველოში პირველად ჩამოვედი. ამ პერიოდში ბევრსაც ვმოგზაურობდი და საქართველო ძალიან კარგია იმ კუთხით, რომ ეს ცენტრალური ადგილია, საერთაშორისო ორგანიზაციები, სადაც ვმუშაობდი, უფლებას მაძლევდნენ, თბილისში მეცხოვრა და მემუშავა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისა თუ შუა და ცენტრალური აზიისთვის. აქედან გამომდინარე, თბილისიდან ამ ადგილებში მარტივად ვმოგზაურობდი, თუმცა აქ ვცხოვრობდი - ეს უპირატესობა ჰქონდა თბილისს.

- როგორც ვიცი, პატარა მეურნეობაც გაქვთ...

- ჩემი ბაბუა ფერმერი იყო, მამაჩემი - იურისტი, თუმცა ბაბუაჩემს ფერმაში ეხმარებოდა. შესაბამისად, ახლო კავშირი მაქვს ფერმერობასთან. უფრო ურბანული აგროკულტურით ვარ დაინტერესებული, მაგალითად, სკოლებში არსებული ბაღებით და ა.შ. საკუთარი ბიზნესი არ მაქვს, ყოველთვის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში ვმუშაობდი, ასევე, ადგილობრივ ორგანიზაციებს ვუწევ კონსულტაციას...წაიკითხეთ სრულად

"პროგნოზები არ მართლდება და ზუსტად ეს არის ამ შოუს ხიბლიც" - რას ჰყვება "სამზარეულოს ომების" ჟიურის წევრი?

რა თანხით დააფინანსებს სახელმწიფო ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს - გრანტს 185 მიგრანტი მიიღებს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტ ადელა დე ლა ტორესა და აკადემიური დელეგაციის ვიზიტი KIU-ში