მნიშვნელოვანია, რომ ამ სამწუხარო ამბავს ყურადღება მიექცეს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ბავშვს აქვს უფლება, არ იყოს შეურაცხყოფისა და ძალადობის მსხვერპლი.
„სახელმწიფოს როლია, რომ დაიცვას ეს გარანტია და ეს არის ის, რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა უნდა ელოდოს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობის საკითხი ჩვენი ყურადღების ცენტრში დარჩეს. დეინსტიტუციონალიზაცია ხანგრძლივი სამიზნეა. ევროკავშირი მთავრობასთან, იუნისეფთან და სხვებთან ამ მიზნის მისაღწევად 2005 წლიდან მუშაობს. ახლანდელი სიტუაცია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიფიქროთ, დროა თუ არა გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით. მინდა შევახსენო ყველას, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ბავშვთა უფლებების კოდექსი მთავრობას ავალდებულებს, რომ წარადგინოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რასაც ევროკავშირი და სხვა პარტნიორები მხარს დაუჭერენ. ბოლოს, აბსოლუტურად ფუნდამენტურია, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს საშუალება განახორციელოს კონსტიტუციური უფლება და დახურული ინსტიტუტების მონიტორინგი აწარმოოს,“- განაცხადა ელჩმა.
Ყველაფერში ცხვირს არ ყოფდეთ ერთი
ქუჩაში უამრავი ბავშვი მათხოვრობს! უამრავი! ყოველ ნაბიჯზე, შუქნიშნებთან, ტრანსპორტში. დასაბუთებული ეჭვი მაქვს, რომ მათ უფროსები ამათხოვრებენ. მეტროში ერთი და იგივე ხალხი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ბავშვით ხელში დადის თანაგრძნობის გამოსაწვევად. აშკარა კრიმინალური ქმედებაა და ბავშვთა უფლებების დარღვევაა! რატომ არ იჩენენ თქვენს მიერ დაფინანსებული არასამთავროები ყურადღებას მათ მიმართ? იმიტომ, რომ იქ არ აქვთ პოლიტიკური ინტერესი - ეკლესიის კომპრომეტირება. ძალიან მაინტერესებს მიუკერძოებელი დასკვნა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით. იმედია, რომ თუ არ აღმოჩნდა რაიმე დანაშაული, თქვენ ბოდიშს მოიხდით ნაჩქარევი განცხადების გამო, როგორც ევროპული კულტურის ადამიანი. აბაშიძის ტიპის ცრუუფლებადამცველებისაგან ეს გამორიცხულია.