პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ეხ­სე­ნე­ბა, პო­ლი­ტი­კი­დან ჩემი გას­ვლის შემ­დეგ არ გა­მი­კე­თე­ბია არ­ცერ­თი პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ. მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­ხელ­მწი­ფო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გა, არ გა­მო­მი­ხა­ტავს ჩემი პო­ზი­ცია, რათა ვინ­მეს­თვის ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სის შე­სა­ხებ სპე­კუ­ლი­რე­ბის სა­ბა­ბიც კი არ მი­მე­ცა.

პო­ლი­ტი­კი­დან გას­ვლის ფონ­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია, არ შე­მი­წყვე­ტია ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან, მე­გობ­რე­ბის­გან, ახ­ლობ­ლე­ბის­გან, ნაც­ნო­ბე­ბის­გან ვი­ღებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. მათ­გან შე­ვი­ტყვე მო­ა­რუ­ლი თუ შეგ­ნე­ბუ­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის შე­სა­ხებ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ, თით­ქოს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტია ჩემი ე.წ. პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ექ­ტია.

რად­გან ვხე­დავ მცდე­ლო­ბას, პო­ლი­ტი­კი­დან გას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით, ჩემი სა­ხე­ლი კვლა­ვაც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას და­უ­კავ­ში­რონ, თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მივ­ცე მცი­რე გან­მარ­ტე­ბა ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სა­ტე­ლი­ტი ფსევ­დო­პარ­ტი­ე­ბის შექ­მნა სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე ფარ­თოდ და­ნერ­გი­ლი მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კა იყო. თუმ­ცა, ამ­გვა­რი რამ ჩემი ხელ­წე­რა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და 2011 წლი­დან პო­ლი­ტი­კი­დან ჩემს სა­ბო­ლო­ოდ გას­ვლამ­დე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არ­ცერ­თი ფსევ­დო­პარ­ტი­ის შექ­მნა არ მი­კად­რე­ბია.

მით უფრო გა­მო­რი­ცხუ­ლია, ამ­გვა­რი რამ სა­კუ­თარ თავს ან სა­ზო­გა­დო­ე­ბას პო­ლი­ტი­კი­დან გას­ვლის შემ­დეგ ვა­კად­რო. გარ­და იმი­სა, რომ ფსევ­დო­პარ­ტი­ის შექ­მნა თა­ვის­თა­ვად არას­წო­რი მოვ­ლე­ნაა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩემ­თვის ისე­დაც ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. მთე­ლი ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში უამ­რა­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაც­დო­მის მომსწრე გავ­ხდით და მე­გო­ნა, რომ ამ თვალ­საზ­რი­სით, აღა­რა­ფე­რი და ვე­ღა­რა­ვინ გა­მა­ო­ცებ­და.

თუმ­ცა, რაც გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­ა­კე­თა, ამ ფონ­ზეც კი, გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და ყვე­ლა­ზე დიდი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბარ დროს, ყოვ­ლად გა­უ­გო­ნა­რი მი­ზე­ზით და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა - იგი გა­დად­გა იმ მი­ზე­ზით, რომ არ სურ­და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დაც­ვა და კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა, რის­კე­ნაც მას მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი მო­უ­წო­დებ­და.

ის ითხოვ­და კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის ორი დღით გა­და­ვა­დე­ბას, რის შე­სა­ხე­ბაც ჩვენ დღემ­დე ვე­რა­ვი­თა­რი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გან­მარ­ტე­ბა ვერ მო­ვის­მი­ნეთ. გა­ხა­რი­ას ეს პო­ზი­ცია მით უფრო გა­უ­გე­ბა­რი იყო იმ ფონ­ზე, რომ რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ის სა­კუ­თა­რი გუნ­დის­გან მე­ლი­ას­თვის იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნას და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და. უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ამ­გვარ მოქ­მე­დე­ბას, გა­უ­გებ­რო­ბის ხა­რის­ხით, მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რი­ა­შიც კი ძნე­ლად შე­იძ­ლე­ბა მო­ე­ძებ­ნოს ანა­ლო­გი. თე­ბერ­ვალ­ში გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ქმე­დე­ბა იყო სა­კუ­თა­რი გუნ­დის ღა­ლა­ტი. და რაც კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს იყო სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მწი­ფოს პირ­და­პი­რი ღა­ლა­ტი.

სა­მარ­თლი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა არის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს ქვა­კუ­თხე­დი. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სწო­რედ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით უნდა შე­ფას­დეს და გა­ი­ზო­მოს ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სი­სა და სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის საქ­მი­ა­ნო­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა. რო­დე­საც უმაღ­ლე­სი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დის და ამ სა­ბა­ბით თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს, ამა­ზე დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლი ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია.

მინ­და მწუ­ხა­რე­ბით აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩემი მძი­მე იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამ ყვე­ლაფ­რის ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა იყო გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მიერ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის და­ფუძ­ნე­ბა. მის პარ­ტი­ას არა აქვს არა­ვი­თა­რი იდე­ო­ლო­გი­უ­რი თუ კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი და იგი, აშ­კა­რად, მო­აზ­რე­ბუ­ლია რო­გორც სი­ტუ­ა­ცი­უ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი მმარ­თვე­ლი გუნ­დის­თვის სა­არ­ჩევ­ნო ხმე­ბის თუნ­დაც მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის წა­სარ­თმე­ვად.

ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მია - ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია. იყო გათ­ვლა, რომ გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მით დად­გე­ბო­და მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი. თუმ­ცა, რო­გორც ვხე­დავთ, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ძლი­ერ­მა, პროგ­რე­სულ­მა და გა­მოც­დილ­მა გუნ­დმა მარ­ტი­ვად შეძ­ლო სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გამ­ყა­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ლი­ტი­კი­დან ჩემი გას­ვლის შემ­დეგ ორი წამ­ყვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი შე­იც­ვა­ლა, სა­ხელ­მწი­ფო აგ­რძე­ლებს სტა­ბი­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცალ­კე­ულ პი­როვ­ნე­ბებ­ზე და იგი ძლი­ე­რია, რო­გორც ერ­თი­ა­ნი გუნ­დი, რო­მელ­საც უყ­ვარს ქვე­ყა­ნა, აქვს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და მყა­რად იცავს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს. ამ თვალ­საზ­რი­სით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სრუ­ლი ან­ტი­პო­დია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­მე­ლიც, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, მძი­მე კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე მის ერ­თპი­როვ­ნულ ლი­დერ­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. საკ­მა­რი­სია, ეს ლი­დე­რი სა­ჯა­რო სივ­რცეს ჩა­მო­შორ­დეს და მისი პარ­ტია მყი­სი­ე­რად ჩა­მო­იშ­ლე­ბა.

ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­დე­გი, რა­საც „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ჩემ­თან ერ­თად და პო­ლი­ტი­კი­დან ჩემი გას­ვლით მი­აღ­წია, სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­როვ­ნე­ბის კულ­ტი­სა და მე­სი­ა­ნიზ­მის მან­კი­ე­რი ტრა­დი­ცი­ის დას­რუ­ლე­ბაა. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ჩემს მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პარ­ტია მო­მა­ვალ­შიც წარ­მა­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ხელ­მწი­ფოს სიმ­ტკი­ცეს, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, სა­მარ­თლი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დაც­ვას, რაც სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 89 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
40

მაშ რაღად შეწუხებულხარ, გრიგორიჩ?!...

აკი
43

ეგ ისეც ვიცით, რომ გახარია მოღალატეა.

ავტორი:

ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც საზოგადოებას მოეხსენება, პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ არ გამიკეთებია არცერთი პირდაპირი თუ ირიბი განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. მაშინაც კი, როდესაც მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო და ხელისუფლება სერიოზული პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დადგა, არ გამომიხატავს ჩემი პოზიცია, რათა ვინმესთვის ჩემი პოლიტიკური ინტერესის შესახებ სპეკულირების საბაბიც კი არ მიმეცა.

პოლიტიკიდან გასვლის ფონზე, ბუნებრივია, არ შემიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან ვიღებ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მათგან შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია.

რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების მანძილზე ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არცერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია.

მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო. გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა.

თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა - იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა.

ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ. გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა. უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი. თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი.

სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია.

მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია. ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. მის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია - ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას.

მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ სრული ანტიპოდია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება.

ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩემთან ერთად და პოლიტიკიდან ჩემი გასვლით მიაღწია, სწორედ საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რაც სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი პირობაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

"მე ვარ შავგვრემანი, ქიზიყელი კაცი... მარტო შავგვრემანებს, ქიზიყელებს და კაცებს წარმოვადგენ? - ქალებსაც წარმოვადგენ" - შალვა პაპუაშვილი კვოტირებაზე

"ამ დღეების განმავლობაში ჩემზე უფრო ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია..." - ალეკო ელისაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"