პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გიორგი გახარიას შესახებ - ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებები
ვინ როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გიორგი გახარიას შესახებ - ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებები

პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და მის ქმე­დე­ბას - პრე­მი­ე­რის პოს­ტის და­ტო­ვე­ბი­სა და პარ­ტი­ის შექ­მნის შე­სა­ხებ, ღა­ლა­ტი უწო­და.

ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას უკვე მოჰ­ყვა შე­ფა­სე­ბე­ბი რო­გორც მმარ­თველ გუნდში, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ა­ში:

გია ვოლ­სკი, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპპი­კე­რი:

ვოლ­სკის გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი გა­ხა­რია ხის­ტი იყო, რო­დე­საც ნიკა მე­ლი­ას­თვის იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნას სას­წრა­ფოდ მო­ი­თხოვ­და და მისი მე­ტა­მორ­ფო­ზა იმ დროს, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი სხვა ქმე­დე­ბებს მო­ი­თხოვ­და პრე­მი­ე­რის­გან, უმ­კაც­რე­სად უნდა შე­ფას­დეს.

რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, გა­ხა­რი­ას ქმე­დე­ბებს და­ერ­თო ჭორი, რომ თით­ქოს მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს უკავ­შირ­დე­ბო­და და ამი­ტომ ივა­ნიშ­ვი­ლი ვალ­დე­ბუ­ლიც იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სი­მარ­თლე ეთ­ქვა.

"პირ­ვე­ლი, რაც უნდა აღ­ვნიშ­ნო, არის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ძა­ლი­ან მკაც­რი და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად ხის­ტი კო­მენ­ტა­რე­ბი, პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც მან უმ­რავ­ლე­სო­ბის შეხ­ვედ­რა­ზე გა­მო­ხა­ტა. გა­ცი­ლე­ბით უფრო მკაც­რად, ვიდ­რე მას ჩვე­ვია. მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან იგი „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის” მი­მართ ამ­ბობ­და, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა უნდა და­ამ­თავ­როს. გა­ცი­ლე­ბით ხის­ტი იყო შეხ­ვედ­რა­ზე, რო­დე­საც მო­ი­თხოვ­და, რომ სას­წრა­ფოდ მოხ­სნო­და დე­პუ­ტა­ტის იმუ­ნი­ტე­ტი.მე­ტა­მორ­ფო­ზა, რო­მე­ლიც ვი­ხი­ლეთ იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი სხვა ქმე­დე­ბებს მო­ი­თხოვ­და პრე­მი­ე­რის­გან, უმ­კაც­რე­სად უნდა შე­ფას­დეს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ვალ­დე­ბუ­ლიც იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ეთ­ქვა სი­მარ­თლე. ამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის არა­ა­დეკ­ვა­ტურ მოქ­მე­დე­ბებს და­ე­მა­ტა ინ­ტენ­სი­უ­რად გავ­რცე­ლე­ბა­დი ჭორი, თით­ქოს ამას კავ­ში­რი აქვს ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებ­გან. თით­ქოს ეს არის გარ­კვე­ულ სცე­ნარს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი. მისი ხედ­ვა არის გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, რო­მელ­საც არას­დროს გა­ურ­ბო­და”,- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ნა­თია თურ­ნა­ვა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი:

"რო­გორც ჩანს, გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა, მკვეთ­რი გან­ცხა­დე­ბით და შე­ფა­სე­ბით ეპა­სუ­ხა. ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზია, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტია მის სა­ხელს იყე­ნებს, თით­ქოს ასე აწ­ვდის მო­სახ­ლე­ო­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტია, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ამი­ტო­მაც მოხ­და ასე­თი მკვეთ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის მი­ცე­მა, რაც ასა­ხუ­ლია ბა­ტონ ბი­ძი­ნას გან­ცხა­დე­ბა­ში, მათ შო­რის მან ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­დად­გო­მის შე­ა­ფა­სა - ღა­ლა­ტის ტოლ­ფას საქ­ცი­ე­ლად.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რა მო­მენ­ტში მოხ­და გა­დად­გო­მა. მოხ­და საკ­მა­ოდ რთულ, დი­ნა­მი­კურ მო­მენ­ტში, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა იყო. ასეთ დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნდს მთლი­ა­ნად და რა თქმა უნდა, მის ხელ­მძღვა­ნელს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს."

