მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იყო ენტონი ფაუჩის შეხედულებები ვირუსზე პანდემიის დასაწყისში და რა წერია მის პირად მიმოწერებში - ელექტრონული შეტყობინებების სკანდალის დეტალები
როგორი იყო ენტონი ფაუჩის შეხედულებები ვირუსზე პანდემიის დასაწყისში და რა წერია მის პირად მიმოწერებში - ელექტრონული შეტყობინებების სკანდალის დეტალები

კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მოქ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მუ­შა­ო­ბენ იმ თე­ო­რი­ა­ზეც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ვირუს­მა შე­საძ­ლოა, უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟო­ნა. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რებს ვირუ­სის წარ­მო­მავ­ლო­ბის და­სად­გე­ნად 90 დღე მის­ცა.

ყო­ვე­ლი­ვეს ფონ­ზე, აშშ-ში, მე­დი­ა­ში ქვეყ­ნის მთა­ვარ ექიმ ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის პი­რა­დი ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც ავ­ლენს იმას, თუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და მას კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე.

გა­მოქ­ვეყ­ნდა ათა­სო­ბით "იმე­ი­ლი", ფა­უ­ჩის პი­რა­დი მი­მო­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც ავ­ლენს იმ შეშ­ფო­თე­ბა­სა და დაბ­ნე­უ­ლო­ბას, რაც პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში იყო.

  • ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტი, 80 წლის ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი, რომ­ლის კა­რი­ე­რაც მო­ი­ცავს აშშ-ის შვიდ პრე­ზი­დენ­ტთან მუ­შა­ო­ბას, კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლი­სა და პან­დე­მი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბის სახე გახ­და. პან­დე­მი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ის არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა რო­გორც დი­დე­ბის, ასე­ვე სას­ტი­კი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი.

Washington Post-მა, Buzzfeed News-მა და CNN-მა მო­ი­პო­ვეს ფა­უ­ჩის პი­რა­დი ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც 3 000-გვერ­დი­ა­ნია და რომ­ლე­ბიც და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 2020 წლის იან­ვარ-ივ­ნი­სის პე­რი­ო­დით.

ამ მე­ი­ლებ­ში ასა­ხუ­ლია ფა­უ­ჩის სა­უბ­რე­ბი სხვა­დას­ხვა წრე­ებ­თან და ასე­ვე ჩანს მისი ურ­თი­ერ­თო­ბა აშშ-ის მთავ­რო­ბას­თან, ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რო­გორც აშშ-ის მას­შტა­ბით, ასე­ვე ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ, მე­დი­ას­თან, ვარ­სკვლა­ვებ­თან და სხვა ამე­რი­კე­ლებ­თან.

  • რას ვკი­თხუ­ლობთ შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში?

თე­ო­რია ვირუ­სის უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟონ­ვის შე­სა­ხებ:

შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბით ირ­კვე­ვა, რომ ექი­მი ფა­უ­ჩი და მისი კო­ლე­გე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე მხედ­ვე­ლო­ბა­ში იღე­ბენ თე­ო­რი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ ვირუს­მა შე­საძ­ლოა, უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟო­ნა.

თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს თე­ო­რია ექ­სპერ­ტე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა უარ­ყო. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კი მას "უკი­დუ­რე­სად ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დო" უწო­და, რად­გა­ნაც რო­გორც აღ­ნიშ­ნავ­დნენ, არა­ნა­ი­რი და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ Email-ებში არის ასე­ვე ერთი სა­ინ­ტე­რე­სო შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რო­მე­ლიც 2020 წლის იან­ვარ­ში ფა­უ­ჩიმ ქვეყ­ნის უმ­სხვი­ლე­სი ბი­ო­სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის­გან მი­ი­ღო. მას­ში სა­უ­ბა­რია ვირუ­სის "უჩ­ვე­უ­ლო მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე" და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი შე­საძ­ლოა, იყოს ინ­დი­კა­ტო­რი იმი­სა, რომ ვირუ­სი არის "შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი." ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში წერს, რომ მას ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩიმ თქვა, რომ ის არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ვირუ­სი ბუ­ნებ­რი­ვად წარ­მო­იშ­ვა. ასე­ვე თქვა, რომ მხარს და­უ­ჭერს გა­მო­ძი­ე­ბას.

  • შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი პირ­ბა­დის შე­სა­ხებ

2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში ფა­უ­ჩი აშშ-ის ჯან­დაც­ვის ყო­ფილ მდი­ვანს სწერს: "პირ­ბა­დე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა, რათა თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი მათ­გან ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა, ვიდ­რე და­იც­ვას არა­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვირუ­სის­გან.“

  • რა რე­აქ­ცია მოჰ­ყვა ფა­უ­ჩის­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას?

მე­დი­ა­ში სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან გაჩ­ნდა მო­წო­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. მათ შო­რის არი­ან კონ­სერ­ვა­ტო­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი ფა­უ­ჩის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი უნდა გახ­დეს.

ლი­ბე­რა­ლე­ბი კი ამ­ბო­ბენ, რომ ფა­უ­ჩის მი­მო­წე­რე­ბი არა­ფერს ამ­ტკი­ცებს გარ­და იმი­სა, რომ ის მოქ­მე­დებ­და იმ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუს­ზე არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის შე­სა­ბა­მი­სად.

  • შე­ფა­სე­ბა

რო­გორც BBC წერს, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის ბო­როტ­მოქ­მე­დია. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ფა­უ­ჩი ვირუ­სის შე­სა­ხებ გა­დას­ცემს წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ მო­საზ­რე­ბებს. რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი თვლი­ან, რომ ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი უხ­ვევს მეც­ნი­ე­რე­ბის გზი­დან. ასე­ვე მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ტრამ­პის პო­ზი­ცი­ე­ბის შერ­ყე­ვა გარ­კვე­ულ­წი­ლად, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი­საც უკავ­შირ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი უარს ამ­ბობ­დნენ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­ზე პან­დე­მი­ის ყვე­ლა­ზე რთულ დღე­ებ­შიც კი, რად­გა­ნაც თვლიდ­ნენ, რომ სა­მეც­ნი­ე­რო შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბო­და.

რო­გორც BBC წერს, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მა­სა­ლე­ბი გა­ამ­ყა­რებს მო­საზ­რე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ ფა­უ­ჩიმ მარ­თლაც შე­იც­ვა­ლა აზრი ჯან­დაც­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. ისე­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და ეს ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გა­ნაც ვირუ­სის შე­სა­ხებ უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია გაჩ­ნდა.

მა­გა­ლი­თად, 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში ის ამ­ბობ­და, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს პირ­ბა­დე სა­ჭი­რო არ იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­და, რომ პირ­ბა­დე ეტა­რე­ბი­ნათ, მაგ­რამ ეს არ არის გა­საკ­ვი­რი, ვი­ნა­ი­დან 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში კო­ვიდ­თან და­კავ­ში­რე­ბით მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია იყო.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ ლი­ბე­რა­ლე­ბის­თვის ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი გმი­რია. მისი ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი კი ამ­ყა­რებს მო­საზ­რე­ბას, რომ მან შე­იც­ვა­ლა აზრი იმის შე­სა­ხებ, თუ რა უნდა გა­ა­კე­თონ ადა­მი­ა­ნებ­მა კო­რო­ნა­ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და აზ­რის ცვლი­ლე­ბა მეც­ნი­ე­რულ კვლე­ვებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC.com-ის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედიცინა
20

ახალი დაავადებაა, ახალი ვირუსია, რა თქმა უნდა თავიდან იქნებოდა დაბნეულობაც და ქაოსიც. ეს ვაქცინებიც შეიძლება ბოლომდე სანდო არ იყოს. ათწლეულები უნდა ხანდახან დაავადებების დამარცხებას. არა და ყველას უნდა რო ყველაფერი სწრაფად, წამებში მოხდეს. თან ათას სულელურ შეთქმულების თეორიებს იგონებენ.

gf
32

Aqaurma Faucebma ipiqron! sad arian brdzenebi????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

როგორი იყო ენტონი ფაუჩის შეხედულებები ვირუსზე პანდემიის დასაწყისში და რა წერია მის პირად მიმოწერებში - ელექტრონული შეტყობინებების სკანდალის დეტალები

როგორი იყო ენტონი ფაუჩის შეხედულებები ვირუსზე პანდემიის დასაწყისში და რა წერია მის პირად მიმოწერებში - ელექტრონული შეტყობინებების სკანდალის დეტალები

კორონავირუსის წარმოქმნასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. მუშაობენ იმ თეორიაზეც, რომლის მიხედვითაც, ვირუსმა შესაძლოა, უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაზვერვის სამსახურებს ვირუსის წარმომავლობის დასადგენად 90 დღე მისცა.

ყოველივეს ფონზე, აშშ-ში, მედიაში ქვეყნის მთავარ ექიმ ენტონი ფაუჩის პირადი ელექტრონული შეტყობინებები გავრცელდა, რომელიც ავლენს იმას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მას კორონავირუსთან დაკავშირებით ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე.

გამოქვეყნდა ათასობით "იმეილი", ფაუჩის პირადი მიმოწერები, რომელიც ავლენს იმ შეშფოთებასა და დაბნეულობას, რაც პანდემიის დასაწყისში იყო.

  • ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტი, 80 წლის ენტონი ფაუჩი, რომლის კარიერაც მოიცავს აშშ-ის შვიდ პრეზიდენტთან მუშაობას, კორონავირუსთან ბრძოლისა და პანდემიაზე რეაგირების სახე გახდა. პანდემიის განმავლობაში ის არაერთხელ ყოფილა როგორც დიდების, ასევე სასტიკი კრიტიკის ობიექტი.

Washington Post-მა, Buzzfeed News-მა და CNN-მა მოიპოვეს ფაუჩის პირადი ელექტრონული შეტყობინებები, რომელთა რაოდენობაც 3 000-გვერდიანია და რომლებიც დათარიღებულია 2020 წლის იანვარ-ივნისის პერიოდით.

ამ მეილებში ასახულია ფაუჩის საუბრები სხვადასხვა წრეებთან და ასევე ჩანს მისი ურთიერთობა აშშ-ის მთავრობასთან, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან, როგორც აშშ-ის მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მედიასთან, ვარსკვლავებთან და სხვა ამერიკელებთან.

  • რას ვკითხულობთ შეტყობინებებში?

თეორია ვირუსის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ:

შეტყობინებებით ირკვევა, რომ ექიმი ფაუჩი და მისი კოლეგები კორონავირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზევე მხედველობაში იღებენ თეორიას იმის შესახებ, რომ ვირუსმა შესაძლოა, უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა.

თუმცა მოგვიანებით, ეს თეორია ექსპერტების დიდმა ნაწილმა უარყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი მას "უკიდურესად ნაკლებ სავარაუდო" უწოდა, რადგანაც როგორც აღნიშნავდნენ, არანაირი დამამტკიცებელი საბუთები არ აღმოჩნდა.

გამოქვეყნებულ Email-ებში არის ასევე ერთი საინტერესო შეტყობინება, რომელიც 2020 წლის იანვარში ფაუჩიმ ქვეყნის უმსხვილესი ბიოსამედიცინო კვლევითი დაწესებულების დირექტორისგან მიიღო. მასში საუბარია ვირუსის "უჩვეულო მახასიათებლებზე" და აღნიშნულია, რომ ეს მახასიათებლები შესაძლოა, იყოს ინდიკატორი იმისა, რომ ვირუსი არის "შემუშავებული." ენტონი ფაუჩი საპასუხო წერილში წერს, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის მაისში ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ ის არ არის დარწმუნებული, რომ ვირუსი ბუნებრივად წარმოიშვა. ასევე თქვა, რომ მხარს დაუჭერს გამოძიებას.

  • შეტყობინებები პირბადის შესახებ

2020 წლის თებერვალში ფაუჩი აშშ-ის ჯანდაცვის ყოფილ მდივანს სწერს: "პირბადე ინფიცირებული ადამიანებისთვისაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათგან ვირუსის გავრცელება, ვიდრე დაიცვას არაინფიცირებული ადამიანი ვირუსისგან.“

  • რა რეაქცია მოჰყვა ფაუჩისთან დაკავშირებული შეტყობინებების გამოქვეყნებას?

მედიაში სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან გაჩნდა მოწოდებები იმის შესახებ, რომ ენტონი ფაუჩი გაათავისუფლონ დაკავებული თანამდებობიდან. მათ შორის არიან კონსერვატორი პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ აღნიშნული შეტყობინებები ფაუჩის გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს.

ლიბერალები კი ამბობენ, რომ ფაუჩის მიმოწერები არაფერს ამტკიცებს გარდა იმისა, რომ ის მოქმედებდა იმ დროისთვის კორონავირუსზე არსებული ცოდნის შესაბამისად.

  • შეფასება

როგორც BBC წერს, ენტონი ფაუჩი ტრამპის მხარდამჭერებისთვის ბოროტმოქმედია. ისინი ამბობენ, რომ ფაუჩი ვირუსის შესახებ გადასცემს წინააღმდეგობრივ მოსაზრებებს. რესპუბლიკელები თვლიან, რომ ენტონი ფაუჩი უხვევს მეცნიერების გზიდან. ასევე მიიჩნევენ, რომ ტრამპის პოზიციების შერყევა გარკვეულწილად, ენტონი ფაუჩისაც უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ კონსერვატორები უარს ამბობდნენ პირბადის ტარებაზე პანდემიის ყველაზე რთულ დღეებშიც კი, რადგანაც თვლიდნენ, რომ სამეცნიერო შეხედულებები კორონავირუსთან დაკავშირებით მუდმივად იცვლებოდა.

როგორც BBC წერს, ელექტრონული ფოსტის მასალები გაამყარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფაუჩიმ მართლაც შეიცვალა აზრი ჯანდაცვის რეკომენდაციების შესახებ. ისეთი რეკომენდაციების, როგორიცაა მაგალითად, პირბადის ტარება და ეს ბუნებრივია, რადგანაც ვირუსის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გაჩნდა.

მაგალითად, 2020 წლის თებერვალში ის ამბობდა, რომ მოგზაურობის დროს პირბადე საჭირო არ იყო, მოგვიანებით კი მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ პირბადე ეტარებინათ, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან 2020 წლის თებერვალში კოვიდთან დაკავშირებით მწირი ინფორმაცია იყო.

გამოცემა წერს, რომ ლიბერალებისთვის ენტონი ფაუჩი გმირია. მისი ელექტრონული შეტყობინებები კი ამყარებს მოსაზრებას, რომ მან შეიცვალა აზრი იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა კორონავირუსთან საბრძოლველად და აზრის ცვლილება მეცნიერულ კვლევებთანაა დაკავშირებული.

მომზადებულია BBC.com-ის მიხედვით

ნასროლი ფეხსაცმელი, კვერცხები და სენდვიჩები - მაკრონიდან ტრამპამდე: ყველაზე გახმაურებული თავდასხმები პოლიტიკოსებზე

"ფაფით ვისაუზმე... ხელებით ვიგებ რა მდგომარეობაშია კანი. სარკეს არ მაძლევენ" - რა მისწერა რომან პროტასევიჩის მეგობარმა გოგონამ მშობლებს ბელარუსის საპატიმროდან

"გადმოგცემთ ჩემს შვილს, ყველა ტყვეს სანაცვლოდ" - რა შეუთვალა ნიკოლ ფაშინიანმა ილჰამ ალიევს?