იაგო ხვი­ჩია, "გირ­ჩის" ერთ-ერთი ლი­დე­რი:

"ვი­ღა­ცის­თვის მო­ღა­ლა­ტის და­ძა­ხე­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში არც პირ­ვე­ლია და არ უკა­ნას­კნე­ლი. ასე­თი სა­უბ­რე­ბი ხში­რად გაგ­ვი­გია და მისი მი­ზა­ნი, რო­გორც წესი, არის ხოლ­მე, რომ გა­ე­მიჯ­ნო სხვა პარ­ტი­ას და შენი ხმე­ბი არ გა­ა­ტა­ნო. ზო­გა­დად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ტაქ­ტი­კა გა­ხა­რი­ას­თან მი­მარ­თე­ბით არის ის, რომ მათ ეს­მით, რომ გა­ხა­რია, რო­გორც მათი გუნ­დის ყო­ფი­ლი წევ­რი, სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში მათ ხმას წა­ი­ღებს, რაც შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის პი­რო­ბებ­ში არ არის სა­ჭი­რო და პი­რი­ქით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს. ამი­ტომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აგ­რე­სი­უ­ლი კამ­პა­ნი­ით ცდი­ლობს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ხმა გა­ა­ტა­ნოს ყო­ფილ პე­მი­ერ-მი­ნისტრს."

ვახო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, "გირ­ჩის" ერთ-ერთი ლი­დე­რი:

"ახ­სნის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ვერ­სია რომ შე­მოგ­თა­ვა­ზოთ, ეს არის, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" არ გა­ა­ყო­ლოს არც ერთი მხარ­დამ­ჭე­რი და "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ზე“ უფრო "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბად“ აქ­ცი­ონ გი­ორ­გი გა­ხა­რია,"

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, ფრაქ­ცია "ლელო - პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რი:

"სჯობს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა წი­ნას­წარ და­ა­ნონ­სოს და გვი­თხრას, კი­დევ ვინ უღა­ლა­ტებს მას, რად­გან ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ იმით, რომ პოს­ტფაქ­ტუმ, როცა ვინ­მე მისი გავ­ლე­ნის თუ მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სფე­რო­დან გა­დის, მერე უწო­დებს მას მო­ღა­ლა­ტეს და რას არ უწო­დებს. ამი­ტომ, ალ­ბათ, სჯობს, ახ­ლა­ვე გვი­თხრას კი­დევ ვინ არის ის ხალ­ხი, ვი­საც მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­დებს მო­მა­ვალ­ში."

გა­ე­ცა­ნით ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალიო
2

ე.ი. მელიას ხმაურით დაჭერა წამგებიანი იქნება ოცნებისთვის და მისი დაჭერა რამოდენიმე დღით გადვდოთ და სხვა ფორმით ჯობიაო რომ თქვა გახარიამ, ეს ღალატია? 

რაც თქვა არ ახდა? ბოიკოტის გამო დასავლეთი თავს დიდად არ იტკიებდა; მელიას დაჭერის შემდეგ წამოვიდა "ანტისაოცნებო" ნიაქღვარი და შედეგად 43%-ზე ხელმოწერა და კრიმინალების ციხიდან გაშვებინება იყო; და რომელია ღალატი?

როგორც ჩანს, გახარიას ფაქტორი შლის და ანაწევრებს ოცნებას და გამოაგორეს ძიმე არტილერია; მაგრააამ, ზარბაზანს სწორი მიმართულებით და მცოდნე "მეზარბაზნე" თუ არ გაისვრის, მსროლელი მხარე შეიძლება დაზარალდეს

რასაც შიდა კვლევებზე ამბობენ, მართალი ჩანს - რაც არ დაიმალება და დეპუტატებისა და რიგითების გახარიას მხარეს გადასვლა მერე ნახეთ!

გიგა
0

აქამდე ცოტას ფრთხილობდნენ, ეხლა ბიძინამ რომ მისცა დაბრო დაეწყვნენ ბატები და ყაყანებენ 

ავტორი:

ვინ როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გიორგი გახარიას შესახებ - ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებები

ვინ როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გიორგი გახარიას შესახებ - ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებები

პარტია "ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გამოაქვეყნა და მის ქმედებას - პრემიერის პოსტის დატოვებისა და პარტიის შექმნის შესახებ, ღალატი უწოდა.

ივანიშვილის განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციაში:

გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპპიკერი:

ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარია ხისტი იყო, როდესაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას სასწრაფოდ მოითხოვდა და მისი მეტამორფოზა იმ დროს, როდესაც სახელმწიფოს ინტერესები სხვა ქმედებებს მოითხოვდა პრემიერისგან, უმკაცრესად უნდა შეფასდეს.

როგორც ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გახარიას ქმედებებს დაერთო ჭორი, რომ თითქოს მისი მოქმედებები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდებოდა და ამიტომ ივანიშვილი ვალდებულიც იყო საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა.

"პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, არის გიორგი გახარიას ძალიან მკაცრი და გადაჭარბებულად ხისტი კომენტარები, პოზიცია, რომელიც მან უმრავლესობის შეხვედრაზე გამოხატა. გაცილებით უფრო მკაცრად, ვიდრე მას ჩვევია. მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან იგი „ნაციონალურ მოძრაობის” მიმართ ამბობდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაამთავროს. გაცილებით ხისტი იყო შეხვედრაზე, როდესაც მოითხოვდა, რომ სასწრაფოდ მოხსნოდა დეპუტატის იმუნიტეტი.მეტამორფოზა, რომელიც ვიხილეთ იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ინტერესები სხვა ქმედებებს მოითხოვდა პრემიერისგან, უმკაცრესად უნდა შეფასდეს. ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე. ამ პრემიერ-მინისტრის არაადეკვატურ მოქმედებებს დაემატა ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი, თითქოს ამას კავშირი აქვს ივანიშვილის ინტერესებგან. თითქოს ეს არის გარკვეულ სცენარს დაქვემდებარებული. მისი ხედვა არის გარკვეული ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომელსაც არასდროს გაურბოდა”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი:

"როგორც ჩანს, განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა ბატონი ბიძინა, მკვეთრი განცხადებით და შეფასებით ეპასუხა. ამის ერთ-ერთი მიზეზია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია მის სახელს იყენებს, თითქოს ასე აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომაც მოხდა ასეთი მკვეთრი შეფასებების მიცემა, რაც ასახულია ბატონ ბიძინას განცხადებაში, მათ შორის მან ეს გადაწყვეტილება გადადგომის შეაფასა - ღალატის ტოლფას საქციელად.

ძალიან მნიშვნელოვანია რა მომენტში მოხდა გადადგომა. მოხდა საკმაოდ რთულ, დინამიკურ მომენტში, როდესაც პოლიტიკური დაძაბულობა იყო. ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელისუფლებო გუნდს მთლიანად და რა თქმა უნდა, მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრს."

იაგო ხვიჩია, "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი:

"ვიღაცისთვის მოღალატის დაძახება ქართულ პოლიტიკაში არც პირველია და არ უკანასკნელი. ასეთი საუბრები ხშირად გაგვიგია და მისი მიზანი, როგორც წესი, არის ხოლმე, რომ გაემიჯნო სხვა პარტიას და შენი ხმები არ გაატანო. ზოგადად, "ქართული ოცნების" ტაქტიკა გახარიასთან მიმართებით არის ის, რომ მათ ესმით, რომ გახარია, როგორც მათი გუნდის ყოფილი წევრი, სიის პირველი ნომერი მშვიდობიანობის პერიოდში მათ ხმას წაიღებს, რაც შარლ მიშელის დოკუმენტის პირობებში არ არის საჭირო და პირიქით, "ქართული ოცნებისთვის" ძალიან მტკივნეული შეიძლება იყოს. ამიტომ "ქართული ოცნება" აგრესიული კამპანიით ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა გაატანოს ყოფილ პემიერ-მინისტრს."

ვახო მეგრელიშვილი, "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი:

"ახსნის ყველაზე მარტივი ვერსია რომ შემოგთავაზოთ, ეს არის, რომ გიორგი გახარიას "ქართულმა ოცნებამ" არ გააყოლოს არც ერთი მხარდამჭერი და "ნაციონალებზე“ უფრო "ნაციონალებად“ აქციონ გიორგი გახარია,"

დავით უსუფაშვილი, ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი:

"სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დაანონსოს და გვითხრას, კიდევ ვინ უღალატებს მას, რადგან ამ წლების განმავლობაში დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ პოსტფაქტუმ, როცა ვინმე მისი გავლენის თუ მასთან თანამშრომლობის სფეროდან გადის, მერე უწოდებს მას მოღალატეს და რას არ უწოდებს. ამიტომ, ალბათ, სჯობს, ახლავე გვითხრას კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მოღალატეებად გამოაცხადებს მომავალში."

გაეცანით ივანიშვილის განცხადებას

"ნიკა მელია, რომელიც შეიძლებოდა მის დაპატიმრებამდე ჩაგვეთვალა, რომ პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო, დღეს დასრულებულია" - თეა წულუკიანი

"ჩამოვიდეს და შემხვდეს, მერე გადაიღეთ, ბოდიშებს მომიხდის თუ არა - რომ გარბიხარ და ისე მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში?!" - მეუფე იაკობი სააკაშვილზე

"ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის" - რას წერს სენატორი, რომელიც გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა?